ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გიუმრის სამხედრო ბაზა - საფრთხე საქართველოსთვის

ცოტა ხნის წინ სომხეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას სომხეთში, გიუმრიში, 2044 წლამდე ახანგრძლივებს.

მედვედევმა ამ ხელშეკრულებით მიანიშნა, რომ რუსეთი თავს რეგიონში ისევ წამყვან ძალად განიხილავს და ეს ამერიკისთვის თითის დაქნევის საშუალებას აძლევს. საქართველოში საკითხს სხვაგვარად უყურებენ.

რა სამხედრო საფრთხეს შეუქმნის გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა საქართველოს, მთლიანად ამიერკავკასიას და მოსალოდნელია თუ არა რეგიონში კონფლიქტების გაღვივება, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გვესაუბრება.

- გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზას სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სიმბოლოდ განიხილავენ. რუსები კი ამით რეგიონში მშვიდობის გარანტად მიიჩნევენ თავს. ბაზა სომხეთის ჩრდილოეთით, საქართველოს საზღვართან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

ამ ბაზის ძირითად სამხედრო პოტენციალს განსაზღვრავს როგორც საავიაციო ტექნიკა ავიაგამანადგურებელ "მიგ-29"-ების სახით, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები. აქ განლაგებულია რამდენიმე პოლკი, თავისი არტილერიითა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებით. თუ გავრცელებულ მონაცემებს ვენდობით, ბაზაზე არის 100-მდე ტანკი, 130-140-მდე ჯავშანმანქანა, 70-მდე საარტილერიო სისტემა D-30, კონტინგენტი კი დაახლოებით 6000 კაცს შეადგენს.

სამხედრო თვალსაზრისით, ეს არც ისე ძლიერი შენაერთია. იგი დაახლოებით ერთი დივიზიაა მოძველებული ტექნიკითა და შეიარაღებით, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში შედიოდა რუსული არმიის შეიარაღებაში.

- ახალი ხელშეკრულება ამ ბაზაზე არსებული დივიზიისა და სომხური არმიის გადაიარაღებასაც ითვალისწინებს... და, საერთოდ, რატომ დასჭირდა რუსეთს ხელშეკრულების 2044 წლამდე გახანგრძლივება, როდესაც წინა ხელშეკრულებას ვადა 2020 წელს ეწურებოდა?
- ამით რუსეთს იმის დემონსტრირება სურდა, რომ იგი კავკასიაში კვლავ დომინანტია. ამ ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ სრული კარტ-ბლანში მიეცა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მორჯულების პროცესი უფრო ინტენსიური გახდება. მნიშვნელოვანია ირანის ფაქტორიც. გიუმრიში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები და "მიგ-29"-ებია განლაგებული, ეს კი ფარია ირანისათვის. ამით რუსეთი ამერიკას ეუბნება, ირანს არ დავუჭერ მხარს, მაგრამ კეთილი ინებე და დამელაპარაკე "ჩემს ენაზეო". ეს ხელშეკრულება სავაჭრო თემაა რუსეთისთვის.

რაც შეეხება გადაიარაღებას, ეს საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია, მით უმეტეს, როცა ისეთი მოძველებული ტიპის შეიარაღებაზე ვლაპარაკობთ, როგორიც არის გიუმრიში არსებული "მიგ-29", თ-72, BMP-ები. ამასთანავე, ეს ხანგრძლივი პროცესიცაა, ასე რომ, რუსეთი სხვა ბაზებისთვის, ახლო მომავალში, ნამდვილად ვერ მოიცლის.

- ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში რუსეთის მხრიდან სომხეთისათვის დამხმარების გათვალისწინებით, თუნდაც გიუმრის ბაზიდან, აზერბაიჯანული და სომხური სამხედრო ძალების თანაფარდობა როგორი იქნება?
- ამ ბაზაზე განლაგებული ერთი დივიზია ამინდს ვერ შექმნის. 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მიდიოდა კონფლიქტი აფხაზეთში, ცხინვალსა და ყარაბაღში, აზერბაიჯანული და ქართული ჯარი ჯერ კიდევ არ ჰგავდა ჯარს. ახლა კარდინალური ცვლილებებია. აზერბაიჯანის შეიარაღებულმა შენაერთებმა გაიარეს რეფორმის რამდენიმე ეტაპი, მათი ოფიცრები განათლებას იღებენ თურქეთში, ევროპასა და ამერიკაში. ქართულმა ჯარმაც ცოტა ამოისუნთქა და ძალები მოიკრიბა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

ამიტომ, აზერბაიჯანისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, მაშინ, როდესაც რუსული სამხედრო მანქანა უკან-უკან მიდის და ახალს ვერაფერს სთავაზობს სომხურ არმიას. თუ კონფლიქტში საქართველოც ჩაებმება, საქართველო-აზერბაიჯანის გაერთიანებული ჯარები უფრო ძლიერად იქნებიან წარმოდგენილი, ვიდრე სომხურ-რუსული ძალები.

- საქართველოს ჩაბმის ალბათობა სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში დიდია?
- აზერბაიჯანისა და საქართველოს ინტერესები გადაჯაჭვულია და თუ ჩვენ კავკასიაში მშვიდობა გვინდა, მთელი ენერგია უნდა ჩავდოთ იმაში, რომ რუსეთს კავკასიიდან ფეხი ამოვაკვეთინოთ. როგორც კი ეს მოხდება, ყარაბაღის პრობლემა და, შესაბამისად, სომხურ-აზერბაიჯანული პრობლემა თავისთავად მოგვარდება.
ჩვენ და აზერბაიჯანი ერთად უნდა დავდგეთ. მთავარია, სომხეთის ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი ადამიანები აღარ მოვიდნენ.

- რუსეთის ამიერკავკასიიდან გაყვანაზე ლაპარაკი იოლია, მაგრამ გამოცდილებამ სხვა გვიჩვენა...
- ამიერკავკასიიდან რუსეთის გაძევებისათვის დაახლოებით 6-7 წელი და ხელისუფლების შეცვლაა საჭირო. ჩვენი ხელისუფლება სამხედრო გადაწყვეტილებების მიღების მხრივ ძალიან სუსტია. როგორც ზემოთ ვთქვი, ეს აზერბაიჯან-საქართველოს ერთობლივი ინტერესია, მაგრამ გარდა ამისა, რეგიონში არსებობს ამერიკული ინტერესიც, - დარეგულირდეს სიტუაცია ირანში, რაც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ.

- არის კი საფრთხე, რომ უახლოეს მომავალში ამიერკავკასიაში კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირება მივიღოთ?
- აზერბაიჯანი საქართველოს მოძლიერებას დაელოდება. იგი მხოლოდ მაშინ დაიწყებს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებას, როდესაც დარწმუნდება, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიას ვერ გამოიყენებს სომხეთში თავისი ქვედანაყოფების შესაყვანად. დღეს საქართველო და აზერბაიჯანი მზად არ არიან სამხედრო მოქმედებების წარმოებისათვის. რაც შეეხება რუსეთს, იგი დაკავებულია აშშ-ისგან ფულის გამოძალვით, ირანის აფერის სახით.

საქართველოსთან სამხედრო კონფლიქტი არც რუსეთს აძლევს ხელს, თუმცა, როდესაც კონფლიქტები არსებობს და არ არის დარეგულირებული რაიმე ხელშეკრულებით, თანაც მოახლოებულია საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში, ხოლო ჩრდილოეთი კავკასია სულ უფრო არასტაბილური ხდება, რა თქმა უნდა, არის ალბათობა, რომ შემთხვევითმა გასროლამ საბრძოლო მოქმედება განაახლოს.

ნინო მამუკაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

1) ავტორი: mazniashvili001
giumris bazaze dislocirebulia 150 mde tanki eseni arian t72(b,bk) t80 ,,,130-140 javshan manqana ,, 30mde mig29 ...aseve S300 rogorc vici 5 gamshvebi sistema da unda gavitvaliswinot rom am haersawinaagmdego sistemas aqvs uaxlesi modernizeba chatarebuli 70 d30 da aseve gradebi,,, 6000 kacs sheadgen kontinenti ..... mgoni arc ise modzvelebuli sheiaragebaa da sakmaod dzlieri bazaaa da chven kidev ar vicit am bazaze ra sheiarageba ayenia ise cnobistvis exla somxets rusetma 600 milioni dolaris sheiarageba gadasca

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja