ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
იუდაიზმი

იუდაიზმი (ებრ. იაჰუდეთ) ერთ–ერთი უძველესი რელიგიაა. იგი წარმოიშვა ძვ.წ 1_ლ ათასწლეულში დღევანდელი პალესტინის ტერიოტრიაზე. ისტორიაში აღნუსხულია, როგორც პირველი მონოთეისტური მოძღვრება. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტური რელიგიების, კერძოდ ქრისტიანობის და მუსლიმანობის. იუდაიზმი ებრაელი ხალხის რელიგია, როგორც ვიცით მოსეს მიერ ებრალებს მიეცათ სჯული, რომელიც მათ, როგორც ღვთის რჩეულებს, მოამზადებდა ძე ღმერთის განკაცებამდე, ანუ ძველი აღთქმა იყო მომამზადებელი იმ წიაღისა, რომელშიც უნდა შობილიყო მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. ებრაელი ერი იყო ერთადერთი ერი, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის ცოდნა თვით უფალმა აუწყა მოსეს პირით(მოსემდე ებრაელები ზეპირი გადმოცემით იცავდნენ სჯულს). იუდაიზმი არის მესიანური რელიგია. ძველი აღთქმის რელიგია განსაზღვრავდა ებრაელთა ცხოვრებისა და საქმიანობის ყოველ ასპექტს: ლოცვიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო წეს–ჩვეულებებით დამთავრებული, მაგრამ ბიბლიური ისტორია გვიჩვენებს, რომ ერს მთლიანობაში უჭირდა მოსეს მცნებებით ცხოვრება და ისინი უცხო ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ერის განდგომილებისა და უსჯულოების მამხილებელნი იყვნენ წინასწარმეტყველები, რომლებიც დაბნეულ ერს ისევ აბრუნებდნენ ჭეშმარიტ ღმერთთან.
იუდეველებმა ვერ შეიცნეს ქრისტე, როგორც მესია, მათი მოსაზრება მესიაზე დეფორმირებული იყო. ისინი ელოდნენ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც მათ მონობიდან გამოიყვანდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა, ამიტომაც არ იწამეს და აცვეს ჯვარზე. ამის შემდეგ შეიქმნა ქრისტიანული ეკლესია. ქრისტიანული ეკლესიის შექმნის შემდეგ იუდაიზმმა დაკარგა ღვთიური ძალა. ბოლო 2000 წლის მანძილზე იუდაიზმის პრაქტიკული მიმდევრობა მონოლითური არ ყოფილა: მას არ ჰყოლია ცენტრალური სულიერი მმართველობა, არ ჰქონია შემბოჭავი დოგმა. მიუხედავად ამისა , ყოველ ვარიაციაში იუდაიზმი მჭიდროდ დარჩა, რამდენიმე რელიგიურ პრინციპთან, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია ერთადერთი , ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე, ყოვლად მოწყალე და უხილავი (ტრანსცენდენტული) ღმერთის რწმენა. ღმერთისა, რომელმაც შექმნა სამყარო და განაგრძობს მის მმართველობას. ებრაული აზროვნების მიხედვით, სამყაროს შემქნელმა ღმერთმა უძველ– ესი აღთქმით კავშირი დაამყარა ებრაელ ერთან, როდესაც მათ თორას სახით მის მიერ დადგენილი კანონ– ები და მცნებები გაუზიარა. ებრაული ღვთისმსახურება, ყველაზე დიდ ადგილს უთმობს, ამ კანონებისა და მცნენების შესწავლას და ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებას ისე, როგორც ეს ინტერპრეტირ–ებულია რელიგიის კანონიკურ წიგნებსა და რაბინულ ლიტერატურაში.
იუდეველები არ სცნობენ ხატებს, არ გააჩნიათ სასულიერო იერარქია. სინაგოგები არსებობს მორწმუნეთა ხარჯზე (ან მსვხვილი კაპიტალისტის შემოწირულობებით). იუდაიზმის მიმდევართა მთავარი რელიგიური დღესასწაულებია შაბათი, რომელიც სამყაროს შექმნასთანაა დაკავშირებული ანუ სრული დასვენების დღე, პასექი(ებრაელების მონობიდან განთავისუფლების დღე) მარხვა და მონანიების დღე იომ–ქიფური. ვინც ხატებს სცემს თაყვანს, მათ მწვალებლებს უწოდებენ. მორწნუნე ებრეალებს მიაჩნიათ, რომ ღმერთის სამებად წარმოდგენაში არის პოლითეიზმის გავლენა და ისინი მას არ აღიარებენ.
ადრე ებრაელებსაც ჰქონდათ სალოცავი და მსხვერპლშესაწირავი ტაძარი იერუსალიმში, სადაც ძირითადად მხოლოდ დღესასწაულების დროს იკრიბებოდნენ. მიუხედავად ამისა, წლის დანარჩენ დღეებშიც არ წყვეტდნენ ქოჰენების (ქურუმების) ყოველდღიური ყოფის მიბაძვას. იუდაიზმი დღესაც ცდილობს მორწმუნეთა ყოველდღიური ცხოვრება, ძველებრაულ ტაძარში ქურუმების ყოველდღიურ ყოფა–ცხოვრების დონემდე აამაღლონ. ამ მიზნის მისაღწევად თორაში მოცემულია 613 მიცვა, ანუ ღვთის განკარგულება. მიცვების შემსრულებელი მორწმუნეებს იუდაიზმი გან–ედენს (სამოთხის ბაღს) ან ოლამ ჰა’ბას (სიცოცხლეს მომავალ სამყაროში, ე.ი მესიის მოსვლისას მკვდრეთით აღდგომას) ჰპირდება. აქედან იუდაიზმი მხოლოდ მკვდრეთით აღდგომის რწმენას ავალდებულებს მორწმუნეებს.
მართალია, იუდაიზმი ყოველთვის იცავდა სარწმუნოების რამდენიმე პრინციპს, მას მაინც არ აქვს ყველა ებრაელისადმი მისაღები დოგმა. დოგმების ჩამოყალიბებას საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ რაბინები, მაგრამ როდესაც რაბინთა ერთი ჯგუფი მიიღებდა რაიმე გადაწყვეტილებას, მეორენი არ ეთანხმებოდნენ, არ იზიარებდნენ მათ შეხედულებებს. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ებრაელებს არ ჰყავთ ცენტრალური ავტორიტეტი. ებრაული სარწმუნოების ერთ ფორმულას არ ძალუძს, დასძლიოს მეორე. იუდაიზმს აქვს 3 ძირითადი პრინციპი, რომელთა უარყოფის შემთხვევაში ებრაელი ითვლება აფიკოროსად (ურწმუნოდ), ესენია: ღმერთის არსებობა, თორის ღმერთისგან მიღება, და ღვთიური მსჯავრის არსებობა. იუდაისტური რელიგია საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტულ ებრაელთა ნაციონალური კონსოლიდაციისა და ეროვნული თვითშეგნების საფუძველს წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელთა რელიგიური თვალსაზრისი შუა საუკუნეებში არსებითად ძველ აღთქმის წიგნებს (მოსეს ხუთწიგნეულს–თორას) ემყარება, ებრაელები რაბინთა ძველ გადმოცემებსაც აღიარებენ, რომლებიც თავდაპირველად ზეპირად გადმოიცემოდა. მოგვიანებით კი ისინი ჩაწერეს და თალმუდის (მოძღვრება, მეცნიერება) სახელით გააერთიანეს. თალმუდი არის ებრაელების მეორე კანონი და მისი ორი ვერსია არსებობს: ბაბილონური და იერუსალიმური ანუ პალესტინური.
შუა საუკუნეობრივი იუდაიზმის წიაღში ჩაისახა ებრაული ფილოსოფია, თუმცა უნდა ითქვას რომ მოსეს სჯულსა და ანტიკური ფილოსოფიის დაახლოვებას სათავე ჯერ კიდევ ფილონ ალექსანდრიელმა დაუდო. ებრ. ფილოსოფია იყოფა სამ ნაწილად: ნეოპლატონური, არისტოტელური და კაბალისტური. ნეოპლატონური–იბნ–გებიროლი, არისტოტელური–საადია ფაიუმი. კაბალისტური–(IIს) ბენ აკიბა (თხ.იეცირა) და მისი შვილი ბენ იოხია (თხ.ზოჰარი) ( ბევრს ჰგონია რომ კაბალა შუა საუკუნეებში შეიქმნა მაგრამ ეს ასე არ არის ).კაბალის(ებრ. გადმოცემა) თანახმად ღმერთი არის უთვისებო განუსაზღვრელი ტრანსცენდენტული არსება. მაგრამ ეს არარა ამავე დროს ყველაფრის დასაბამია. კაბალას ახასიათებს მისტიციზმი და ზოგიერთი თეოლოგიური საკითხების თავისებური ინტერპრეტაცია. მათი აზრით სამყარო შეიქმნა ემანაციის გზით, ანუ ამ არარას(ღმერთს) გამოეყო, რაც უპირსპირდება ქარისტიანობის შეხედულებას სამყაროს შექმნაზე. კაბალის მიმდევრებს სწამთ სულების გარდასახვის შესაძლებლობა, მათ მიაჩნიათ, რომ სულებმა თავიანთი სრულქმნილება უნდა განავითარონ ათასგვარი განსაცდელისა და გამოცდის გავლით და ამით დაბრუნდნენ ღმერთთან. თუ ეს ერთი სიცოცხლის განმავლობაში ვერ მოახერხეს, მაშინ უნდა გადასახლდნენ სხვა სხეულში და ასე მივიდნენ ჭეშმარიტ ღმერთთან. კაბალისტებს მიაჩნიათ, რომ მატერია არის ბოროტების გამოვლინება, რაც უპირისპირდება ბიბლიურ შეხედულებას, რომ ღმერთმა ყოველივე კეთილად. მიუხედავად ძველი წარმოშობისა კაბალამ დასრულებული სახე შუა საუკუნეებში მიიღო. გვიანდელი კაბალისტური იუდაიზმი ბევრად დასცილდა ძვ. აღთქმისეულ იუდაიზმს და მკვეთრად დაუპირისპირდა ქრისტიანობას. იუდაიზმს საქართველოში დიდი ხნის ისტორია გააჩნია, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნეა ცხოვრობენ. საქართველოში არსებობენ ორი ტიპის ებრაელები . ქართველი ებრაელები და ევროპელი ებრაელები (აშკეზანები). 1970_იან წლებში საქართველოში დაახლოებით 60000 _მდე ებრაელი ცხოვრობდა . 1990_იანი წლებისთვის ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდა და დაახლოებით 24000_ს გაუტოლდა. აქედან 14000 ქართველი ებრაელი ხოლო 10000 ევროპელი ებრაელი. ებრაელთა ასეთი კვეთრი მიგრაცია გამოწვეული იყო, მაშინდელი წესწყობილებით, ასევე იმით რომ ყველა ებრაელი ვალდებულია, ერთხელ მაინც მოინახულოს აღთქმული მიწა. დღეს–დღეისობით საქართველოში 4000–მდე ებრაელი ცხოვრობს, ძირითადად თბილისში. მათ გააჩნიათ სინაგოგა, ებრაული სასწავლებელი, ბაღი და რელიგიური აკადემია რომელიც დააარსა საქართველოს მთავარმა რაბინმა არიელ ლევინმა.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja