ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ჯერ დერეფანი დაგვეთმო და ჯარი მერე გაგვეგზავნა ავღანეთში...

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი ინიციატივა - ჩვენი საჰაერო სივრცისა და სახმელეთო დერეფნის გავლით ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განახორციელოს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, არახალი თემაა.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც აშშ-ს ეძლეოდა უფლება, საქართველოს საჰაერო და სახმელეთო დერეფნებით გადაეზიდათ სამხედრო და არასამხედრო დანიშნულების ტვირთი.

მაგრამ ამდენი ხანია, რატომღაც პენტაგონი არ ჩქარობს საქართველოს ამ გულუხვი შეთავაზების გამოყენებას.

ეს მით უმეტეს გასაკვირია, როდესაც აშშ-ისა და მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო ოპერაციები ავღანეთში სერიოზულ და მუდმივ მომარაგებას საჭიროებს.

დღემდე ტვირთის უდიდესი ნაწილი პაკისტანის გავლით შედიოდა ავღანეთში, მაგრამ ბოლო ხანს გახშირდა თავდასხმები პაკისტანის საზღვაო პორტებიდან ავღანეთში საბრძოლო საჭურვლითა და სურსათ-სანოვაგით დატვირთულ ამერიკულ საავტომობილო კოლონებზე.

პენტაგონმა ალტერნატიული უხიფათო გზის ძებნა დაიწყო. ლოგიკური იყო, დაინტერესებულიყვნენ აღმოსავლეთ ევროპა-შავი ზღვა-საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვა-თურქმენეთი-ავღანეთის მარშრუტით. მართალია, ამ გზის გავლისას კონტეინერები ორჯერ გემებში და ისევ ორჯერ სარკინიგზო ეშელონებში უნდა გადაეტვირთათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ სატრანზიტო დერეფანზე "თალიბების" თავდასხმის საშიშროება არ იყო.

მიუხედავად ამისა, ავღანეთისთვის განკუთვნილ ტვირთს საქართველო არ გაუვლია, რისი ძირითადი მიზეზიც, ეტყობა, უფრო პოლიტიკურ ნიუანსებში უნდა ვეძებოთ, ვიდრე ეკონომიკურში.

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოზე გამავალ სამხრეთ მარშრუტს რუსეთზე ტრანზიტი ამჯობინა. ამასთან, ბრიუსელი მოსკოვთან ბევრ დათმობაზე წავიდა (მათ შორის საქართველოს ოკუპაციის თემაზეც), ოღონდ მის ტვირთს რუსეთის ფედერაციის სახმელეთო და საჰაერო დერეფნით გაევლო.

ავღანეთისკენ მიმავალი სარკინიგზო ეშელონის ფორმირება ლატვიის დედაქალაქ რიგაში ხდება (საბრძოლო საჭურვლის შეგროვება გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზებში იწყება), რის შემდეგ რუსეთის სარკინიგზო ხაზებით ყაზახეთში ჩადის, იქიდან უზბეკეთს გაივლის და ისე მიდის ავღანეთის საზღვრამდე, სადაც ისევ საბარგო ავტომობილებით (ავღანეთში რკინიგზა არ ფუნქციონირებს) თერმეზის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან შედის ავღანეთში.

რუსეთზე გამავალი სატრანზიტო გზა უფრო გრძელია, ვიდრე სამხრეთ კავკასიისა, მაგრამ დასავლეთი არჩევანს მაინც მოსკოვზე აკეთებს.

სხვათა შორის, ზოგიერთ ქართულ გამოცემაში გაკეთდა აქცენტი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საქართველოს უთმობს NATO-ს და აშშ-ს ავღანეთში "თალიბებისთვის" დასარტყმელად.

ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის, საბჭოთა პერიოდშიც ვრცელდებოდა ჭორები, რომ დიდი შირაქიდან აფრენილ СУ-24 ტიპის საფრონტო ბომბდამშენები ავღანეთს ბომბავდნენ და საქართველოში ბრუნდებოდნენ. სინამდვილეში დიდი შირაქის ბომბდამშენთა პოლკი, ისევე როგორც ცხინვალში დისლოცირებული МИ-24-ების საავიაციო პოლკი, მივლინებით რამდენიმე თვით იგზავნებოდა შუა აზიასა და ავღანეთში, საიდანაც ახორციელებდნენ საბრძოლო გაფრენებს.

ახლაც არავინ აპირებს საქართველოს ტერიტორიიდან ავღანეთში "თალიბების" დაბომბვას, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის ტვირთის სატრანზიტო დერეფნის დათმობა ჩაგვეთვლებოდა, როგორც NATO-სთვის სერიოზული დახმარება და ამასთან არცთუ მცირე ფინანსურ მოგებას ნახავდა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი. საერთოდ კი ბევრად უკეთესი იქნებოდა, NATO-ს გულის მოსაგებად ავღანეთში თითქმის ათასი ქართველი სამხედროს გაგზავნამდე, ძირითადი აქცენტი სწორედ სატრანზიტო დერეფნის შეთავაზებაზე გაგვეკეთებინა...

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja