|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ქართული სამშვიდობო მისია ავღანეთში |
|
|
სამშვიდობო მისიით საქართველოდან ავღანეთში გაზაფხულზე დამატებით 700 კაციანი ბატალიონი გაემგზავრება. ამჯერად ბატალიონი ამერიკული სარდლობის ქვეშ იმსახურებს. ორწლიან სამშვიდობო მისიას ქართველი ჯარისკაცები ნატო–ს წევრ ქვეყნებთან ერთად შეასრულებენ. ჯარისკაცები ყოველ ექვს თვეში ერთხელ, როტაციის პრინციპით შეიცვლებიან. ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის ქართველი ჯარისკაცები ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს. სწორედ ამერიკული სარდლობის ქვეშ განლაგდება ამჯერად ქართული ბატალიონი ავღანეთში. ნიკა ვაშაკიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა ამერიკასთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ–ერთი გამოვლინებაა და ქართული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას გულისხმობს. სწრაფი, გამშვები საკონტროლო პუნქტების მოწყობა, სამხედრო ბაზების დაცვა, პატრულირება და კონვოირება – ეს, ის დავალებებია, რომლის შესრულებაც ქართველ სამხედროებს ავღანეთში მოუწევთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსისთვის ავღანეთის სამშვიდობო მისია ერთ– ერთი პრიორიტეტული საკითხია, აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ ქართველი სამხედროებისთვის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა და ხელს შეუწყობს ქართული ჯარის ნატო–ს შეიარაღებული ძალების სამხედრო სტანდარტებთან დაახლოებას. გამოცდილების გარდა ქართველ ჯარისკაცებს კოსოვოსა და ერაყის შემდეგ, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით მსოფლიო მშვიდობის გამყარებაში საკუთარი წვლილიც შეაქვთ. ''იმედი''
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |