ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ქართველი გმირები

იუნკერები

იუნკრები საბრძოლო დავალების შესასრულებლად და თბილისის მისადგომების დასაცავად 17 თებერვალს დილითვე გაეშურნენ. თბილისის ქუჩებში ხალხი ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა თხელ პალტოებში გამოწყობილ, მწყობრი ნაბიჯით მიმავალ 20-23 წლის ბიჭებს. პირველი ‘წითელი’ იერიშების მოგერიება მამაც იუნკერებს საბრძოლო პოზიციებზე ასვლისთანავე მოუწიათ. იუნკერთა პოზიციების გარღვევა მეთერთმეტე არმიამ ვერც ბაქოელი კურსანტებისა და ვერც პირველი ქართველი კომკავშირელის, ბორის ძნელაძის გარჯის შედეგად მოახერხა. ქართველი მეომრები სალი კლდესავით აღიმართნენ კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში. ზედიზედ რამდენიმე იერიშის მოგერიების შემდეგ, იუნკრები კონტრიერიშზე გადავიდნენ და თბილისის კარიბჭემდე იოლად მოღწეულ მტერს მნიშვნელოვანი სიმაღლეები გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამ ბრძოლების დროს, იუნკერები ენითაუწერელ გმირობებს სჩადიოდნენ. სამწუხაროა, რომ დღემდე არ გახმაურებულა ერთ-ერთი იუნკერის, შალვა ერისთავის გმირობა, რომელმაც წითელარმიელ მატროსოვამდე ოცი წლით ადრე საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა. ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს, იუნკერთა შეტევა სერიოზულად შეაფერხა მოხერხებულ სიმაღლეზე განლაგებულმა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ცეცხლმა. იუნკრებმა გადაწყვეტილება სწრაფად მიიღეს და პირდაპირი იერიშით გაემართნენ წითელარმიელთა ავადმოგრიალე ‘მაქსიმისაკენ’. მოიერიშეებს მალევე გამოეყო მაშინდელ თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი. მან თვალის დახამხამებაში აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი და საკუთარი სხეულით დაადუმა ‘მაქსიმის’ ლულა. შალვა ერისთავის ეს გმირობა იმ დღეებში მთელ საქართველოს მოედო. მოგვიანებით კი მას მხოლოდ ქართული ემიგრაციის წრეებში იგონებდნენ. საბჭოთა პროპაგანდამ ოცი წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს მოსდო წითელარმიელ მატროსოვის ანალოგიური თავდადება.

საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვალს ღამით გაიცა. იუნკრები მცხეთისაკენ დახეული ჯარების არიერგარდს იცავდნენ. ბათუმამდე უკან დახევისას ისინი არაერთხელ ჩაერთვნენ ბოლშევიკებთან შეტაკებაში. საბოლოოდ, მარტის მიწურულს, ბათუმიდან გემით სტამბულში ჩავიდნენ, იქიდან კი საბერძნეთის, საფრანგეთისა და პოლონეთის სამხედრო სასწავლებლებში გადანაწილდნენ. ბევრმა მათგანმა გმირული ბრძოლის მაგალითები ჩაწერა უცხო ქვეყნების ისტორიაში.

26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, ნელი ნაბიჯით მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა. ‘ეს სანახაობა იმდენად ტრაგიკული იყო, რომ გაოცებასთან შეერთებული მოკრძალების გრძნობას იწვევდა კომუნისტებისა და წითელარმიელების რიგებში და ახალ ადმინისტრაციას აზრადაც არ მოსვლია ამ პროცესიისათვის ხელი შეეშლა’ იხსენებდა ამ ტრაგიკული მოვლენების შემსწრე გერონტი ქიქოძე. დღევანდელი პარლამენტის შენობის ქვეშ დღემდე განისვენებენ კოჯორ-ტაბახმელაზე დაღუპული ათი იუნკერი და 20 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი. მათგან ერთ-ერთი, ტყვიამფრქვევისაგან დაფლეთილი შალვა ერისთავის სხეულიცაა.

და მაინც, რა იყო ამ ახალგაზრდა მებრძოლების გმირობის საიდუმლო? რატომ მოხდა, რომ სხვა ათასობით ჯარისკაცისათვის სამაგალითო გახდა 118 ახალწვერულვაშამოღერილი მებრძოლის საქციელი?

აფხაზეთში მებრძოლის დღიურებიდან

დადგა ის საშინელი დღეც, რომელმაც ჩემს მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვა.

იმ დღეს ყველაფერი იყო. იყო ბრძოლა, იყო ქაოსი, იყო შიშიც… და რაც მთავარია, იყო ქართველთა გმირობა. ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო. ასე იყო ჩვენი მებრძოლების საქმეც. სწორედ ბრძოლაში გამოიკვეთა მათი თავდადება, ერისადმი და სარწმუნოებისადმი სიყვარული.

მტერი თავს 5 ივლისს დილის 5 საათსა და 45 წუთზე დაგვესხა. პირველი, რაც გავიგონე, ეს იყო მბრძანებლური კილოთი ნათქვამი: “ქართველებო დაგვნებდით!”. მართალია, ისინი ბევრნი იყვნენ, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ქართველებთან ჰქონდათ საქმე.

მათ არ იცოდნენ და ვერც წარმოიდგენდნენ, რომ ერთ მუჭა ქართველებს შეეძლოთ 9 საათის განმავლობაში შეეჩერებინათ რამდენიმე ათასი მოწინააღმდეგე. მიზნის მისაღწევად მტერი არაფერს იშურებდა. ტყვიების წვიმა მოდიოდა. სოფელი ყველა საშუალებით იბომბებოდა.

ჩვენიდან პირველები ზური გიორხელიძე და გოგი გურჩიანი დაიღუპნენ. ჩვენი ოცმეთაური იყო ადამ გვიჩიანი. ჩვენი საგუშაგო რამდენიმე საათის განმავლობაში აკავებდა მტერს. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო გვიჭირდა მოწინააღმდეგის მოგერიება. როცა უკვე ცხადი გახდა, რომ მტერს ვეღარ გავუმკლავდებოდით, ადამმა, როგორც მეთაურმა, გვიბრძანა, აქედან გააღწიეთ, თქვენს საცეცხლე მხარდაჭერას მე განვახორციელებო.

ჩვენი გასვლის შემდეგ ამ საგუშაგოდან კიდევ ერთ საათს ისმოდა ავტომატის კაკანი. მერე ეს ხმაც შეწყდა. როცა მტერმა სოფელი აიღო, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დაჭრილი იტანჯებოდა. გადამთიელებმა ის აწამეს და მერე მოკლეს.

მოკლეს სოფელში არსებული ეკლესიის მოძღვარი მამა ანდრიაც. ის ეკლესიასთან დახვრიტეს. მამა ანდრია იმიტომ მოკლეს, რომ როცა ჰკითხეს, ეს ვისი მიწააო, თქვა, უფლისო.

არ შემიძლია არ გავიხსენო მერი პაკელიანი. ისიც გმირულად დაიღუპა. დაღუპვამდე კი თან გაიყოლა რამდენიმე გადამთიელი. მისთვის საფლავი მისმეუღლეს ალექსანდრე გამსახურდიას გაათხრევინეს, რომელიც შემდეგ ცოლის საფლავთან დახვრიტეს.

აქ კი არის გადაცემა დროებაშ სოხუმის დაცემა:

ხოლო რუსთავი2-ის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი უკვე დავდე საიტზე შემდეგ მისამართზე:
http://www.jari.ucoz.com/news/sokhumis_datsema_pilmi/2010-02-24-2229

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja