ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ხარისხი და არა რაოდენობა - ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდა თავის შეცდომას

ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ გასულ კვირას თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარუდგინა რეზერვის ახალი სისტემის მოწყობის თავისი ხედვა.
აღნიშნულ თემაზე ეს მეორე პრეზენტაცია გახლდათ. თავდაპირველად რეზერვის ახალი სისტემის ძირითადი მიმართულებები უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებს გააცნეს.
მისასალმებელია, რომ ეროვნული გვარდია არ მალავს იმ ძირითად პრობლემებს, რომლებმაც აგვისტოს ომში ხელისუფლებისაგან ასე დაპირებული რეზერვის სისტემის კრახი მთელ ქვეყანას დაანახვა.
- რეზერვისტების არასათანადო მომზადება საბრძოლო მოქმედებებისთვის; რეზერვისტთა უმრავლესობისთვის სამხედრო საქმის სრული უცოდინარობა; ორ წელიწადში 28 ათასი რეზერვისტის ვითომდა მომზადება; მართვის რგოლში გამოცდილი სამხედროების კატასტროფული ნაკლებობა, როდესაც 500 რეზერვისტის სამართავად მხოლოდ 5 ოფიცერი და სერჟანტი თუ მოდიოდა.
აი, ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამო ეროვნული გვარდიის ყოფილი ხელმძღვანელობის პროგრამა უბრალოდ ჩაფლავდა.
არადა, წელიწადში თითქმის 30 მლნ ლარი იხარჯებოდა რეზერვისტთა მომზადებაზე, რაც ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი თანხა აღმოჩნდა, რადგან ახლა თითქმის თავიდან აპირებენ რეზერვის მომზადების დაწყებას.
ახალი პროგრამის გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული გვარდია ამჯერად მართლაც უფრო სერიოზულად უდგება ამ საკითხს და რაც მთავარია, აღარ გამოეკიდება რაოდენობას, ყურადღება რეზერვისტთა მომზადების ხარისხზე გადადის.
2007-2008 წლებში "კვირის პალიტრის" ფურცლებზე არაერთხელ დაგვიწერია, რომ რეზერვისტთა მომზადებაში მთავარი სწორედ ხარისხი იყო და არის და არა ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან გამოცხადებული - მალე 100 ათასი რეზერვისტიც გვეყოლებაო... მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. რეზერვისტთა მომზადების ახალი პროგრამით შეიქმნება ორელემენტიანი - სავალდებულო და ნებაყოფლობითი სარეზერვო სისტემა.
სავალდებულო რეზერვი დაკომპლექტდება ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომელთაც არ შესრულებიათ 45 წელი და ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიარეს სამხედრო სამსახური. ამ სიაში ასევე ხვდებიან "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მონაწილენი, რომლებიც ამ ეტაპზე თავისი სურვილით აღარ მსახურობენ. სავალდებულო რეზერვი მათაც შეეხებათ, ვინც სახელმწიფოს ხარჯზე მიიღო განათლება და ამჟამად ასევე თავისი სურვილით აღარ მსახურობს შეიარაღებულ ძალებში.
გამონაკლისის სახით, 27 წლის ზემოთ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფნი, რომელთაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური, მაგრამ ფლობენ არმიისთვის საჭირო სპეციალობებს, შეიძლება გაწვეულ იქნენ სავალდებულო რეზერვში.
სარეზერვო სამსახურში არ გაიწვევენ რეზერვის ოფიცრებს, რომლებმაც შეიარაღებულ ძალებში იმსახურეს 10 წელზე მეტი.
სამხედრო სამსახურის დამთავრებიდან 18 თვის განმავლობაში არავის გაიწვევენ სავალდებულო რეზერვში, რათა მიეცეთ საშუალება ჩააბარონ და სწავლა გააგრძელონ უმაღლეს სასწავლებელში.
ნებაყოფლობით რეზერვში გაწვეული იქნება 27 წელს მიღწეული ყველა ის ჯანმრთელი მოქალაქე, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, მათ შორის ისინიც, ვინც 18-დღიანი შეკრებები გაიარა.
სარეზერვო სამსახურში ჩარიცხვისას რეზერვისტი სახელმწიფოსთან 4-წლიან კონტრაქტს აფორმებს. რეზერვისტს წინასწარ შედგენილი მომზადების პროგრამისა და გეგმის მიხედვით წელიწადში 45-დღეღამიან სარეზერვო შეკრებებზე მოუწევს წასვლა. საჭიროების შემთხვევაში (საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისთვის), ამ 45 დღე-ღამეს შეიძლება 5 დღეც დაემატოს. საერთო ჯამში 4-წლიანი კონტრაქტის პერიოდში მას არა უმეტეს 200 დღე-ღამე მოუწევს შეკრებებზე ყოფნა.
სამხედრო სარეზერვო შეკრების გავლის პერიოდში რეზერვისტებზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურეებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლება-მოვალეობები და სრული სოციალური და ჯანდაცვის პაკეტი, ისევე როგორც რეგულარულ ჯარში აქვთ.
45-დღიან შეკრებებზე რეზერვისტი მიიღებს რეგულარული ჯარის კაპრალის ანაზღაურებას, დაახლოებით 700 ლარის ოდენობით; მიეცემა აღჭურვილობა (ფორმა და ზურგჩანთა), რომელსაც შინ შეინახავს. აღჭურვილობის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში ახალს მისცემენ, თუმცა შესაბამისი თანხა დაექვითება. შეკრების გარდა სამხედრო ფორმის ტარება აკრძალული იქნება და ამას სამხედრო პოლიცია გააკონტროლებს.
სავალდებულო რეზერვის ამოქმედება 2010 წლიდანაა დაგეგმილი და მასში პირველ ეტაპზე მხოლოდ 3 ათასამდე ყოფილი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, რაც თითქმის ათჯერ ნაკლებია 2007-2008 წლებში, სასწრაფოდ (უფრო სახელმწიფო პიარისთვის) ვითომ მომზადებული რეზერვისტების რიცხვზე.
შესაბამისად, შემცირდება ეროვნული გვარდიის ბაზები ექვსიდან სამამდე. დასავლეთის მიმართულებით დარჩება სენაკის მე-10 მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბრიგადა, ხოლო აღმოსავლეთით, თელავის მე-20 ბრიგადა. ცენტრალურ მიმართულებაზე, თბილისში განთავსდება ეროვნული გვარდიის მმართველობა და შტაბი, აგრეთვე მართვისა და უზრუნველყოფის ასეულები.
მომავალში დაგეგმილია თითო მსუბუქი ქვეითი კადრირებული ბრიგადების შექმნა თბილისსა და სამხრეთ მიმართულებაზე - სამცხე-ჯავახეთში.
თითოეულ კადრირებულ ბრიგადაში 785 სამხედრო მოსამსახურე იქნება მუდმივი პირადი შემადგენლობიდან, რომლებიც 45-დღიან შეკრებებზე სავალდებულო რეზერვში 1500 კაცს მიიღებენ.
4 წლის განმავლობაში 3-ათასკაციანი რეზერვის შექმნა თითქოს არასერიოზულად გამოიყურება, მაგრამ თუკი ისინი მართლაც მაღალ დონეზე მოემზადებიან, ეს ბევრად აჯობებს 30-ათას, მაგრამ დაბნეულ პირტიტველა ახალგაზრდას, რომელმაც ომის დროს არ იცის, რა გააკეთოს...
ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja