ამერიკულმა ჟურნალმა Forbes, მძლოლთა მიერ დაშვებული, ავტოავარიის გამომწვევი ათი ყველაზე საშიში შეცდომა დაასახელა. გამოქვეყნებული რეიტინგი, აშშ-ის სხვადასხვა ტერიტორიიდან მოკრებილ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით იქნა შედგენილი. ესენია:
1. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი - მომხდარ ავარიათა 40%-ში დამნაშავე მთვრალი მესაჭეა. ყველაზე ხშირად მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში 16-დან 24 წლამდე მოქალაქეები მართავენ, შედეგად კი აშშ-ში ყოველ ორ წუთში ერთხელ სწორედ მათი მიზეზით ხდება ავტოსაგზაო შემთხვევა.
2.მართვისას SMS-ის წერა - მძღოლი ყურადღებას ადუნებს და აქცენტი მესიჯის წერაზე გადააქვს, ამ მიზეზით ქვეყანაში ყოველ კვირა 4-8 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება.
3. მძღოლის გადაჭარბებული მღელვარება - ამერიკის საავტომობილო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყანაში ყოველწლიურად გზებზე ჩხუბისა და მართვისას ზედმეტი აგრესიის გამომჟღავნებით დაწყებული უთანხმოების გამო 1500 ადამიანი იღუპება.
4. სალონში საბავშვო სავარძლის უქონლობა - ამ მიზეზით ყოველდღიურად საშუალოდ 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი იღუპებიან, 500-მდე კი სხეულის დაზიანებას იღებს.
5. ”ლიხაჩობა” გზებზე - მაღალი სიჩქარით მოძრაობა, განსაკუთრებით საშიშია წვიმიან, თოვლიან და ნისლიან ამინდში, მომხდარ ავარიათა შორის ასეთი ტიპის შემთხვევების მაჩვენებელი 13%-ია.
6. შექმნილი ვითარების არასწორად შეფასება - აღსანიშნავია, წელიწადის დროების მიხედვით საბურავების შეცვლის აუცილებლობა.
7. უსაფრთხოების ღვედის უგულვებელყოფა - ამჟამად ამის გამო, პრაქტიკულად, ყველგან იწერება ჯარიმა.
8. ვადაგასული კონტაქტური ლინზებით მართვა - ცუდი მხედველობა საჭესთან ჯდომისას დაუშვებელია, რადგან მძღოლი საჭირო ინფორმაციას მხოლოდ კარგი მხედველობით იღებს.
9. ავტომობილის არასწორი მართვა - გადაჭარბებულად აჩქარება და შექმნილი სიტუაციიდან არასწორი მანევრირებაა.
10. მართვა დაღლილ მდგომარეობაში - ამ დროს ქვეითდება ყურადღება და იზრდება რეაქციის დრო.
მომზადებულია ”ნიუსრუ.კომ”-ის მიხედვით.