ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"მესაფლავე", რომელმაც ყველაფერი იცოდა

რობერტ ფილიპ ჰანსენი 15 წელიწადზე მეტხანს, 1985 წლის ოქტომბრიდან 2001 წლის თებერვლის ბოლომდე, ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი რუსეთის დაზვერვის აგენტი იყო. ჰანსენს ოპერატიული ფსევდონიმები - "რამონი" და "რამონ გარსია", ჯერ კიდევ ყოფილ საბჭოთა კა-გე-ბეს პირველ მთავარ სამმართველოში (საგარეო დაზვერვა) შეურჩიეს. "რამონმა" გაცილებით მეტი ზიანი მიაყენა თავის სამშობლოს, ვიდრე კა-გე-ბეს მეორე ამერიკელმა აგენტმა ფსევდონიმით "ზარი" (ოლდრიჩ ეიმსმა), რომლის შესახებაც უკვე მოგითხრეთ. "რამონი", გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ-ს), ხოლო "ზარი" ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს-ს) საიდუმლო დოკუმენტებს გადასცემდა მოსკოვს.

ჰანსენი ყოველთვის მუქი ფერის კლასიკურ კოსტიუმს იცვამდა, ამიტომ კოლეგებმა მის მეტსახელად "მესაფლავე" შეარქვეს.
წლების განმავლობაში ჰანსენს ხელი მიუწვდებოდა აშშ-ის დიპლომატიური მისიების ყველა საიდუმლო დოკუმენტაციაზე. ის არაერთხელ სწვევია ამერიკის საელჩოებს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც სწავლობდა რუსეთის სპეცსამსახურებისა და აგენტურის მოქმედების სპეციფიკას. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰანსენს მის მიერვე შექმნილი სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით შეეძლო, შეუზღუდავად შესულიყო გფბ-სა და ცსს-ს საიდუმლო ფაილებში. ჰანსენი იყო იმ რამდენიმე ამერიკელ კონტრმზვერავს შორის, რომლებსაც გფბ-ს ყველა საიდუმლოზე მიუწვდებოდა ხელი.
\დადგენილია, რომ რუსეთის დაზვერვას მან გადასცა გფბ-ს მიერ გადაბირებული აგენტების ზუსტი მონაცემები, ინფორმაცია უახლესი ოპერატიული ტექნიკისა და გარე თვალთვალის ჯგუფების მუშაობის მეთოდების შესახებ, საერთო ჯამში - 6 ათასამდე საიდუმლო დოკუმენტი მიაწოდა. აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას განსაკუთრებით დიდი ზიანი რუსების აგენტის ორმა ინფორმაციამ მიაყენა: 1989 წელს ხანგრძლივი თვალთვალის შემდეგ გფბ-ს სპეცაგენტებმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მოკალათებული საბჭოთა აგენტის, ფელიქს ბლოხის დაკავება გადაწყვიტეს. ჰანსენმა მათ "ურჩია", რამდენიმე კვირით თავი შეეკავებინათ. ამ პერიოდში, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ბლოხმა შეძლო ყველა სამხილისა და ნივთმტკიცების განადგურება, რის შედეგადაც გფბ-მ მის წინააღმდეგ საქმე ვეღარ აღძრა და ბლოხი მხოლოდ სამსახურიდან დაითხოვეს.
ამერიკელებისთვის არანაკლებ მტკივნეული იყო ჰანსენის მეორე "ჩხვლეტა". როგორც მოგვიანებით გაირკვა, აშშ-ის ორი სპეცსამსახური - გფბ და ეროვნული უშიშროების სააგენტო, წლების განმავლობაში ფარულად თხრიდა გვირაბს ვაშინგტონში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოს ქვეშ. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ, რაც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარი დაჯდა, ამერიკელებმა საელჩოს შენობის ქვეშ უახლესი მოსასმენი ტექნიკა დაამონტაჟეს. თუმცა მათ "შპიონური მოსავლის" აღება არ დასცალდათ.
1980-იანი წლების ბოლოს ჰანსენმა საიდუმლო გვირაბის შესახებ ინფორმაცია კა-გე-ბეს მიაწოდა. მათაც ოპერატიული თამაში დაიწყეს და დიდი ხნის განმავლობაში - 1995 წლამდე, ამერიკელებს დეზინფორმაციით ამარაგებდნენ.
ასე გადაიყარა წყალში ამერიკელთა ფული და შეილახა პრესტიჟი.
15 წელიწადში ჰანსენმა ანაზღაურების სახით 1,4 მილიონი დოლარი მიიღო. ამ თანხიდან 800 ათასი დოლარი რუსეთის "მოსტ-ბანკში" დეპოზიტზე იდო წლიური 7%-ით. საინტერესოა, რომ ჰანსენი ბოლო წლებში ძალიან ფრთხილობდა - ეშინოდა, რომ რუსეთის დაზვერვის მიერ შვეიცარიის ბანკების გავლით თანხების გადარიცხვა ადრე თუ გვიან საეჭვო გახდებოდა, ამიტომაც მისმა "მოსკოველმა პატრონებმა" ანაზღაურების საკმაოდ ეგზოტიკურ ხერხს მიაგნეს. ვაშინგტონთან მდებარე სხვადასხვა სამალავში ინფორმაციის ჩადებისას ანაზღაურების სახით ჰანსენს ორი ბრილიანტი ხვდებოდა.
2001 წლის 19 მარტს გფბ-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ ვაშინგტონში ჰანსენის კურატორი იყო რუსეთის საელჩოს პრესატაშე ვალერი ფროლოვი, რომელმაც "რამონის" დაკავების გახმაურებისთანავე დატოვა ამერიკა და მოსკოვში გაემგზავრა.
ჰანსენმა დანაშაული აღიარა და დაიწყო თანამშრომლობა აშშ-ის ხელისუფლებასთან, ამიტომაც 2002 წლის 10 მაისს სიკვდილით დასჯა სამუდამო პატიმრობით (შეწყალების უფლების გარეშე) შეუცვალეს.
"თქვენი მეგობარი რამონ გარსია" - ასე ამთავრებდა ჰანსენი რუსეთის დაზვერვისთვის განკუთვნილ წერილებს. მისი ჩავარდნა ნამდვილი შოკი იყო რუსეთის ხელისუფლებისათვის. რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა და დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა, ყოფილმა კაგებეშნიკმა ვლადიმერ პუტინმა პირად კონტროლზე აიყვანა ჰანსენის გამოაშკარავების მიზეზების გამოძიების საქმე, თუმცა დღესაც უცნობია, როგორ გაიშიფრა რუსეთის აგენტი.
ჰანსენის დაკავებისთანავე გფბ-ს დირექტორ ლუის ფრის განკარგულებით ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც გფბ-ში 1994 წლამდე ჩაირიცხა, აუცილებლად უნდა გაევლო ტესტირება "სიცრუის დეტექტორზე". ეს რთული პროცედურა 500-მა სპეცაგენტმა გაიარა. თუმცა უსაფრთხოების ამ ზომებმა გფბ-ს დირექტორის, ლუის ფრის კარიერას ვეღარ უშველა.

(გაგრძელება იქნება)

ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხები. უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი
ბესიკ ალადაშვილი

”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja