მეორე მსოფლიო ომის ბოლოს გერმანელებმა კონსტრუქტორებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს შეიარაღებისა და ტექნიკის მანამდე არნახული მოდელების შექმნაში, რომელთა შორის იყო ფრთოსანი რაკეტები V-1 და V-2 (ფაუ ერთი და ფაუ 2 და არა როგორც გაუნათლებლები იძახია ვე-1 და ვე-2) მაგრამ ყველაზე ეფქტიანი რაც გერმანელებს გამოუვიდათ იყო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. ისინი არა ძველებური სქემით არამედ ახლებური, კუმულატიური ჭურვებისგან იგებოდა. 1944 წელს გერმანის ყოველთვიურად აწარმოებდა არანაკლებ მილიონ ერთეულ PANZERFAUST-ს, რომელსაც ვერმახტის ჯარისკაცები ომი ბოლომდე იყენებდნენ. მიუხედავათ იმისა რომ გერმანელმა ჯარისკაცებმა ბერლინის გამაგრება ვერ მოასწრეს ბერლინის ქუჩებში 6226 საბჭოთა ტანკიდან 1997 განადგურდა. მათი 65 % კი სწორედ "პანცერფაუსტებზე" მოდის. 60-იანი წლების შუა ხანებში ბუნდესერვა მიიღო შეიარაღებაში მეორე თაობის "პანცერფაუსტი" PANZERFAUST 44 (PZF 44). პირველი ერთჯერადი სატანკო მუშტისაგან განსხვავებით ეს ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები მრავალჯერადი გამოყენების იყო და ამიტომც უფრო ეფქტიანად ითვლება მაგრამ ამ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებას არ ხვდა წილად საბჭოთა ტანკების ისე განადგურება როგორც ეს მისმა წინამორბედმა გააკეთა. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირმა მიღო შეიარაღებაში ახალი ტანკები T-72 და T-80. ძველ PZF-44 კი უკვე აღარ შეეძლოთ ამ ტანკების ჯავშანში გატანა. ამიტომაც გერმანელმა კონსტრუქტორებმა შექმნეს მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო საშუალება PANZERFAUST 3. მე პირადად მომწონს PANZERFAUST 3 IT-600. რადგანაც ამ სიტემას შეუზლია დინამიური დაცვიოს გარღვევაც.