ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რა საიდუმლო ინფორმაციას ფლობდა უშიშროების გენერალი

13 ნოემბერს, მცირე პაუზის შემდეგ, კიდევ ერთმა ჯერჯერობით ბურუსით მოცულმა, აშკარად შეკვეთილმა მკვლელობამ შეძრა თბილისი. უშიშროების ყოფილი მინისტრის, თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის სასტიკი მკვლელობის ვერსიებზე მოსაზრებას გამოხატავს უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ალადაშვილი.

- თამაზ ნინუას 2000 წლიდან ვიცნობდი, თუმცა, ჯერ კიდევ 1996 წელს, როცა უშიშროების საბჭოში ვმუშაობდი, მასთან ურთიერთობა მქონდა. ძალიან გაწონასწორებული პიროვნება გახლდათ, ცდილობდა, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა, დაპირისპირებას თავს მაქსიმალურად არიდებდა, მართლაც ასე იყო. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქართველები, მიცვალებულზე ან კარგს ვამბობთ, ან - არაფერს. უშიშროების სისტემის წარმომადგენლები, გარდა იმისა, რომ დიდ ინფორმაციას ფლობენ, ყოველთვის დგანან ცდუნების წინაშე, გარკვეული ზემოქმედება მოახდინონ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ პროცესებზე. 2010 წლის 3 იანვარს, თამაზ ნინუას 66 წელი შეუსრულდებოდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მის ასაკს ხშირად შეცდომით მიუთითებენ.

- ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში, დიდი პოლიტიკური რყევების დროს, თამაზ ნინუა ჯერ უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო, შემდეგ - მინისტრი...
- თამაზ ნინუა უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი 1991 წლის 2 დეკემბრიდან 1992 წლის 8 იანვრამდე გახლდათ, მან ოთარ ხატიაშვილი შეცვალა, მანამდე კი მინისტრის მოადგილე იყო. გენერლის წოდება მას 1996 წლის 30 ნოემბერს მიენიჭა...

- ანუ, ის უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, სამხედრო გადატრიალებამდე რამდენიმე დღით ადრე დაინიშნა?
- დიახ, და 8 იანვარს, გამსახურდიას ქვეყნიდან განდევნისთანავე, პოსტიდან გაათავისუფლეს. თუმცა, უშიშროების სისტემაში ამის შემდეგაც დიდხანს იმუშავა. შოთა კვირაიას მინისტრობისას ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი გახლდათ. მოგვიანებით კი მოდულის ხელმძღვანელი იყო.

- ნოდარ ნათაძემ განაცხადა, რომ თამაზ ნინუა მოკლეს, როგორც ინფორმაციის მქონე...
- ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უშიშროებისა და პროკურატურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით მაღალჩინოსნებმა, 1980-90-იანი წლების მოვლენებზე ბევრი რამ იციან, მათ შორის - სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფორმაცია.

- უშიშროების ყოფილი მინისტრი სიმონ ნოზაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თამაზ ნინუამ უშიშროების სისტემა 1991-92 წლების დაპირისპირებაში არ ჩართო. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ის?
- ამ დროს პროცესები ისე შორს იყო წასული, რომ უშიშროება, ალბათ, ვეღარც ჩაერეოდა, მაშინ მას არც სპეცრაზმები ჰყავდა. ეს გადატრიალება კარგა ხნით ადრე, მსოფლიოს სხვადასხვა ცენტრში მომზადდა, მოხდა გარიგება, ინტერესთა თანხვედრა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, სამწუხაროდ, ასე გადაწყდა გამსახურდიას ბედი. მრავლისმეტყველია ის, რომ რომ 1991-92 წლების მოვლენების უშუალო მონაწილეთა უმრავლესობა - სამხედრო პირებიც და პოლიტიკოსებიც, დღეს ცოცხლები აღარ არიან: გია გულუა, გია ჭანტურია, ბესიკ ქუთათელაძე და სხვები. არც ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნილი არ არის, ცხადია, ამ ადამიანებმა ბევრი რამ იცოდნენ, იმიტომაც გახდნენ სამიზნე.

- თუნდაც ამდენი მკვლელობის გაუხსნელობამაც ხომ არ გაუხსნა ხელ-ფეხი თამაზ ნინუას მკვლელებს, ანუ ისინიც დარწმუნებული ხომ არ არიან, რომ ეს საქმეც გამოუძიებელი დარჩება?
- ეს საქმე ან ძალიან სწრაფად, ან საერთოდ არ გაიხსნება. თუ გარედან, სნაიპერის ტყვიით არ არის მოკლული ცოლ-ქმარი, ოთახში არაერთი სამხილი იქნება. რაც შეეხება ვერსიებს, მკვლელობის მოტივი შეიძლება ყოფილიყო პირადი უთანხმოებიდან დაწყებული, სახელმწიფო საიდუმლოებით დამთავრებული, ისეთი ფართოა იმ ინფორმაციის არეალი, რომელსაც უშიშროების მაღალჩინოსანი ფლობს. ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყო ლუსტრაციის ის კანონპროექტიც, რომელიც პარლამენტში ამჟამად განიხილება. არ არის გამორიცხული, ეს საქმე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა დამდგენი კომისიის შექმნასაც უკავშირდებოდეს.
შესაძლოა, თამაზ ნინუას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის, ამერიკელი მზვერავის ვუდროფის სიკვდილის გარემოებების შესახებ, - ეს იქნებოდა ზეპირი ინფორმაცია, დოკუმენტური მასალა ასეთ დროს არ იქმნება. არც ის არის გამორიცხული, მას ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაცია დღევანდელი ან მომავალი პოლიტიკური ლიდერების შესახებ. როგორც ჩანს, ახალმა ნიუანსებმა იჩინა თავი და თამაზ ნინუა ვიღაცებს საფრთხეს უქმნიდა. ან რას ნიშნავს, როცა გამოძიება აცხადებს, რამდენიმე ოფიციალურ ვერსიაზე ვმუშაობთო? "არაოფიციალური ვერსია" რომელია? ყველა ვერსია უნდა დამუშავდეს.

- 1991-92 წლების ან შემდგომი მოვლენებისადმი პირადი დამოკიდებულების შესახებ თუ ჰქონდა თამაზ ნინუას ოდესმე თქვენთან საუბარი?
- ჩვენ პატივს ვცემდით ერთმანეთს, არაერთხელ შევხვედრივართ თათბირებზე, კაბინეტში, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ოფიციალურ ჩარჩოებს არ გასცილებია. თქვენ მიერ აღნიშნული თემები კი ისეთია, რომ ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს უშიშროების გენერალი, ახლო წრეს თუ გაუმხელს. კა-გე-ბეში დაუწერელი კანონი იყო: არ ენდო არავის, საკუთარ თავსაც კი... არც ის არის შემთხვევითი, რომ ეს მკვლელობა სწორედ ახლა მოხდა. აუცილებელია, რომ გამოძიების პროცესი ხელისუფლების უმაღლესმა პირმა კონტროლზე აიყვანოს, რათა ათასგვარი ეჭვის, პოლიტიკური ინსინუაციების სარჩული გაქრეს, რადგან, პირადზე მეტად ამ ტრაგედიაში, თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის სასტიკ მკვლელობაში სახელმწიფო საიდუმლოების, სახელმწიფო ინტერესების ფაქტორი იკვეთება. ამიტომ ეს საქმე ისე უნდა გამოიძიონ, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუსრულებელი მითქმა-მოთქმა და პოლიტიკური სპეკულაციები იქნება.

ნინო კვიტაშვილი

”ყველა სიახლე”

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja