რუსეთი და საქართველო საზღვრის ხელახლა გახსნაზე შეთანხმდნენ, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საზღვრის ეს მონაკვეთი 2006 წლის ივლისის შემდეგ დახურულია.
ყაზბეგის ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი, სავარაუდოდ მარტში გაიხსნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
ეს ერთადერთი მონაკვეთია, რომელიც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს - არ ესაზღვრება.
ქართული არმია ამ რეგიონებიდან 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომის შემდეგ გამოდევნეს.
რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ საზღვრის გახსნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და განაცხადა, რომ საკონტროლო გამშვები პუნქტი „თეორიულად" შეიძლება 2010 წლის 1 მარტიდან გაიხსნას.
მაგრამ საავიაციო კავშირი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება აღდგეს, რაც რუსეთის საჰაერო ეკიპაჟების უსაფრთხოების გარანტიები იარსებებს, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერგეი ივანოვმა.
დიპლომატიური ურთიერთობები ომის შემდეგ შეწყვეტილია, და პრობლემა ეს არის, დასძინა მან.
„ბიბისი"-ს მოსკოვის კორესპონდენტის რუპერტ ვინგფილდ-ჰეისის თქმით, ომის შემდეგ მოსკოვს და თბილისს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, ამდენად ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი საზღვრის ხელახლა გახსნას გეგმავენ, უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ბევრი იმ ქართული და რუსული ოჯახებისთვის, რომლებიც ამ კონფლიქტმა დააშორა.
მაგრამ მტრობა ქართულ და რუსულ მთავრობებს შორის დაუოკებელია, ამბობს ჩვენი კორესპონდენტი.
ხუთშაბათს, რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერგეი ივანოვმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქმედება ავღანელი თალიბების ქმედებას შეადარა, როდესაც მან საბჭოთა პერიოდის ომის მემორიალის დანგრევის ბრძანება გასცა.
"ForeignPress"
ar momwons eg azri ra.... xalxi idzaxoda aqedan shemovlen da xinkals shechameno.. kaco sazgvari chaiketa 2006-shi da 2008 davchamet ertmaneti da exla rusi aq shemova da xinklas shecham??? anda samxebi ro idzaxian gaxsenit sazgvari me minda tvirtio magasac aq saomari vitareba azerbaijantan da gaxsnas