ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საქაერონავიგაცია - ბათუმი

შპს "საქაერონავიგაციის" მიერ 2007 წელს ბათუმის აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებული ტაუერისა და ოფისის შენობა აღიჭურვა ფრენების უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მოწყობილობებით და აპრილის თვეში ექსპლუატაციაში შევიდა. ამ ფაქტს ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის რადაგან, იგი შიდა და საერთაშორისო ფრენების განხორციელების საშუალებას იძლევა. იგი ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის გაფართოებას და ქვეყნის ამ მნიშვნელოვან ზღისპირა კურორტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის უცხოელი ტურისტებისათვის. გარდა ამისა, ბათუმის აეროპორტი თავისი მდებარეობიდან გამომდინარე მიმზიდველი და ხელსაყრელია მეზობელი ქვეყნებისათვისაც, გასაკუთრებით კი თურქეთისათვის, რადგან ამ აეროპორტით სარგებლობა ყველაზე ხელმისაწვდომი და ამავე დროს მარტივი გამოსავალი იქნება მგზავრობის მანძილის შესამცირებლად იმ მოსახლეობისათვის, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს სახლობს.

ტაუერი აღჭურვილ იქნა იტალიური ფირმა "OTE"-ს მიერ წარმოებული ციფრული რადიოსადგურებით DTR-100, რომლებიც უზრუნველყოფენ სწრაფ და საიმედო ელექტრონულ კავშირს მეთვალყურესა და საჰაერო ხომალდს შორის, 8,33 კილოჰერციანი სიხშირეების ქსელს, "VDL-2" რეჟიმს და ამგვარად საგრძნობლად ზრდიან შპს "საქაერონავიგაციის" მომსახურების ხარისხს. ტაუერის დისპეჩერის სამუშაო ადგილი აღჭურვილია ჩეხური ფირმა "ELDIS"-ის სალოკაციო ინფორმაციის გამოსახულების მოწყობილობით. აეროდრომი აღჭურვილია ინსტრუმენტალური დაფრენის სისტემით (ILS – მისი მეშვეობით საჰაერო ხომალდებს შეუძლიათ განახორციელონ ზუსტი და ავტომატური დაფრენა) და მომყვანი სააეროდრომო რადიოსადგურით (NDB). შიდასაპორტო კავშირი ხორციელდება ფირმა "MOTOROLA"-ს მიერ წარმოებული რადიოსადგურების მეშვეობით. დამონტაჟდა ახალი ავტომატური ციფრული სატელეფონო სადგური, რომელიც შპს "საქაერონავიგაციის" თანამედროვე მოთხოვნებს აბსოლუტურად აკმაყოფილებს. ეს სადგური უზრუნველყოფს საჰაერო სივრცის მეთვალყურეთა სარეზერვო კავშირს მოსაზღვრე ქვეყნებთან, რაც განაპირობებს ICAO-ს ნორმების (უწყვეტი, მაღალი ხარისხის, სწრაფი) შესაბამისი კომუნიკაციის დამყარებას.

ასევე აღსანიშნავია შპს "საქაერონავიგაციის" მიერ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის განათების სისტემის დამონტაჟებაც. გამოყენებული შუქტექნიკა და დამატებითი მოწყობილობები საქაერონავიგაციამ ჩეხურ კომპანია "AFL IMPEX"-ისა და სხვა კომპანიისაგან შეიძინა, რომლებიც აწარმოებენ და ამარაგებს ასაფრენ-დასაფრენი და სხვა ნავიგაციისათვის საჭირო ტექნოლოგიებით მსოფლიოს მრავალ ქვეყანას. ამჟამად მიმდინარეობს იტალიური კომპანია "O.C.E.M."-ის მიერ წარმოებული ღერძული შუქურების დამონტაჟება. დასაფრენად რთულ პირობებში, განათების სისტემა მფრინავებისათვის გააუმჯობესებს ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ხილვადობას და მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ფრენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მაღალი დონე. ისრაელის კომპანია "Y.T.S."-თან თანამშრომლობით სტრატეგიული პუნქტები აღიჭურვა დაცვის სისტემებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სანავიგაციო სისტემების მუდმივ მონიტორინგს.

რაც მთავარია შპს "საქაერონავიგაცია" აქტიურად მუშაობს საკუთარი კადრების პროფესიონალიბით დაკომპლექტებაზე, რისთვისაც კადრები მუდმივად გადიან ტრეინინგებსა და შემოწმებებს. საწარმოს კვალიფიციური კადრებით შესავსებად შპს "საქაერონავიგაციამ" ინგლისურ კომაპნია AშთAჩ Lტდ-თან ერთად ჩამოაყალიბა საქართველოში ერთობლივი ტრეინინგ-ცენტრი SAKASTAC, სადაც წარმატებით ხორციელდება მომავალ ავიადისპეტჩერებს მომზადება და უკვე მომუშავე დისპეტჩერების გადამზადება საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja