|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
სამთო ჰაუბიცა M-56 |
|
|
იტალიური სამთო ჰაუბიცა M-568 ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იარაღი იტალიაში შემუშავებული საარტილერიო სისტემებს შორის. ამ ჰაუბიცის სერიული წარმოება ფირმა ”ოტომელარამ” 1957 წლიდან დაიწყო და იტალიის გარდა, მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდებოდა. დღემდე ეს ჰაუბიცა არის ამ ქვეყნების შეიარაღებაზე, საჰაერო-სადესანტო საარტილერიო ქვედანაყოფებში, სამთო-ქვეითთა და ქვეითთა ნაწილებში, ასევე საზღვაო ქვეითთა შენაერთებში. ჰაუბიცის ლულის სიგრძე არც ისე დიდია - 14 კალიბრი (1 კალიბრი უდრის 1 დუიმს). ჩვეულებრივ ლულაზე დაყენებულია ლულის პერპენდიკულარული ღარიანი მუხრუჭი, თუმცა არსებობს ვარიანტები ლულის სხვაგვარი მუხრუჭებით. მაგალითად, ბუნდესვერის (გერმანია) შეიარაღებაზე არსებული M-56-ის ლულას აქვს მასიური ერთკამერიანი ლულის მუხრუჭი, უკუდარტყმის საწინააღმდეგო მოწყობილობა დაყენებულია ლულის ქვეშ. დამიზნების მექანიზმები საშუალებას იძლევა, სროლა წარმოებდეს -5 გრადუსიდან +65 გრადუსამდე ვერტიკალურ სიბრტყეში; ჰორიზონტალურ სიბრტყეში ცეცხლის დაშენის კუთხე 36 გრადუსს შეადგენს. M-56-ის განსაკუთრებული თავისებურებაა ის, რომ მას შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ცეცხლის ხაზის სიმაღლე, ანუ აწარმოოს ”გადაფარვითი” ცეცხლი მთას ან სხვა წინაღობას ამოფარებული მიზნების წინააღმდეგ, ასევე აწარმოოს ჰორიზონტალური ცეცხლი მოძრავი ჯავშნიანი მიზნების მიმართულებით. იმის გამო, რომ ჰაუბიცა M-56, პირველ რიგში, გამოიყენება სამთო ქვეითთა და საჰაერო-სადესანტო ჯარებში, იგი ადვილად გადასატანია ტვირთმზიდავი ცხოველების საშუალებით და მოსახერხებელია მისი გადმოგდება პარაშუტით, რისთვისაც იგი თერთმეტ 122-კილოგრამიან ნაწილად იშლება. კარგად გაწვრთნილ 6-7-კაციან საბრძოლო გათვლას ამისთვის სამ წუთზე მეტი არ სჭირდება, ხოლო ჰაუბიცის საბრძოლო მდგომარეობაში გადაყვანას - არაუმეტეს ოთხი წუთისა. აწყობილ მდგომარეობაში შეიძლება მისი ტრანსპორტირება სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით. ჩვეულებრივ, იგი შეიძლება ბუქსირით ჩაიბას 0,75-ტონიანმა ორღერძიანმა ავტომობილმა, მისი გადატანა ასევე შეიძლება მსუბუქი ბორბლებიანი ტრანსპორტიორი ”გუცით”. ჰაუბიცის საბრძოლო კომპლექტში შედის უნიტარული ჭურვები ცვალებადი მუხტით, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მსხვრევად-ფუგასური, კუმულაციური, კვამლწარმომქმნელი, ქიმიური ან მანათობელიანი საბრძოლო თავები. კუმულაციური ჭურვი ხვრეტს 102 მმ სისქის ჯავშანს. M-56-ის ტაქტიკურ-ტექნიკური დახასიათება: კალიბრი - 105 მმ. მასა საბრძოლო მდგომარეობაში - 1,3 ტ. ჭურვის საწყისი სიჩქარე - 472 მ-წმ. ჭურვის წონა - 15 კგ. სროლის მაქსიმალური მანძილი - 10,6 კმ. სროლის სიჩქარე - 3-6 გასროლა წუთში. სიგრძე საბრძოლო მდგომარეობაში - 4,8 მ. სიგანე საბრძოლო მდგომარეობაში - 2,9 მ.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |