sardali
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი
ზურაბ ფოჩხუა დაბადების თარიღი: 11 ივლისი, 1963
ოჯახური მდგმარეობა: მეუღლე და ორი შვილი
უცხო ენები: ინგლისური, რუსული
განათლება:
1997 - 1998 მარშალ ჟუკოვის სახელობის თავდაცვის აკადემიასთან არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კურსები. ქ. ტვერი, რუსეთი
1987 - 1990 ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა. ქ. მოსკოვი, რუსეთი
1980 - 1985 საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი.
შრომითი საქმიანობა:
1985 - 1992 ელექტრონულ-იონური ტექნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი, ინჟინერი
1991 - 1992 ასოციაცია "დანახვისა"-ს საწარმო განყოფილების უფროსი
04. 1992 - 09. 1992 საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს მთავარი სპეციალისტი
1992 - 1993 თბილისის კომერციის ინსტიტუტის დოცენტი.
1993 - 1995 საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულის მეთაური - დაზვერვის უფროსი.
1995 - 2002 ბაზის შტაბის უფროსი.
2002 - 2005 ცენტრალური საკომანდო პუნქტის უფროსი
2005 - 2008 სამხედრო-საჰაერო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უფროსი - სარდლის მოადგილე.
09. 2008 - დღემდე სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი.
ჯილდოები:
2000 მედალი "მხედრული მამაცობისათვის".
2008 "წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი".
სამხედრო წოდება:
პოლკოვნიკი
moadgilebi
გოჩა შინგაზდილოვი
დაბადების თარიღი:1968 წლის 5 მაისს.
უცხო ენები: რუსული.
ოჯახურიმდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
წოდება: პოლკოვნიკი
განათლება:
1986-1990 - კაჩინსკის უმაღლესი სამხედრო საავიაციო საფრენოსნო სასწავლებელი.
სხვა კურსები
1991-1992 - საბრძოლო გადამზადების ცენტრი, რგოლის მეთაურების კურსი, ლიპეცკი, რუსეთის ფედერაცია.
1997 - საფრენოსნო მომზადების ცენტრი, ზაპოროჟიე, უკრაინა.
2001-2002 - მფრინავ-გამომცდელების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, მოსკოვი, ჟუკოვსკი, რუსეთის ფედერაცია.
2004 - მფრინავ-გამომცდელის კურსები, “ელბიტ” ხაიფა ისრაელი.
სამუშაო გამოცდილება:
1991-1992 - უფროსი მფრინავი, ლიპეცკის საბრძოლო გადამზადების ცენტრი
1992-1997 - მოიერიშე-გამანადგურებელი საავიაციო ესკადრილიის მეთაური
1997-2006 - საავიაციო სასწავლო ბაზის მეთაურის მოადგილე, მარნეული
2008 - სამხედრო-საჰაერო ძალების ფრენების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
2009 - სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე საფრენოსნო დარგში.
ჯილდოები:
მედალი მხედრული მამაცობისათვის.
მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის.
დაბადების თარიღი: 4 აპრილი, 1967
ოჯახური მდგმარეობა: მეუღლე და ორი შვილი
უცხო ენები: რუსული, გერმანული
სამხედრო წოდება: პოლკოვნიკი
განათლება:
1981-1985 - ქ. ქუთაისის ავტომექანიკური ტექნიკუმი, ავტომშენებლობის სპეციალობით.
1985-1989 – გორკის უმაღლესი საჰაერო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო სამეთაურო სასწავლებელი, რადიოტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის სპეციალობით.
შრომითისაქმიანობა:
22.08.1989-04.05.1990 – 25252 ს/ნ სარაკეტო-საზენიტო დივიზიონის სასტარტო ბატარეის სასტარტო ოცეულის მეთაური.
04.05.1990-20.08.1991 – 25252 ს/ნ სარაკეტო-საზენიტო დივიზიონის ინდიკატორული მოწყობილობების ტრენაჟორების ჯგუფის უფროსი.
26.09.1991-17.03.1993 – დათხოვილია საბჭოთა შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
17.03.1993-29.07.1995 – ფოთის II საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მე-6 დივიზიონის მეთაური.
29.07.1995-29.10.1998 – ფოთის II საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის შტაბის უფროსიმ ეთაურის I მოადგილე.
29.10.1998-24.12.1998 – სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის II ბაზის შტაბის უფროსის მოადგილე.
24.12.1998-31.12.2001 – სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის II ბაზის უფროსი.
31.12.2001-20.03.2003 – საზღვაო თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის უფროსი.
20.03.2003-02.09.2004 – საზღვაო თავდაცვის ძალების საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური.
02.09.2004-25.09.2006 – სამხედრო-საჰაერო ძალების თავდაცვის II ბაზის უფროსი.
25.09.2006-01.07.2007 – სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის მეთაური.
01.07.2007-01.10.2008 – სამხედრო-საჰაერო ძალების თავდაცვის I ცალკეული საზენიტო-სარაკეტო დივიზიონის მეთაური.
01.10.2008-დღემდე– სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლის მოადგილე - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დარგში
ჯილდოები:
30.04.2008 - მედალი ”საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისათვის” (I ხარისხი).
29.04.2009 – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მაღალი პროფესიონალიზმის გამოჩენისათვის (პისტოლეტი “РМ” OH6765)
avaicis misia:
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები არის საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არსებული ჯარის სახეობა.
სამხედრო-საჰაერო ძალების ამოცანებია:
ა) სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო ნაწილების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნა;
ბ) საქართველოს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის დაცვა და კონტროლი;
გ) საჰაერო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა;
დ) ხმელეთზე და ზღვაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება;
ე) ქვეყნის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებების საჰაერო თავდაცვა;
ვ) მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო მიზნების განადგურება ბრძოლის წინა ხაზზე და ტაქტიკურ სიღრმეში. სახმელეთო ჯარებისა და სამხედრო-
ზ) გაერთიანებულ და საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობა.
სამხედრო-საჰაერო ძალების ფუნქციებია:
ა) ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვა;
ბ) უბედურებაში ჩავარდნილი საფრენოსნო ეკიპაჟების ძებნა და შველა;
გ) ავადმყოფებისა და დაჭრილების საჰაერო გადაყვანა;
დ) სამაშველო ოპერაციებში მონაწილეობის მიღება;
ე) სამხედრო ძალების ხელმძღვანელობისა და ჯარების შეტყობინება საჰაერო თავდასხმის შესახებ;
ვ) მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, მიწისზედა და საზღვაო მიზნების განადგურება;
ზ) საჰაერო დესანტის დესანტირება;
თ) საჰაერო დაზვერვის წარმოება.
struqtura
საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშია სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ძალები.
სამხედრო-საჰაერო ძალების ძირითადი დანიშნულებაა: საქართველოს საჰაერო სივრცის დაცვა და კონტროლი; საჰაერო დაზვერვა და ინფორმაციის მოპოვება; შეიარაღებული ძალების სხვა სახეობების მხარდაჭერის უზრუნველყოფა; საჰაერო ევაკუაცია; სამძებრო და სამაშველო ოპერაციების ჩატარება; ჯარებისა და სამხედრო ტვირთების საჰაერო გადაზიდვა.
საქართველოს საჰაერო ძალებში 2 971 პირი მსახურობს, აქედან: 1 033 ოფიცერი, 1 625 სერჟანტი/კაპრალი, 311 ვადიანი მოსამსახურე.
სამხედრო-საჰაერო ძალების სტრუქტურა:
sakontaqto informacia:
საჰაერო ძალების სარდალი
ტელ: 40 07 96
ფაქსი: 40 07 96
wyaro SAQARVELOS TAVDACVIS SAMINSTROS VEB-GVERDI