ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
შორ მანძილზე ბრძოლებზე 1-2 რაღაც:

შორ მანძილზე ბრძოლის დროს ჯამერი უნდა გქონდეთ ჩართული, ჩვეულებრივ ეს გასროლას ცოტას დააყოვნებინებს მოწინააღმდეგეს, მაგრამ თუ კაი თვითმფრინავია, მიგ-29/31 ან სუ-27 (ე.ი. კაი რაკეტებითაც არის შეიარაღებული) მაშინ პამეხების წყაროზე სროლა შეუძლია და მაინც გესვრით, უბრალოდ ცოტა გვიან. რამოდენიმე თვიტმფრინავით თუ ახლო ხართ ერტმანეთთან მაშინ უბრძანეთ 3ივეს რომ ჩართონ პამეხები, ასე კიდევ უფრო კაი ეფექტი აქვს რეალშიც და როგორც ვატყობ სიმულატორშიც.
ასევე შორ და საშუალო მანძილებზე სროლის შემდეგ მაშინვე უნდა გადაუხვიოთ რომელიმე მხარეს(ფ-პოლ მანევრს ეძახიან) სიჩქარის დაგდებით, მაქსიმაურად რადარის გიმბალ ლიმიტზე მიყვანამდე ანუ კონტაქტი რომ რადარის ეკრანის სულ კიდეზე დადგეს, ოღონდ ისე რომ რადარმა ზახვატი არ დაკარგოს. სროლის შემდეგ რომ მოწინააღმდეგის მიმართულებით გააგრძელოთ ფრენა (F-A მონაკვეთი ნახაზზე ) გამოვა რომ მის ნასროლ რაკეტას ნაკლები ფრენა დაჭირდება: M-A . გადახვევის შემტხვევაში მოწინააღმდეგის რაკეტას უწევს B წერტილისკენ ფრენა რომ დაგხვდეთ ტრაექტორიაზე, ამ შემთხვევაში მას გაცილებით შორს MB მანძილზე ფრენა უწევს.
თუ თქვენ დაასწრებთ სროლას და მაშინვე გადაუხვევთ მაშინ მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო გადაუვადებთ სროლის პარამეტრებში ჩაჯდომას, ამასობაში თქვენი რაკეტა უკვე მისკენ მიფრინავს.
ცოტა რომც დაგასწროთ მოწინააღმდეგემ სროლა, წესით ძალიან დიდი პრობელმა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ 1) რივოკი ადგილიდან AIM-120-ს უფრო მეტი აქვს შესაბამისად იგივე მანძილს სულ ოდნავ უფრო მალე გაივლის ვიდრე სტანდარტული R-27. 2) თუ R-27-ის მოსვლამდე თქვენი ნასროლი AIM-120 აქტიურ რეჟიმზე გადაირთო (რადარის ეკრანზე დაზახვატებული თვითმფრინავის სამკუტხედის უკან პატარა წერტილი დაიწყებს ციმციმს, ასევე ტაიმერები გაქვთ რაკეტისთვის ) მაშინ დიდი შანსია რომ მოწინააღმდეგემ გადახვევა დაიწყოს თქვენი რაკეტისგან თავის დასაცავად იმიტომ რომ "პუსკის" სიგნალიზაცია აქვს კაბინაში, და ამ შემთხვევაში თუ ძალიან მოუხვევს შეიძლება ზახვატიც დაკარგოს მისმა რადარმა თქვენზე. ამიტომ დასწრება საკმაოდ მნიშვნელოვანია დაახლოებით ერთნარ მოწინაარმდეგეებთან შორ ბრძოლებში.
განსხვავებით ბერიოზებისგან, F-16-ში RWR გიწერთ თვითმფრინავის ტიპს. ეს კაი უპირატესობაა იმიტომ რომ თუ იცით რომ თქვენი მოწნააღმდეგე Mig-21/23-ია მაშინ სულ სხვა ტაქტიკას ირჩევთ, მიგ-29-ის შემთხვევაში სხვას და 31-ის შემტხვევაში სხვას.
ზოგიერთი რუსული რაკეტა, მაგალითად R-77-ის სროლისას ზახვატის სიგნალიზაცია არ გაქვთ. მაგრამ ეს რაკეტაც გარდა პოლუაქტიური რეჟიმისა ფრენის დაწყებისას კამანდნი რეჟიმში მუშაობს, ანუ გადაეცემა ბრძანებები თვითმფრინავიდან. ამერიკულ თვითმფრინავებში RWR-ში თუ არის (და ამ სიმულატორში არის) ჩატვირთული ამ კონკრეტული რაკეტის გამოსხივების სიგნატურები, მაშინ ამ მართველი სიგნალების ამოცნობა და სიგნალიზაცია გაქვთ F-16-ის კაბინაში. არა მარტო R-77-ის, არამედ სხვებისაც, PVO-ს სიგნალებიც. R-77-ს ეს სიგნალები ყოველთვის გადაეცემა ფრენის რაღაც ეტაპზე. ამიტომ თუ ხედავთ RWR-ზე Mig-29-ის გამოსხივებას, არ გაქვთ მისგან ზახვატი, მაგრამ 1-2ჯერ წაიწრიპინა რაკეტის სიგნალიზაციამ (ყურადღება უნდა, 1-ს წაიწრიპინებს და ვსიო) იგივე მიმართულებიდან, ე.ი. დიდი შანსია რომ R-77 უკვე ჰაერშია და მიფრინავს მიზნისკენ. ეს არ ნიშნავს რომ თქვენსკენ მოფრინავს, შეიძლება სხვისკენ მიფრინავს მაგრამ ამის მიხვედრა უკვე სიტუაციიდან გამომდინარე უნდა. R-77 იდეაში უფრო კაი რაკეტა ვიდრე AIM-120B და AIM-120C რაკეტები მანძილით/ენერგიით/მანევრირებით ამიტომ ადვილი არაა 29/27-ებთან ბრძოლა 1-1ზე. ასეთ შემთხვევებში ჯგუფური ტაქტიკები მუშაობს ყველაზე კარგად.
AIM-120-ს სროლისთვის F-16-საც არ უწევს ზახვატის გაკეთება მოწინააღმდეგეზე, უბრალოდ RWS-SAM რეჟიმზე გადადის რადარი რომელშიც 1 კონტაქტზეა კონცენტრირებული რადარის პროცესორი და უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ მასზე (რადარის ეკრანის ზემოთ თეტღად წერია მიზნის მოძრაობის მონაცემები), სხივი კი ისევ განაგრძობს აქეთ-იექთ სკანირებას. შესაბამისად, მოწინააღმდეგეს კაბინაში არ აქვს ზახვატის ანუ შეტევის დაწყების სიგნალიზაცია, ამ დროს კი თქვენი რაკეტა უკვე ჰაერშია და უახლოვდება მას. AIM-120-საც გადაეცემა ბრძანებები F-16-დან, სანამ ის კამანდნი რეჟიმშია, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ გადაეცემა თუ მიზანმა მანევრირება დაიწყო სროლის შემდეგ და რაკეტა მას გასრლამდე გამოთვლილ წერტილში კი არა, სხვა წერტილში უნდა დახვდეს. იმის გამო რომ მიზანს შეტევის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, შედარებით ნაკლები შანსია იმის რომ მან მანევრირება დაიწყოს.
როგორც კი აქტიურ რეჟიმზე გადავა AIM-120, შეგიძლიათ მოხსნათ ზახვატი და სხვა მიზანზე გადაერთოდ. მაგრამ თუ სიტუაცია ამის საშუალებას გაძლევთ ჯობია არ მოხსნათ და მზად იყოთ მეორე რაკეტის სროლისთვის, ამ დროს მიზნის მიმართულებით იყურეთ და შეეცადეთ დაინახოთ აფეთქება და მისი ბოლი. თუ დაინახავთ ამას მაშინ 99% მოხვდა რაკეტა და თქვენთვის აღარ ეცლება აწი. თუ არ გამოჩდა ეს ბოლი, მაშინ აცდა და გამომდინარე მოწინააღმდეგის თვითმფრინავის ტიპისგან შეიძლება არც ისე კარგ მდგომარეობაში იყოთ, იმიტომ რომ უკვე ახლოსაა და მასაც შეუძლია სროლა.
ხანდახან როდესაც იცით რომ მეტი მოწინააღმდეგე არაა ჯობია მეორე რაკეტის სროლაც, განსაკუთრებიტ თუ პირველი მაქსიმალური მანძილიდან არის ნასროლი. მეორე სროლა ისე უნდა გათვალოთ რომ თუ პირველი აცდება, ან ვერ მოსაწროს მოწინააღმდეგემ მოტრიალება და სროლა და ახლა მეორე რაკეტისგან თავდაცვა მოუწიოს, ან თუ მაინც მოტრილადა და გესროლათ მაშინ თქვენ მეორე რაკეტა რომ უკვე საკმაოდ ახლო მაინც იყოს მისული მასთან.
შედარებით ახლოდან სროლების დროს, AIM-120-ს განსხვავებით რუსული რაკეტებისგან (გარდა უკვე ნათქვამი დიდი აჩქარებისა) ბოლი არ აქვს, ამიტომ იდეაში ვიზულალურად დანახვა სად არის რაკეტა გაცილებით ძნელი უნდა იყოს ახლო მანძილებზეც კი როცა რაკეტის ძრავი ჯერ ისევ მუშაობს. ბოტებთან ბრძოლაში რამდენად მუსაობს ეს არ ვიცი, მაგრამ ნამდვილ ადამიანთან ფრენისას ნაღდად იმუშავებს.
"რასკაჩივანიე" ტრაექტორიის აქაც მოსულა მაგრამ უფრო ძნელად მუშაობს ვიდრე ლოქ-ონ-ში. ანუ ტრაექტორიის ისეთი ცვლა რომ მოწინააღმდეგის რაკეტას ბევრი მოხვევებისგან ენერგია დააკარგინოთ და ახლო მოსვლისას უკვე ადვილი ასაცელი იქნება. ეს ყველაზე კარგად მუშაობს როცა გესვრიან მაქიმალური მანძილიდან და თქვენც გადაუხვიეთ სროლის შემდეგ. ამ შემთხვევაში ბოტი ელოდება რაკეტის ტაიმერს, რაკეტა კი სროლის შემდეგ თქვენი გადახვევის გამო საკამოდ ცუდ სიტუაციაშია - შეიძლება ვერ მოგწვდეთ. კიდევ შორიდან სროლის შემთხვევაში შეიძლება მეორე მხარეს გააკეთოთ ფ-პოლ მანევრი და აიძულოთ რაკეტა რომ ეხლა საერთოდ სულ სხვა მხარეს გადმოუხვიოს იმისთვის რომ "აპერეჟენიე"-ზე დაგხვდეთ სადღაც თქვენი ტრაექტორიის წინ. სურათზე ეგ იქნებოდა B წერტილის მსგავსი ოღონდ მარცხნივ. მაგრამ სიფრთხილე უნდა რადგან ამ მოხვევის დროს რაღაც მომენტი რაკეტისკენ მიფრინავთ, ამიტომ ამის გაკეთება ჟობია სხვა სიბრტყეში, ანუ თან დაბლა ან მაღლა თუ ენერგია გაქვთ. თან ეს ყველაფერი ისე რომ თქვენ თვითონ ზახვატი არ დაკარგოთ თუ ნასროლი გაქვთ თქვენც.
AIM-120-ის გასროლის წინ HUD-ზე იხატება დიდი წრე და კიდევ შიგნით პატარა ბურთი დარბის, შეეცადეთ ისე გადაუხვიოთ რომ ეს პატარა ბურთი დიდი წრის დაახლოებით შუაში მოაქციოთ (ზუსტად შუაში ვერ გამოვა). ამ შემთხვევაში თქვენი ტრაექტორია იგივეა რაც რაკეტის ტრაექტორია უნდა იყოს სროლის შემდეგ. ეს ნიშნავს რომ რაკეტა არარ გადაუხვევს და ამაში ენერგიას არ დაკარგავს, რაც კიდევ ცოტას წაამატებს რაკეტის ეფექტურობას.
მოკლედ ზოგიერთი ზემოთ ჩამოთვლილი რაღცეების არის უპირატესობა რაც გაქვთ შორ მანძილებზე ბრძოლაში F-16-ით მიგების და სუების წინააღმდეგ და შეეცადეთ მსგავსი უპირატესობები გამოიყენთ.

P.S. აქ ძაან ცოტა და მარტივად წერია, მაგრამ, თუ ვინმე ცდით მსგავის წესებით ბრძოლას და დაამუღამებთ კარგად, მაშინ მითხარით თვითმფრინავს რომ შეგეძლოს ერთდროულად 8 მიზანზე შეტევა, და თან რეალურ თვითმფრინავში ყოველგვარი რესტარტების გარეშე რმ ზიხარ, შეძლებდით თუ არა ამის გაკეთებას. მე ვთვლი რომ პილოტს საკმაოდ ბევრი "მუშაობა" უწევს იარაღის და სიტუაციის ფლობის ამბავში რომ აღარაფერი ვთქვათ ფრენაზე რომელიც არც ისე ცოტა ყრადღებას და რეაგირებას მოითხოვს. ამას იმიტომ გეკითხებით რომ მზეობელ ფორუმზებზეც და ისედაც მეკამათებიან ხოლმე ამ თემაზე და მაინტერესებს თქვენი აზრი.

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja