|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
|
ცივი ომი - საბჭოთა ბირთვული რაკეტები |
|
|
მოკლედ გადავწყვიტე, რომ დავწერო იმ შეიარაღების შესახებ, რომელსაც ცივი ომის დროს ქმნიდა ორივე მხარე. დავიწყებ ბირთვული რაკეტებით და მერე დავამატებ რაღაცეებსაც....
მოკლედ დავიწყოთ საბჭოთა ბალისტიკური რაკეტებით. საბჭოთა კავშირი ცივი ომის დროს იყო ერთადერთი მხარე რომელსაც გააჩნდა მობილური კონტინენტსაერთაშორისო ბალისტიკური რაკეტები (ნატოსაც ჰქონდა ბალისტიკური რაკტები მობილურ დანადგარებზე, მაგრამ მოქმედების დიდი რადიუსი არ გააჩნდათ). ესენი იყვნენ: RSD-10 Pioneer RT-2PM Topol და მისი მოდერნიზირებული ვარიანტი RT-2UTTKh Topol-M. ორივე (სამივე) ტიპის რაკეტა მოსკოვის თერმული ტექნოლოგიების ინსტიტუტში შიექმნა, რომელსაც ხენლმძღვანელობდა ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე.
RSD-10 Pioneer შეიარაღებაში იყო: 1976-1988 წლებში წონა - 37 ტონა სიგრძე - 16,5 მეტრი საბრძოლო ქობინი - 3 ცალი 150 კილოტონიანი ბირთვული ქობინი მოქმედების რადიუსი - 5,500 კილომეტრი
ამერიკას და მთლიანად დასავლეთს ამ რაკეტების ეშინოდათ არა იმიტომ რომ ისინი გამანადგურებელი ძალის მატარებელნი იყვნენ, არამედ იმიტომ რომ ბირთვული ომის დაწყვების შემთხვევაში, ამერიკას საბჭოთა კავშირი რომ გადაებუგა ციმბირში დამალული ეს მობილური დანადგარები მაინც დაუშენდნენ რაკეტებს დასავლეთს. მათი ადგილმდებარეობა (სტაციონალური სისტემებისაგან განსხვავებით) უცნობი იყო ამერიკული თანამგზავრებისათვის. პიონერის ტიპის რაკეტებს სულ მალე მოჰყვნენ ტოპოლის ტიპის რაკეტები.
RT-2PM Topol
შეიარაღებაშია: 1988-დღემდე წონა - 45 ტონა სიგრძე - 21,5 მეტრი მოქმედების რადიუსი - 10,500 კილომეტრი საბრძოლო ქობინი - ერთი 800 კილოტონიანი ბირთვული ქობინი
რაკეტის შექმნა დაიწყო 1977 წელს. მისი გამოცდები კი 1983-1987 წლებში მიმდინარეობდა.
რაკეტა ზომებითა და გაბარიტებით ძალიან გავს ამერიკულ Minuteman-ის ტიპის რაკეტებს, მაგრამ მათგან განსხვავებით ისინი მიწისქვეშეთიდან არ იღებდნენ სტარტს და ამიტომ დიდი შანსი იყო პირველი დაბომბვისას ტოპოლები (და პიონერები) გადარჩენილიყვნენ და ციმბირიდან დაეშინათ რაკეტები - რომელსაც ერთი საშუალო ზომის ამერიკული ქალაქის გაქრობა შეეძლოთ. ტოპოლის რაკეტა ძირითადად პიონერის გაუმჯობესებული ვერსიაა. აქვს უფრო დიდი მოქმედების რადიუსი. მაგრამ ტოპოლის შემქნისას ნადირაძემ ერთი საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. პიონერის რაკეტას მიჰქონდა სამი 300 კილოტონის სიმძლავრის ქობინი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს რომ რაკეტაში შიგნით დევს 3 ატომური ბომბი თითოეულის სიმძლავრე - 300 კილოტონა. ანუ მაგალითად თუკი ამერიკას პიონერი აღმოსავლეთიდან უახლოვდება რაკეთა დაიშლება და სამი ქობინიდან მაგალითად 1 წავა ნიუ-ორკისაკენ, ერთ ვაშინგტონისაკენ და ერთიც სადმე სხვაგან (ანდა ისიც ნიუ-ორკში). მაგრამ ეს სისტემა შეცვლილია ტოპოლში. მას ერთი 800 კილოტონის სიმძლავრის რაკეტა უყენია.
ტოპოლები ციმბირში
ტოპოლის რაკეტა
Topol-M
ტოპოლის გაუმჯობესებული ვერსია წინა - 47 ტონა სიგრძე 22,7 მეტრი მოქმედების რადიუსი - 11 000 კილომეტრი
დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგში დავდებ ინფორმაციას საბჭოთა სტაციონალურ და ამერიკულ რაკეტებზეც. დავდებ მრავალქობინიანი რაკეტების მოქმედების მექანიზმზეც რაღაც-რაღაცეებს.
|
|
|
|
|
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |