ტუ-160 (რუს. Туполев Ту-160, ნატოს კლასიფიკაციით Blackjack) არის ზებგერითი, მძიმე ბომბდამშენი რომელიც შეიქმნა სსრკ-ში. თავისი კონფიგურაციით თვითმფრინავი წააგავს ამერიკულ B-1 Lancer-ს, მაგრამ ბევრად დიდი და სწრაფია ვიდრე B-1B გააჩნია საბრძოლო მოქმედების უფრო დიდი დიაპაზონი. ეს უდიდესი კეცვადფრთიანი თვითმფრინავია, რომელიც ოდესმე შექმნილა.
ექსპლუატაციაში შევიდა 1987 წელს, 184-ე ბომბდამშენი ლეგიონის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობდა სსრკ-ში პრილუკის ბაზაზე, ტუ-160 იყო უკანასკნელი სტრატეგიული ბომბდამშენი რომელიც საბჭოთა კავშირში აიწყო, მაგრამ კვლავ რჩება წარმოებაში. დღეისათვის სულ მცირე 16 ერთეული ტუ-160 არის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე.
ტუ-160 პილოტები მას „თეთრ გედს“ უწოდებენ მისი მანევრირების და თვითმფრინავის ბოლოზე თეთრი ცეცხლის იზოლატორის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უფრო დიდია, ტუ-160 გააჩნია ყველაზე დიდი ასაფრენი წონა სამხედრო თვითმფრინავებს შორის, აგრეთვე ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე.