ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ვინ გადაუფრინა თბილისს?!

თუ კაცი ერთხელ მაინც მდგარა საშიშროების წინაშე, მოსალოდნელი ხიფათის შეგრძნება ან ჩვეულებრივი შიში მის გონებაში სამუდამოდ გაბატონდება.
სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ ქართულ მიწას რუსეთის ავიაციამ ოთხ დღეში სამი ათასამდე ბომბი და რაკეტა დააყარა, ამიტომაც სავსებით გასაგებია ის შიში, რაც მოქალაქეების თვალებში ჩნდება, როდესაც ცაში თვითმფრინავის თუ შვეულმფრენის გუგუნი ისმის.
28 და 29 ნოემბრის საღამოს დედაქალაქის ცენტრალური უბნების (განსაკუთრებით კი საბურთალოს) მცხოვრებთა ნაწილი დააფრთხო მათი კორპუსების თავზე შვეულმფრენების დაბალ სიმაღლეზე გადაფრენამ.
ამის ცოდნას ჩვეულებრივ მოქალაქეს ვერ მოსთხოვ, მაგრამ სამხედრო საქმეში მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანი სპეციფიკური ხმაურით მიხვდებოდა, რომ თბილისს მაშინ "იროკეზის" ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებმა გადაუფრინეს. ასეთი საფრენი აპარატები კი რუს ოკუპანტებს არ ჰყავთ.
როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, 28 ნოემბრის შაბათ საღამოს, თბილისის თავზე მფრენი "იროკეზიდან" იღებდნენ რენი ჰარლინის ფილმის კადრებს. 29 ნოემბრის კვირა საღამოს, საჰაერო ფრენები დედაქალაქის ცენტრალური უბნების თავზე უფრო ინტენსიური იყო, თუმცა შეიძლება აღარც იყო დაკავშირებული ამერიკულ-ქართული მხატვრული ფილმის გადაღებებთან.
რა დასამალია, რომ ქართველი პილოტები დაჩქარებული ტემპით სწავლობენ ღამით ფრენებს, რის რეალური პრაქტიკული გამოცდილებაც აგვისტოს ომამდე ნაკლებად ჰქონდათ.
რუსეთის ავიაცია, განსაკუთრებით კი შვეულმფრენების ეკიპაჟების უდიდესი ნაწილი ცუდადაა მომზადებული ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენებისთვის.
ასე რომ, ღამით ცა შედარებით უხიფათოა იმ ქართული შვეულმფრენებისთვის, რომელთა ეკიპაჟები პროფესიონალურად ეუფლებიან ღამით, დაბალ სიმაღლეზე ფრენას. აჯობებს, თუკი ქართული МИ-24-ების ეკიპაჟები ღამით არა მარტო ფრენებს დახვეწენ, არამედ ზუსტი საჰაერო დარტყმების ტაქტიკასაც. ამისთვის მათ აქვთ ძვირად ღირებული აღჭურვილობა (სპეციალური ღამის ხედვის ხელსაწყოები, რომლებიც საფრენოსნო მუზარადებზე მაგრდება), რომელსაც ეფექტიანი გამოყენება უნდა.
მიუხედავად რუსული საბრძოლო ავიაციის უდიდესი რაოდენობრივი უპირატესობისა, სპეციალური აღჭურვილობა და მუდმივი მომზადება ქართველ პილოტებს აძლევს შანსს, ღამის ცა მათ ეკუთვნოდეთ...
P.S. ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენებისთვის ქართველი პილოტების მუდმივი მზადების წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს, მაგრამ იქნებ არ ღირდეს ერთძრავიანი "იროკეზებით" თბილისელების, უფრო სწორად კი, დედაქალაქის ცენტრის მკვიდრთა დაფრთხობა...

ირაკლი ალადაშვილი

ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja