ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები 1500 თვითმფრინავს და ვერტმფრენს მიიღებს

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ფლოტში განზრახული აქვთ 2020 წლამდე 1500-ზე მეტი ახალი თვითმფრინავი და ვერტმფრენი შეიძინონ. ამის შესახებ რუსეთი სამხედრო-საჰაეროს ძალების სამმართველოს მოადგილემ იგორ სადოფევმა განაცხადა. "2020 წლამდე დაახლოებით 2000-მდე თვითმფრინავის და ვერტმფრენის შეძენა იგეგმება. ხოლო მოდერნიზაცია 400 ერთეულს შეეხება", - აღნიშნა სადოფევმა.

პერსპექტივაში სახელმწიფო თავდაცვის კანონის შესაბამისად, 2011 წელს ჯარში Су-27СМ, Су-30М2, Су-34, Су-35С, Як-130-ის ჩაშვება იგეგმება.

გარდა ამისა, სამხედრო-საჰაერო ძალებში მაღალი სიზუსტის იარაღის წილი 2020 წლისთვის 18-ჯერ გაიზრდება, ხოლო უპილოტო ტექნიკის წილი - ექვსჯერ.

სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ახალი ტექნიკის შეძენა შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოხდება. პროგრამის ფინანსური მოცულობა დაახლოებით 21 ტრილიონი რუბლია. სამხედრო საჰაერო ძალების განახლება ორი მიმართულებით - ტექნიკის მოდერნიზაციის და ახალი მანქანების შეძენის კუთხით იგეგმება.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთი განმეორებით თავდასხმას ამზადებს
სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობს დიდი საფრთხე, რომ ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის საზღვრისპირა ტერიტორიებზე განმეორებითი სამხედრო შეტევა განახორციელოს.
"BBC News"-ის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება დღეს სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვონ სეი ჰუნმა გააკეთა.

დაზვერვის გამაფრთხილებელი განცხადება დაახლოებით ორ საათში გაკეთდა, მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ფლოტის ხელმძღვანელი პირები ყვითელ ზღვაში მიმდინარე ერთობლივი წვრთნების კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.

ერთობლივი წვრთნები ყვითელ ზღვაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. წვრთნების დაწყებამდე ორი დღით ადრე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან გაკეთდა განცხადება, რომ ყვითელ ზღვაში საწვრთნელი მანევრების ჩატარებით სამხრეთ კორეა სიტუაციას ომის ზღვრამდე მიიყვანდა.

23 ნოემბრის შემდეგ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა. ამის მიზეზი ჩრდილო კორეელების მიერ განხორციელებული თავდასხმა გახდა. მათმა არტილერიამ სასაზღვრო ზოლთან ახლოს, სამხრეთელების კუნძული დაბომბა. აფეთქებებისა და ნგრევის შედეგად, 4 ადამიანი, მათ შორის ორი სამხედრო მოსამსახურე და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩრდილოელების დაბომბვას სამხრეთმა საპასუხო ცეცხლით უპასუხა.

სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის 3-წლიანი ომის (1950-1953) დასრულების შემდეგ, სამშვიდობო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ომის შემდგომ პერიოდში, საზღვარზე სიტუაცია მუდმივად დაძაბული იყო თუმცა, ამ მასშტაბის ინციდენტი არ მომხდარა.

"ინტერპრესნიუსი"

ავღანელმა პოლიციელმა ნატო-ს მისიის მონაწილე ჯარისკაცები დახოცა

ავღანელმა პოლიციელმა ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე 6 სამხედრო მოსამსახურე მოკლა.

როგორც ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე მოხდა. სასწავლო ოპერაციის მიმდინარეობისას პოლიციელმა ჯარისკაცებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა. სამშვიდობო მისიის მონაწილე ჯარისკაცებმა თავდამსხმელი ადგილზე მოკლეს. დაღუპული ჯარისკაცების წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

"BBC News"-ის ინფორმაციით, არსებობს ვერსია, რომ თავდამსხმელი პოლიციელი არ იყო და მას ფორმა შესანიღბად ეცვა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მეამბოხე თალიბები თავდასხმებისას შენიღბვის ამგვარ ხერხს ხშირად იყენებენ. ორი დღის წინ ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ ერთ-ერთ პროვინციაში ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ორივე მათგანს პოლიციელის ფორმა ეცვა. აფეთქებების შედეგად პოლიციის 12 ოფიცერი დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

ორი კორეა - მსოფლიო ახალი ომის მოლოდინში

23 ნოემბერს ჩრდილო კორეამ საარტილერიო ცეცხლი გახსნა ყვითელ ზღვაში მდებარე სამხრეთ კორეის კუნძულ ენპჰენდოს მიმართულებით. საარტილერიო დაბომბვას სამხრეთ კორეის ორი სამხედრო მოსამსახურის და ორი სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეეწირა. სამხრეთკორეელებმაც გახსნეს საპასუხო საარტილერიო ცეცხლი, თუმცა მისი შედეგი უცნობი დარჩა.

ჩრდილო კორეა ბრალად სდებს სეულს, რომ მანამდე სამხრეთკორეელი სამხედროები წვრთნების დროს საარტილერიო ცეცხლს უშენდნენ ყვითელი ზღვის იმ აკვატორიას, რომელსაც ფხენიანი თავისად თვლის.

1950-1953 წლების კორეის ომის შემდეგ გაეროს გადაწყვეტილებით სადემარკაციო ხაზი 38-ე პარალელის გაყოლებით გაივლო, რამაც კორეა ორად გაყო, თუმცა კომუნისტური ფხენიანი ამ სადემარკაციო ხაზს დღემდე არ ცნობს.

60 წლის წინ კორეის ომი შეიძლებოდა მესამე მსოფლიო ომად გადაქცეულიყო, თუკი სტალინი მიიღებდა გადაწყვეტილებას და საბჭოთა ბომბდამშენები ხომალდსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს ესროდნენ იმ ამერიკულ სადესანტო და საბრძოლო საზღვაო ხომალდებს, რომლებიც კომუნისტი კორეელების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საზღვაო დესანტის გადასხმას გეგმავდნენ.

სტალინმა ეს არ გააკეთა, ამერიკელებმა საზღვაო დესანტი წარმატებულად გადასხეს და თითქმის სეულამდე მიღწეული კომუნისტი კორეელები აიძულეს, 38-ე პარალელის ჩრდილოეთით უკან დაეხიათ.

ნახევარ საუკუნეზე მეტია, ჩრდილო კორეა იარაღდება, რაც სამხრეთ კორეას დღემდე ნაკლებად აღელვებდა, რადგან მის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზებია დისლოცირე ... კითხვის გაგრძელება »

აშშ რუსეთისთვის "მისტრალის" მიყიდვის წინააღმდეგია

საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ავიამზიდ "მისტრალის" მიყიდვის გამო აშშ-მა თებერვალში შეშფოთება გამოთქვა. როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ wikileaks.org-ის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალებშია ნათქვამი.

საიდუმლო დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ერვე მორენისა და მისი ამერიკელი კოლეგის, რობერტ გეითსის შეხვედრის შესახებ, რომელიც პარიზში 8 თებერვალს შედგა.
"ეს გარიგება რუსეთს, ასევე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენს პარტნიორებს არასწორ სიგნალს აძლევს. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დღემდე ფრთხილობენ რუსეთის გამო და არ იციან, რამდენად შეიძლება დასავლეთის ნდობა", - განაცხადა გეითსმა.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ "მისტრალის" მიყიდვა რუსეთის სამხედრო პოტენციალის გაზრდაზე გავლენას არ იქონიებს და, შესაბამისად, უსაფრთხოების გამო შიშზე საუბარიც კი არ არის.

"ინტერპრესნიუსი"

Wikileaks: ირანმა ჩრდილოეთ კორეისგან შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები შეიძინა

ირანმა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისგან თანამდეროვე რაკეტები შეიძინა, რომელთა მოქმედების რადიუსიც ისლამურ რესპუბლიკას დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე თავდასხმის საშუალებასაც კი მისცემს. ამ ინფორმაციას Wikileaks-ის საიტზე დაყრდნობით New York Times-ი აქვეყნებს.

2010 წლის 24 თებერვლით დათარიღებულ ტელეგრამაში აღნიშნულია, რომ ირანმა ჩრდილოეთ კორეისგან R-27 სერიის 19 რაკეტა შეიძინა, რომელთა სიმძლავრეც ვაშინგტონის მიერ ოფიციალურად დაშვებულს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

როგორც გაზეთები აღნიშნავენ, ექსპერტები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ ამ რაკეტების ცალკეული კომპონენტები ირანის ხელში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, თუმცა ირანის მიერ რაკეტების სრული კომპლექტის შეძენის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელობა აღმოჩნდა.

სკანდალური საიტი ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, რომ აშშ-სა და უცხო ქვეყნის მთავრობებს შორის კონფიდენციალური მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა 28 ნოემბერს Wikileaks-ი ჰაკერული თავდასხმის შედეგად დაიბლოკა.

მიუხედავად ამისა, ინტერნეტ-რესურსის ადმინისტრაციამ თავისი მასალები დასავლურ გაზეთებს (მათ შორის ესპანურ Pais-ს, ფრანგულ Monde-ს, ბრიტანულ Guardian-სა და New York Times-ს) მაინც მიაწოდა. Wikileaks-ი სულ 250 ათასი დოკუმენტის გამოქვეყნებას აპირებდა.

მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.

რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-ს ჯავშანტექნიკის ავღანეთისკენ ტრანზიტს დათანხმდა

რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-ს ჯავშანტექნიკის ავღანეთისკენ ტრანზიტს დათანხმდა. როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ავღანელ კოლეგასთან ზამლაი რასულთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ლავროვის განცხადებით, მოსკოვი თანახმაა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯავშანტექნიკის ტრანზიტისთვის გამარტივებული რეჟიმი აამოქმედოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ლისაბონში გამართულ ნატო-რუსეთის სამიტზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტი ორმხრივი იქნება - როგორც ავღანეთის მიმართულებით, ისე უკან - ალიანსის ქვეყნებისკენ.

"ტრანზიტის გამარტივებული რეჟიმი ვრცელდება იმ ჯავშანტექნიკაზეც, რომელსაც გაძლიერებული ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა ექნება. ეს მნიშვნელოვანი დამატება იყო, რომელსაც უსაფრთხოების საერთაშორისო ძალების მონაწილეები ითხოვდნენ", - განაცხადა ლავროვმა.

ამასთან, ალიანსში რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის განმარტებით, ჯავშანტექნიკა შეიარაღება არ არის და სამოქალაქო ქმედებებისთვის არის განკუთვნილი. ავღანეთისკენ ნატო-ს შეიარაღების ტრანზიტზე კი რუსეთი კვლავ კატეგორიულ უარს ამბობს.

"ინტერპრესნიუსი"

რამზან კადიროვი: ”პუტინმა ჩეჩენი ხალხი გადაარჩინა”

პუტინისთვის ის მშვიდობის კაცია, მაგრამ ოპონენტებისთვის ტერორისტი. რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკის ჩეჩნეთის პრეზიდენტი აჯანყებულებზე, შერიგებაზე და მის მოსკოველ კერპზე გვესაუბრება.

- ბატონო კადიროვ, თქვენ უარი თქვით „ჩეჩნეთის პრეზიდენტის“ ტიტულზე, რადგან მიგაჩნიათ რომ რუსეთში პრეზიდენტი მხოლოდ ერთ ადამიანს უნდა ერქვას. როგორ მოგმართოთ?
- უბრალოდ რამზანი.

- ავსტრიის პროკურატურა გადანაშაულებთ, რომ გარეული ხართ ჩეჩენი ოპოზიციონერის უმარ ისრაილოვის მკვლელობის საქმეში, რომელიც 2009 წელს ვენაში მოკლეს. სასამართლოს სურს ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში დაგკითხოთ. რას იტყვით ამის თაობაზე?
- ავსტრიის მოვლენებთან არანაირი კავშირი არ მაქვს. ეს ძალიან კარგად იციან მათ, ვინც ამ ჭორს ავრცელებს. კადიროვის სახელის ხსენებით, ისინი მათთვის სასურველ პიარ-კამპანიას აწარმოებენ.

- მართლაც არსებობს თუ არა სიკვდილის ბრიგადები და დასახვრეტთა სია, რაზეც ავსტრიელთა „მწვანეების“ ლიდერი პეტერ პილცი საუბრობს?
- აბსურდული განცხადებებია! თუკი მას ასეთი სია აქვს, ის შესაბამის ორგანოებს უნდა წარუდგინოს. როგორც ჩეჩნეთის ლიდერს, მსურს მივმართო ავსტრიასა და ევროპაში მცხოვრებ ჩეჩნებს, მსგავს პროპაგანდას არ აჰყვნენ.

- ანუ არანაირი სია არ არსებობს?
- რა სია უნდა არსებობდეს, როდესაც ჩეჩნეთის ყოფილი მუფთი ბაი-ალი ტევსიევი ავსტრიიდან დაბრუნდა და დღეს ცენტრალური მეჩეთის იმამი და გროზნოს ვიცე-მერია? ასობით ადამიანი ბრუნდება სახლში. ისინი, ვინც მსგავ ... კითხვის გაგრძელება »

სამხრეთ კორეა საზღვარს აძლიერებს

სამხრეთ კორეა დამატებით შეიარაღებულ ძალებს იმ 5 კუნძულზე გაგზავნის, რომელიც კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკას ესაზღვრება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ლი მენ ბაკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა.

სეული, ასევე უარს ამბობს კუნძულებზე საზღვაო ქვეითი ჯარის ქვედანაყოფების რაოდენობის შემცირებაზე, როგორც ეს აქამდე იგეგმებოდა.

ცნობილი გახდა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებაც, რომ სამხრეთის "პროვოკაციებს" ახალი დარტყმით უპასუხებს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ჩეჩნეთში საიდუმლო ოპერაცია წითელი ჯვრის თანამშრომელთა მასობრივი მკვლელობით დასრულდა

The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ყოფილმა ოფიცერმა სპეცსამსახურების საიდუმლო ქვედანაყოფის მიერ 1996 წლის ბოლოს ჩეჩნეთში ჩატარებული ოპერაციის შესახებ ისაუბრა.

დასავლეთში ემიგრირებული ФСБ-ს ოფიცერი ალექსეი პოტემკინი აცხადებს, რომ ამ სპეცოპერაციის ფარგლებში სოფელ "ნოვიე ატაგიში" წითელი ჯვრის საერთაშორისო ჰოსპიტალის 6 თანამშრომელი მოკლეს, მათ შორის კანადის, ესპანეთის, ჰოლანდიის, ნორვეგიისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეები. რუსეთის ხელისუფლებამ მკვლელობებში ჩეჩნეთის შეიარაღებული ბანდფორმირებები დაადანაშაულა.

როგორც პოტემკინმა აღნიშნა, ის ФСБ-ს სპეცდანიშნულების რაზმის 14-კაციანი ოპერატიული ჯგუფის წევრი იყო და ამ ოპერაციაში პირადად მონაწილეობდა. ოფიცრის თქმით, დივერსიულ ჯგუფს კაპიტანი სევასტიანოვი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად სპეცდანიშნულების რაზმმა ჩეჩნეთის შეიარაღებული დაჯგუფება გაანადგურა, რის შემდეგაც მებრძოლებმა ადგილობრივი სკოლის შენობაში განთავსებული ჰოსპიტალის თანამშრომელთა შემოწმების ბრძანება მიიღეს. ჰოსპიტალში შეჭრილ სპეცრაზმელებს წითელი ჯვრის მძინარე თანაშრომლები ჩეჩენი მებრძოლები ეგონათ და ცეცხლი გაუხსნეს.

როგორც პოტემკინი აცხადებს, სპეცრაზმელებმა ჰოსპიტალში ადრე დახოცილი ჩეჩნების დოკუმენტები მიმოფანტეს, რათა თავდასხმის ეფექტი შეექმნათ და ინციდენტი ჩეჩნებისთვის გადაებრალებინათ. საქმე ისე დახურეს, მკვლელობებთან დაკავშირებით გამოძიება არც ჩატარებულა. როგორც The Times-ი წერს, თუ ამ ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 193 194 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja