ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გერმანია ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას 2011 წლიდან დაიწყებს

გერმანია ავღანეთიდან სამხედრო შენაერთების გამოყვანას მომავალი წლის ბოლოდან დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ესოშეიტედ პრესი" ავრცელებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გვიდო ვესტერველეს განცხადებით, ჯარების გამოყვანის პროცესი 2014 წლისთვის დასრულდება.

ავღანეთში გერმანული კონტინგენტი 4.5 ათას ჯარისკაცს ითვლის და საერთაშორისო კოალიციაში სამხედროთა რაოდენობით ამერიკელებისა და ბრიტანელების შემდეგ მესამე ადგილზეა.

ბრძოლა შინდისთან…

2008 წლის აგვისტოს ომში მომხდარი შინდისის ბრძოლის შესახებ…

... კითხვის გაგრძელება »

თერმობირთვული ბომბი

ერთ-ერჳ ყველაზე ძლიერი ბომბი თერმობირთვული ბომბია...

... კითხვის გაგრძელება »

ახალი წლის ღამეს თბილისის ჩაბნელება იგეგმებოდა

შსს თავისი გაპიარებული ტელედაჭერებით კარგა ხანია, საზოგადოების ნაწილის უნდობლობას იმსახურებს, მაგრამ ქართველი სამართალდამცავების მიერ გახსნილი ამფეთქებელთა საქმე, ჩანს, სიმართლესთან ახლოა.

"კვირის პალიტრა" 22 სექტემბრიდან მოყოლებული, როდესაც აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს აფეთქება მოხდა, სისტემატურად აწვდიდა მკითხველს ინფორმაციას სხვა აფეთქებების და მათში გამოყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობების, ასევე ტერაქტების შესაძლო ვერსიების შესახებ.

მას შემდეგ, რაც შსს-მ 4 დეკემბერს ეჭვმიტანილები დააკავა, ხოლო 7 დეკემბერს ოფიციალურად გამოაქვეყნა ოპერატიული მასალები ამ საქმის შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამართლდა ჩვენი რამდენიმე ვარაუდი - ტერაქტებისთვის მართლაც იყენებდნენ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის ნარევს და საბჭოთა (რუსული) წარმოების შენელებული მოქმედების ამფეთქებლებს - ВЗД-1-სა და ВЗД-3მ-ებს, რომელთა ნაწილიც თბილისში, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მიერ დაქირავებულ სახლში აღმოაჩინეს.

ასევე გამართლდა ჩვენი ვერსია, რომ აფეთქებათა შემსრულებლები შეიძლება ყოფილიყვნენ ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები.

ცოტა ეჭვს იწვევდა ჩვენი კიდევ ერთი ვერსიის რეალობა - თუკი ამ ტერაქტების უკან მართლაც იდგა საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყნის (ამ შემთხვევაში - რუსეთის) რომელიმე სპეცსამსახური, რატომ ირჩევდნენ ისინი აფეთქებების დროსა და ადგილს ისე, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო (28 ნოემბრის ღამეს ჯავახიშვილის ქუჩაზე აფეთქების შედეგად ქალბატონის დაღუპვა უფრო შემთხვევითო ... კითხვის გაგრძელება »

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, აფეთქება გამთენიისას, ავღანეთის ჰელმენდის პროვინციაში იმ დროს მოხდა, როდესაც რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლები სატვირთო მანქანით ბაზარში სავაჭროდ მიდიოდნენ.

პოლიციელთა განცხადებით, გზაზე ასაფეთქებელი ხელსაწყო ახალი დადებული იყო. აფეთქების შედეგად 15 გარდაიცვალა, ხოლო 4 მშვიდობიანი მოსახლე მძიმედ დაიჭრა.

აფეთქება მოხდა კუნდიზის პროვინციაშიც, სადაც ტერორისტმა თვითმკვლელმა პოლიციის მანქანა გაიტაცა და თავი აიფეთქა, რომლის დროსაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 5 სამხედრო პირია.

"ინტერპრესნიუსი"

მსხვერპლზე გაუთვლელი საჩვენებელი ტერაქტები მსხვერპლით დამთავრდა

"თუკი აფეთქებების სერია გაგრძელდა, პანიკის საფუძველი გაიზრდება. ამიტომ სამართალდამცავებს მოუწევთ, ძალ-ღონე არ დაიშურონ, რათა ასეთი და უარესი აფეთქებებისაგან დაიცვან მოსახლეობა," - ასე ვამთავრებდით სტატიას "კვირის პალიტრის" 25 ოქტომბრის ნომერში, რომელშიც გაანალიზებული იყო ის სამი უმსხვერპლო აფეთქება (კიდევ ორჯერ ასაფეთქებელმა მოწყობილობებმა არ იმოქმედა), რომლებიც საქართველოში 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით მოხდა.

28 ნოემბერს ღამით თბილისის ორი უბანი კიდევ ორმა აფეთქებამ შეაზანზარა - პირველი "ჯოჯოხეთის მანქანა" ჯავახიშვილის ქუჩაზე "ლეიბორისტული პარტიის" ოფისთან ამოქმედდა, მეორე - ერთსაათიანი ინტერვალით მუხიანში, ერთ-ერთი მაღაზიის კიბესთან.

პირველ აფეთქებას, სამწუხაროდ, მსხვერპლი მოჰყვა - ჩამტვრეული მინის ნამსხვრევებით დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა 65 წლის ნინო გორდეზიანი...
მიუხედავად მსხვერპლისა, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი აფეთქება, ისევე როგორც წინა სამი, მსხვერპლზე გათვლილი არ იყო და მოსახლეობის დაშინებას ისახავდა მიზნად, მაგრამ აფეთქების მომწყობებმა, ალბათ, ვერ გათვალეს "ჯოჯოხეთის მანქანის" სიძლიერე და ახლომდებარე შენობების სიძველე.

პირველი სამი აფეთქების შესახებ დაწერილ სტატიაში ვსაუბრობდით თბილისური ტერაქტების (ერთი აფეთქება აშშ-ის საელჩოს სიახლოვეს, ორი - ბორჯომის ვაგზალთან) ოთხ შესაძლო ვერსიაზე.
პირველის თანახმად, აფეთქებების ავტორები, შესაძლოა, იმ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან ყოფილიყვნენ, რომელსაც ასე სურს საქართველოში დეს ... კითხვის გაგრძელება »

რუსულმა თვითმფრინავებმა აშშ-იაპონიის წვრთნები ჩაშალეს

რუსულმა ნავსაწინააღმდეგო ილ-38 ტიპის თვითმფრინავებმა იაპონიის ზღვაში აშშ-სა და იაპონიის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ჩაშალეს.

როგორც იაპონიის კაბინეტის აპარატის უფროსმა იოშიტო სენგოკუმ განაცხადა, რუსული სამხედრო თვითმფრინავები წვრთნების ჩატარების რაიონში 6 დეკემბერს შეიჭრნენ, რის გამოც წვრთნების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.

იაპონია და აშშ 3-10 დეკემბერს ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ახორციელებენ. წვრთნებს დამკვირვებლების სტატუსით სამხრეთკორეელი სამხედროები ადევნებენ თვალს.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

რუსეთმა ცხინვალთან ახლოს "სმერჩები" განათავსა

რუსეთმა ცხინვალთან ახლოს "სმერჩის" ტიპის რეაქტიული ზალპური ცეცხლის დანადგარები განათავსა. ამის შესახებ რუსული მედია სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

"საქართველოს მხრიდან შესაძლო აგრესიის აღსაკვეთად სამხრეთ ოსეთის დედაქალაქთან ახლოს განთავსებულია გვარდიის რეაქტიული არტილერიის ცალკეული დივიზიონი, რომელიც აღჭურვილია "სმერჩის" ტიპის სისტემებით", - განაცხადეს სამხრეთის ფედერალური ოლქის ძალოვან სტრუქტურებში.
აქვე აღნიშნეს, რომ დივიზიონი სრულ საბრძოლო მზაყოფნაშია, დივიზიონის პირადი შემადგენლობა კი კონტრაქტით დაქირავებული სამხედროებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც აღნიშნული საარტილერიო კომპლექსის გამოყენების გამოცდილება აქვთ.

"სმერჩის" ტიპის რაკეტების მოქმედების მინიმალური მანძილი 20, მაქსიმალური კი 70 კილომეტრია. ერთი გასროლით 70 ჰექტარი ფართობის განადგურებაა შესაძლებელი, სროლისთვის მომზადებას კი სულ რამდენიმე წუთი სჭირდება.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ შეიარაღების გაზრდის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.

"ინტერპრესნიუსი"

იაპონიამ და აშშ-მა მასშტაბური წვრთნები დაიწყეს

იაპონიამ და აშშ-მა 3 დეკემბერს ისტორიაში პირველად ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყეს. სწავლება, რომელმაც "ბასრი მახვილის" სახელწოდება მიიღო, აშშ-სა და იაპონიის სამხედრო თანამშრომლობის 50-ე წლისთავს ეძღვნება.

იაპონიის მხრიდან "ბასრ მახვილში" 34 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 40 სამხედრო ხომალდი და 250 თვითმფრინავი მონაწილეობს, აშშ-ის მხრიდან კი - 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე, 20 ხომალდი, მათ შორის, ავიამზიდი "ჯორჯ ვაშინგტონი" და 150 თვითმფრინავი.

"ბასრი მახვილი" წყნარ ოკეანეში კუნძულ ოკინავას რაიონში, სამხრეთ კორეის საზღვაო საზღვართან ახლოს ტარდება. ისტორიაში ასევე პირველად, წვრთნებს სამხრეთკორეელი დამკვირვებლები დაესწრებიან. სწავლება 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

აშშ-ისა და იაპონიის თავდაცვის სამინისტროები ოფიციალურად აცხადებენ, რომ წვრთნები რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, მოქმედებების შემუშავებას არ ისახავს მიზნად. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სწავლება ჩრდილოეთ კორეის მიერ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნამდე დიდი ხნით ადრე დაიგეგმა.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

ცხინვალში ტყვეობის 10-დღიანი კოშმარი და რუსი ჯარისკაცის სულგრძელობა

რუსეთ-საქართველოს ომმა ქვეყნის უახლესი ისტორია შეცვალა, უამრავი ცოცხალი გმირი დაგვიტოვა, ასობით მეომრისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა... ჩვენი რესპონდენტი ცხინვალის ომის დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა: ის მოწინააღმდეგის ალყაში მოხვდა, დაიჭრა და სეპარატისტებს ტყვედ ჩაუვარდა. მათთან გატარებული რამდენიმე კოშმარული დღის შემდეგ, დაჭრილი ქართველი მეომარი რუსი სამშვიდობოების ინიციატივით, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს. მის ოჯახს ზაზა გარდაცვლილი ეგონა, მაგრამ ერთ დღეს მათ მოსკოვიდან დაურეკეს და ქართველი სამხედროს გადარჩენის შესახებ აცნობეს...

ზაზა კავთიაშვილი:
- მეოთხე ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონში ვმსახურობდი, მაგრამ ომამდე ერთი თვით ადრე 41-ე ბატალიონში გადავედი, რადგანაც ამ ბატალიონის ბიჭები 2008 წლის სექტემბერში ერაყში აპირებდნენ გამგზავრებას და მათთან ერთად წასვლა მინდოდა... როცა საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა, სახლში ვიყავი და ვინაიდან არ დამიკავშირდნენ, თავად გამოვცხადდი ვაზიანის სამხედრო ბაზაში. სამხედრო ნაწილიდან 7 აგვისტოს, ნაშუადღევს გავედით. იმავე დღეს ქარელის რაიონიდან ზნაურში შევედით. გზადაგზა ხალხი გვხვდებოდა, გზას გვილოცავდა და გვამხნევებდა, - ნუ გეშინიათ, ბიჭებო, ჩვენ გავიმარჯვებთო!.. მოწინააღმდეგეს უკვე ცეცხლი ჰქონდა გახსნილი. ერთ-ერთ ადგილას, სადაც ღამით ჩვენმა კოლონამ გაიარა, ორივე მხარეს ვაშლის ბაღები იყო, შუაში კი ვიწრო გზა გადიოდა. როგორც მერე გავიგეთ, ორივე მხარეს ოსები ყოფილან ჩასაფრებული, ჩვენ კ ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 193 194 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja