ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მეცნიერებმა მზის დახმარებით საწვავის მიღება ისწავლეს

ამერიკელმა და ახალმა ზელანდიელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოწყობილობის პროტოტიპი, რომელიც საწვავად გამოსადეგ წყალბადს აწარმოებს. საწვავად ვარგისი ნივთიერება მზის, წყლის, ნახშირბადის გაზისა და მიწის იშვიათი მეტალის, ცერიუმის საშუალებით მიიღება.

ექსპერიმენტული მოწყობილობა ნახშირბადის დიოქსიდს, ან წყალს წყალბადად და ნახშირბადის მონოქსიდად შლის. რეაქციაში მონაწილეობას იღებს მზის რადიაცია და ცერიუმის ოქსიდი - მიწის იშვიათი მეტალებიდან ერთ-ერთი შედარებით ყველაზე გავრცელებული მეტალი.

მთლიანობაში, მოწყობილობის მოქმედების პრინციპი მცენარის შიგნით მიმდინარე ქიმიურ რეაქციას მოგვაგონებს, თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ რეაქციების მსგავსება მხოლოდ ამოსავალ მასალებში - მზეში, წყალში და ნახშირბადის გაზშია.

კვარცის მინის დახმარებით მოწყობილობა მზის სინათლით ივსება, რომელიც ცილინდრში ხვდება. ცილინდრი ცერიუმის ოქსიდითაა დაფარული.

ცერიუმის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გახურების დროს ის ჟანგბადს აცალკევებს, ხოლო გაცივების დროს შთანთქავს.

ცერიუმი დაბალი ტემპერატურის მოქმედების ქვეშ, ჟანგბადის შთანთქმას იწყებს. რეაქციის შედეგად წყალბადი და ნახშირბადის მონოქსიდი რჩება.

წარმოქმნილი წყალბადის გამოყენება ავტომობილების საწვავად შეიძლება. მეცნიერების აზრით, მთავარი მიღწევა ცერიუმის განსაკუთრებულობის გამოყე ... კითხვის გაგრძელება »

რუსი სამხედრო შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს

ანატოლი ჩუბაისზე თავდასხმის მთავარი ფიგურანტი ვლადიმერ კვაჩკოვი, რომელიც ამ საქმეზე სასამართლომ გაამართლა, ამჟამად დაპატიმრებულია.

სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, იგი ეჭვმიტანილია ტერორისტებთან თანამშრომლობასა და შეიარაღებული ამბოხის ორგანიზების მცდელობაში.
"რუსული რევოლუცია გარდაუვალია", - დაიყვირა კვაჩკოვმა, როდესაც სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

რამდენიმე დღის წინ კვაჩკოვი და მისი ადვოკატი ყვებოდნენ, რომ უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის 20 გამომძიებელი და ამდენივე მილიციელი ჩხრეკის ორდერით პოლკოვნიკს სახლში მიადგა. თავდაპირველად გამომძიებლებმა მას არ შეატყობინეს სისხლის სამართლის რომელი საქმის ფარგლებში მიმდინარეობდა ჩხრეკა, მაგრამ დადგენილება ჩხრეკის შესახებ შეიცავს ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც, კვაჩკოვი შეიარაღებული ამბოხის მომზადებაშია ეჭვმიტანილი.

კვაჩკოვი ბინაში ჩაიკეტა, რის გამოც ადგილზე კარის შესამტვრევად საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალისტები გამოიძახეს. ჯერ ზუსტად უცნობია, კარის შემტვრევა დასჭირდათ, თუ ვლადიმერ კვაჩკოვი თავად გამოვიდა ბინიდან და დაკავებულის სტატუსით სასამართლოში გაემართა.
თავად კვაჩკოვის განცხადებით, ძალოვანები შეიარაღებული თავდასხმის გეგმებს, იარაღსა და საბრძოლო მასალებს ეძებდნენ.

კვაჩკოვის ადვოკატი ალექსეი პერშინი აცხადებს, რომ მის კლიენტს შეიარაღებული ამბოხის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

უშიშროების ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ კვაჩკოვის წინააღმდეგ სისხლის ... კითხვის გაგრძელება »

აშშ-ის კონგრესმა სტრატეგიული იარაღის შემდგომი შემცირების შესახებ ხელშეკრულება დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის სენატმა რუსეთთან სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირების შესახებ ახალი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
ხელშეკრულების რატიფიკაციის სასარგებლოდ ხმა 71 სენატორმა მისცა, 26 წინააღმდეგი იყო. დოკუმენტის დამტკიცებას სენატორთა ხმათა ორი მესამედი, ანუ 100-დან 67 ხმა ესაჭიროებოდა. უკანასკნელ დრომდე გაურკვეველი იყო, დაამტკიცებდა თუ არა დოკუმენტს სენატი.

მასში სენატორებმა რამოდენიმე შესწორება შეიტანეს. ერთ-ერთი შესწორება აშშ-ის პრეზიდენტისაგან ქვეყნის ბირთვული ტრიადის მოდერნიზაციის ვალდებულების დადასტურებას მოითხოვს, მეორე კი, რუსეთთან მოლაპარაკებებში ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების დისპარიტეტის გაუქმებას ითვალისწინებს.

აშშ-სა და რუსეთს შორის სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაქ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა მიმდინარე წლის 8 აპრილს, პრაღაში მოაწერეს ხელი. ხელშეკრულების შესაბამისად, თითოეულ მხარეს 1550-1550 ბირთვული ქობინიანი ოპერატიულად მოქმედი იარაღი დარჩება. გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ 700- 700-მდე შეამცირონ წყალქვეშა გემებსა და მორიგეობაზე მყოფი ბირთვული იარაღის მატარებელი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური იარაღის რაოდენობა.

2002 წლის მოსკოვის შეთანხმებასთან შედარებით, მხარეები ბირთვული იარაღის მესამედამდე შემცირებაზე, ასევე, სტრატეგიული დანიშნულების მქონე იარაღის 800-მდე შემცირებაზე შეთანხმდნენ.
ძველ ხელშეკრულებას აშშ-სა და რუს ... კითხვის გაგრძელება »

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "კალაშნიკოვს" ჩამოწერს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში "კალაშნიკოვი" და შაშხანა "ესვედე" ჩამოიწერებ ა. ინფორმაციას ამის შესახებ "gzt.ru" ავრცელებს.

ინტერნეტ-გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის უწყების გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატეტებსა და სერდიუკოვს შორის შეხვედრა გაიმართა.

"როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთი იმ სფეროში აღმოჩნდა ჩამორჩენილი, რომელშიც ლამის მსოფლიო ლიდერად ითვლებოდა - ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში. "gzt.ru"-სთან საუბრისას დუმას ერთ-ერთმა დეპუტატმა აღიარა, რომ უცხოური შაშხანები და ავტომატები ყველა ტექნიკური მონაცემით ბევრად უსწრებენ რუსულს, ამასთან, საზღვარგარეთ წარმოებული იარაღი რუსეთში გამოშვებულზე გაცილებით მსუბუქია", - წერს ინტერნეტ-გამოცემა.
"გზტ.რუ"-ს ცნობით, რუსეთის ჩამორჩენილობა იარაღის წარმოებაში იმითაა განპირობებული, რომ ცივი ომის და "რკინის ფარდის" არსებობის დროს რუსეთის იარაღის წარმოება ჩამორჩა გერმანიის, ბელგიის, ავსტრიის, აშშ-ს, ისრაელისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოწინავე მეთოდებს.

სერდიუკოვისა და დუმის დეპუტატების შეხვედრის დროს საუბარი ფრანგული ვერტმფრენმზიდის "მისტრალის" შეძენასაც შეეხო.

"საქართველოს რეაქცია "მისტრალის" ყიდვასთან დაკავშირებით პანიკურია!" - განაცხადა რუსეთი ... კითხვის გაგრძელება »

Искусство войны. Корея (2010/Rus/Repack)

ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Искусство войны. Корея
წელი: 2010
ჟანრი: Strategy (Real-time / Wargame) / 3D
გამომცემი: Battlefront
მწარმოებელი: 1C-SoftKlab
ენა: რუსული
გამშვები: მოყვება

მოკლე აღწერა:
გამთენიისას, 25 ივნისს 1950 წელს ჩრდილოეთ კორეის ჯარებმა და არტილერიამ გადმოლახა 38 პარალელი და შეიჭრა სამხრეთ კორეაში.სამი დღის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით სამხრეთ კორეაში გაიგზავნა სამშვიდობო ძალები, რომელიც ძირითადად შედგებოდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიისაგან.ალბათ თქვენც იცით რა არის გასაკეთებელი.

სისტემური მოთხოვნები:
ოპერაციული სისტემა: Windows XP / Vista / 7
პროცესორი: Intel Core 2 Duo 2.4GHz
ოპერატიული მეხსიერება: 2 GB
ვიდეოკარტა: 256 MB
თავისუფალი ადგილი დისკზე: 3.5 GB

... კითხვის გაგრძელება »

პენტაგონი ავღანეთის ომისთვის საწვავს რუსეთისგან ყიდულობდა

ყირგიზეთში "მანასის" ამერიკულ ავიაბაზაზე საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით აშშ-ში სკანდალი აგორდა. აშშ-ის კონგრესმა პენტაგონი დაუდევრობის გამო გააკრიტიკა, რომლის შედეგადაც ავღანეთის ომში მონაწილე თვითმფრინავები რუსეთის საავიაციო საწავავით მარაგდებოდა.

სკანდალის საფუძველი ეროვნული უშიშროებისა და საგარეო საკითხების ქვეკომიტეტის მოხსენება გახდა. კონგრესმენების მონაცემებით, პენტაგონის კონტრაქტორები საწვავს "გაზპრომის" განყოფილებისგან ყიდულობდნენ, ხოლო რუსეთის ხელისუფლებას გაყალბებულ საბუთებს აწვდიდნენ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საწვავი მხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვის გამოიყენებოდა.

სინამდვილეში კი ამ საწვავით "მანასის" ბაზა მარაგდებოდა. საწვავის მიწოდებით გიბრალტარში დარეგისტრირებული ორი კომპანია Red Star-ი და Mina Corporation-ი იყო დაკავებული, რომლებსაც ყოფილი ამერიკელი სამხედროები მართავენ.

გაყალბება, სავარაუდოდ, იმისთვის დასჭირდათ, რომ ამერიკელებს საწვავის შემოტანისას რუსეთის საექსპორტო შეზღუდვებისთვის გვერდი აევლოთ.

Red Star-ისა და Mina Corporation-ის წარმომადგენელმა ჩარლზ სკვაიესმა განაცხადა, რომ "რუსეთის ხელისუფლება დოკუმენტებთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო, თუმცა დუმდა, რადგან "გაზპრომი" გაყიდვებიდან მოგებას ნახულობდა".

მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.

თბილისი - რუსული "სმერჩების" სამიზნე?

ოკუპირებული ახალგორიდან გაშვებული 300მმ-იანი რუსული "სმერჩების" დამიზნების ზონაში საქართველოს დედაქალაქიც ხვდება

"მოსკოვს არ გაუჭირდება როკის გვირაბის გავლით ახალგორში რამდენიმე საათში "სმერჩის" ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადმოსროლა. მაშინ სარაკეტო თავდასხმის საფრთხის წინაშე თბილისიც დგება, რადგან მისი 300-კალიბრიანი რაკეტები 70-90 კმ-ს ფარავს, ხოლო ახალგორიდან თბილისამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 50 კმ-ია," - ეს აბზაცი ამოღებულია სტატიიდან "ნახევარი საუკუნე ცხინვალიდან დამიზნებული რუსული რაკეტების შიშით?" რომელიც 15 მარტის "კვირის პალიტრაში" გამოვაქვეყნეთ.

9 თვის შემდეგ, დეკემბრის დასაწყისში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურობამ დაადასტურა, რომ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 9К58Смерч -ის საარტილერიო დივიზიონი ცხინვალთან დგას და იგი სტრუქტურულად ჩართულია მე-4 რუსული სამხედრო ბაზის შემადგენლობაში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიიდან საფრთხის სიმცირე ნამდვილად არ უგრძნია აღმოსავლეთ საქართველოს - ცხინვალის რეგიონსა და ახალგორის რაიონში რუსულ საოკუპაციო ძალებს თანდათან შემოჰყავდათ შედარებით თანამედროვე Т-90 ტიპის ტანკები, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები, "გრადები", უახლესი ჯავშანავტომობილები, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები;

ოკუპირებულ ტერიტორიაზე "სმერჩების" გადმოსროლა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას, რადგან ამ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები გათვლილია დიდი ფართობის სამიზნეთა, მათ შორის დასახლებული პუნქტების, სრ ... კითხვის გაგრძელება »

WikiLeaks: 2008 წლის აგვისტოში თურქეთი მზად იყო, აჭარაში ჯარი შემოეყვანა

საიტ WikiLeaks-ის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აჭარაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, თურქეთი ნატო-ს სტატუსით მზად იყო, საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალები შეეყვანა. 2008 წლის 14 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თურქეთის მზადყოფნა სერიოზული იყო.

დოკუმენტის თანახმად, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და თურქეთის პარლამენტის წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ და პრეზიდენტ მედვედევს შეხვდნენ. შეხვედრის დროს მათ რუსეთის პრეზიდენტს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გააცნეს და განუცხადეს, რომ რუსეთის მიერ თურქეთის საზღვრიდან 100 კმ-ზე ახლოს სამხედრო ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში, თურქეთს, როგორც ნატო-ს წევრ ქვეყანას, კონფლიქტის ზონაში საკუთარი ქვედანაყოფების შეყვანისა და მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიის დაცვის უფლება ექნებოდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში თუ სამხედრო მოქმედებები უშუალოდ აჭარას შეეხებოდა, თურქეთი საქართველოში შეიარაღებულ ძალებს შეიყვანდა და აჭარის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმებს განახორციელებდა.

სამხედრო მოქმედებებში თურქეთის შესაძლო ჩართვის შესახებ თავის დროზე ქართულ საინფორმაციო საშუალებებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმაც განუცხადა. მან ეს ინფორმაცია 2009 წლის 3 მარტსაც დაადასტურა.

"რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თუ საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებდა, თურქეთი მზად იყო აჭარაში საკუთარი შეიარაღებული ძალები შ ... კითხვის გაგრძელება »

რუსებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოსწიეს

14 დეკემბერს ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა ორი სამხედრო ქალაქი გახსნეს ზნაურის რაიონის სოფლებში - მუგუთსა და ზივლეთში.

რუსეთის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის საბჭოთა ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვარი, ფაქტობრივად, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრად გადააქციოს. რისთვისაც საზღვრის მთელ გაყოლებაზე არანაკლებ ორ ათეულამდე სამხედრო ქალაქის აშენებას გეგმავს თავისი მესაზღვრეებისთვის. რეალურად, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი როკის გვირაბიდან ცხინვალამდე და ახალგორამდე გადმოიწევს.

ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს დასავლეთ საქართველოშიც, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ფსოუდან მდინარე ენგურამდე გადმოსწიეს.

ისტორიულად, კა-გე-ბეში შემავალი საბჭოთა სასაზღვრო ჯარების ოფიცრები საზღვრის დაცვის გარდა, სადაზვერვო საქმიანობასაც ეწეოდნენ.

შორს რომ არ წავიდეთ, საბჭოთა მესაზღვრეები, საქართველოს სამხრეთით, ნატოს წევრი თურქეთის სახელმწიფო საზღვრის რაიონში, ქართველ მოსახლეობაში აგენტურულ მუშაობას ათწლეულების განმავლობაში ეწეოდნენ, აჭარისა თუ სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საზღვრისპირა სოფლებში შექმნილი ჰქონდათ აგენტურული ქსელი.

ამ აგენტებს ევალებოდათ სასაზღვრო საგუშაგოებისთვის დაუყოვნებლივ ეცნობებინათ ყველა იმ უცხო პირის შესახებ, ვისაც დახურულ სასაზღვრო ზონაში შეამჩნევდნენ. გარდა ამისა, აჭარის მაღალმთიანი სასაზღვრო სოფლების მცხოვრებლებს მწყემსებ ... კითხვის გაგრძელება »

ბარაქ ობამამ დაადასტურა, რომ ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გამოსვლა 2011 წლის ივლისში დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ დაადასტურა, რომ ნატო-ს ჯარების ავღანეთიდან გამოსვლა 2011 წლის ივლისში დაიწყება.

როგორც "უტრა რუ" იუწყება, ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ნატო და მისი მოკავშირეები "ალ-ქაიდას" და "თალიბანის" წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებენ. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში ტერორიზმის სრულად აღმოფხვრა, იმის გამოა გართულებული, რომ ექსტრემისტები მეზობელ პაკისტანს აფარებენ თავს.

ავღანეთიდან ნატოს ხელმძღვანელობით საერთაშორისო კოალიციის ჯარების სრულად გაყვანა 2014 წლისთვის იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 193 194 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja