 |
ტოპ მომხმარებლები |
 |
 |
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
|  |
 |
 |
 |
|
 |
სომხეთმა ავღანეთში სამშვიდობოების რაოდენობა სამჯერ გაზარდა |
 |
 |
სომხეთის პარლამენტმა ავღანეთში სამშვიდობო კონტინგენტის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. სომხეთი ავღანეთში სამშვიდობო კონტინგენტის შემადგენლობას სამჯერ გაზრდის. ნატო-ს ხელმძღვანელობასთან დადებული შეთანხმებით, ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა 45 მებრძოლიდან 130-მდე გაიზრდება. მომავალში სომხეთი საკუთარ კონტინგენტს 260 კაცამდე გაზრდის. სომხეთის კონტინგენტი კვლავ გერმანიის ბატალიონის შემადგენლობაში დარჩება. შეთანხმება ავღანეთში სომხური მისიის ვადის 2012 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს. სომხეთის თავდაცვის მინისტრის სეირან ოგანიანის განცხადებით, სომხური კონტინგენტის გაზრდა ნატოსთან მათი ურთიერთობის განმტკიცებას ისახავს მიზნად. მინისტრის ინფორმაციით, საქართველომ ავღანეთში 924 სამშვიდობო გაგზავნა, აზერბაიჯანმა კი - 94. როგორც ოგანიანმა განაცხადა, სომეხი სამხედროები ავღანეთში 2014 წლამდე დარჩებიან. მომზადებულია gazeta.ru-ს მიხედვით.
|
 |
 |
 |
 |
 |
ქართველ სამართალდამცველებს კოსმოსიდან აფიქსირებენ |
 |
 |
გასული წლის ნოემბრის ბოლოსთვის ოპოზიციას დიდი გამოსვლები ჰქონდა დაგეგმილი, რის შესახებაც ერთი თვით ადრე დაიწყო საუბარი. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციას არ გამოუვიდა მასობრივი საპროტესტო ტალღის აგორება, თუმცა, როგორც ირკვევა, ხელისუფლება მაშინ სერიოზულად მოჰკიდებია ოპოზიციის მუქარას და საპასუხო ნაბიჯებიც გადაუდგამს. მაშინ საზოგადოებაში გავრცელდა ჭორი, რომ შსს თავის სპეცრაზმებს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ამზადებდა, მაგრამ ეს ოფიციალურად არავის დაუდასტურებია. თუმცა, ცოტა ხნის წინ ამის დამადასტურებელი დოკუმენტის ნახვა შესაძლებელი გახდა ყველასთვის, ვისაც ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერზე ხელი მიუწვდება. Google Earth-ის საიტზე ვაზიანის აეროდრომის განახლებული კოსმოსური სურათი დაიდო, რომელიც 2010 წლის 27 ოქტომბრითაა დათარიღებული. ვაზიანის აეროდრომი, როგორც სრულფასოვანი სამხედრო-საჰაერო ბაზა, დიდი ხანია, აღარ ფუნქციონირებს და იქ მდგომი თვითმფრინავებისა თუ შვეულმფრენების ნახვა ფუჭი მცდელობაა, სამაგიეროდ, განახლებულ კოსმოსურ ფოტოსურათზე ვაზიანის აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენი ბეტონირებული ბილიკის თითქმის შუა ადგილას უცნაური ობიექტი დაფიქსირდა. სურათის გადიდებისა და მისი დეტალური შესწავლის შედეგად ჩანს, რომ იმ დღეს ვაზიანის აეროდრომზე სპეციალური მზადება მიმდინარეობდა, სწორედ იმ მეთოდებით, როგორითაც ქუჩებში დემონსტრანტებს შლიან. აეროდრომის ბილიკზე ერთგვარი ცოცხალი "კოლოფი" გადაადგილდება, რომლის სიგრძე 65 მ-მდე, ხოლო სიგანე - 28 მ-მდეა.
...
კითხვის გაგრძელება »
|
 |
 |
 |
 |
 |
მძიმე შეიარაღება მართლაც გვჭირდება, მაგრამ ვინ გვაძლევს?! |
 |
 |
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა The Cable-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სერიოზული განცხადება გააკეთა: "ჩვენ მართლაც გვჭირდება ცეცხლსასროლი იარაღი, ბევრი მათგანი გვაქვს კიდეც და ასევე არსებობს ბევრი ალტერნატიული წყარო, რომლისგანაც შეძენას შევძლებთ. ხოლო იმის შეძენას, რაც საქართველოს ნამდვილად სჭირდება, სხვაგან ვერ შევძლებთ. ეს არის ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება და სრულიად ნათელია, თუ რა უნდა იყოს აშშ-თან თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯი". ამ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა დაუფარავად განაცხადა იმ სურვილისა და პრობლემის შესახებ, რომელზეც ქართულ მხარეს ამერიკელ კოლეგებთან მანამდეც არაერთხელ უსაუბრია დახურულ კარს მიღმა. საქართველოს პრეზიდენტის ასეთი საუბარი, სავარაუდოდ, იმას მიანიშნებს, რომ დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებებმა ოფიციალურ თბილისს სასურველი შედეგი არ მოუტანა, ამიტომ თბილისიდან თეთრ სახლს ამჯერად დაუფარავად უთხრეს სათქმელი. პრეზიდენტი აკონკრეტებს, რომ საქართველოს დღეს მძიმე შეიარაღება - ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები სჭირდება და მათი მიღება მხოლოდ აშშ-დან შეუძლია. მძიმე შეიარაღებაში, როგორც წესი, ჯავშანტექნიკასა თუ საფრენ აპარატებზე დამონტაჟებული იარაღის სახეობები იგულისხმება, რომლებიც რამდენიმე კმ-დან რამდენიმე ათეული კმ-ის რადიუსში მოქმედებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ მძიმე შეიარაღებაში ამერიკულ გადასატან ტანკსაწინააღმდეგო და ჰა
...
კითხვის გაგრძელება »
|
 |
 |
 |
 |
 |
ბრიტანელებმა კადაფის განადგურებული საწყობების ფოტომასალა გაავრცელეს |
 |
 |
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიადარტყმების შემდეგ ლიბიის ქალაქ საბჰასთან მდებარე სამხედრო საწყობების ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე კარგად ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა საწყობები თავდასხმამდე და თავდასხმის შემდეგ. ბრიტანელების განცხადებით, ამ რაიონში დაბომბვას წინ უსწრებდა "ტომაგავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების განადგურება. ამის შემდეგ ოპერაციაში Tornado GR4 ტიპის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები ჩაებნენ. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ ოპერაციის შედეგად 40 ბუნკერი განადგურდა, სადაც დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ინახებოდა. საწყობებიდან ქალაქ მისურატში ამბოხებული ლიბიელების წინააღმდეგ მებრძოლი კადაფის სამხედრო ძალები იღებდნენ შეიარაღებას. ბრიტანელები იმედოვნებენ, რომ ამ სამხედრო ობიექტების განადგურება კადაფის მომხრეებს ბრძოლას მნიშვნელოვნად გაურთულებს. მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.
|
 |
 |
 |
 |
 |
ბრიტანელებმა კადაფის სამხედრო საწყობები გაანადგურეს |
 |
 |
ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ბომბდამშენებმა ლიბიის ქალაქ საბხას მიმდებარე ტერიტორიაზე სამხედრო საწყობები გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. Tornado GR4 ტიპის თვითმფრინავები ლიბიის სახმელეთო საწყობების დასაბომბად, ნორფოლკის ავიაბაზიდან (ჩრდილოეთ ინგლისი) აფრინდნენ, სამიზნეებამდე მიაღწიეს და მისია წარმატებით შეასრულეს. იარაღს და სხვა საბრძოლო მასალას საბხადან კადაფის ერთგულ სამხედრო მოსამსახურეებს აწვდიდნენ, რომლებიც უკვე ერთი თვეა მისურატში ამბოხების ჩახშობას ცდილობენ. როგორც ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, საბხას მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიტანულმა ბომბდამშენებმა იერიში სახელისუფლებო ძალების ჯავშანტექნიკაზეც მიიტანეს, რის შედეგადაც რამდენიმე ტანკი და ჯავშანმანქანა განადგურდა. თუმცა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მუამარ კადაფის ერთგული ძალები უკან დახევას არ აპირებენ - მისურატის ნაწილი კვლავ მათ ხელში რჩება. საბხას დაბომბვის შესახებ ინფორმაცია ლიბიის ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმაც გაავრცელეს. ტელეარხებმა ხანძრის კადრები აჩვენეს და განაცხადეს, რომ დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელდა, რის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით.
|
 |
 |
 |
 |
 |
რობერტ გეითსი - კოალიციური ძალები ლიბიაში სამხედრო ოპერაციის აქტიურ ფაზას მოკლე ხანში შეწყვეტენ |
 |
 |
კოალიციური ძალები ლიბიაში სამხედრო ოპერაციის აქტიურ ფაზას მოკლე ხანში შეწყვეტენ. როგორც "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა რუს კოლეგა ანატოლი სერდიუკოვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "სამხედრო ოპერაციები, რომლებიც ამჟამად ლიბიაში მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში მკვეთრად შემცირდება", - აღნიშნა გეითსმა. მისივე თქმით, ლიბიის მომავალი მთლიანად ლიბიელ ხალხზეა დამოკიდებული. გეითსის შეფასებით, არაბული სახელმწიფოების ლიგისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების რეზოლუცია იმის მანიშნებელია, რომ კადაფი საკუთარ მოსახლეობას კლავს. თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ კოალიციის ჯარები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. მისი მტკიცებით, ყველა სამიზნე, რომლებზეც დარტყმები ხორციელდება, მშვიდობიანი მოქალაქეებისგან შორს მდებარეობს. დღის დასაწყისში კი, გეითსმა განაცხადა, რომ ოპერაციაში აშშ-ის როლი შემცირდება. გაერო-ს უშიშროების საბჭომ 17 მარტს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ლიბიის ცა ფრენებისთვის დახურულად გამოცხადდა. ლიბიაში დასავლეთის ქვეყნების კოალიციის ძალების სამხედრო ოპერაცია ორი დღის შემდეგ – 19 მარტს დაიწყო. აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა 120-ზე მეტი "ტომაჰავკის" რაკეტა გაუშვეს. ვრცელდება ინფორმაცია 60 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვისა და ასეულობით დაჭრილის შესახებ.
|
 |
 |
 |
 | « 1 2 3 4 5 ... 193 194 » |
 |
მეგობრები |
 |
 |
|
 |
 |
 |
 | |