ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ნატო-ს ხომალდებმა კურსი ლიბიის ნაპირებისკენ აიღეს

ნატო-ს ხომალდებმა გეზი ლიბიის ნაპირებისკენ აიღეს.

"როსბალტის" ცნობით, ოპერაციის სარდლობამ სამხედრო ხომალდებსა და თვითმფრინავებს შესაბამისი ბრძანება მისცა. არსებული ინფორმაციით, ჰაერიდან გაკონტროლდება ყველა გემი, რომელთაც იარაღი გადააქვთ.

მანამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იწყებს ოპერაციას ლიბიისთვის შეიარაღების მიწოდებაზე ემბარგოს განსახორციელებლად.

"ინტერპრესნიუსი"

სამხედრო ოპერაციას - "ოდისეა. განთიადი" ნატო უხელმძღვანელებს

საერთაშორისო კოალიცია მეოთხე დღეა, ლიბიის დაბომბვას განაგრძობს. "იტარ-ტასის" ცნობით, ტრიპოლიში წუხელ აფეთქებების ხმა ისმოდა.

მოკავშირეთა ხელმძღვანელობის ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან კადაფის რეჟიმის სამხედრო ობიექტების მისამართით ნასროლი ფრთოსანი რაკეტების რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა.
გარდა ამისა, მოკავშირეები ოპერაციის ხელმძღვანელობის საკითხზე მსჯელობას განაგრძობენ. უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილის, ბენ როდსის განცხადებით, ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს, ოპერაცია "ოდისეა. განთიადის" ხელმძღვანელობა ნატო-ს გადააბარონ.

აშშ-ის ინტერესებს კი ლიბიაში დროებით თურქეთი წარმოადგენს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადენელმა მარკ ტონერმა გუშინ განაცხადა, რომ ანკარამ ამაზე თანხმობა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპერაციის ხელმძღვანელობის საკითხის განხილვა ჯერ ისევ მიმდინარეობს, თუმცა დეტალები კონფიდენციალურია.

პრეზიდენტმა ობამამ, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სალვადორში იმყოფება, გუშინ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში აშშ "ოდისეა. განთიადის" ხელმძღვანელობას საერთაშორისო კოალიციას გადასცემს.

ობამას თქმით, ამის შემდეგ, ამერიკული თვითმფრინავები უზრუნველყოფენ გადაწყვეტილების აღსრულებას ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების შესახებ.

ლიბიის ოპერაციას ახალი მონაწილეებიც შეუერთდნენ. მათ შორის ყატარი და ჰოლანდია.
მუამარ კადაფის მისი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაცია არ აწუ ... კითხვის გაგრძელება »

ლიბიის ოპერაცია აშშ-ს, შესაძლოა, მილიარდობით დოლარი დაუჯდეს

ლიბიაში მუამარ კადაფის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს უკვე ასობით მლრდ დოლარი დაუჯდა.

თითოეული ფრთოსანი რაკეტის ღირებულება, რომლებიც ლიბიის სამხედრო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გამოიყენეს (ბოლო მონაცემებით, 162 რაკეტა გაუშვეს), 1 მლნ-დან 1,5 მლნ დოლარამდე ჯდება.

B-2 ტიპის ერთი ბომბდამშენის ჰაერში 1 საათის განმავლობაში ფრენა 10 000 დოლარი ჯდება. ბომბდამშენები მისურის შტატიდან იღებენ სტარტს, გზას ლიბიამდე და უკან, დაახლოებით, 25 სთ. სჭირდება.

ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც სამხედრო ოპერაციის დაფინანსებაზე აგებენ პასუხს, შესაძლო ხარჯების მიახლოებით დასახელებაც კი უჭირთ.

უცნობია ავიაციის სხვა სახეობების - ხომალდებისა და სუბმარინების გამოყენების ღირებულება, ასევე ტექნიკის, ტექნიკური მომსახურებისა და პერსონალის სახელფასო ხარჯები.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

ლიბიაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ლიბიაში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ მსოფლიო მედია იუწყება.
ერთ-ერთი მფრინავის გადარჩენა მოხერხდა. წინასწარი ვერსიით, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ამჟამად ეკიპაჟის მეორე წევრის ძებნა მიმდინარეობს. მცირე ხნით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიბიის ერთ-ერთ რაიონში ამერიკული თვითმფრინავის ნამტვრევები აღმოაჩინეს.

ამ დროისთვის საერთაშორისო კოალიციის ძალები აგრძელებენ დარტყმების განხორციელებას იმ სამხედრო ობიექტებზე, რომლებსაც ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი აკონტროლებს. ლიბიის ხელისუფლება ამ დარტყმების შედეგად დიდი რაოდენობით გარდაცვლილებზე ავრცელებს ინფორმაციას.
კოალიციურმა ძალებმა, მათ შორის აშშ-მა, კადაფის ჯარზე დარტყმები 19 მარტს საღამოს დაიწყეს.

ნორვეგიამ ლიბიიდან სამხედრო თვითმფრინავები გაიყვანა

ნორვეგიის სამხედრო საჰარეო ძალების ექვსი მოიერიშე თვითმფრინავი - F-16 ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ გრეტა ფარემოს გადაწყვეტილებით, ლიბიაში მისიის შესრულებისგან მოიხსნა.

მინისტრის განცხადებით, ნორვეგიის ხელისუფლებამ აღნიშნული ნაბიჯი იმის გამო გადადგა, რომ გაურკვეველია, ვინ ახორციელებს სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობას.

მანამდე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალენ ჟიუპემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის კოორდინაციას ახლორციელებს აშშ, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მჭიდრო თანამშრომლობით.

ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმი საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაცია "ოდისეის განთიადი" 19 მარტს დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ლიბიის ტერიტორიაზე ბოლო ორ დღეში 124 რაკეტა გაუშვეს

აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა გემებმა ლიბიის ტერიტორიაზე ბოლო ორი დღის განმავლობაში საზღვაო ბაზირების Tomahawk-ის 124 ფრთიანი რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ მსოფლიო მედია იუწყება.

ლიბიის სამიზნეების დაბომბვაში გუშინ კოალიციის ავიაციაც ჩაერთო. ამის შესახებ პანტაგონში აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების სარდლების კომიტეტის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვიცე-ადმირალმა იულიამ გორტნიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, უპირველესად მუამარ კადაფის მთავრობის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები იბომბებოდა და დარტყმების შედეგად ეს სისტემები საგრძნობლად შესუსტდა. ამ დროისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები მხოლოდ ტრიპოლისა და სირტას შემოგარენში რჩება.

კორტნიმ ასევე აღნიშნა, რომ მისურატისთან მდებარე აეროპორტზე დარტყმები სამმა ამერიკულმა ბომბდამშენმა განახორციელა. გუშინ ასევე დაიბომბა ლიბიის სახმელეთო ჯარების ის ნაწილები, რომლებიც ქალაქ ბენღაზიდან 16 კილომეტრით სამხრეთით არიან განთავსებულნი. დარტყმები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის მოიერიშეებმა განახორციელეს. მისი შეფასებით, ეს ოპერაციაც წარმატებული იყო.

გორტნის ინფორმაციით, ამ დროისთვის კადაფის შეიარაღებაში ათასობით საზენიტო დანადგარი და გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი რჩება. გადასატან საზენიტო დანადგარებზე კოალიციას დარტყმები არ განუხორციელებია, რამდენადაც დანადგარები საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის განთავსებული.

ამასთან, გორტნი უარყოფს ინფორმაციას, რომ სროლის შედ ... კითხვის გაგრძელება »

კოალიციურმა ძალებმა კადაფის რეზიდენცია გაანადგურეს

კოალიციური ძალები ლიბიაზე დარტყმებს განაგრძობენ.

უცხოური საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საჰაერო დარტყმის შედეგად მთლიანად განადგურებულია მუამარ კადაფის ერთ-ერთი რეზიდენცია. აფეთქება ბედუინების კარავიდან 50 მეტრში მოხდა, სადაც ლიბიის ლიდერი ჩვეულებისამებრ სტუმრებს მასპინძლობდა-ხოლმე.

ამასთან, პენტაგონი აცხადებს, რომ კოალიციური ძალები არ ცდილობენ კადაფის ან მისი ოჯახის განადგურებას. "სი-ენ-ენ"-ის ეთერში კოალიციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საჰაერო დარტყმა ერთ-ერთ სამეთაურო პუნქტზე გახორციელდა, საიდანაც კადაფი სამთავრობო ძალების მოქმედებების კოორდინირებას ახორციელებდა.

რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, ტელეარხ "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, მხოლოდ გასული კვირის პარასკევს ბენგაზისთვის ბრძოლებში 90 ადამიანი დაიღუპა. სულ კი, მუამარ კადაფის ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში 8 ათასზე მეტი აჯანყებულია დაღუპული.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ კადაფის ხელისუფლების წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებებს აკეთებენ, კადაფის არმია აჯანყებულთა ქალაქ მისურატს უტევს. ადგილობრივთა მტკიცებით, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში კადაფის ტანკები გამოჩნდნენ. თვითმხილველთა თქმით, ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა, მოქმედებენ კადაფის სნაიპერები.

კოალიციურმა ძალებმა ლიბიაზე საჰაერო დარტყმები შაბათს დაიწყეს. კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას ახორციელებენ აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია და კანადა. ოპერაციაში გარკვეული სახით მონაწილეობის ს ... კითხვის გაგრძელება »

აპაჩის ტაქტიკურ–ტექნიკური მახასიათებლები

მთავარი მახასიათებლები

ეკიპაჟი–2 პილოტი(პილოტი, რადარის ოფიცერი და მეტყვიამფრქვევე)

სიგრძე –58,17 ფუტი(17.73 მეტრი)

როტორების დიამეტრი–48 ფუტი(14.63 მეტრი)

სიმაღლე–12,7 ფუტი (3,87 მეტრი)

ზედაპირის ფართობი–809.5 ფუტი² (168.11 მეტრი²)

ცარიელის წონა–5,165კგ

დატვირთულის წონა–8,000კგ

მაქს. ასაფრენი მასა–10,433კგ

ძალური დანადგარი–2x General Electric T700 ტიპის ტურბოხრახნიანი ძრავა

ფიუზელაჟის სიგრძე–49 ფუტი (15,06 მეტრი)

მძლავრი სიჩქარე–197 კვანძი (227 მილი/სთ: 365 კმ/სთ)

მაქს. სიჩქარე–158 კვანძი (182 მილი/სთ: 293 კმ/სთ)

კრეისერული სიჩქარე–143 კვანძი (165 მილი/სთ: 265 კმ/სთ)

დიაპაზონი–476 კმ

საბრძოლო რადიუსი–480 კმ

ფრენის ჭერი–6,400 მეტრი( მინიმალური დატვირთვით)

შეიარაღება

ტყვიამფრქვევი: 1× 30 × 113 მმ (1.18 × 4.45 in) M230 Chain Gun with 1,200 rounds

ჰარდპოინტი–ორ პილონზე განთავსებულია AIM-92 ATAS პაკეტი

რაკეტები–Hydra 70 ჰაერი მიწა კლასის და AGM-114 Hellfire სითბური რაკეტა, თუმცა შეიძლება განათავსონ AIM-92 Stinger.

ავიონიკა

Lockheed Martin / Northrop Grumman AN/APG-78 Longbow fire-control radar

ინდოეთი იარაღის იმპორტიორთა შორის მსოფლიო ლიდერია

2006-2010 წლების მონაცემებით, ინდოეთი მსოფლიოში იარაღის ყველაზე მსხვილ იმპორტიორთა რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა. ამ მონაცემებს სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტი (SIPRI) აქვეყნებს.

SIPRI-ის შეფასებით, ინდოეთმა ბოლო 5 წელიწადში შეიარაღების იმპორტი 21%-ით გაზრდა.
ინდოეთისთვის შეიარაღების ძირითადი ექსპორტიორი რუსეთია - რუსეთზე იარაღის მსოფლიო ექსპორტის 82% მოდის. ინდოეთი, ძირითადად, საავიაციო ტექნიკას ყიდულობს (შესყიდვების 71%).

მსოფლიოში ყველაზე მსხვილ იმპორტიორთა შორის მეორე ადგილზე ჩინეთი და სამხრეთ კორეა არიან. ყოველ მათგანზე მსოფლიო შესყიდვების 6-6% მოდის.

მესამე ადგილი პაკისტანმა დაიკავა. 2001-2005 წლების პერიოდთან შედარებით, პაკისტანმა იმპორტი 128%-ით გაზარდა.

იარაღის უმსხვილეს ექსპორტიორად კვლავ აშშ რჩება. 2006-2010 წლებში მსოფლიო ექსპორტის 30% სწორედ აშშ-ზე მოდიოდა. ამერიკული იარაღის ძირითადი შემსყიდველი აზიის ქვეყნებია.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

რუსეთი აშშ-ს საბრძოლო ვერტმფრენებს მიჰყიდის

აშშ ავღანეთის ოპერაციისთვის რუსულ ვერტმფრენებს შეიძენს. გარიგების დეტალები უკვე შეთანხმებულია და მარტის ბოლომდე გაფორმდება. სამხედრო ვერტმფრენებს რუსეთისგან აშშ შეიძენს და არა ნატო, როგორც ამას ადრე ვარაუდობდნენ.

"საუბარია 24 ვერტმფრენზე, ამასთან, რუსეთი მზადა არის, სამი ვერტმფრენი აშშ-ს უფასოდ გადასცეს", - აცხადებს გაზეთი "კომერსანტი".

ამ გარიგების შედეგად, ავღანეთში რუსული ვერტმფრენების პარკი 70-დან 100-მდე ერთეულით შეივსება.

რუსეთი და ნატო, ავღანეთის არმიისთვის ”მი-17”-ის ტიპის ვერტმფრენების შესყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ადრეც აწარმოებდნენ, თუმცა წარუმატებლად. ვერტმფრენების მომსახურებისთვის ჯერ კიდევ შარშან ნატო-ს ქვეყნებმა საკრედიტო ფონდის შექმნა გადაწყვიტეს. ფონდიდან სარემონტო ბაზები, სათადარიგო ნაწილები, ავღანელი პილოტების სასაწავლო ცენტრი და საწვავისა და იარაღის შესყიდვა დაფინანსდება.

ფონდის მოცულობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ნატო-ს ქვეყნები თანხებს გადარიცხავენ.

მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.

« 1 2 3 4 5 6 ... 193 194 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja