 |
ტოპ მომხმარებლები |
 |
 |
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
|  |
 |
 |
 |
|
 |
რუსეთი და ნატო ანტიტერორისტულ პროექტ ”ელექტრონულ ცხვირზე” მუშაობენ |
 |
 |
რუსეთი და ნატო ერთობლივ საიდუმლო პროექტ Standex-ზე მუშაობას ასრულებენ, რომელსაც კამიკაძე ტერორისტების სხეულზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენა შეუძლია. ასაფეთქებელი მოწყობილობების დისტანციური აღმოჩენის სისტემებს პირველად პარიზის მეტროში გამოცდიან. მოწყობილობის ადგილმდებარეობა, რომელსაც "ელექტრონული ცხვირი" უწოდეს, ყველასთვის უცნობი იქნება. Standex-ის პროექტმა უკვე წარმატებით გაიარა სამეცნიერო-კვლევითი და გამოსაცდელი სტადია. 2 მარტს რუსეთი-ნატო-ს საბჭოს სხდომაზე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ნატო-ს საერთაშორისო სამდივნოს გამოწვევებისა და საფრთხეების დეპარტმენტის უფროსი ჯიმი შეა ხელმძღვანელობდა. სისტემის გამოცდა მომავალშიც გაგრძელდება. ტექნოლოგიის სერიული წარმოება სოჭის ოლიმპიადამდე დაიწყება. მოწყობილობის გამოცდის ადგილად საფრანგეთი შემთხვევით არ შერჩეულა - ის ერთ-ერთია იმ ხუთ ქვეყანას შორის, რომლებიც ანტიტერორისტულ პროექტს აფინანსებენ. მათ შორისაა ასევე რუსეთი, აშშ, გერმანია და ნიდერლანდები. ყველა მათგანი ამ ინტელექტუალური ანტიტერორისტული სისტემის შექმნაზე საავტორო უფლებით სარგებლობს. მომზადებულია kommersant.ru-ს მიხედვით.
|
 |
 |
 |
 |
 |
გიორგი VII (მეფე ვინც თემურ-ლენგის წინააღმდეგ იბრძოდა) |
 |
 |
ბაგრატ V-ის ძე, ერთიანი საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში. გიორგი VII-ის მეფობის პერიოდი საქართველოში თემურ-ლენგის გამანადგურებელ ლაშქრობებს დაემთხვა. გიორგი მეფის მოვალეობას ასრულებდა ჯერ კიდევ ბაგრატ V-ის ტყვეობის დროს. იგი იყო ორგანიზატორი იმ ჩასაფრებისა, რომელიც ბაგრატის წინამძღოლობით საქართველოში შემოსულ თემურის ჯარს მოუწყვეს ქართველებმა. გიორგის გამეფებიდან მეორე წელს (1394) თემურ-ლენგი მესამედ შემოიჭრა საქართველოში. რატომ დაბრუნდა თემური 1394 წელს საქართველოში, ამის შესახებ მემატიანეები არაფერს ამბობენ. თემურ-ლენგის მეხოტბე ისტორიკოსო შერეფ ად-დინი თავისი მბრძანებლის საგმირო საქმეების აღწერისას ყოველთვის აცხადებს, რომ თემურს მიზნად მაჰმადიაობის გავრცელება ჰქონდა დასახული. ამიტომ ლაშქრობათა ნამდვილი და კონკრეტული მიზეზის დასახელებას იგი ადვილად არიდებს თავს. თემურის სარდლები პირველად ახალციხის მიდამოებს შეესივნენ, იქაური ციხეები დაანგრიეს და დიდი ნადავლით დატვირთულნი დაბრუნდნენ კოლაში, სადაც თემურს ბანაკი ჰქონდა მოწყობილი. ამიტომ ფიქრობდა ივ. ჯავახიშვილი, რომ სამცხეში თემური მის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების ჩასაქრობად უნდა შეჭრილიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ თემური არაგვის ხეობისაკენ დაიძრა. აქ მან “შემუსრნა მთიულნი და სიმაგრენი მოაოხრა, არამედ ავნებდნენ დიდსა მთიულნი და სპანი მეფისანი მუნ მყოფნი სპათა თემურისათა, რომელთა ვერარაი ტყვე-ჰყვეს და უკუ მოიქცნენ” (ვახუშტი). ივ. ჯავახიშვილი თემურ-ლენგის მიერ არაგვის ხეობის დალაშქვრას უკავშირებს შერეფ ად-დინის ცნობას, რომ დარუბანდის გზით თოღთამიში ყივჩაღთა ულუსის ლაშქრითურთ შირვანში შეიჭრა და ზოგიერთი ადგილი ააოხ
...
კითხვის გაგრძელება »
|
 |
 |
 |
 |
 |
რუსეთი საფრანგეთისგან მისტრალს 1.5 მილიარდ ევროდ შეიძენს |
 |
 |
რუსეთი ფრანგული მხარისგან ვერტმფრენმზიდ "მისტრალს" 1.5 მილიარდ ევროდ შეიძენს. სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, ხელშეკრულება, რომელსაც მხარეები დადებენ, ითვალისწინებს 2 ვერტმფრენმზიდის და ამდენივეს მშენებლობის ლიცენზიის შეძენას. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილემ, ვლადიმერ პოპოვკინმა ყოველკვირეულ გამოცემა "სამხედრო-სამრეწველო კურიერს" განუცხადა, ორივე ვერტმფრენმზიდს ექნება ყველა სანავიგაციო და ტექნიკური მოწყობილობა და ასევე სამხედრო საინფორმაციო-სამმართველო სისტემა. პოპოვკინის თქმით, რუსეთი ვერტმფრენმზიდების ჩრდილოეთის წყლებსა და ყინულებში გამოყენებას აპირებს. რამდენიმე რუსული გამოცემა იტყობინება, რომ "მისტრალის" შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ფასის შეუთანხმებლობის გამო, ჩიხში შევიდა. "რია ნოვოსტი" ვარაუდობს, რომ ლიცენზიის შეძენის შემდეგ აშენებული პირველი ხომალდის ღირებულება 720 მილიონი ევრო იქნება, მეორისა კი 650 მილიონი. ვერტმფრენმზიდები კრონშტადტში სპეციალურად აშენებულ ვერფებზე აშენდება. მსოფლიო იარაღის ვაჭრობის ანალიზის ცენტრის გენერალური დირექტორის იგორ კოროტჩენკოს თქმით, მოლაპარაკებების საბოლოო შედეგზე ჯერ საუბარია ნაადრევია. მისივე თქმით, ხომალდების გაყიდვის შესახებ შეთახმება მხარეებს შორის უმაღლეს დონეზე გადაწყდა და მოსალოდნელია, რომ ქვეყნები გარკვეულ კომპრომისს მიაღწევენ. უნივერსალური ხომალდი-ვერტმფრენმზიდი "მისტრალის" 160 სამხედრო პირისთვის არის განკუთვნილი, თუმცა დამატებით შესაძლებელია
...
კითხვის გაგრძელება »
|
 |
 |
 |
 |
 |
ამერიკელმა მეცნიერებმა ანტილაზერი შექმნეს |
 |
 |
ამერიკელ ფიზიკოსთა ჯგუფმა მოწყობილობა შექმნა, რომელიც ლაზერულ გამოსხივებას თითქმის მთლიანად შთანთქავს. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის იელის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ შექმნილ ანტილაზერს ლაზერის სხივების თითქმის მთლიანად "დაშლა" შეუძლია. ანტილაზერი განსაზღვრული სიხშირის 2 სხივს სილიკონზე დამზადებულ ოპტიკურ ღრუში ატარებს, სადაც ისინი სრულ გაფანტვამდე ბრუნავენ. მსგავსი მოწყობილობის გამოყენება სამხედრო მიზნებით არის შესაძლებელი, მაგალითად ძლიერი ლაზერული იარაღისგან თავდაცვის მიზნით. თუმცა როგორც მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი პროფესორი დუგლას სტოუნი აცხადებს: "ფოტონების მთელი ენერგია კი არ ქრება, არამედ სითბურ ენერგიად გარდაიქმნება. ამგვარად, თუ ვინმე ლაზერით თქვენს "შეწვას" შეეცდება, ანტილაზერი მას ვერ შეაჩერებს". სპეციალისტების აზრით, ანტილაზერის გამოყენება სხვადასხვა სფეროში შეიძლება, მაგალითად, ახალი თაობის კომპიუტერების დასამზადებლად. მომზადებულია bbc-ის მიხედვით.
|
 |
 |
 |
 | « 1 2 3 4 5 6 7 ... 193 194 » |
 |
მეგობრები |
 |
 |
|
 |
 |
 |
 | |