|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
ნატო ოკუპაციის წინააღმდეგ |
|
|
ნატო აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო შენაერთების ყოფნას კიდევ ერთხელ გმობს. განცხადება ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, რობერტ სიმონსმა გააკეთა. სიმონსის თქმით, რუსეთი არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტით გათვალისწინებულ შეთანხმებებს. სიმონსის შეფასებებს ნატოს გენერალური მდივანი, იააპ დე ჰოოპ სხეფერიც დაეთანხმა.
|
|
|
|
|
|
მეორე ქვეითი ბრიგადის იუბილე |
|
|
მეორე ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 17 წელი შეუსრულდა. ამ დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დღეს სენაკის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. მეორე ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ პირადად მიულოცა. სენაკში სახმელეთო ჯარების სარდალი, პოლკოვნიკი შმაგი თელია და სამეგრელო-ზემო-სვანეთის გუბერნატორი, ზაზა გოროზიაც იმყოფებოდნენ. ბრიგადის იუბილეზე დასასწრებად ბრიგადაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ახლობლებიც იმყოფებოდნენ. მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, მაიორმა ზეზვა ლიპარტელიანმა სამწყობრო მოედანზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. დღესვე 30 სამხედრომ მოსამსახურეს საპატიო სიგელი გადაეცა, 30-ს კი მადლობა გამოეცხადა. მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო-მოსამსახურეები მამა იოსებმა დალოცა. საზეიმო ცერემონიის დასასრულს, გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ბრიგადის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ომის დროს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა მემორიალთან დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელზე ხეები დარგეს. გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ: ’’ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ამ ბიჭებმა სხვებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში თავიანთი გმირობა და ვაჟკაცობა გა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
”ალიანტე 2009” -ის ფინალისტები კრწანისის სასწავლო ცენტრს ეწვივნენ |
|
|
22 ივნისს ალიანტეს 12 ფინალისტი კრწანისის სასწავლო ცენტრს ეწვია. კონკურსის წინ ახალგაზრდები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სახეობებს, მათ ტექნიკურ მახასიათებლებსა და ექსპლუატაციის წესებს გაეცნენ. მოგვიანებით კი ,,ემ -4”-ისა და ,,კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან ისროლეს. კონკურსის ფინალისტები სპორტულ კომპლექს სკაში უკვე ერთი კვირაა, რაც აქტიურად ემზადებიან ფინალისთვის, რომელიც ლიტვაში, ქალაქ კაუნასში ივნისის ბოლოს გაიმართება. 23 ივნისს კუს ტბაზე ალიანტეს მონაწილეებს ადგილზე ორიენტაციის, კომპასითა და რუკით სარგებლობის გავეთილი ჩაუტარდათ.
ალიანტე 2009-ის გამარჯვებულები პრიზის სახით მიიღებენ 10 დღიან ექსკურსიას ჩეხეთის რესპუბლიკაში,სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ნატოს დღეებს ოსტრავაში, მოინახულონ რადიო “თავისუფლების” ოფისი პრაღაში, ასევე ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და სამხედრო-საჰაერო ბაზა.
ორგანიზაცია"ახალი თაობა–ახალი ინიციატივა" და ნატოს საინფორმაციო ცენტრი საქართველოს თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო კონკურს „ალიანტეს”. კონკურსის მიზანია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება 15 -19 წლის მოზარდებს შორის.კონკურსის მონაწილე 14 ქვეყნიდან, ყველაზე აქტიური საქართველოს მხარეა. ფინალურ ეტაპზე კონკურსანტებს თავის გამოჩენა ცოდნასთან ერთად ფიზიკურ ამტანობაშიც მოუწევთ.
|
|
|
|
| |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |