|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
პენტაგონი F-35-ების შესაძენად 5 მლრდ დოლარს დახარჯავს |
|
|
აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ და ამერიკულმა კომპანიამ Lockheed Martin-მა გამანადგურებელ F-35 Lightning II-ის მეოთხე პარტიის მიწოდებაზე კონტრაქტი გააფორმეს. გარიგების თანახმად, რომლის მოცულობა თითქმის 5 მლრდ დოლარს შეადგენს, კომპანიამ აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებს 30, დიდ ბრიტანეთს კი - 1 თვითმფრინავი უნდა მიაწოდოს. ამასთან, კონტრაქტი კიდევ ერთი თვითმფრინავის ოპციის სახით დამზადებას ნიდერლანდებისთვის ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გამანადგურებლების დამზადების პროცესში, საწარმოო ან სხვა ხარჯების გაზრდის შემთხვევაში, მთლიანად პასუხისმგებელი Lockheed Martin იქნება და პენტაგონი თავდაპირველად დადგენილ თანხას ცენტსაც აღარ დაამატებს. არადა, აქამდე ამერიკული კომპანიები სამხედროებთან კონტრაქტს ყოველთვის "ღირებულებას პლუს" - პრინციპით აფორმებდნენ, რაც დამატებითი ხარჯების დროს მწარმოებელისთვის კომპენსაციას ითვალისწინებდა. რა თანხას იხდის ერთ თვითმფრინავში პენტაგონი, უცნობია, თუმცა მისი წარმომადგენლის შერილ ირვინის თქმით, სამხედრო უწყება გამანადგურებლებს იმაზე დაბალ ფასად იძენს, ვიდრე ეს 2010 წლის დასაწყისში (113 მლნ დოლარი). Lockheed Martin-ის განცხადების თანახმად, კონტრაქტი თვითმფრინავებთან ერთად მათ ტექნიკურ მომსახურებასა და აღჭურვილობასაც ითვალისწინებს. F-35-ის შექმნის პროგრამა, რომელიც 2002 წელს დაიწყო და საკმაოდ გაჭიანურდა, აშშ-ის ყველაზე ძვირი - 382,4 მლრდ დოლარი დაუჯდა. ცნობილია, რომ პენტაგონი სულ 2473 გამანადგურებლის შეძენას გეგმავს. მომზადებულია lenta.r
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
გმირთა მონუმენტი |
|
|
გმირთა მონუმენტი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გმირთა მოედანზე ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სახელობის – “გმირთა მონუმენტი” გახსნა. მონუმენტის გახსნის ცერემონიას თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძე, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და გარდაცვლილთა ოჯახების წევრები დაესწრნენ. მემორიალი 1921 წელს დაღუპული იუნკერების, 1924 წლის აჯანყების მეთაურების, 1992-93 წლებში აფხაზეთში და 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულ მეომართა ხსოვნას ეძღვნება. "აქ არის 4000 გმირის სახელი. აქ არის ბევრი ცარიელი ადგილი და ვისურვებდი, რომ აქ გვარები არ დაემატოს, მაგრამ თუ გვინდა, რომ არსებობდეს საქართველო, ყველანი უნდა ვიყოთ მზად, ჩავიცვათ ეს ფორმა; უნდა ვიყოთ მზად, გადამწყვეტ მომენტში ავიღოთ ხელში იარაღი და ყველანი უნდა ვიყოთ მზად, დავეცეთ ჩვენს მიწაზე და ჩვენი სახელები დაეწეროს მონუმენტის ცარიელ ადგილებზე," განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა სპეციალური კაფსულა გმირების სახელების აღმნიშვნელი წარწერებით, მონუმენტთან პირადად მოათავსა. მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე მისულმა თავდაცვის მინი
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ომის შემდგომი პირველი აღლუმი... |
|
|
ეს სტატია 24 მაისს გამოვა, ანუ აღლუმამდე ორი დღით ადრე. აღლუმამდე გამოსულ გაზეთის ნომერში ტრადიციულად წინასწარ ვწერთ, თუ როგორ გაიმართება ის, რა რაოდენობის შეიარაღებული ძალები და რომელი საბრძოლო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას აღლუმში. ტრადიციას არც ახლა ვუღალატებთ და ჩვენს ერთგულ მკითხველს წინასწარ მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს დამოუკიდებლობის დღის, 26 მაისისადმი მიძღვნილ აღლუმთან დაკავშირებით. თუმცა თუ ჩვენი ცხოვრების სირთულეს გავითვალისწინებთ, სულაც არ არის გამორიცხული, რომ აღლუმის სცენარში რაიმე კორექტივები შევიდეს. აღლუმი რუსთაველის პროსპექტზე დღის 12 საათზე დაიწყება. ამ დროისათვის პარლამენტის წინ უკვე იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების თითქმის 5 ათასი სამხედრო მოსამსახურე. ისინი ე.წ. კოლოფებად იდგებიან (თითოეულ კოლოფში 64 სამხედროა), აღლუმს გახსნის მედროშეთა ასეული. აღლუმზე ყველაზე მეტ კოლოფს პირველი და მეოთხე ქვეითი ბრიგადები გამოიყვანენ (თითოეული ბრიგადა არანაკლებ 30 კოლოფს). რატომღაც მე-2 და მე-3 ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობის მონაწილეობა აღლუმში არ არის გათვალისწინებული. ჩანს, აღლუმზე მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში დისლოცირებული დანაყოფები ჩაივლიან. თავის კოლოფებს წარმოადგენენ გაერთიანებული შტაბი, განათლების სარდლობა, სამი ცალკეული ბატალიონი (საინჟინრო, სამედიცინო და კავშირგაბმულობის), პირველი საარტილერიო ბრიგადა, ვაშლიჯვრის სპეციალური ოპერაციების ძალების დაჯგუფება და ეროვნული გვარდია. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
| |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |