ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დედამიწას დღეს დილით ასტეროიდმა ჩაუქროლა

დედამიწას დღეს დილით ასტეროიდმა ჩაუქროლა. ამერიკის მაუნტ-ლემონის ობსერვატორიის ასტრონომებმა 3 მეტრის ასტეროიდი სამშაბათს საღამოს აღმოაჩინეს.

ციურმა სხეულმა 23:00 საათზე მთვარეს 12 კმ წამში სიჩქარით ჩაუარა. დედამიწას კი დაახლოებით, 06.45 წუთზე ჩაუქროლა. სამმეტრიანი ასტეროიდი აპოლონის ოჯახს მიეკუთვნება, რომლებიც დედამიწის ორბიტას კვეთენ. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ასტეროიდი დედამიწას დაეცემა, ჩვენი პლანეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ასტეროიდი ატმოსფოში შემოსვლისთანავე იწვება.

მცირე ზომის ასტეროიდების ყველაზე მასობრივი ვიზიტი 18 ნოემბრის ღამეს გველოდება. ეს იქნება შემოდგომის ვარსკვლავთცვენა. ამ დროს საათში ციდან 100-ზე მეტი ვარსკვლავი ცვივა.

"ინტერპრესნიუსი"

“არმიელები” კადეტებთან

კადეტთა სამხედრო ლიცეუმს დღეს თავდაცვის სამინისტროს კალათბურთის გუნდი “არმია” ესტუმრა. “არმიელები” ლიცეუმის ყოველდღიურ ცხეოვრებას გაეცნენ და ბავშვებთან ერთად კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი და ბილიარდი ითამაშეს. “ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. ჩვენი მოსვლით გვინდა სტიმული მივცეთ კადეტებს, რომ უფრო გულმოდგინედ ივარჯიშონ და არ შეუშინდნენ ფიზიკურ დატვირთვას” – განაცხადა “არმიის” წევრმა ანატოლი ბოისამ. კალათბურთელებმა კადეტები “არმიის” თამაშებზე დაპატიჟეს და სამახსოვროდ გუნდის მოთამაშეების მიერ ხელმოწერილი კალათბურთის ბურთი გადასცეს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ამჟამად 300 მოსწავლე სწავლობს. ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ საგნებთან ერთად კადეტები, გაძლიერებული დატვირთვით ფიზიკურ მომზადებას, ისტორიას, სამხედრო საქმეს, ტოპოგრაფიას და ინფორმატიკას შეისწავლიან. ლიცეუმში სწავლა 3 წლიანია. სწავლის დასრულების შემდეგ კადეტები სრული საშუალო განათლების ატესტატს და შესაბამის სამხედრო სერთიფიკატს მიიღებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურთან ფარულ კავშირში მყოფი პირები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო სამსახურთან ფარულ კავშირში მყოფი პირები დააკავ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტმენტმა ჩაატარა მასშტაბური ოპერაცია, სახელწოდებით "ენვერი", რომლის შედეგადაც გამოავლინა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან (ე.წ. 'გრუ'-სთან) ფარულ კავშირში მყოფი ათეულობით ადამიანი.

აღნიშნული ოპერაციის ფარგლებში კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გრუ-ში ჩანერგა საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცერი, რომელმაც რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლების ნდობა მოიპოვა და მათ სტრუქტურაში მეკავშირედ მუშაობა დაიწყო. ჯაშუშური საქმიანობის განსახორციელებლად მას გადასცეს სპეციალური აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც საიდუმლო ინფორმაციის დაშიფრვა ხდებოდა. აღნიშნულმა პიროვნებამ ეს აპარატურა და კომპიუტერული პროგრამა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს გადასცა, რის შემდგომაც მათი მუშაობის სპეციფიკის შესწავლა გახდა შესაძლებელი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტმენტის მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებული არის 15 პიროვნება, რომელთაგან ორს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

დაკავებული არიან:

საქართველოს მოქალაქეები

1. ბაკურ შალვას ძე კიღურაძე, გლობალიზაციის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ბიზნესმენი.

* ბრალი ედება ს.ს.კ-ს 314 მუხლით (ჯაშუშობა)

გრუ-ს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას უცხო ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

2. ვიაჩესლავ იურის ძე პლუჟნიკოვი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავი.

... კითხვის გაგრძელება »

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ეჟელი სტუმრობს. დღეს უკრაინელი კოლეგა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ მიიღო. ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

ცერემონიის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრები პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს. დახურულ კარს მიღმა მხარეებმა უკრაინასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ავღანეთის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. დახურული შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის წევრებმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს. დღესვე ხელი მოეწერა უკრაინისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის 2011 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.

შეხვედრების დასრულების შემდეგ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა ქართველი და უკრაინელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა უკრაინასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას. ”უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობის მშვენიერი პერსპექტი ... კითხვის გაგრძელება »

პენტაგონი მართვადი ტყვიის შექმნაზე მუშაობს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული ტექნოლოგიების სამმართველომ პროექტ ”EXACTO”-ს (EXtreme ACcuracy Tasked Ordnance) ფარგლებში სნაიპერული შაშხანებისთვის მართვადი ტყვიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, ნათქვამია სამმართველოს პრეს-რელიზში. პროგრამის მიზანი ისეთი საბრძოლო მასალის შექმნაა, რომელიც სნაიპერებს ცვალებადი ქარისა და გასროლილი ტყვიის სიჩქარის ცვლის შემთხვევაში, სროლის სიზუსტეს გაზრდის.

საბრძოლო მასალის შექმნაზე კომპანია ”Teledyne Technologies” იმუშავებს, კონტრაქტის ღირებულება 25 მლნ დოლარს შეადგენს. როგორც კომპანიის პრეს-რელიზშია ნათქვამი, ახალი საბრძოლო მასალის კალიბრი 50 დიუმი იქნება (12,7 მილიმეტრი). პროგრამა ორ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. პროგრამის პირველი ნაწილის ფარგლებში სპეციალისტებმა მართვადი ტყვიის კომპიუტერული მოდელი შექმნეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ტყვიის რეალურად დამზადება უკვე შესაძლებელია.

მეორე ეტაპი მართვადი საბრძოლო მასალის რამდენიმე ერთეულის შექმნასა და მის გამოცდას ითვალისწინებს. ახალი ტყვია ფრენის ტრაექტორიის კორექტირებას შეძლებს, ხოლო მისი სიჩქარე სტანდარტული 12,7 მილიმეტრიანი კალიბრის ტყვიის სიჩქარეზე მაღალი იქნება. პერსპექტიული ტექნოლოგიების სამმართველოს შეფასებით, ახალი ტყვია სნაიპერებს დიდი სიჩქარით მოძრავი ობიექტების განადგურების შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, ტყვიის შესაძლებლობების ხარჯზე, სნაიპერებს სამალავების ფართო არჩევანი ექნებათ.

მომზადებულია teledyne.com ... კითხვის გაგრძელება »

რელიგიური ბუნტი რუსულ ჯარში

პერმის მახლობლად მდებარე ავიაბაზაზე 120-ზე მეტმა სამხედრო მომსამსახურემ მეთაურობას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.

რუსულ პრესაში ამ აქციას ”მუსლიმანური ბუნტი” შეარქვეს, თუმცა ოფიციალური პირები ბუნტის რელიგიურ მიზეზებს არ ადასტურებენ.

აქციაში მონაწილე ჯარისკაცები ჩრდილოეთ კავკასიიდან არიან, მათი უდიდესი ნაწილი დაღესტნელია, არიან ყაბარდოელებიც. მათი უშუალო მეთაური, პოლკოვნიკი კუზნეცოვი აცხადებს, რომ კავკასიელებმა დანაშაულებრივი ჯგუფები ჩამოაყალიბეს და ცდილობდნენ, საკუთარი ვალდებულებები სხვა ჯარისკაცებისთვის (ნაწილში 500 სამხედროა) გადაებარებინათ.

კერძოდ, ყაზარმის დალაგება და იატაკის რეცხვა კავკასიელი მამაკაცებისთვის შეურაცხმყოფელია და ისინი ამ სამუშაოს შესრულებას რუსებს აიძულებენ. ამ ფონზე ნაწილში დანაშაულმა იმატა და ჯარისკაცების დასაშოშმინებლად მაჰმადიანი ღვთისმსახურების მოწვევაც კი გახდა საჭირო.

მომზადებულია svpressa.ru-ს მიხედვით.

რუსეთის არმია გასაბერი ტექნიკით შეიარაღდა

2012 წლის გაზაფხულზე რუსეთის არმიაში გასაბერი იარაღი გამოჩნდება. მათ შექმნაზე სასწავლო-საწარმოო ორგანიზაცია "რუსბალი" იზრუნებს. გეგმის თანახმად, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და სარაკეტო დანადგარების შენიღბულმა მაკეტებმა მტერი შეცდომაში უნდა შეიყვანოს.

ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმია გასაბერი ტექნიკით კარგა ხანია მარაგდება. მაშინ საუბარი იყო ტანკების მულაჟებზე, რომელთა ნამდვილისგან გამორჩევა 100 მეტრის მანძილიდანაც კი შეუძლებელია.

რუსი სამხედროების თქმით, რადიოლოკაციური, სითბური და ინფრაწითელი დიაპაზონის ღამის ხედვის აპარატებში გასაბერი ტექნიკა ისე აღიქმება, როგორც ნამდვილი და შედეგად, მოწინააღმდეგე შეცდომაში შედის. თანაც, გასაბერი არმიის პოზიციებზე გადატანა და განლაგება ძალზე მარტივია - მაგალითად, ტანკის მაკეტის გასაბერად 4 წუთი საკმარისია.

როგორც ჩანს, რუსული არმია საბჭოთა ეპოქის ტრადიციებს აგრძელებს. ცნობილია, რომ დიდი სამამულო ომის დროს საბჭოთა მეომრები ფანერის ტანკებს აკეთებდნენ, რითაც გერმანული მზვერავი-თვითმფრინავების ყურადღებას იპყრობდნენ, რათა ნამდვილი ტექნიკა სხვა ადგილზე გადაეყვანათ.

ალიანსის ახალი სტრატეგია: ნატო კომპიუტერული ომებისთვის ემზადება

მომავალში ნატო-ს წევრ ქვეყნებს მხოლოდ შეიარაღებული თავდასხმისგან ერთობლივი თავდაცვა არ სურთ. როგორც Sueddeutsche Zeitung-ის ხელთ არსებული დოკუმენტიდან ჩანს, მომავალში აგრესიულ ქმედებებს ინტერნეტში, კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში არსებული ვალდებულებების რეალიზაციის საფუძვლად განიხილავენ.

მომავალში ნატო-მ არამხოლოდ შეიარაღებულ თავდასხმებს უნდა უპასუხოს, არამედ შეტევებს ვირტუალურ კომპიუტერულ სამყაროშიც. Sueddeutsche Zeitung-ის ინფორმაციით, ამ ტიპის ქმედებები განსაზღვრულია ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის მიერ შემოთავაზებულ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფციის პროექტში, რომელიც ამ წლის ნოემბერში ნატო-ს ლისაბონის სამიტზე უნდა დამტკიცდეს.

ამ კვირის დასაწყისში, რასმუსენმა დოკუმენტი ნატო-ს 28 წევრი ქვეყნის ხელმძღვანელს დაუგზავნა, რომლებიც მის შინაარსს ჯერ არ ახმაურებენ, თუმცა Sueddeutsche Zeitung-მა სხვადასხვა წყაროებისგან დოკუმენტის ძირითად აქცენტებზე ინფორმაცია მოიპოვა. თერთმეტგვერდიან დოკუმენტში რასმუსენი 21-ე საუკუნისთვის ნატო-ს სამ ძირითად ამოცანას აყალიბებს: კოლექტიური თავდაცვა ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, სტაბილურობის მხარდაჭერა მთელ მსოფლიოში და კრიზისული სიტუაციების მართვა.

ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლში ნათქვამია, რომ ნატო-ს ერთ-ერთ წევრზე შეიარაღებული თავდასხმა, ზოგადად ალიანსის მიმართ განხორციელებულ აგრესიად განიხილება, რასაც პასუხი ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაეცეს. ... კითხვის გაგრძელება »

რუსეთი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედროთა რაოდენობას არ გაზრდის

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხრეთ სამხედრო ოლქის შექმნასთან დაკავშირებით დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედროთა რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამხრეთ სამხედრო ოლქის ფორმირებაზე თათბირობენ. ცნობილია, რომ მასში შავი ზღვის ფლოტი, კასპიის ფლოტილია, სამხედრო საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარდლობები და სარკინიგზო სამხედრო ნაწილები გაერთიანდებიან.

სექტემბერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა "რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფის" შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად, 2010 წლის 1 დეკემბრიდან რუსეთში სამხედრო ოლქების რაოდენობა 6-დან 4-მდე უნდა შემცირდეს. მათ ბაზაზე ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობები შეიქმნება.

მომზადებულია osinform-ის მიხედვით.

კობა ლიკლიკაძე - ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების ყოფნა განუზომელ რისკებთან არის დაკავშირებული
ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების ყოფნა განუზომელ რისკებთან არის დაკავშირებული, - ამის შესახებ რადო "თავისუფლების" ჟურნალისტმა, კობა ლიკლიკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით სახიფათო ზონად ჰელმანდის პროვინციაა მიჩნეული, სადაც ქართველი სამშვიდობოები იმყოფებიან.

"ჰელმანდის პროვინციაში თავდამსხმელების, მოიერიშეების შეტევა, ტრადიციულად, მაღალია. ბრიტანეთმა ამ რაიონში 100 ჯარისკაცი დაკარგა, რის გამოც აღნიშნული ტერიტორიიდან სამშვიდობოები გამოიწვია", - აღნიშნა კობა ლიკლიკაძემ რადო "პალიტრასთან" საუბრისას.

კობა ლიკლიკაძეს მიზანშეუწონლად მიაჩნია ავღანეთის ოპერაციაში რადენიმე ქართული ასეულის გაგზავნა. მისი თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნებიც კი, ავღანეთში მხოლოდ ერთ ასეულს აგზავნიან.

"ინტერპრესნიუსი"

« 1 2 3 4 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja