|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
ინტერვიუ საფრანგეთის ელჩთან ერიკ ფურნიესთან |
|
|
თქვენო აღმატებულებავ, სანამ საფრანგეთის ელჩი გახდებოდით საქართველოში რა გსმენიათ საქართველოს შესახებ? გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ? მე საქართველოში თვენახევრის წინ ჩამოვედი. საქართველოს შესახებ მხოლოდ იმ ინფორმაციას ვფლობდი, რაც ამ ქვეყნის შესახებ მსმენია: უძველესი ტრადიცია და კულტურა, მისი სიახლოვე ევროპასთან, მითი არგონავტების შესახებ, იასონი და ამირანი, აგრეთვე სხვა კლასიკური ნაწარმოებები. ჩემი აღფრთოვანება ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლამ გამოიწვია. მე შემიყვარდა საქართველოს ხელოვანი ხალხი: ფიროსმანი და იოსელიანი, რომლებიც საფრანგეთში ძალიან ცნობილები არიან. ირანსა და რუსეთში ჩემი დიპლომატიური მოღვაწეობის გამო მე საქართველოს შესახებ უკვე მქონდა წარმოდგენა. თანამედროვე საქართველოს შესახებ კი რეალური წარმოდგენა ჩემი ამ ქვეყანაში ჩამოსვლის შემდეგ შემექმნა. რა იყო ყველაზე უნიკალური და მოულოდნელი თქვენთვის საქართველოში? ჯერ-ჯერობით, რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან მომეწონა მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ბოლო დროს ბახმაროსა და საჩხერეს ვესტუმრე. ორივე ადგილმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. საქართველოში ასევე მოვიხიბლე ხელისუფლების წარმომადგენელთა გულთბილი მიღებითა და დამოკიდებულებით. საერთოდ, ძალიან მომწონს ის განწყობა, რასაც ამ ქვეყანაში ვგრძნობ. ჩამოსვლამდე მე ვფიქრობდი, რომ ეს რეგიონი არც თუ უსაფრთხო იყო. რა შემიძლია ამის შესახებ ამჟამად ვთქვა? გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო უსაფრთხოება საქართველოსთვის ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვან ეტაპზე, როდესაც ქვეყანა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
D-30 vs M-777 |
|
|
---> d-30 ---> m777 pirdapir getyvit rom amerikuli M777 bevrad jobia rusul d-30 radganac igi bevrad ufro msubuqia agretve ufro zustad isvris da sxva magram qartuli armiisatvis d-30 jobia radganac misi didi gamocdileba gvaqvs. gamarjvebuli: chveulebriv brdzolebsh M777 xolo qartuli armiisatvis ki D-30
|
|
|
|
|
|
ტერორიზმი |
|
|
ძალიან ცოტა სიტყვა გამოიყენება ყოველდღიურ საუბარში ისე ხშირად, როგორც ტერორიზმი. ძალიან ბევრ ადამიანს ესმის დღის განმავლობაში ეს სიტყვა და ძალიან ბევრს აწუხებს “ტერორიზმი”, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ზუსტი მნიშვნელობა და ამაში “წვლილი” მედიასაც მიუძღვის. ჟურნალ–გაზეთები და ტელევიზიები, რომელიც რეალურად ტირაჟის გაზრდითა და მაყურებლის მოზიდვით უფრო ა რიან დაინტერესებულნი, ვიდრე მაყურებლისათვის ნამდვილად სასარგებლო ინფორმაციის შეთავაზებით. ისინი ამ აჟიტირებულ სიტყვას ხმარობენ ყოველ წამს: მოხდება ქურდობა, ბანკის ძარცვა, შენობის აფეთქება, აფთიაქებში ვადაგასული წამლების გასაღება თუ სხვა ნებისმიერი რამ, რომელიც თუნდაც უმცირეს ძალადობას შეიცავს, ცხადდება “ტერორიზმად”, რადგანაც მსოფლიოში ეს სიტყვა ძალიან კარგად “იყიდება”. ყველაფერი, რასაც შედეგად მოჰყვება ვინმეს სიკვდილი, დასახიჩრება თუ დაშინება, არ აქვს მნიშვნელობა ბანდიტების ჩადენილია, სამხედრო ძალების, მძარცველების თუ სხვა ნებისმიერის მიერ, ფასდება “ტერორიზმად”. ტერორიზმი უდავოდ პოლიტიკურ ცნებაა. ის პირდაპირ კავშირშია ძალასთან: ძალის მოპოვებისაკენ სწრაფვა, ძალიან მოპოვება, ძალის გამოყენება რაიმე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. ტერორიზმი არის ძალადობრივი, ან ძალადობასთან გათანაბრებული ქმედება, რომელიც გამოიყენება რაიმე პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ან ემსახურება პოლიტიკურ მიზანს. შეგვიძლია მოვიშველიოთ ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი, რომლის მიხედვითაც “ნებისმიერი, ვინც ცდილობს გაიტანოს და განახორციელოს თავისი იდეები და მიზნ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
gaertianebuli shtabis struqtura |
|
|
|
|
|
|
|
|
დავით III დიდი კურაპალატი 961-1001 |
|
|
ტაოს მეფე, ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენელი ფლობდა სამხრეთ ტაოს, ანუ იმიერტაოს, ბასიანის და მომიჯნავე სომხურ თემებს. დავით III-ის მეთაურობით განხორციელდა მისი შვილობილისა და გაზრდილის - ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია: გაიბა ფართო ეკონომიკური კავშირები აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებთან. აიგო ოშკის, ხახულის, პარხალის ტაძრები, სადაც ფართო კულტურული საქმიანობა გაჩაღდა. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი სამხედრო ნაწილები ხშირად მონაწილეობდნენ ბიზანტიის იმპერიის სამხედრო ოპერაციებში. 976-979 წლებში დავით დიდი კურაპალატი დაეხმარა იმპერატორ ბასილი II-ს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმპერატორის დასახმარებლად მან გამოაგზავნა 12 000 საუკეთესოდ გაწრთვნილი არმია თორნიკე ერისთავის მთავარსარდლობით, რომელთა დახმარებითაც ბიზანტიელებმა მოახერხეს 979 წლის 24 მარტს აჯანყებული ბარდა სკლიაროსის დამარცხება. ამისათვის იმპერატორმა მას სამმართველოდ გადასცა ,,ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი" მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამ ტერიტორიის დიდი ნაწილი დავით III-ს თვითონ უნდა გაეთავისუფლებინა მაჰმადიანთაგან. ჩანს კურაპალატს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ალბათ, ამ მიზეზით უნდა იყოს განპირობებული 988 წელს დავით III-ის ბრძოლა ბასილი
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ნიკო ბური 1868–1933 |
|
|
ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი, ნიკო ბური (1868, მუხრანი ― 1933, თბილისი), ინგლისელებისა და ბურების ომის (1899-1902) აქტიური მონაწილე. ქართლის ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს წარმომადგენელი, დაიბადა მუხრანბატონთა სასახლეში 1868 წელს. რუსეთის მეფის ალექსანდრე III -ის კორონაციაზე 1881 წელს ის ქართველ დიდგვაროვნებს წარმომადგენდა. 1899 პეტერბურგს გაემგზავრა, იქიდან - პარიზში, შემდეგ მარსელზე გავლით ალექსანდრიაში (ეგვიპტე) ჩავიდა. იმ ხანებში დაიწყო ინგლის-ბურების ომი. ბაგრატიონი, როგორც მოხალისე, ტრანსვაალში გაემგზავრა და ინგლისელების წინააღმდეგ იბრძოდა. თავის მემუარებში ტრანსვაალის მომხრე მოხალისეტა რიგებში ცარიცხვას ის ასე იხსენებს: ”ჩემს სამშობლოს მაგონებდა და უნდა მებრძოლა მათ დასაცავად”. მან გაიცნო ტრანსვაალის პრეზიდენტი პაულუს კრიუგერი, გამოცენილი სარდალები პეტრუს ჟუბერსი და ლუის ბოტა. მას ორი ქართველი მებრძოლი ახლდა თან, რომლებიც, ასევე კაზაკების არმიაში მსახურობდნენ. ბურების დამარცხების შემდეგ ბაგრატიონი მონაწილეობდა პარტიზანულ მოძრაობაში. მამაცობის და სეუპოვრობისათვის მას პოლკოვნიკობაც კი მიანიჭეს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინგლისელებდა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა შეუცვალეს წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. ბაგრატიონმა დაწერა მოგონებების წიგნი "ბურებთან". პირველ ნაწილში აღწერა თავისი ოჯახის თავგადასავალი, XIX ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
გიორგი V ბრწყინვალე |
|
|
საქართველოს მეფე, დემეტრე თავდადებულის ძე, ლაშა-გიორგის შთამომავალი. ბოლო მოუღო საქართველოში მონღოლთა ასწლოვან ბატონობას. საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი ხელმწიფე გიორგი V 1318–1346 წლებში მართავდა ქვეყანას და მას ქართველმა ხალხმა „ბრწყინვალე“ უწოდა. გიორგი V–ს უკავშირდება ქვეყნის გამთლიანება, მონღოლთა განდევნა საქართველოს საზღვრებიდან, ქართული კულტურისა და ეკონომიკის აღორძინება და ქვეყნის პრესტიჟის აღდგენა. ჟამთააღმწერელი ასე აფასებს მის გამეფებას: „და იწყო მთიებმან აღმოჭვირება“. გიორგი იყო დემეტრე თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ერთადერთი ვაჟი. მისი დაბადების წელს დემეტრეს მონღოლებმა თავი მოკვეთეს. დაობლებული გიორგი ბაბუამ, სამცხის ძლევამოსილმა ათაბაგმა ბექა ჯაყელმა გაზარდა. პირველად 1299 წელს 10–11 წლის იქნებოდა, როცა მონღოლებმა თავისი ნახევარძმის, დავით VIII–ის საწინააღმდეგოდ გაამეფეს. თუმცა მცირეწლოვანს ქვეყნის მართვა რეალურად არ შეეძლო, ამიტომ 1302 წელს იგი ვახტანგ II–ით შეცვალეს. ეს ის პერიოდია, როდესაც მარტო აღმოსავლეთ საქართველოში ერთდროულად სამი მეფე იჯდა ტახტზე. 1314 წელს მონღოლებმა დავით VIII–ის ძე, გიორგი VI „მცირე“ გაამეფეს და მეურვედ გიორგი დაუნიშნეს, თუმცა 1318 წელს სამეფო ტახტი უკვე მეორედ და საბოლოოდ გიორგი V–მ დაიკავა. გიორგიმ ჩაიბარა დაქცეული ქვეყანა – ეკონომიკურად დაძაბუნებული, პოლიტიკურად დაშლილი, სულიერად დაკნინებული. იდგა „დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა... ერთმანეთის ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგვრა და დაგდება უბრალოსა – მრავალფერნი ულუსობანი... ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
დემეტრე II თავდადებული 1259 – 1289 |
|
|
დემეტრე II - ქვეყნისათვის თავდადებული ხელმწიფე, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავისი სიცოცხლე, ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 12 (25) მარტი დააწესა. ქართველმა ხალხმა მას ,,თავდადებული“ უწოდა. დემეტრე მეფობდა მონღოლთა ბატონობის პერიოდში 1271-1289 წლებში. მამის დავით VII ულუს გარდაცვალების შემდეგ 11 წლის დემეტრე დიდებულების თხოვნით ყაენმა დემეტრე მეფედ დაამტკიცა, თუმცა მცირეწლოვანების გამო, მეურვედ მხარგრძელთა ყმადყოფილი დაუნიშნა. თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი - სადუნ მანკაბერდელი, რომელიც გამოირჩეოდა ცბიერებითა და გამჭრიახობით, საქართველოს სამეფო კარზე ათაბაგ-ამირსპასალარის თანამდებობა ეკავა და დემეტრეს სრულწლოვანებამდე ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას. მისი გარდაცვალების შემდეგ (1281 წ.) მეფემ სადუნის ძეს ხუტლუ-ბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა და ამით ეს უკანასკნელი გადაიმტერა. დემეტრე მეტად მძიმე პერიოდში აღმოჩნდა სამეფო ტახტზე. საქართველო პოლიტიკურად დაშლილი, ეკონომიკა კი გაჩანაგებული იყო. მეფე შეეცადა გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა: დაიწყო გაუკაცრიელებული ადგილების ხელახლა დასახლება, დანგრეულის აღდგენა. 15 წლის ასაკში დემეტრემ პოლიტიკური მოსაზრებით ცოლად ითხოვა ბიზანტიის იმპერატორის ასული. იმჟამად მონღოლებს სასტიკი ბრძოლები ჰქონდათ ეგვიპტის მამლუქებთან, ამ ლაშქრობებში ქართველებსაც უხდებოდათ მონაწილეობის მიღება. დემეტრე მეფე ყაენმა ეგვიპტეზ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
| |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |