ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გიუმრის სამხედრო ბაზა - საფრთხე საქართველოსთვის

ცოტა ხნის წინ სომხეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნას სომხეთში, გიუმრიში, 2044 წლამდე ახანგრძლივებს.

მედვედევმა ამ ხელშეკრულებით მიანიშნა, რომ რუსეთი თავს რეგიონში ისევ წამყვან ძალად განიხილავს და ეს ამერიკისთვის თითის დაქნევის საშუალებას აძლევს. საქართველოში საკითხს სხვაგვარად უყურებენ.

რა სამხედრო საფრთხეს შეუქმნის გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა საქართველოს, მთლიანად ამიერკავკასიას და მოსალოდნელია თუ არა რეგიონში კონფლიქტების გაღვივება, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გვესაუბრება.

- გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზას სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სიმბოლოდ განიხილავენ. რუსები კი ამით რეგიონში მშვიდობის გარანტად მიიჩნევენ თავს. ბაზა სომხეთის ჩრდილოეთით, საქართველოს საზღვართან საკმაოდ ახლოს მდებარეობს.

ამ ბაზის ძირითად სამხედრო პოტენციალს განსაზღვრავს როგორც საავიაციო ტექნიკა ავიაგამანადგურებელ "მიგ-29"-ების სახით, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები. აქ განლაგებულია რამდენიმე პოლკი, თავისი არტილერიითა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებით. თუ გავრცელებულ მონაცემებს ვენდობით, ბაზაზე არის 100-მდე ტანკი, 130-140-მდე ჯავშანმანქანა, 70-მდე საარტილერიო სისტემა D-30, კონტინგენტი კი დაახლოებით 6000 კაცს შეადგენს.

სამხედრო თვალსაზრისით, ეს არც ისე ძლიერი შენაერთია. იგი დაახლოებით ერთი დივიზიაა მოძველებული ტექნიკითა და შეიარაღებით, რომლებიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში შედიოდა რუსული არმიის შეიარაღებაში. ... კითხვის გაგრძელება »

"ჭელიძემ მოღალატეები თავისკენ მოიკითხოს"

საქართველოს ყოფილი სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის ყოფილი მოადგილის, ამჟამად ძებნილი ვიქტორ ჭელიძის აღსარებას - "თქვენთან ვაცხადებ პირველად", მკითხველის არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. აფინანსებდა თუ არა ასლან აბაშიძე ელიავას ამბოხებას, რატომ გახდა ამ უკანასკნელის ლიკვიდაცია აუცილებელი მაშინ, როცა ამბოხი ფაქტობრივად ჩახშობილი იყო, იყვნენ თუ არა მაშინდელი მაღალჩინოსნები შეთქმულები პრეზიდენტის წინააღმდეგ, რა ოდენობის თანხა აქვს გაღებული რუსეთს როგორც სააკაშვილის ლიკვიდაციის, ასევე სახელმწიფო გადატრიალებებისთვის, კავშირი აქვს თუ არა ბურუსით მოცულ მკვლელობებს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან?

ამ თემებზე საჯარო საუბარი არავის სურს. ჭელიძის მიერ დასახელებული პერსონებიც ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ერთადერთი, ვინც ამ საკითხების საჯარო განხილვაზე დაგვთანხმდა, თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გივი იუკურიძე გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ჭელიძემ ის გენერალ რომან დუმბაძესთან დაახლოებულ პირად მოიხსენია და ორმაგ თამაშში დაადანაშაულა.

იუკურიძესთან საუბარი იმით დავიწყეთ, თუ რას ემსახურებოდა ფოთისა და აჭარის სანაპიროებზე სამხედრო სწავლებების დაგეგმვა აჭარის ცნობილი მოვლენების წინ, როცა ვითარება დაძაბული იყო, ქართულ ცაზე კი Су-25-ები დაფრინავდნენ.…

გივი იუკურიძე: - სამხედრო სწავლებები არა აჭარის სანაპიროზე, არამედ ფოთის აკვატორიაში დაიგეგმა.

- რამდენად პროვოკაციული იყო ამ სამხედრო სწავლებების დაგე ... კითხვის გაგრძელება »

ერთ თვეში ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო დაგვეღუპა...

5 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ავღანეთში ქართველი ლეიტენანტი დაიღუპა, ახალ ინციდენტს ველოდით, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ ეს ასე მალე, ისევ სექტემბრის თვეში მოხდებოდა.

2010 წლის სექტემბერი შავ თვედ იქცა ქართული არმიის, განსაკუთრებით მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისათვის, რომელმაც როტაციისა და სამშობლოში დაბრუნების წინ ასეთი დანაკარგი განიცადა.

1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, ავღანეთში დაღუპულთა რაოდენობით საქართველომ, სამწუხაროდ, უკვე გაასწრო ISAF-ისა და NATO-ს რიგ ქვეყნებს: თურქეთს მხოლოდ ორი დაღუპული ჰყავს, ჩეხეთს - 3, ბელგიას - ერთი, უნგრეთსა და შვედეთს - ოთხ-ოთხი, პორტუგალიას - ორი, ლატვიას - სამი, ახალ ზელანდიასა და ფინეთს - თითო, თავად NATO-ს მეთაურობას კი - მხოლოდ სამი...

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის 1-ელი ოქტომბრის მონაცემებით, ბოლოს გარდაცვლილი ოთხივე ქართველი სამხედრო ნაღმის აფეთქებამ შეიწირა.

თვითნაკეთი თუ ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ავღანეთში უპირველეს საშიშროებას რომ წარმოადგენს და მათ უნდა უფრთხოდნენ ქართველი სამხედროები, არაერთხელ აღგვინიშნავს "კვირის პალიტრისა" თუ "არსენალის" ფურცლებზე. მაგრამ ნაღმი ისეთი ვერაგი იარაღია, რომლისგანაც თავის დაცვა ძალიან ძნელია.

აფხაზეთის ომში ადგილობრივი სეპარატისტები ოჩამჩირის რაიონში ქართული საბრძოლო დანაყოფების ჯავშანტექნიკისა და პირადი შემადგენლობის წინააღმდეგ ხშირად იყენებდნენ მძლავრ, თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს (ჟანგბადის ბალონს ტროტილით ავსებდნენ და გზის ქვემოთ მარხავდნ ... კითხვის გაგრძელება »

ეს იარაღი ბევრად უფრო საშიში გახდება, ვიდრე ატომური ბომბი

პარაფსიქოლოგია, როგორც სამეცნიერო დარგი, ოფიციალურად ჯერჯერობით აღიIარებული არ არის. ამ ფენომენის არსებობას მეცნიერები ვერც ადასტურებენ და ვერც უარყოფენ.

ბოლო დროს გახშირდა მსჯელობა პარაფსიქოლოგიური იარაღის სპეცსამსახურების მიერ გამოყენების თაობაზე. ის, რაც მეცნიერულად ჯერ დაუსაბუთებელია და ამოუხსნელი, ბუნებრივია, უნდობლობას იწვევს. თუმცა ისტორია გვიჩვენებს, რომ ის, რაც წინა საუკუნეებში ზღაპარი და შეუძლებელი რამ იყო, ახლა ჩვეულებრივი ყოფითი მოვლენაა.

მას შემდეგ, რაც სმოლენსკში პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავმა მეტად უცნაურ ვითარებაში განიცადა ავიაკატასტროფა, ექსპერტები, სპეცსამსახურების ყოფილი ჩინოვნიკები სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ პარაფსიქოლოგიური იარაღის არსებობასა და ავიაკატასტროფასთან მის კავშირზე. არსებობს თუ არა ეს იარაღი, პარაფსიქოლოგია მითია თუ რეალობა, ეს საკითხი, ალბათ, კარგა ხანს იქნება განსჯის საგანი. თუმცა ამ კუთხით რომ ბოლო პერიოდში ბევრი რამ შეიცვალა, ფაქტია.

ალექსანდრე ხომერიკი, ექსპერტი პარაფსიქოლოგიის დარგში: - პარაფსიქოლოგია უდიდესი ძალაა, რომელსაც ვერავითარი ტექნოლოგია ვერ დაუპირისპირდება. ეს არის იარაღი ადამიანსა და სამყაროზე ზეგავლენის მოხდენისა, საზოგადოების სამართავი ყველაზე საშიში ტექნოლოგია. ამას გინდ ზომბირების მეთოდი დაარქვით, გინდ კოდირებისა. პარაფსიქოლოგიით მეტად იყო დაინტერესებული და სპეც ... კითხვის გაგრძელება »

ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი დღეს თავდაცვის სამინისტროში მივიდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და სამხედროებს სამძიმარი გამოუცხადა. “გულდასაწყვეტი დღეა, რადგან თქვენი თანამემამულეები დაიღუპნენ ავღანეთში. მე ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავ საქართველოს მოსახლეობისადმი, გარდაცვლილთა ოჯახებისადმი. საქართველოს შეიარაღებული ჯარების დანაყოფები მსახურობენ ჰელმანდის პროვინციაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ უბანზე. ქართული დანაყოფები ნატო-ს მოკავშირე ძალებთან ერთად გვერდი-გვერდ მსახურობენ იმისთვის, რომ დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. ისინი ეხმარებიან ავღანელ ხალხს. . . დიდი მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ მისიაში. ეს არის ნათელი მანიფესტაცია მჭიდრო თანამშრომლობისა საქართველოს და ნატო-ს შორის, უღრმესი მადლობა,”- განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნატო-ს გენერალური მდივანი დახურულ კარს მიღმა შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბაჩო ახალაიას, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს და მათ მოადგილეებს.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს. ის ასევე გამართავს შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან. მოგვიანებით, ანდერს ფოგ რასმუსენი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან ერთად ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს გახსნის. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ნატო-ს გენ ... კითხვის გაგრძელება »

ლინგვისტური გადატრიალება ”ალჯაზირას” ეთერში
საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებულ პროექტს ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ტელეკომპანია ”ალჯაზირამ” სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა. თქვენ იცით,რომ საქართველოში რამოდენიმე ათეული ინგლისური ენის სპეციალისტი ჩამოვიდა. ავტორმა უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანას ”ლინგვისტური რევოლუცია” უწოდა და უცხოელ მაყურებელს დეტალურად განუმარტა, რომ ბავშვებისთვის ინგლისური ენის გაძლიერებულად სწავლება საბჭოური წარსულისგან საბოლოოდ გაათავისუფლებს და დაანგრავს იმ კედელს, რომელიც აქმდე ჩრდილავდა საბჭოური იდეოლოგიზმით ქვეყანას.

ტელეკომპანია საქართველოს მთავრობის მიდგომაზეც საუბრობს. კერძოდ იმაზე, რომ პროექტი აპოლიტიკურია - ესაა დასავლური ღირებულებებისკენ ტრანზიციის საშუალება. ამიტომ, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ქვეყანად აქციოს, რადგან ინგლისური ენა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოში გზის გასაკვლევად.

ტელეკომპანიასთან ინტერვიუში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს: ”საქართველოს პრეზიდენტი ხშირად ამბობს, რომ რუსულ აგრესიაზე ჩვენი პასუხი არის რეფორმები და განათლება. ჩვენ არ გვაქვს გაზი და სხვა ბუნებრიუვი რესურსები, თუმცა, ჩვენი სიმდიდრე ინტელექტუალური პოტენციალია”.

კონკურსი ”გახდი ავიატორი” დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით ახალ კონკურს ”გახდი ავიატორი” იწყებს.

კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ავიაციის სფეროს პოპულარიზაცია და მასში რაც შეიძლება ბევრი მოზარდის ჩართვა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ინდივიდუალური და გუნდური პროექტები. კონკურსი უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. წარმოდგენილ მოდელებსა და ნახატებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.

კონკურსის ფარგლებში კომპანია ”აირზენა ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენლები სკოლებში შეხვდებიან მოსწავლეებს და დეტალურად აუხსნიან მათ კონკურსის პირობებს.

კონკურსის განმავლობაში ავიაკომპანია უზრუნველყოფს საინფორმაციო შეხვედრებს პილოტებთან, ბორტგამცილებლებთან, ავიატექნიკოსებთან.

გამარჯვებულებს გადაეცემათ კომპანიის და სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ განაცხადა- ” მსგავსი კონკურსების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან ის მოზარდებს ეხმარება თავიანთი მრავალმხრივი შესაძლებლობების გამოვლენაში”.

აღნიშნულ კონკურსი პირველად 2007-2008 სასწავლო წელს ჩატარდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სკო ... კითხვის გაგრძელება »

ქართული არმიის საიდუმლოებებს კრემლს დასავლეთიც აწვდიდა...

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი რასმუსენი, რომელიც ამ კვირაში აპირებს თბილისში ჩამოსვლას, ძალზე დაინტერესებულია NATO-სა და რუსეთის თანამშრომლობის გაღრმავებით. ეს შეეხება როგორც მოსკოვის მიწვევას ევროპაში ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობის მისაღებად, ისე რუსეთის დაბრუნებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებაში.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის დეკემბერში რუსეთმა მორატორიუმი გამოაცხადა ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე. კრემლის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ 1999 წელს სტამბოლში ხელმოწერილ ამ ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს არ შეუერთდა დასავლეთი, მაშინ, როდესაც რუსეთმა დაიწყო მისი შესრულება და გაიყვანა თავისი სამხედრო ბაზები საქართველოდან (ბათუმიდან, ვაზიანიდან და ახალქალაქიდან).

მცირეოდენი ექსკურსი: 1990 წელს პარიზში ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შემცირების პროცესის დაწყებას. ამ ხელშეკრულებას ხელი საბჭოთა კავშირმაც მოაწერა, რომლის სამხრეთ ფლანგზე სამხრეთ კავკასია და საქართველოც იგულისხმებოდა. ერთ წელში საბჭოთა კავშირი დაიშალა და რვა წელი გახდა საჭირო ამ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის შესამუშავებლად, რომელსაც 1999 წელს სტამბოლში რუსეთის ფედერაციასთან ერთად დსთ-ის ევროპული ნაწილის სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის საქართველომ, მოაწერეს ხელი.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ხელშეკრულების ადაპტირებული ვარიანტის რატიფიცირება მოახდინა, ... კითხვის გაგრძელება »

დიდი პოლიტიკის პატარა მსხვერპლნი...

უბლოკავენ თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი და პენტაგონი ამერიკულ სამხედრო ფირმებს საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებას?

დასავლურ მასმედიაში გამოქვეყნდა არაერთი საინტერესო სტატია, რომლებშიც განხილულია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა, მათ შორის ის საკითხიც, თუ როგორ შეიცვალა დასავლეთის დამოკიდებულება ოფიციალური თბილისისადმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.

Eurasinet .org-ზე გამოქვეყნებულ ჯოშუა კუცერის სტატიაში მოყვანილია საინტერესო ფაქტები, კერძოდ, თუ როგორ ცდილობდა ოფიციალური თბილისი ამერიკული ფირმებისგან შეიარაღების ამა თუ იმ სახეობის პარტიის ყიდვას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ლაპარაკია ამერიკულ ფირმა Arms Tech-ზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების შეკვეთით ის-ის იყო, უნდა დაეწყო მიმართული მოქმედების ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების ჩლაყმორე-ების პარტიის დამზადება, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან კონტრაქტის შეჩერების რეკომენდაცია მიიღო იმ მოტივით, რომ კონტრაქტის შუამავალს ბრალი წაუყენეს. როდესაც ფირმამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებთან უშუამავლოდ დაკავშირება სცადა, კონტრაქტი სულ გააუქმეს.

ოფიციალურ თბილისს დადებული ჰქონდა ასევე კონტრაქტები ამერიკული ავტომატური კარაბინ M4-ების მწარმოებელ ცნობილ საიარაღო ფირმა ჩოლტ Defense-სთან, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა არაფერი.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი არც მალავს, რომ ვაშინგტონი საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაწევას ფრთხილობს, თუმც პენტაგონი დაინტერესებულია, ქართ ... კითხვის გაგრძელება »

თვრამეტი დაჭრილი ქართველი ავღანეთში?

თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებას უმალავს, რამდენი ქართველი სამხედრო დაიჭრა ავღანეთში

5 სექტემბერს ავღანეთის პროვინცია ჰილმენდში საბრძოლო შეტაკებაში ქართული არმიის ლეიტენანტი მუხრან შუკვანი რომ არ დაღუპულიყო და მხოლოდ დაჭრილიყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს დიდხანს საიდუმლოდ დარჩებოდა. ამის თქმის საფუძველს ის გვაძლევს, რომ თითქმის ორი თვით ადრე თალიბების თავდასხმის გამო ხუთი ქართველი სამხედრო დაიჭრა, მათგან ერთი მძიმედ. ეს საჯაროდ არც მთავარ სამხედრო უწყებას განუცხადებია, არც იმ "დამოუკიდებელ" ტელეკომპანიას, რომელიც შევარდნაძის დროს ქართველი ჯარისკაცის ერთ დაცემინებაზეც კი ქვეყანას შეყრიდა, ისეთ სიუჟეტს გაუშვებდა ეთერში.

"კვირის პალიტრამ" არაოფიციალური წყაროებით შეიტყო, რომ ამ საბრძოლო ინციდენტის დროს თალიბების ნაღმსატყორცნის ნაღმი ჰილმენდის პროვინციაში დაბანაკებული 31-ე ბატალიონის ერთ-ერთი დანაყოფის მებრძოლებს პირდაპირ კარავში ჩაუვარდა და ხუთი სამხედრო დაიჭრა. მათგან ერთ-ერთმა სახის ძლიერი დამწვრობა მიიღო და ერთი ზედა კიდურიც დაკარგა. ის ახლა გერმანიაში მკურნალობს.

სავარაუდოდ, 5 სექტემბერს კაპრალ გითოლენდიას გარდა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა მსუბუქად, სხვა ინფორმაციით კიდევ ერთი ჯარისკაცი - მეორე დღეს.

ავღანეთიდან მოსულ არაოფიციალურ ინფორმაციას თუ ვენდობით, მას შემდეგ, რაც ავღანეთში ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გაიგზავნა, დაახლოებით 18 ქართველი სამხედრო დაიჭრა და ერთი დაიღუპა.

ჩვენ არ შეგვიძლია ამ შემაშფოთებელი ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა, ეს ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 3 4 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja