ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სამოქალაქო თავდაცვა და სახელმწიფოს უსაფრთხოება
აგვისტოს ომმა ეროვნული უსაფრთხოების სისტემის კიდევ ერთი მივიწყებული საკითხი გამოამჟღავნა, ესაა - სამოქალაქო თავდაცვა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ინერციით შემორჩა სამოქალაქო თავდაცვის სტრუქტურები, რომლებიც დაუფინანსებლობის და უცოდინარობის გამო მთლიანად იქნა ლიკვიდირებული. სკოლებში გაუქმებული იქნა საგანი ”სამხედრო საქმე”, ინსტიტუტებში სამხედრო კათედრებზე უფრო სამხედრო სპეციალობებს ასწავლიდნენ, ხოლო სამოქალაქო თავდაცვის საკითხები მხოლოდ ნაწილობრივ თუ ისწავლებოდა, შემდგომში კი მთლიანად იქნა ამოღებული პროგრამებიდან.
ბევრს ალბათ მოსწავლეებისთვის სამხედრო საქმის სწავლება საბჭოთა გადმონაშთი ეგონა. არც ის მინდა ვთქვა, რომ საბჭოთა პერიოდში ხარისიხიანად და სრული მოცულობით ისწავლებოდა სამოქალაქო თავდაცვის საკითხები.
საზოგადოებაში ასეთი კითხვაც ისმოდა, რომ შემცირდებოდა თუ არა მსხვერპლი სამოქალაქო თავდაცვის არსებობის პირობებში. გარკვეულწილად მსხვერპლის და დაშავეულების რაოდენობაზე თუნდაც საჰაერო იერიშების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაც დადებით ზეგავლენას იქონიებდა. ამომწურავი პასუხის გასაცემად მსხვერპლის და დაზიანებების სრული ანალიზია გასაკეთებელი, თუ ვინ რა პირობებში დაიღუპა ან და შავდა და შეიძლებოდა თუ არა თავიდან აცილება. ეს კი წინამდებარე სტატიის მიზანს არ წარმოადგენს. მე მხოლოდ შევეცდები მკითხველს მივაწოდო ინფორმაცია თუ რა არის სამოქალაქო თავდაცვა, რა ადგილი უკავია მას ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად.
დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რო ... კითხვის გაგრძელება »

ხუთდღიანი ომის შედეგები
ეს სტატია დევს ჯი-ეიჩ-ენ-ზე www.ghn.ge

რუსეთის დახეული და გაურეცხავი ჩექმა აღარ უნდა ბილწავდეს ჩვენს წმინდა მიწას.
ხუთდღიანი ომის შედეგები

პირველ რიგში მსურს სამძიმარი ვუთხრა ჩვენი დაღუპული მეომრების და სამოქალაქო მოსახლეობის ახლობლებს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ უზარმაზარ მსხვერპლს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ერი და მომავალი თაობა. მალე გამოჩანმრთელება და ფეხზე დადგომა მინდა ვუსურვო დაჭრილებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფიზიკურად, მორალურად თუ მატერიალურად დაზარალდა ამ მუხანათურ ომში რუსეთის არმიის ბარბაროსული ქმედებებისგან.
მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა ჩვენი მეომრების მიმართ, რომლებმაც შესაშური თავგანწირვა და მამაცობა გამოამჟღავნეს.
როგორც 9 აგვისტოს ჩაწერილ ინტერვიუში მოვახსენეთ თქვენს მკითხველს, ჩვენ ამ ომის აცილება, იმ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებოდით, არ შეგვეძლო. ამიტომ ვისაუბროთ მხოლოდ ომის შედეგებზე და შემდგომ გზებე.
სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ უდაოდ სერიოზულად დავზარალდით. პირველ რიგში ესაა პირადი შემადგენლობის მსხვერპლი. სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობაა. მას შემდეგ, რაც მივიღეთ გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსეთმა ყველა საერთაშორისო ნორმების და ეთიკის დარღვევით გააგრძელა ჩვენი სამხედრო-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განადგურება და შეეცადა ქვეყნის შუაზე გახლეჩით (გორი-ხაშურის საგზაო მონაკვეთის გადაკეტვა, რკინიგზის ხიდის აფეთქება) და საზღვაო ბლოკადით გამოეწვია ეკონომიკური კრიზისი და მძიმე სოციალურ ფონზე მიეღწია საქართველოში პოლიტიკური რეჟიმის შეცვლისათვის.
რუსეთმა სამხედრო ოპერაციაში, ძირითადად ა ... კითხვის გაგრძელება »

საჰაერო თავდაცვის განვითარების კონცეფცია
საქართველოს საჰაერო თავდაცვის განვითარების კონცეფცია რთულ ვითარებაში და მოკლე ვადებში იქნა შემუშავებული, რომელიც განხილული და მოწონებული იქნა ეროვნული უშიშროების საბჭოს 2001 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე. მაშინ პანკისის ხეობის დაბომბვის და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გახშირებული საჰაერო დარღვევების ფონზე გადაწყდა საჰაერო თავდაცვის საკითხის განხილვა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გატანილიყო. ჩვენგან მოითხოვეს თუ რა ზომები უნდა გატარებულიყო, რათა აღგვეკვეთა მსგავსი დარღვევები.
მაშინდელი ხელისუფლების მხრიდან არაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ელემენტარული ზომები მიგვეღო. 30-40 მილიონიანი სამხედრო ბიუჯეტით მხოლოდ მოძველებული რადარების და 30 წლის წინანდელი საკომანდო პუნქტის ფუნქციონირების შენარჩუნებას ვახერხებდით.
ამიტომ თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის მაშინდელ ხელმძღვანელობასთან კონსულტაციების შემდეგ გადავწყვიტეთ გრძელვადიანი კონცეპტუალური და პროგრამული დოკუმენტით წავრდგენილიყავით.
სხდომაზე კონცეფცია წარადგინა გენერალური შტაბის მაშინდელმა უფროსმა გენერალმა ჯონი ფირცხალაიშვილმა. ვესწრებოდით ასევე მე და გენერალი ჯოლბორდ ბეროზაშვილი (რა თქმა უნდა მთავრობა და პარლამენტის სპიკერი). კონცეფციამ და პირველი რიგის ღონისძიებათა პროგრამამ როგორც ყოფილი პრეზიდენტის, ასევე საბჭოს წევრების მოწონება დაიმსახურა.
შემდგომში, უშიშროების საბჭოსთან ერთობლივად, მომზადდა და გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ”საქართველოს საჰაერო თავდაცვის განვითარების პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ” (№564, 07.05.2002). როგორც იმ წლებში იყო მიღებული, მთავრობის მიერ ... კითხვის გაგრძელება »

"გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენის პროექტი პარკეტზე მოსრიალე ზოგიერთი ოფიცრის ინტრიგებს შეეწირა"
"გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენის პროექტი პარკეტზე მოსრიალე ზოგიერთი ოფიცრის ინტრიგებს შეეწირა"

საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ზოგს მიაჩნია, რომ ნატო საქართველოს სამხედრო ძალით უნდა დაეხმაროს, სხვების აზრით კი, რუსეთთან დაპირისპირება საქართველოს პოლიგონად აქცევს, ამიტომ დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გატარება მოგებიანია ჩვენი ქვეყნისათვის. ამ საკითხებზე, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ იქნება საჰაერო ძალების ყოფილი სარდლის (2003-2005წწ) ამირან სალუქვაძის თვალსაზრისი.
- ბატონო ამირან, მართალია რუსეთს ყოველთვის ახასიათებდა თავისი ძალის დემონსტრირება, მაგრამ ის საქართველოში ყოველგვარ მორალურ და სამართლებრივ საზღვრებს გასცდა.
- ბოლო წლების განმავლობაში რუსეთს დიდძალი და თან, ასე ვთქვათ, იოლი ფული გაუჩნდა. რაშიც დიდი წვლილი დასავლეთსაც მიუძღვის. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა? რომ კრემლმა ეს ინტეგრაცია განახორციელა. არავითარი სამხედრო დაპირისპირება, ჩემი აზრით, რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკური სანქციები იმოქმედებს. რუსეთში პუტინიზმია გამეფებული _ ლენინიზმისა და სტალინიზმის გაგრძელება. მიუხედავად რუსული აგრესიული პოლიტიკისა, მაინც ყველასთვის მოულოდნელი იყო რუსეთის ავიაციის მოქმედება. არავის ეგონა, რომ ეს აგრესორი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იმოქმედებდა.
- რუსეთმა თითქმის ყველა მხრიდან _ ხმელეთიდან, ჰაერიდან, ზღვიდან განახორციელა საქართველოზე შეტევა, რამ განაპირობა ასეთი მობილიზაცია, შეეშინდათ თუ მართლაც მხოლოდ ძალის დემონსტრირება უნდოდათ?
- ერთიც და მეორეც. პირველი ის, რომ მათ კარგად იცოდნ ... კითხვის გაგრძელება »

სამოქალაქო კონტროლის გაძლიერება თავდაცვის სამინისტროში - ქვეყნის და შეიარაღებული ძალების სტაბილურობის გარანტი
ახალგაზრდა ქართული არმიის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს კადრების დინება შეიარაღებული ძალების რიგებიდან. ქვეყანაში პოლიტიკურ ან სამთავრობო ცვლილებებს, როგორც წესი, მოყვება არმიის ხელმძღვანელი პირების შეცვლა, ეს კი თავის მხრივ იწვევს ხოლმე ცვლილებებს ქვედა რგოლებში. შეიარაღებული ძალებისთვის ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია.
ამ პროცესების მიზეზი გასაგებია: არმიის სტაბილურობის და შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის უზრუნველყოფა ახალი პოლიტიკური გუნდის მხრიდან. მიზანი კარგია, მაგრამ საკანონმდებლო ბაზა და სტრუქტურა, რომელიც რეფორმირების პროცესშია, საჭიროებს დახვეწას. 2004 წელს შეიარაღებულ ძალებს დიდი ზიანი მიადგა ასობით ოფიცრის არმიიდან დათხოვნით. მომავალმა ნათლად დაგვანახა თუ ვის რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდა და რამდენი უდანაშაულო, სამშობლოს ერთგული ოფიცრის კარიერის და ოცნებების ნგრევა მოყვა ამ მიზნების განხორციელების მცდელობას. ეს ოფიცრები კი მათი კარიერის საუკეთესო პერიოდში იმყოფებოდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ოფიცერთა კორპუსი გრძნობს სტაბილურობას ამ მხრივ. ამ პროცესს განმტკიცება ესაჭიროება.

საჭიროა მომზადდეს საკანონმდებლო პაკეტი და განხორციელდეს ისეთი სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც:
-აღკვეთავს მომავალში გაუმართლებელ საკადრო წმენდას;
-უზრუნველყოფს შეიარაღებულ ძალებში სამოქალაქო კონტროლს.

საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიმართულებები უნდა იყოს:
-ფუნქციების გამიჯვნა;
-ოფიცრების მიერ სამხედრო სამსახურის და საკარიერო საფეხურების გავლის წესების დადგენა;
-თანამდებობებზე დანიშვნის და გათავისუფლების წესების დაზუსტება ... კითხვის გაგრძელება »

სასჯელი ნატო-სკენ ლტოლვისათვის
გავა წლები და კიდევ ბევრი დაიწერება უკვე სახელმინიჭებული ”ხუთდღიანი ომი”-ს გამომწვევი მიზეზების, მსვლელობის და შედეგების შესახებ.
ჩვენ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის უკვე რამოდენიმე ომი გადავიტანეთ. საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა მისი წინამორბედების მიერ სპეციალურად შექმნილი ”შენელებული მოქმედების ნაღმები” - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბახი, დნეპრისპირეთი და სხვა, საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად გამოიყენა. აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტებიც 80-იან წლებში დაიწყო, 90-იანების დასაწყისში კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამძაფრდა.
რუსეთის მაშინდელი ხელისუფლება საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად გაბოროტებული გენერალიტეტის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ირგვლივ კორუმპირებული კლანები რუსეთის ძარცვით იყვნენ დაკავბულნი და აფხაზეთის ომი რუსეთის დამშეული მოსახლეობის ყურადღების გადასატანად უფრო იყო გამიზნული, ვიდრე გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად. ეს მადა მათ უფრო შემდგომ წლებში მოუვიდათ, როცა ეკონომიკური კრიზისების შემდეგ სული მოითქვეს.
ჩვენ ხომ კარგად ვიცოდით, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პირველ ომებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ ვიბრძოდით. შეიძლება ვინმეს დაავიწყდა, ან ვინმემ ახალგაზრდობის გამო არ იცის დეტალები, მაგრამ ძალიან ბევრს ახსოვს მაშინდელი ბრძოლების სიმძაფრე და დაუნდობლობა. სხვაობა ის იყო, რომ საბრძოლო მოქმედებები კონფლიქტის საზღვრებს არ გაცდენია. მაშინ რუსეთს, მიუხედავად დიდი სიბოროტისა და მუხანათობისა, რაც ჩვენს მიმართ ჩაიდინეს, არ ეყოთ თავხედობა გაეფა ... კითხვის გაგრძელება »

პერსპექტივა ყველა _ ერთის წინააღმდეგ... `რუსეთს ჩვენსავით, რამდენიმე ფრონტზე მოუწევს ბრძოლა~ `ეს კედელი იმაზე ბევრად ადრე დაინგრევა, ვიდრ
ლალი პაპასკირი

რუსეთის მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებას ქართული მხრიდან შესაძლოა, აგრესორთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაც მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ლამის მთელი მსოფლიო დაუპირისპირდა, ის პოზიციას არ ცვლის და ჩვეული სიჯიუტით მიჰყვება წლების წინ აღებულ კურსს, ოღონდ _ უკვე სრულიად დაუფარავად. ვითარებას ართულებს ისიც, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ნატოსა და რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების რიცხვი თანდათან იზრდება. ჩვენ შევეცადეთ, კვალიფიცირ სპეციალისტებთან გაგვერკვია _ სადამდე შეიძლება მივიდეს რუსეთის აღვირახსნილი ქმედებები და რა შედეგი შეიძლება მოუტანოს მას მსოფლიოსთან დაპირისპირებამ.

_ როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში ვითარება ყოველდღიურად იცვლება. იზრდება ნატოს სამხედრო გემების რიცხვი შავი ზღვის აკვატორიაში, ამავდროულად, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით უკვე წამოვიდა სარაკეტო კრეისერი. როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?

ამირან სალუქვაძე, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი:

_ ჩემი აზრით, ვითარება ხრუშჩოვის დროინდელ, კარიბის კრიზისს უახლოვდება. შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთისა და ნატოს ფლოტების თავმოყრა და მათი რაოდენობის გაზრდა პირველად მოხდა. რიტორიკაც საკმაოდ დაძაბულია და რუსეთი აშკარად გამომწვევად იქცევა. იქ არსებული პოლიტიკური ძალებიც მმართველ პოლიტიკურ ელიტასა და თავიანთ ლიდერს _ პუტინს უბამენ მხარს. რუსეთი ალბათ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას და დასავლეთს, კერძოდ აშშ-სა და ნატოს არჩევანის საშუალებას არ დაუტოვებს. თუმცა ამ ეტაპზე ძალისმიერ დაპირისპირებას გამოვრიცხავ, მაგრამ რუსეთის იზოლაცი ... კითხვის გაგრძელება »

დაუსრულებელი ომის მოსალოდნელი გაგრძელება `მშვიდობის ერთადერთი მექანიზმი დასავლეთს აქვს და ეს ეკონომიკური სანქციებია...~
საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის, გაფრთხილებებისა და მკაცრი თუ ზომიერი დიპლომატიური მიმართვების მიუხედავად, რუსეთი საქართველოში უკანონოდ გახსნილი ე.წ. ბუფერული ზონების მოხსნას არ აპირებს. ოკუპანტების გასვლის ბოლო ვადა 10 ოქტომბერს ეწურებათ, თუმცა რუსი ჯარისკაცების ინფორმაციით, მათ სარდლობისგან წასვლის ბრძანება ჯერაც არ მიუღიათ და საქართველოში აპირებენ გამოზამთრებას. რუსეთ-საქართველოს შორის ომი ჯერაც არ დასრულებულა და თუ არაპროგნოზირებადი და საკუთარი წესებით მოთამაშე რუსეთის ქმედებებს გავითვალისწინებთ, იმის ვარაუდიც ძნელია, თუ როდის და შედეგებით დასრულდება ეს ყველაფერი. რას უნდა ველოდოთ და როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს, ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე გვესაუბრება.

_ სანამ რუსეთის საოკუპაციო ჯარები საქართველოდან არ გავლენ, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა იქნება, უბრალოდ, ეს ოფიციალურად არ არის გამოცხადებული. ასე იქნება, მანამ, სანამ ე.წ. ბუფერული ზონებიდან კი არა, სამაჩაბლოდან და აფხაზეთის ტერიტორიიდანაც არ გავა მათი ჯარები... დასავლეთმა და მსოფლიომ ერთი რამე ვერ გაიგეს, რუსეთისთვის დროის მიცემა არ შეიძლება, რადგან მას რაც უფრო მეტ დროს აძლევენ, პრობლემის მოგვარების პროცესი მით უფრო იჭიმება.

_ თუმცა ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ რაც უფრო მეტ ხანს არ გავლენ, ჩვენთვის უეთესია, რადგან ასეთი ჯიუტობით მსოფლიოს თავის სახენ ანახვებენ...

_ რუსეთმა მსოფლიოს თავისი სახე დიდი ხანია დაანახვა. მეტიც, თუ ადრე ამას ფარულად და დიპლომატიურად აკეთებდა, ახლა ღიად და აგრესიულად მოქმედებს. ამის ნათელი დადასტურებაა ბოლოს ჩატარებული წვრთნები `სტაბილურობა 2008~, რომელს ... კითხვის გაგრძელება »

ინტერვიუ "არსენალს" უპილოტოების შესახებ
ბატონო ამირან, რა ზოგად კომენტარს გააკეთებდით უპილოტო საფრენი აპარატის განადგურებასთან დაკავშირებით?

უდაო ფაქტია, რომ ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა აფხაზური მხარისთვის და აწარმოებდა მშვიდობიან სადამკვირვებლო ფრენებს ტერიტორიული წყლების საჰაერო სივრცეში, ჩამოგდებული იქნა არა იმ საწყალი ალბატროსით, რომლითაც ასე ამაყობს აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალები, არამედ რუსული წარმოშობის ან რუსეთის კუთვნილების მიგ-29 ტიპის თვითფრინავის მიერ. თუ ეს იყო აფხაზების მიგ-29, მაშინ გაგვცენ პასუხები კიტხვებზე: ვისგან შეიძინა არაღიარებულმა რესპუბლიკამ გამანადგურებელი თვითფრინავი და რა საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით? და თუ მათი იყო, რატომ გაფრინდა რუსეთში ამოცანის შესრულების შემდეგ? თუ აფხაზებს არ შეეძლოთ ემბარგოს პირობებში შეეძინათ გამანადგურებელი თვითმფრინავი, მაშინ ვისი მიგ-29 იყო გამოიკვლიოს საერთაშორისო კომისიამ რუსეთის მონაწილეობით.
გარდა ამისა, მე როგორც ვიცი, ჩვენ არსად არ გვაქვს ვალდებულება აღებული, რომ უპილოტო საფრენი აპარატები შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესებისთვის არ გამოვიყენოთ საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადახედვა უნდა ძველ ხელშეკრულებებს.

როგორც ჩვენთვის ცნობილია ეს აპარატები თავდაცვის სამინისტროს მიერ იქნა შეძენილი. რატომ გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს?

მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ჩემს გადაყენებამდე დაიწყო და ებრაულ მხარესთან მოლაპარაკებებს უშუალოდ ლევან ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდგომში გადაეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რადგან ჩაითვალა, რომ ამ უწყების სხვადასხვა სტრუქტურულ ელემენტებს (უშიშროების სამსახ ... კითხვის გაგრძელება »

საჰაერო თავდაცვა ლოკალურ ომებში და შეიარაღებულ კონფლიქტებში
***

ამ სტატიით ჟურნალ ”არსენალში” იწყება ახალი რუბრიკა: ”ლოკალური ომები და შეიარაღებული კონფლიქტები”. ამ თემაზე ბევრი ნაშრომი დაწერილა, უამრავი მასალა არსებობს. არ მგონია ჩვენ რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ მეცნიერული თვალსაზრისით ამ სფეროში. ამავე დროს ქართულ სამხედრო ლიტერატურასა თუ პრესაში ეს თემა, როგორც ამბობენ, ”მოუხნავი ველია”. ამ რუბრიკაში შეუძლიათ თავიანთი სტატიები გამოაქვეყნონ როგორც შეიარაღებულ ძალებში მომსახურე სპეციალისტებს, ასევე თადარიგის ოფიცრებს. მკითხველისთვის საინტერესო იქნება 20-ე საუკუნის მეორე ნახევრის და 21-ე საუკუნის ომებსა და კონფლიქტებში შეიარაღებული ძალების სხვა და სხვა სახეობებისა და გვარეობების (ქვეითი, სატანკო, არტილერია, სპეცქვედანაყოფები, ლოგისტიკა) გამოყენების განხილვა. ბოლო წლებში გატარებული საკადრო პოლიტიკის შედეგად ბევრი მაღალკვალიფიციური სპეციალისტის გამოცდილება რჩება გამოუყენებელი. ვფიქრობ სამხედრო-სამეცნიერო საქმიანობა ერთ-ერთი ის მიმართულებაა, სადაც მათი გამოყენება სასარგებლო იქნებოდა.
სამხედრო-სამეცნიერო საქმიანობა ცალკე, და ვფიქრობ, ახალგაზრდა არმიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრობლემატური თემაა, რომლის გარეშეც ჯარს განვითარება არ უწერია. ეს საკითხი რეფორმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად უნდა იქცეს.
არც დანაპირები დამვიწყნია. ჟურნალ ”არსენალის” მკითხველს დავპირდი დამეწერა შეიარაღებული ძალების საკადრო სისტემის პერსპექტიული დაგეგმარების შესახებ. ამ სტატიას ახლო პერიოდში შემოგთავაზებთ. ან იქნებ ამ დარგის სპეციალისტებმა გადაწყვიტონ ამ თემაზე დაწერა. საკადრო პრობლემების მოგვარების გარეშე ჯარს ასევე არ უწერი ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 38 39 40 41 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja