ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მეგობრობის დადგინებულობა ერეკლე II-სა და სოლომონ I-ს შორის (1773)
ხელშეკრულების ამ მონაკვეთებში კარგად ჩანს ქართველი მეფეების დამოკიდებულება რუსეთთან / In these parts is well seen the relationship of Georgian Kings with Russia

ვითარცა გვაქვს უმეტესი მორჩილება და უგულმოდგინესი სრულიად ყმობისა მოცემულობა სრულიად უგანათლებულესის დიდის ჴელმწიფისა ჩვენის იმპერატრიცა ეკატერინა ალექსის ასულის და თვითმპყრობელის სრულიად რუსეთისას, ჩვენ, საქართველოსა და კახეთის მეფე ირაკლი და სრულიად იმერეთის მეფე სოლომონ, სრულიად უგანათლებულესის მათის იმპერატორობის დიდებულების დედობრივის ბრძანებით ამ ვალდებულობისა ჩვენის ჴელწერილობით ურთიერთა შორის მეგობრობისა პირდაუფერებლობით დადგინებულობას ვაწესებთ. საერთოსა შურის-მეძიებელის ქრისტიანეთა მთერთა ზედა მოქმედებად და ვალდებულებისამებრ ურთიერთა შორის გულს-მოდგინებით შესაწევნელად, როგორც ამ ქვემორე პუნკტებში ვრცელად აცხადებს:

1. ყოველნი, რომელნი ამას წინათ ურთიერთა შორის გულნაკლულევანება ერთმანეთში გვქონდა, საუკუნოდ დაუტევებთ.

2. პირ-და-პირ შურის მეძიებელის სრულიად რუსეთის იმპერიის და სრულიად ქრისტიანეთა მტერთა ზედა, რომლ არს ურუმისა და ყოველთა, რომელნიც იმათნი შემწენი არიან, რაც უნდა ხალხი იყოს, რომელსაც ჩვენ მოვსწუდებოდეთ და შეიძლებოდეს ყოვლისფრით ჩვენის შეძლებით და ძალით სწორესა ჩვენის სიმართლით, იმათზედ მტერობით ვიმოქმედოთ. ........

ყოვლად უმდაბლესად ვითხოვთ ჩვენ, თქვენის მაღლის ღრაფობის ბრწყინვალებავ, რომ ეს პუნკტები მის დროს მათს იმპერატორობის დიდებულებას და ჩვენს დიდებულს მფარველს სრულიად უმაღლესის გასასინჯავად უმდაბლესის მირთმევით ღირს ვეყოთ, რომელი ჩვენ ეს ჟამსა აქ ჩვენთან ვექილი მათის იმპერატორო ... კითხვის გაგრძელება »

ებრაული იარაღის გარეშე

ორიოდე კვირის წინ ისრაელის პრესაში დაიბეჭდა ისრაელის საგარეო საქმეთა მაღალჩინოსნის ერთი პატარა განცხადება, რომელიც მაშინვე აიტაცა რუსეთის მასმედიამ. მაღალჩინოსანი ამბობდა, - საქართველოს ხელისუფლებას ებრაული წარმოების შეიარაღების შესყიდვების განახლების იმედი არ უნდა ჰქონდესო.

ეს ციტატა რუსეთის მასმედიის გამონაგონადაც შეიძლება ჩაგვეთვალა, რომ არა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაკის ოფიციალური სტუმრობა მოსკოვში, სადაც თავის რუს კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ისრაელისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ.

ვისაც არ ახსოვს, შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უმთავრესად სწორედ საბჭოთა კავშირის ლიდერის, სტალინის მონდომებით შექმნილი ისრაელის სახელმწიფო მალევე გადაიქცა საბჭოთა კავშირის #2 მტრად (აშშ-ის შემდეგ). მას შემდეგ, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ყველა ომში ისრაელს საბჭოთა და რუსული იარაღით აღჭურვილი არაბული ქვეყნები უპირისპირდებოდნენ.

მოსკოვის შემდეგ სოჭში ჩასული ისრაელის თავდაცვის მინისტრი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მიიღო, რომელმაც დააკონკრეტა, რომ ორი ქვეყანა ერთობლივად ააწყობს უპილოტო საფრენ აპარატებს და ისრაელის ტერიტორიაზე შეიძლება რუსული შორს მზომი ლაზერული ცენტრიც გაიხსნას...

როგორც ხედავთ, კომენტარი ზედმეტია, რადგან ასეთი დაახლოების შემდეგ ფიქრიც არ ღირს იმაზე, რომ ისრაელი დამატებით მოგვაწოდებს ჩვენთვის ასე საჭირო "პითონის" საზენიტო რაკეტებს, რათა ებრაული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით - "სპაიდერებით" ისევ ჩამოვყ ... კითხვის გაგრძელება »

შემოიტანეს C-300-ები ოკუპირებულ ცხინვალთან?

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში C-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთ თვეში რომ შეიტანა, ეტყობა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ორი წელი ბაიბურში არ იყვნენ, რადგან ოფიციალურმა თბილისმა მაშინღა დაიწყო პროტესტის გამოხატვა, როდესაც ეს ფაქტი თავად რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარსარდალმა დაადასტურა.

ამჯერად საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, გაუსწროს მოვლენებს და რუსეთს ბრალს სდებს, ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ანალოგიური C-300-ის სისტემა შეიყვანაო.
აფხაზეთის შემთხვევისგან განსხვავებით, მოსკოვი ამჯერად კატეგორიულად უარყოფს, რომ C-300 ცხინვალთან გადაისროლა.
ვის უნდა დაუჯერო?

ერთი შეხედვით დაჯერება კრემლისა, რომელიც ბოლო ორი ათეული წელია საქართველოს დამოუკიდებლობას ყველა ხერხით, მათ შორის დეზინფორმაციებით, ებრძვის, ნამდვილად არ ღირს. თუმცა, მეორე მხრივ, მოსკოვს რატომ უნდა გაუჭირდეს, აღიაროს ცხინვალთან რუსული C-300-ების გამოჩენა, თუკი ეს აფხაზეთის შემთხვევაში უკვე დაადასტურა?! მით უმეტეს, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებს, ამის გამო დასავლეთი აღშფოთდება თუ შეშფოთდება.

თავად ფაქტს, შეყვანილია თუ არა C-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემა ცხინვალთან, ან მით უმეტეს, ახალგორის რაიონში, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, განსაკუთრებით სამხედრო და სამოქალაქო ავიაციის ფრენების მარშრუტების განსაზღვრისას.
ალბათ, ოფიციალურმა თბილისმა წინასწარ დაიზღვია თავი, როდესაც მოსკოვს ოკუპირ ... კითხვის გაგრძელება »

რუსი ჯაშუშები თეთრ სახლთან
იმ დროს, როდესაც პრეზიდენტები - ობამა და მედვედევი ვაშინგტონის ერთ-ერთ კაფეში ჰამბურგერებს მიირთმევდნენ და ერთმანეთს მეგობრობას ეფიცებოდნენ, თურმე რუსული არალეგალური სადაზვერვო ქსელი აქტიურად მუშაობდა აშშ-ის დედაქალაქში საიდუმლო ინფორმაციების მოსაპოვებლად.

რუსეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ მოასწრო, რომ 27 ივნისს FBI-მ აშშ-ში ათი კაცი დააკავა, რომელთაც ადგილობრივმა იუსტიციის სამინისტრომ ბრალი დასდო რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის - CDH-ის სასარგებლოდ მუშაობაში. მეთერთმეტე ეჭვმიტანილმა გაქცევა მოახერხა, თუმცა ორი დღის შემდეგ, 29 ივნისს კვიპროსზე, აეროპორტში დაიჭირეს. თუმცა 26.000 დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ ის კვიპროსის სასამართლომ დროებით გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკვალოდ გაქრა...

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის ოფიციოზმა, კერძოდ კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა მაშინვე საპასუხო ბრალდებები წაუყენა აშშ-ს და იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრის პარალელურად ამ ბრალდებებით ადამიანების დაკავება არასწორი იყო.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი პუტინი უფრო შორს წავიდა და აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონთან შეხვედრისას საკმაოდ უკმეხად მიახალა - "შენ მოსკოვში ძალზე საჭირო დროს ჩამოხვედი, თქვენთან პოლიციამ გაინავარდა - ხალხს ციხეში სვამს..."

როგორც ირკვევა, აშშ-ის სპეცსამსახურები მათ რამდენიმე წელი უთვალთვალებდნენ და საკმაო მაკომპრომეტირებელი მასალა დააგროვეს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობდნენ ისინი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურზე.

იმის მიზეზი, რომ ჯაშუშთა დაკავება აშშ-ში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დასრულება ... კითხვის გაგრძელება »

არ ჩავათრევინოთ საქართველო ირანთან შესაძლო ომში...

ირანთან ომის დასაწყებად საქართველოს, როგორც პლაცდარმის, გამოყენება უდიდესი სტრატეგიული შეცდომა იქნება

ამ დღეებში სომხურმა საინფორმაციო სააგენტო "პანორამამ", ირანულ ინტერნეტგამოცემა "ასრ ირან"-ზე დაყრდნობით, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა - თითქოს ისრაელის ხელისუფლებამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა, ირანზე თავდასხმის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაც იქნება გამოყენებული და ამ მიზნით ებრაელ სამხედროთა გარკვეული კონტინგენტი უკვე საქართველოში იმყოფება...

ეს მართლაც სერიოზული მტკიცება იქნებოდა, სიმართლეს რომ შეეფერებოდეს! სინამდვილეში საქართველოში არ არის ისრაელის შეიარაღებული ძალების "ცახალის" არანაირი დანაყოფი (თუმცა ისრაელის "მოსადის" აგენტების ქართულ მიწაზე ყოფნა-არყოფნაზე თავს ნამდვილად არ დავდებთ).

სომხური სააგენტოს ერთგვარი სუბიექტური დაინტერესება იმაშიც გამოიხატება, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, თითქოს ისრაელს აზერბაიჯანში უკვე ჰყავს კონცენტრირებული თავისი სამხედრო-საჰაერო ძალების მნიშვნელოვანი კონტინგენტი და აზერბაიჯანული აეროდრომებიდან აპირებს საჰაერო დარტყმების განხორციელებას ირანის ატომურ ობიექტებზე...

საქართველოში აგვისტოს ომამდე მართლაც იმყოფებოდა ერთი გადამდგარი ებრაელი გენერალი თავის პატარა ჯგუფთან ერთად, რომლებიც ქართული არმიის მცირე ნაწილს ავარჯიშებდნენ. მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ისრაელმა მყისიერად შეაჩერა სამხედრო თანამშრომლობა ოფიციალურ თბილისთან, რათა კრემლი არ გაეღიზიანებინა. მარტო ეს გარემოებაც კმარა იმის დასამტკიცებლად, ... კითხვის გაგრძელება »

შუა აზიაში ომი იწყება?
ყირგიზეთი რუსეთს ჯარის შეყვანას ეხვეწება...

... კითხვის გაგრძელება »

მოქმედებს თუ არა საქართველოში ფარულად ამერიკული სპეცრაზმი?

პრეზიდენტი ობამა 75 ქვეყანაში საიდუმლოდ გზავნის ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმებს საერთაშორისო ტერორისტებთან საბრძოლველად

... კითხვის გაგრძელება »

"ირანგეიტი" - რეალური საფრთხე თუ უსაფუძვლო სკანდალი

ბოლო ხანს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება. დღის წესრიგში დადგა ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი.

... კითხვის გაგრძელება »

თავგანწირვით გაოგნებული მტერი და წინასწარმეტყველური ლექსები
ქართველებმა ბოლო დროს იმდენი ცოდვა ჩავიდინეთ, ისე დაუზოგავად ვღვარეთ ერთმანეთის სისხლი და ისე უსინდისოდ ვყიდეთ საკუთარი მიწა-წყალი, რომ მეგონა, უფალი დაგვსჯიდა და სამასი არაგველისა თუ ცხრა ძმა ხერხეულიძის მსგავსი გმირების გვერდით ცხოვრების ღირსად აღარ გაგვხდიდა, მაგრამ შევცდი. უფალი მოწყალეა.

ქვეყანას გაუჭირდა თუ არა, გმირებიც მაშინვე გამოჩნდნენ. მართალია, აგვისტოს ომის დროს ხელისუფლებაში მყოფი პირების დიდი ნაწილი საქართველოდან თავქუდმოგლეჯილი გარბოდა, მაგრამ სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებულმა, რიგითმა ჯარისკაცებმა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იბრძოლეს, თანაც ისეთი თავგანწირვით, რომ მტერიც კი თანაგრძნობის ცრემლებით აატირეს.

”ჩვენი მეთაური 12 ქართველი ჯარისკაცის ცხედართან დიდხანს, მდუმარედ იდგა, მერე ამოიოხრა, ხმამაღლა მხოლოდ ეს თქვა - ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო... სიტყვა აღარ დაასრულა, ისე ჩაჯდა მანქანაში”, - ეს რუსი სამხედრო მოსამსახურის, საშა დროზდოვის მონათხრობის ნაწყვეტია, რომელიც მან გაზეთ ”კვირის პალიტრის” ჟურნალისტს გაუზიარა. საშამ ამბის თხრობა ასე დაიწყო: ”რაციით გადმოგვცეს, რომ ცხინვალის გასასვლელში ჩვენს ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს. დახმარება იყო საჭირო. სასწრაფოდ ჩავსხედით მანქანებში. გასასვლელთან რომ მივედით, ჩვენების საქმე ძალიან ცუდად იყო. ქართველები თავის აწევის საშუალებას არ აძლევდნენ. მიცვალებულიც ბევრი ჰყავდათ და დაჭრილიც. ესენი ვინ არიან, ეშმაკები თუ ადამიანები? - ყვიროდა მეთაური, - უკვე საათია, ასეთ დღეში ვართო. 15 წუთში კიდევ ერთი ჯგუფი წამოგვეშველა თავისი ტექნიკით. ნახევარსაათიანი ბრძოლის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა. ამის გახსენებაც არ მინდა... როგორც გავ ... კითხვის გაგრძელება »

Russian Joint Staff prepares for another attack on Georgia
« 1 2 3 4 5 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja