|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
საქართველოში სენატორი მაკკეინი ჩამოდის |
|
|
უახლოეს მომავალში საქართველოში ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ჩამოვა.ამის შესახებ ცნობილი გახდა ვაშინგტონში აშშ-ში საქართველოს სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ვიზიტისას,როცა ის საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი დაჯილდოების ცერემონიალის ფარგლებში,სასტუმრო,,რედისონში'სენატორს პირადად შეხვდა.როგორც საქართველოს ელჩმა აშშ-ში ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,ეს არის გამოვლინება იმისა,რომ ამერიკელი სენატორი აგრძელებს და გამოთქვამს სურვილს მხარი დაუჭიროს საქართველოს და მის ახალ დემოკრატიას.
|
|
|
|
|
|
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრ ვერშბოუს განცხადება განმარტა |
|
|
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ალექსანდრ ვერშბოუს განცხადება განმარტა. დეპარტამენტმა უარყო აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის განცხადება უკრაინის ტერიტორიაზე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების შესახებ. დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელის, იან კელის თქმით, ვერშბოუ მხოლოდ საუბრობდა შესაძლებლობაზე, რომ "უკრაინას უნდა ჰქონდეს თავისი თავდაცვის სარადარო სისტემა". რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ალექსანდრ ვერშბოუმ, ჟურნალისტებთან საუბრისას არ გამორიცხა აშშ-ის ჰაერსაწინააღმდეო სისტემების უკრაინაში განთავსების შესაძლებლობა. "შეერთებულ შტატებს არ აქვს უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის ობიექტების განთავსების გეგმა. აშშ-ს უკრაინის ხელისუფლებისთვის ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ გაუმართავს", - განაცხადა კელიმ. "ინტერპრესნიუსი"
|
|
|
|
|
|
ანგარიში ხალხს |
|
|
საქართველოს მთავრობამ მოსახლეობას გაწეული მუშაობის და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიში ჩააბარა. საჩვენებელი ღონისძიება რუსთაველის გამზირზე დღეს მოეწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საზოგადოებას შეიარაღებულ ძალებში არსებული შეიარაღება, ტექნიკა და სამედიცინო აღჭურვილობა წარუდგინა. დამთვალიერებელს ქართველი სამხედროები საბრძოლო იარაღის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად აცნობდნენ. დედაქალაქის მთავარ გამზირზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო დაწესებულებებმა აღჭურვილობა და ბოლო დროს გამოცემული სამხედრო ლიტერატურა წარმოადგინეს. პარლამენტის წინ განლაგებული იყო ასევე, საველე ჰოსპიტალი, პირადი შემადგენლობის განთავსების კარავი და სამზარეულო, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ქონდათ ადგილზე, საველე პირობებში მომზადებული სამხედროების ულუფა დაეგემოვნებინათ. თავდაცვის უწყებამ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და პრიორიტეტები სამხედრო ჟურნალებით, გაზეთებითა და სარეკლამო რგოლების სახით წარადგინა. მოსახლეობას დაურიგდა "ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის” მიერ გამოცემული ჩრდილოატლანტკური ალიანსის შესახებ ლიტერატურა, სამახსოვრო სუვენირები და ბუკლეტები. უწყებაში გაწეულ სამუშაოზე და პრიორიტეტებზე ქართველ სამხედროებთან ერთად მოსახლეობას ანგარიში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ ჩააბარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ნოვატორი სტუდენტები ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში” |
|
|
დღეს ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისს” საერთაშორისო კონკურსის “ალიანტე 2009”-ს გამარჯვებულები და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის ნოვატორები ეწვივნენ. ღონისძიება მიზნად სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცთა ცხოვრების წესის გაცნობას ისახავდა. ინიციატივა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრს ეკუთვნის. სტუდენტებმა ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორია დაათვალიერეს და მიმდინარე სწავლების პროცესს გაეცნენ. მოგვიანებით ახალგაზრდები ერთმანეთს ავტომატური იარაღით სროლაში შეეჯიბრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სროლაში გამარჯვებული 2 ახალგაზრდა პრაქტიკას თავდაცვის უწყებაში გაივლის
|
|
|
|
|
|
სამედიცინო ლაბორატორია გაიხსნა |
|
|
დღეს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების კვლევის სამედიცინო ლაბორატორია გაიხსნა. ლაბორატორია ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველოს სამედიცინო ჯგუფი” ინიციატივით შეიქმნა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში, შემოწმებას გაივლიან აღნიშნულ ლაბორატორიაში, როგორც სამშვიდობო მისიებში გამგზავრებამდე, ასევე სამშობლოში დაბრუნების შემდგომ. აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ პოლ რაილის განაცხადებით, “ამგვარი პრაქტიკა ნატოს წევრ ქვეყნებში დიდი ხანია რაც დაინერგა და კარგია, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიც მოხდა აღნიშნული ლაბორატორიის გახსნა, რომელიც იზრუნებს სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობაზე”. სამედიცინო ლაბორატორიის გახსნის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
|
|
|
|
|
|
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თავდაცვის ეროვნული აკადემია აცხადებს მიღებას უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე |
|
|
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის თავდაცვის ეროვნული აკადემია აცხადებს მიღებას უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე გამოცდებზე დაიშვებიან: სახმელეთო ჯარების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების შემდეგ სპეციალობებზე: _ მსუბუქი ქვეითი, საარტილერიო, ჯავშანსატანკო, სამხედრო-საინჟინრო, ლოგისტიკის, კავშირგაბმულობის სპეციალობები (საშუალო, საშუალო-სპეციალური და უმაღლესი განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები; უმაღლესი განათლების მქონე სამოქალაქო პირები); _ სამხედრო-სამედიცინო (უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები); სამხედრო-საჰაერო ძალების უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების შემდეგ სპეციალობებზე: _ ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სპეციალობები (უმაღლესი ტექნიკური განათლების მქონე სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები). 2009 სასწავლო წელს, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსებზე ჩასაბარებლად საბუთების შეტანა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიის აბიტურიენტებს: I კატეგორია _ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი უმაღესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გაუვლიათ სამხედრო სავალდებულო სამსახური და არ შესრულებიათ 27 წელი; II კატეგორია _ სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი, უმაღლესი განათლების მქონე, რეზერვში მყოფი საქართველოს მოქალაქეები (რიგითები, მატროსები, ეფრეიტორები, კაპრალ-სერჟანტები და მიჩმანები) 30 წლის ჩათვლით; III კატეგორია – უმაღლესი განათლების მქონე, საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურში მყოფი სამხედრო მოსამსახურეები (კა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
| « 1 2 ... 16 17 18 19 20 » |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |