ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
მორიგე ჯარი
მორიგე ჯარი, მორიგე ლაშქარი, სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების სახეობა XVIII საუკუნის II ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში. წარმოადგენდა რეგულარული არმიის სისტემაზე გარდამავალ საფეხურს. ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის 50-იან წლებში. საბოლოოდ გაფორმდა 1774 წელს მორიგის ლაშქრობის განაჩენით და მორიგე ჯარში გაუსვლელობისათვის 1776 წელს დამატებით გამოცემული განწესებით.

მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს წელიწადში ერთი თვე თავისი ხარჯითა და იარაღით. მოლაშქრე გლეხი სასურსათო გადასახადისაგან თავისუფლდებოდა. ხელმოკლე გლეხი ბატონს სურსათითა და იარაღით უნდა უზრუნველყო. თავდაპირველად მორიგე ჯარში 5 ათასი მეომარი იყო. მორიგე ჯარი იყოფოდა ცალკე ერთეულებად, რომელთა მეთაურს მეფე ნიშნავდა. საერთო ხელმძღვანელი იყო ლევან ბატონიშვილი (ერეკლე II-ის ძე). მორიგე ჯარი მეფის ხელისუფლების განმტკიცებისა და გარეშე მტრებისაგან ქვეყნის თავდასაცავად იყო შექმნილი და სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის საქმეს ემსახურებოდა. მორიგე ჯარის შექმნის შედეგად ლეკთა შემოსევები შემცირდა, მოსახლეობა სამალავიდან გამოვიდა და მშვიდობიან შრომას შეუდგა, სოფლები მოშენდა, მაგრამ მორიგე ჯარის არსებობა ხელსაყრელი არ იყო თავადებისათვის., ვინაიდან გლეხი ჯამაგირზე მყოფი სამხედრო მოხელის საშუალებით უშუალოდ მეფეს დაექვემდებარა და იგი ბატონისაგან ხსნას მეფის ხელისუფლების გაძლიერებაში ეძებდა. მორიგე ჯარი ბრძანებით არ გაუქმებიათ, მაგრამ თავადებმა მოახერხეს მისი შესუსტება და ბოლოს სრული დაშლა. მორიგე ჯარმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართველი ხალხის ეროვნული თვითმყოფობის შენარჩ ... კითხვის გაგრძელება »

SU-100


განვითარება
1944 წელს გამოვიდა ახალი ანტი ტანკი რომელსაც უნდა ჩაენაცვლებინა მოძველებული სუ-85,შასად გამოიყენეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T-34-85,მისი შემოშავება დაიწყო UZTM-ში (Уральский Завод Тяжелого Машиностроения - Ural Heavy Machinery Factory) ეკატერინებურგში,სუ 100 კი გახდა საუკეთესო ანტიტანკი მეორემსოფლიო ომში,მას შეეძლო გაენადგურებინა 2,000 მეტრიდან 125მმ ჯავშნის განადგურება,ნაცისტური პანტერას განადგურებ კი 1,500 მეტრიდან ეს კი მომაკვდინებელი იყო გერმანული პანზერ დივიზიებისთვის,საბჭოთა სამხედროებმა მას მეტსახელიც დაარქვეს:პიზდეც ვსემუ

1944 წლის თებერვალში გამოვიდა პირველი პროტოტიპი სახელად ობიექტი 138,ინტენსიური ტესტირებების შემდეგ დაიწყეს 100მმ დ10ს-ის მასობრივი წარმოება წარმოება კი მიმდინარეობდა ბერუეს საარტილერიო ქარხანაში ნო.9-ში ფ.ფ.პეტროვის ხელმძღვანელობით.მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ქვემეხი დაუყენეს Т-54-ს,სუ-85ისგან განსხვავებით სუ100ს მოდერნიზებული ჰქონდა კორპუსი,ჯავშნის სისქე გაზრდილი იყო 45მმ დან 85მმდე,მეთაურის ადგილის გვერდებზე კი იყო პატარა კარებები ასევე ჰქონდა დამატებული 2 სავინტილიაცო სისტემა ხოლო სუ-85ს კი ჰქონდა მხოლოდ ერთი. ... კითხვის გაგრძელება »

F/A-18 HORNET (ონავარი)

F18

1.ქვეყნები რომლის შეიარაღებაშიც F18 შედის : აშშ,კანადა,თურქეთი,ისრაელი,იტალია,გერმანია,საფრანგეთი,ესპანეთი,ბრაზილია,ინგლისი,შვედეთი,შვეიცარია

2.სიჩქარე : 2300 კმ/სთ

3.ფრენის მაქსიმუმი : საწვავის აუზი სავსე , დაფრინავს 8.000 კმ_ს

4.სახეობა : გამანადგურებელი

5.რადარი რომელიც მას აფიქსირებს : IOHHAN,Fx31,Ch9,ROM11,OS788

4 თაობის ერთერთი შესანიშნავი გამანადგურებელი რომელიც ამერიკულია , მას შესანიშნავი მანევრული სისტემა გააჩნია , რომელსაც დიდი უპირატესობა გააჩნია ისეთ გამანადგურებლებთან როგორებიცაა - F16 , F15 Active , F15 Eagle , Su27 , Raffale C , Su30 , Su33 , Mig29 და ა.შ , რათქმაუნდა დიდი სარადარო სისტემა , რომელიც ძალიან ძლიერია საჰაერო ორთაბრძოლებში .

გაიუს იულიუს კეისარი

გაიუს იულიუს კეისარი (ლათ. IMP•C•IVLIVS•CAESAR•DIVVS) (დ. 12 ივლისი/13 ივლისი, ძვ. წ. 100 ― გ. 15 მარტი, ძვ. წ. 44 მოკლეს), რომაელი სახელმწიფო მოღვაწე, რეფორმატორი, დიპლომატი, მხედართმთავარი, მეცნიერი, მწერალი, ორატორი და კულტურტრეგერი.

გაიუს იულიუს კეისარი დაიბადა ძვ. წ. 100, 12 ივლისს, წარჩინებული პატრიციანული გვარის, გაიუს იულიუს კეისრის ოჯახში. კეისრის ახალგაზრდობა სულას დიქტატურას დაემთხვა. ეს იყო უაღრესად სისხლიანი დრო რომის ისტორიაში. გაიუს მარიუსი, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი მხედართმთავარი, სულას დაუძინებელი მტერი კეისარს ბიძად ეკუთვნოდა (მამიდის — იულიას მეუღლე). ეს, კი სასიკვდილო განაჩენი იყო იმ დროს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ კეისარი ძალიან ახალგაზრდა იყო, სულა მასში უკვე ხედავდა ძლიერ პიროვნებას და მისი რეჟიმის მტერს. კეისარი იხსნა ვესტას ქურუმ ქალთა თხოვნამ. კეისარს რომში აღარ დაედგომებოდა. იგი წავიდა საბერძნეთში, სამოგზაუროდ და სასწავლებლად. სულას გარდაცვალების შემდგომ კეისარი ისევ დაბრუნდა რომში, სადაც დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. კეისარს სამომავლოდ დიდი პროექტები ჰქონდა დაგეგმილი, მათ განსახორციელებლად კი საჭირო იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდება.

ძვ. წ. 63 კეისარი აირჩიეს უმაღლეს ქურუმად (Pontifex Maximus).

კეისარი დაუახლოვდა ორ უძლიერეს ადამიანს იმ დროინდელ მსოფლიოში - გნეუს პომპეუსს და ლიცინიუს კრასუსს. ძვ. წ. 60 წ. მოხდა ისტორიული შეთანხმება სამ უძლიერეს ადამიანს შირის. ამ კავშირს - პირველ ტრიუმვირატს მათმა მეგობრებ ... კითხვის გაგრძელება »

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები 2009–2012 წლებში
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები 2009–2012 წლებში
• პერსონალის სოციალური პირობების გაუმჯობესება;
• თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია;
• პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება;
• შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარება;
• ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და ორმხრივი თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.

პრიორიტეტი: პერსონალის სოციალური პირობების გაუმჯობესება
ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:
• სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეებისათვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის არსებული დონის ამაღლების პროცესის გაგრძელება;
• ოფიცრებისათვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობა;
• რუსეთის ფედერაციის აგრესიის დროს დაზარალებული/დაღუპული მოსამსახურეების/მათი ოჯახების მიმართ სოციალური ვალდებულებების შესრულების გაგრძელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
• მოსამსახურეების საყაზარმე პირობების გაუმჯობესება.
მოსალოდნელი შედეგი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რიგებში ახალი კადრების მოზიდვა და გამოცდილი კადრების შენარჩუნება. სამხედრო სამსახურის პრესტიჟის და მოტივაციის ამაღლება. სამხედრო მოსამსახურის ოჯახი იქნება სოციალურად დაცული როგორც სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, ისე მის შემდგომ.

პრიორიტეტი: თავდაცვის სისტემის მართვის გაუმჯობესება და შემდგომი ინსტიტუციონალიზაცია

ძირითადი პროგრამები/ღონისძიებები პრიორიტეტის მიხედვით:
• თავდაცვის დაგეგმვისა და მართვის პროცესების კოორდინირებულად განხორცი ... კითხვის გაგრძელება »

დიდგორის ბრძოლა 1121 მოკლედ

წინაპირობა
XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართველთა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულმა გაბედულმა პოლიტიკამ თანდათან თურქ-სელჩუკებისაგან გამოიხსნა დარბეული, გაპარტახებული ქვეყანა: 1099 წელს დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა სულთანს, შემდეგ შეუდგა ქართული მიწა-წყლის სრული გაერთიანებისათვის ბრძოლას, აიღო ზედაზენი, შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, სამშვილდე, გიში, რუსთავი, ლორე. დამპყრობელთა ხელში თბილისი და დმანისი რჩებოდა.

ჩრდილოეთში, საქართველოს სახით, ახალი სამხედრო და პოლიტიკური ძალის აღზევება, მაშინ როდესაც დასავლეთით ახლად შექმნილ ჯვაროსნულ სახელმწიფოებთან განუწყვეტელი ომი მიმდინარეობდა, მეტად სახიფათო იყო თურქ-სელჩუკებისათვის. საინტერესოა, რომ ამ დროს მცირე აზიაში ძალთა მყიფე თანაფარდობა სუფევდა, რადგან არც მუსლიმანებს, არც ჯვაროსნებს შორის ერთობა, ერთიანი ხელმძღვანელობა არ არსებობდა. მაგრამ, როდესაც სხვადასხვა სელჩუკ და არაბებს სახელმწიფოებს შორის გაერთიანება შედგა, მისი პირველი დარტყმა საქართველოს წინააგმდეგ მიიმართა. როგორც ჩანს სულთან მაჰმუდ II-სა და მის მოკავშირეებს სურდათ სწრაფი იერიშით დაემარცხებინათ, გაენადგურებინათ დავით IV, რათა ჩრდილოეთიდან დაცულებს შეერთებული ძალები ჯვაროსნების წინააღმდეგ მიემართათ.

ბრძოლა

სელჩუკებს ართუკიდ ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა, რომელსაც დიდი ს ... კითხვის გაგრძელება »

საქართველო-სომხეთის ომი
ალბათ ევრმა თქვენთაგანმა არ იცის რომ საქართველოს რესპუბლიკის არსებობის დროს (1918-1921 წლებში) საქართველოს ომი ქონდა სომხეთთან. თავიდან სომხები იგებდნენ მაგრამ შემდეგ ქართველთა დაუმარცხებელმა გენერალმა, გიორგი მაზნიშვილმა ომის ბედი შემოაბრუნა და რომ არა ინგლისის ჩარევა ეხლა სომხეთი ჩვენი იქნებოდა.
ხლა კი უფრო დაწვრილებით შევეხოთ ყველა დეტალს.
ომის მიმდინარეობა
პირველი მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, თურქეთმა თავისი ჯარები მის მიერ ომის წლებში ოკუპირებული ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანა. 1918 წლის 5 დეკემბერს კი საქართველოს ჯარმა ახალქალაქი და ლორე დაიკავა, 9 დეკემბერს კი დაშნაკურმა მთავრობამ თავისი არმია საქართველოს წინააღმდეგ დაძრა. 12 დეკემბერს სომხეთის ჯარები გენერალ დრასტამატ „დრო“ კანაიანის მეთაურობით თავს დაესხნენ ქართულ სასაზღვრო ნაწილს სანაინში. დაიწყო სომეხ-ქართველთა უპრეცედენტო ომი.

სომხეთის მთავრობის გეგმებზე წარმოდგენას იძლევა საქართველოს მთავრობის მიერ მოპოვებული და პრესაში გამოქვეყნებული სომხური დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც სომხეთის არმიას უნდა დაეკავებინა ტერიტორია მდინარე ხრამამდე. მენშევიკურ მთავრობას ბოლო წუთამდე იმედი ჰქონდა მოლაპარაკებისა. ამიტომ, მიუხედავად მცირედი რიცხობრივი უპირატესობისა და უკეთესი მატერიალური უზრუნველყოფისა, საქართველოს ჯარი შეტევას მოუმზადებელი დახვდა. პირველივე შეტაკებაში სომხებმა დაატყვევეს 100-მდე ქართველი ჯარისკაცი, ხელთ იგდეს დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო ტექნიკა. სომეხთა შე ... კითხვის გაგრძელება »

ერვინ რომელი

მეტსახელი უდაბნოს მელა
დაბ. ადგილი ჰაიდენჰაიმი, ვიურტემბერგის სამეფო, გერმანიის იმპერია
გარდაცვ. ადგილი ჰერლინგენი, გერმანია
კუთვნილება გერმანიის იმპერია (1918)
ვაიმარის რესპუბლიკა (1933)
მესამე რაიხი
ჯარის სახეობა სახმელეთო ჯარები
სამხედრო სამსახურის წლები 1911 -1944
წოდება გენერალ-ფელდმარშალი
მეთაურობდა VII სატანკო დივიზია
აფრიკა კორპსი
აფრიკის სატანკო არმია
არმიათა ჯგუფი "ბ"
ბრძოლები/ომები პირველი მსოფლიო ომი
არგონის პირველი ბრძოლა (1915)
კარპატებზე შეტევა (1915)
კაპორეტოს ბრძოლა (1917)

მეორე მსოფლიო ომი
საფრანგეთის კამპანია
არასის ბრძოლა (1940)
ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია
ტობრუკის ალყა (1941)
ოპერაცია ჯვაროსანი (1941)
გაზალას ბრძოლა (1942)
ბირ-ჰაკეიმის ბრძოლა (1942)
ელ-ალამეინის პირველი ბრძოლა (1942)
ალამ-ჰაიფას ბრძოლა (1942)
ელ-ალამეინის მეორე ბრძოლა (1942)
მადენინის ბრძოლა (1943)
კასერინის უღელტეხილის ბრძოლა (1943)
ნორმანდიის ბრძოლა (1944)
ჯილდოები
პურ-ლე-მერიტი
რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი, მუხის ფოთოლით, ხმლებით და ბრილიანტებით
სამხედრო მამაცობის ჯვარი (ავსტრია-უნგრეთი)
კავშირი მანფრედ რომელი

1941 წლის ზამთარში აფრიკის ფრონტზე იტალიელების კატასტროფული მარცხის შემდეგ, მუსოლინიმ ჰიტლერს ლიბიაში ინგლისერების ... კითხვის გაგრძელება »

გერმანელი ექსპერტის სკანდალური განცხადება!

ჰეიდი ტალიავინის კომისიის წევრმა ოტო ლუხტერხანდტმა გაზეთ "სტანდარტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, ახლო მომავალში საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სხვა სახელმწიფოთა მიერ აღიარებას. მეტიც, ის ამტკიცებს, რომ - აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთში მისი ინტეგრაციის პროცესს შეანელებს და დაძაბულობის შემცირებასაც შეუწყობს ხელს.
ოტო ლუხტერხანდტი საერთაშორისო სამართლისა და ევროპის სახელმწიფოთა მართლწესრიგის ექსპერტი და ჰამბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აღმოსავლეთ ევროპის სამართლის კათედრის ხელმძღვანელია. ის არასდროს გამოირჩეოდა პროქართული პოზიციით, მეტიც, მისი შეფასებები ჩვენი ქვეყნის მიმართ ხშირ შემთხვევაში არაობიექტური და მკაცრია ხოლმე.

რა ახალი რეალობა შექმნა ტალიავინის კომისიის დასკვნამ?
"ოპოზიციურ ფლანგზე შეიქმნება ახალი კოალიცია, რომელსაც პირობითად "შეურიგებელთა კოალიცია ერქმევა", ამ იდეას მხარს უჭერს ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა და საზოგადო მოღვაწე. კოალიციაში არ ვაპირებთ ლიდერის გამოკვეთას, ჩვენ ერთობლივად უნდა შევძლოთ აქტიური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს განვაგრძობ და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში კოორდინირებას შევძლებთ," - განაცხადა პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომელთან ინტერვიუ ტალიავინის კომისიის დასკვნის შედეგებზე საუბრით დავიწყეთ.

- სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ტალია ... კითხვის გაგრძელება »

ამერიკული ”პეტრიოტები” პოლონეთში განთავსდება
ამერიკული ”პეტრიოტები” პოლონეთში განთავსდება

პოლონეთი აშშ-სგან საბრძოლო საზენიტო რაკეტა ”პეტრიოტებს” მიიღებს, - იუწყება რადიოსადგური RMF FM.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მეთაურობით ვაშინგტონში მყოფმა პოლონეთის დელეგაციამ, აშშ-ის ხელისუფლებისაგან მიიღო დადასტურება, რომ ასეთი რაკეტები პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსდება.
ვარშავა განსაკუთრებით კმაყოფილია, რომ ადრე განცხადებული სასწავლოს ”პეტრიოტების” ნაცვლად ქვეყანა პირდაპირ საბრძოლო რაკეტებს მიიღებს.

მომზადებულია ”რია ნოვოსტი”-ს მიხედვით.

« 1 2 ... 27 28 29 30 31 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja