ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
SHEIARAGEBA

აქ მე გთავაზობთ ექსკლუზიურად სხვადასხა დროის შეიარაღებას. ყველაზე ძველი ვიეტნაის ომისდროინდელია ხოლო ყველაზე ახალი კი.............. დღევანდელი. მაშ ასე გადაწერეთ all wink

GADMOWERA

დასკვნა! "2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი საქართველოში"

უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის შეფასებითი ნაწილის ყველაზე საინტერესო დეტალების ქართულენოვანი ვერსია ექსკლუზიურად WEB-ARMY-ს მკითხველისთვის

ქართველი საზოგადოება მოუთმენლად ელოდა საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების დამდგენი საერთაშორისო მისიის, ე. წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას, რომელიც აგვისტოს ომის გამომწვევ მიზეზებსა და შემდგომში განვითარებულ მოვლენებს სწავლობდა. დასკვნა რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ინგლისურენოვანი ვარიანტი. ცხადია, ომში გამარჯვებული მხარე არ არსებობს, თუმცა ქართული და რუსული მხარეც ამ დოკუმენტში თავიანთ სიმართლეს პოულობენ. დასკვნის დეტალებზე კამათისას ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთისთვის იმის მტკიცებაც კი მოუხდათ, ვინ უკეთ იცის ინგლისური ენა და ვინ უკეთ ჩასწვდა ამ დასკვნის არსს(!).
WEB-ARMY ითვალისწინებს ქართველი საზოგადოების ცხოველ ინტერესს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტთან დაკავშირებით და მკითხველს ექსკლუზიურად სთავაზობს დასკვნის შეფასებითი ნაწილის კომპეტენტურ თარგმანს.

გამოვტოვეთ ის პუნქტები, რომლებიც შეიცავს მხოლოდ ისტორიულ ექსკურსს გეორგიევსკის ტრაქტატიდან მოყოლებული, რაც ჩვენი საზოგადოებისათვის ისედაც კარგად არის ცნობილი.

1) შეიარაღებული დაპირისპირების შედეგი ყოველთვის ადამიანური ტრაგედიაა. როდესაც ბრძოლა მთავრდება, რჩება სამწუხარო ჩანაწერი მკვლელობების, სხვა დანაკარგების, მძიმე ტანჯვის, ოცნებებისა და იმედების შესახებ, რომლებიც დაიმსხვრა, ხში ... კითხვის გაგრძელება »

სტრატეგიული შეცდომა... 16 წლის შემდეგ განმეორებით

- ცხინვალის ახლომდებარე ქართული სოფლები რომ დაგვიბომბონ, საპასუხო საარტილერიო ცეცხლის გახსნა საქართველოს იმიჯს ავნებს, რადგან რუსული მასმედია მთელ მსოფლიოს მოსდებს - ქართულმა მხარემ მშვიდობიანი ქალაქი დაბომბაო. ეს მოსაზრება დღეს არ გაჩენილა. აგვისტოს ომამდე "კვირის პალიტრაში" ხშირად ვწერდით, რომ საპასუხო საარტილერიო ცეცხლის გახსნა ცხინვალის მიმართულებით არ შეიძლებოდა.
16 წლით ადრე აფხაზი სეპარატისტები უკვე იყენებდნენ სამხედრო ეშმაკობას - მათი ტანკი დგებოდა ეშერის რუსული ლაბორატორიის გვერდით, რამდენჯერმე ესროდა სოხუმს და სასწრაფოდ ტოვებდა საცეცხლე პოზიციას. ქართველი არტილერისტების საპასუხო ცეცხლის შემდეგ ჭურვები რუსული ლაბორატორიის ტერიტორიაზეც ცვიოდა, გუდაუთიდან აფრენილი რუსული მოიერიშეები კი სოხუმს ბომბავდნენ...
ეს აფხაზური სამხედრო ეშმაკობა 16 წლის შემდეგ ოსმა სეპარატისტებმა გაიმეორეს, მაგრამ უფრო დიდი მასშტაბით. ცხინვალის შემოგარენიდან მართლაც იბომბებოდა ქართული სოფლები, მაგრამ სეპარატისტების საცეცხლე წერტილების ჩახშობას წერტილოვანი დარტყმები სჭირდებოდა და არა რეაქტიული სისტემების სარაკეტო ზალპი.
ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც საქართველოს მთავარ ბრალდებას სწორედ 7 აგვისტოს ღამით ცხინვალისკენ გახსნილი საარტილერიო ცეცხლის გამო აკისრებენ.
აქ თავის მართლება ძალიან გვიჭირს თუნდაც იმიტომ, რომ თავად ხელისუფლება მისდამი დაქვემდებარებული ტელევიზიებით "აპიარებდა" ამ საარტილერიო ზალპს...
ასეთი საინფორმაციო დარტყმა საქართვე ... კითხვის გაგრძელება »

როგორ განვავითაროთ ავიაცია?
აქ მე გთავაზობთ ჩემს მიერ შედგენილ იმ თვითმფრინავების სიას რომელიც უნდა იქნეს შეძენილი ჩვენი ქვეყნის მიერ თუ მათ სურთ რომ ყავდეთ ძლიერი სამხედრო-საჰაერო ძალები.

1. SU-27 და SU-27UB (მისი ორ ადგილიანი სასწავლო-საბრძოლო ვარიანტი). ამ ტიპის თვითმფრინავები ჩემი აზრით შეძენილ უნდა იქნას დაახლოებით 5-5 ცალი. ჯერ-ჯერობით ეს საკმარისია.

<--- SU-27UB

<--- SU-27

2. სასწავლო-საბრძოლო L-39 რაოდენობა ჩემი აზრით 5 საკმარისი იქნება. მათ გამოვიყენებთ როგორც სასწავლოდ ისე საბრძოლოდ.

<--- L-39

3. სასწავლო საბრძოლო L-29-ები ჩემი აზრით დამატებით 10 ცალი უნდა შევიძინოთ.

<--- L-29

4. AH-1Z 8 ცალი საკმარისი იქნება. მაგრამ აგრეთვე უნდა იქნეს შეძენილი მისთვის საჭირო აღჭურვილბა, მაგალითად უმართავი და მართვადი რაკეტები

<--- AH-1Z < ... კითხვის გაგრძელება »

TU-160 ქართულად
აი ძმაო რუსული ტუ-160 დოსიე ქართულად !!!!!!!!!!!


ტუ-160 (რუს. Туполев Ту-160, ნატოს კლასიფიკაციით Blackjack) არის ზებგერითი, მძიმე ბომბდამშენი რომელიც შეიქმნა სსრკ-ში. თავისი კონფიგურაციით თვითმფრინავი წააგავს ამერიკულ B-1 Lancer-ს, მაგრამ ბევრად დიდი და სწრაფია ვიდრე B-1B გააჩნია საბრძოლო მოქმედების უფრო დიდი დიაპაზონი. ეს უდიდესი კეცვადფრთიანი თვითმფრინავია, რომელიც ოდესმე შექმნილა.

ექსპლუატაციაში შევიდა 1987 წელს, 184-ე ბომბდამშენი ლეგიონის შემადგენლობაში, რომელიც მდებარეობდა სსრკ-ში პრილუკის ბაზაზე, ტუ-160 იყო უკანასკნელი სტრატეგიული ბომბდამშენი რომელიც საბჭოთა კავშირში აიწყო, მაგრამ კვლავ რჩება წარმოებაში. დღეისათვის სულ მცირე 16 ერთეული ტუ-160 არის რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაზე.

ტუ-160 პილოტები მას „თეთრ გედს“ უწოდებენ მისი მანევრირების და თვითმფრინავის ბოლოზე თეთრი ცეცხლის იზოლატორის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სამგზავრო და სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უფრო დიდია, ტუ-160 გააჩნია ყველაზე დიდი ასაფრენი წონა სამხედრო თვითმფრინავებს შორის, აგრეთვე ყველაზე მაღალი მაქსიმალური სიჩქარე.

12.7

ai dz magari tyviamfrqvevis dosie ra gadaweret all wink xo martla tyviamfqvevs qvia NSM
GADMOWERA

აგვისტოს ომი ბრიტანელი დეპუტატების მოხსენებაში

აგვისტოს ომი ბრიტანელი დეპუტატების მოხსენებაში

პასუხისმგებლობა აგვისტოს ომზე სხვადასხვა მასშტაბით ყველა მხარეს ეკუთვნის, ნათქვამია ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტის მოხსენებაში, რომელიც 10 ივლისს გამოქვეყნდა.

თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის მოხსენება ”რუსეთი: ახალი კონფრონტაცია?” ეხება ნატოს ურთიერთობებს რუსეთთან, აგვისტოს ომს, ენერგოუსაფრთხოებისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს. იგი მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს ხელისუფლებას და ნატოს წევრ სხვა სახელმწიფოებს უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინონ რუსეთის მიმართ.

მოხსენების ერთ-ერთი თავი, რომელიც დამოუკიდებელი მკვლევარების და ასევე საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ჩვენებებს და ინტერვიუებს ეფუძნება (საქართველოში ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაცია ასევე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს), ეხება აგვისტოს ომის მიზეზებს.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მართალია ევროკავშირის საგამოძიებო მისია უფრო დეტალურ დასკვნას დადებს, მაგრამ კომიტეტისთვის შესაძლებელი იყო ზოგადი დასკვნა გაეკეთებინა, რომ პასუხისმგებლობა ყველა მხარეზე ნაწილდება.

”როგორც რუსეთი, ისე საქართველო იზიარებენ პასუხისმგებლობას კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებზე, რასაც მოჰყვა ასობით ადამიანის სიკვდილი და ათასობით ადამიანის მიერ თავიანთი სახლების დატოვება,” – ნათქვამია მოხსენებაში.

”თავისი ქმედებებით რუსეთი საქართველოს პროვოცირებას წლების განმავლობაში ახდენ ... კითხვის გაგრძელება »

საქართველო ისლამისტ ტერორისტთა სამიზნე?!
ცოტა ხნის წინ საქართველო პირველად მოექცა საერთაშორისო ტერორისტების თვალთახედვის არეში. ტერორისტული ქსელ "ალ-ქაიდას" ლიდერმა და მსოფლიოს #1 ტერორისტად აღიარებულმა უსამა ბინ ლადენმა თავის ბოლოდროინდელ მიმართვაში, რომელიც ევროპისთვის იყო გამიზნული, საქართველოს საკმაო ადგილი დაუთმო.

წინასწარ გვინდა დავამშვიდოთ მკითხველი, რომ "ალ-ქაიდას" ლიდერი ჩვენს ქვეყანას ტერაქტებით არ დამუქრებია. მან, უბრალოდ, შეახსენა ევროპულ და საერთაშორისო საზოგადოებრიობას ის, რაზეც ჩვენში გასაგები მიზეზების გამო ხმამაღლა ლაპარაკს ერიდებიან. ბინ ლადენმა საქართველო მოიყვანა როგორც თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს ყველაზე მძიმე მომენტში საკუთარი მეგობარი ან მოკავშირე ქვეყნის მიტოვება და 2008 წლის აგვისტოს ომი გაგვახსენა. "თქვენთან ახლოს მყოფი სახელმწიფოს - საქართველოს სიტუაციაზე შეგიძლიათ კარგი გაკვეთილი მიიღოთ: ამ ქვეყნის ხალხს ბომბავდნენ და ამცირებდნენ. მათ დახმარებისათვის ამერიკას მიმართეს იმისათვის, რომ აღედგინათ სუვერენიტეტი, რაც მათ წაართვეს, თუმცა ამერიკა მათ ცარიელი სიტყვების გარდა, არაფრით დაეხმარა. Mმხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველომ დაჟინებით მოითხოვა დახმარება, იქ, როგორც იქნა, მივიდნენ ამერიკული გემები, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის აღსადგენად, არამედ იმისთვის, რომ მათთვის ჩაეტანათ ის, რაც სულაც არ სჭირდებოდათ - რამდენიმე კარავი, ცოტა საკვები და სარეცხი ფხვნილი - დაფიქრდით ამაზე ღრმად! გონიერი ადამიანი ფუჭად არ გაფლანგავს ფულს და არ გასწირავს თავისი ქვეყნის შვილებს, ვაშინგტონში მოკალათებული კრიმინალური ბანდის გულისათვის," - ნათქვამია ბინ ... კითხვის გაგრძელება »

აშშ ერაყიდან შეიარაღებულ ძალთა გამოყვანას აჩქარებს

ერაყში ამერიკის შეიარაღებულ ძალთა მთავარსარდალმა, გენერალმა რეი ოდიერნომ განაცხადა, რომ ის აშშ-ის შეიარაღებულ ძალთა ქვეყნიდან გაყვანის პროცესს აჩქარებს.
როგორც გენერალმა კონგრესის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები ერაყს იმაზე უფრო სწრაფად დატოვებენ, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
მისი თქმით, 4 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი ერაყს ოქტომბრის ბოლომდე დატოვებს.
ამერიკის სამხედრო მოსამსახურეთა საერთო რაოდენობა ერაყში იმ დროისთვის 120 ათასი კაცი იქნება.
როგორც ვაშინგტონში ”ბი-ბი-სი”-ის კორესპონდენტი აღნიშნავს, ასეთ ვითარებაში აშშ-ის არმიისთვის უფრო ადვილი გახდება დამატებითი რესურსის ავღანეთში გაგზავნა.

მომზადებულია bbc.co.uk-ს მიხედვით.

საქართველოს კონფლიქტის გაკვეთილები

The New York Times

ერთი წლის წინ ევროპის კავშირმა იმ ომის დასრულების პროცესში შეასრულა შუამავლის როლი, რომელმაც 850 ქართველისა (მათ შორის ოსის) და რუსის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 138,000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულად აქცია.

შემდეგ, პირველად თავის ისტორიაში ევროკავშირმა ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რათა გაერკვია, რატომ წარიმართა ყველაფერი ასე ცუდად და როგორ უნდა იქნას აცილებული თავიდან მსგავსი მოვლენების განმეორება.

ჩემთვის პატივი იყო ის, რომ ამ ინიციატივის ხელმძღვანელად ამირჩიეს. ჩვენი ანგარიში უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია და ის ევროპისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილებს შეიცავს.

ისე, როგორც ყველა კატასტროფული მოვლენა, 2008 წლის ომს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარის მიერ სეპარატისტული პროვინციის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ცხინვალის დაბობვა გახდა, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოყვა. მეორე ფაქტორი თხუთმეტ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ორი “გაყინული კონფლქიტის” გადაწყვეტის პროცესში პროგრესის უკმარისობა იყო.

2002-2006 წ.წ., როგორც საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მე იმის მოწმე გავხდი, თუ როგორ გაიხსნა ოდნავ იმედის სარკმელი და როგორ ჩაიკეტა 2005 წლის პირველ ნახევარში, რის შემდეგაც უთანხმოებამ რუსეთსა და დასავლეთს შორის კოსოვოს გამო და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა გაუარესებამ, რეალური მ ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 28 29 30 31 32 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja