ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რატომ ჩამოვიდა საქართველოში FBI-ის შეფი

"დაცვის სამსახურის მიზანმიმართული დასუსტების გამო სააკაშვილს საფრთხე ემუქრება!"

ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელის, რობერტ მიულერის ჩამოსვლამ საქართველოში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისმა კონფიდენციალურმა შეხვედრებმა ქართველ მაღალჩინოსნებთან დახურულ ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ "საიდუმლო" ინფორმაციამ კულუარებიდან მაინც გამოჟონა. "კვირის პალიტრას" მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ვასილ გიგოლაშვილმა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა.
ჩვენს რესპონდენტს სადაზვერვო განათლება აშშ-ში აქვს მიღებული, ის აშშ-ის საიდუმლო სამსახურის სკოლის კურსდამთავრებულია:

- ეჭვი არ მეპარება, რომ მიულერს ყველაზე საინტერესო შეხვედრა სწორედ ვანო მერაბიშვილთან ჰქონდა, სადაც მეტად მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრებდნენ. სავსებით შესაძლებელია, საქართველოში მისი ვიზიტი აშშ-ში იარაღის უკანონო შესყიდვებთან მიმდინარე გამოძიებას უკავშირდებოდა. ჯერ კიდევ 2005 წელს, როცა მე სახელმწიფო დაცვის სამსახურში მნიშვნელოვანი პოსტი მებარა, ჩემი ამერიკელი მეგობრებისგან ასეთი ინფორმაცია მივიღე:

"იარაღით ვაჭრობასთან დაკავშირებული სკანდალი მწიფდება და მასში საქართველოს მაღალჩინოსნები არიან გარეული". მაშინ ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმაც გაიგო ეს ამბავი და მშვენივრადაც გააანალიზა ყველაფერი. სასწრაფოდ ვთხოვე, თემა დაეკონსერვებინა და მან პირობა შეასრულა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-ში ეს ინფორმაცია არ გახმაურებულა,…ეგ იყო, იმხანად საქართველოში ამ თემაზე საჯაროდ არავინ ლაპარ ... კითხვის გაგრძელება »

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებში ქალებიც იმსახურებენ

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობამ ქალბატონების საზღვაო ფლოტში მიღების ნებართვა გასცა. ეს გადაწყვეტილება ამერიკის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა მოიწონა და შესაბამისი შეტყობინება კონგრესში გადაგზავნა.

თავის მხრივ, კონგრესს გადაწყვეტილებაზე პრეტენზია არ გამოუთქვამს და შესაბამისად იგი ძალაში შევიდა.

ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის სამხედრო ხელისუფლება აცხადებდა, რომ დროა, ქალის სამხედრო საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხი გადაიხედოს.

შეგახსენებთ, რომ დღემდე ქალბატონებს აშშ-ის ფლოტში სამსახური აკრძალული ჰქონდათ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ქართული სამშვიდობო მისია

ქართული სამშვიდობო მისია

საქართველოს შეიარაღებული ძალების 31–ე ბატალიონი (750 სამხედრო მოსამსახურე) ავღანეთში მიემგზავრება. ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართული სამშვიდობო ბატალიონი მისიას ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში, ჰელმანდის პროვინციაში შეასრულებს.

სამხედროების გაცილების ცერემონია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძე, შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, აშშ–ს ევროპული და ამერიკული მიმართულებების საზღვაო ქვეითთა ძალების სარდლობის დელეგაცია, მათ შორის აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი აშშ–ის მიმართულებით, გენერალ–ლეიტენანტი რიჩარდ ნატონსკი და ევროპაში აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალი, ბრიგადის გენერალი პოლ ბრაიერი, ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართეს აშშ–ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდალმა, გენერალ–ლეიტენანტმა რიჩარდ ნატონსკიმ და საქართველოს შეიარაღე ... კითხვის გაგრძელება »

დაშლილის აღდგენა ძნელი იქნება...

17 მარტს ვაზიანის სამხედრო ბაზაში თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილეს კანონპროექტი "საქართველოს თავდაცვის შესახებ".

ამ კანონპროექტით უქმდება სამხედრო-საჰაერო ძალები და ის შედის სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში.

ამის შემდეგ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იქნება: ა) სახმელეთო ჯარები; ბ) სახმელეთო ჯარების სამხედრო-საჰაერო ძალები.

ასეთი განმარტება - სახმელეთო ჯარების სამხედრო საჰაერო ძალები, დიდ გაურკვევლობას ქმნის და საეჭვოა, რომელიმე ქვეყნის პრაქტიკაში არსებობდეს.

თუ რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს სამხედრო-საჰაერო ძალების, როგორც შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სახეობის გაუქმებას, "კვირის პალიტრის" წინა ნომერში უკვე ვწერდით. განგვაცვიფრა ამ გასვლითი სხდომის დამთავრების შემდეგ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის მიერ ტელევიზიებისთვის გაკეთებულმა კომენტარმა, სადაც ის შეეცადა, გაემართლებინა სამხედრო-საჰაერო ძალების გაუქმების ინიციატივა.

ამონარიდი ამ ინტერვიუდან: "პრაქტიკამ, მათ შორის ომის პერიოდში, დაგვანახა, რომ საჰაერო ძალებს საქართველოში აქვს ძირითადი დატვირთვა სახმელეთო ოპერაციების მხარდაჭერაში. საერთაშორისო პრაქტიკაში არის ასეთი მაგალითები, თუნდაც კანადაში. აღარ არსებობს კანადის საჰაერო ავიაციის სარდლობა, მიუხედავად იმისა, რომ კანადას სტრატეგიული ავიაციაც აქვს. ამიტომაც ჩვენ არ ... კითხვის გაგრძელება »

კორუფცია ქართული არმიის შეიარაღებაში?!

ამერიკელი გამომძიებლები საქართველოს მთავრობაში შეიარაღების შესყიდვებთან დაკავშირებულ კორუფციის ფაქტებს იკვლევენ...

საზღვარგარეთ შეიარაღების შესყიდვა ყოველთვის ბურუსით იყო მოცული, რასაც ხელისუფლება მუდამ სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოებების დაცვის საბაბით ხსნიდა... თუმცა ეჭვი (ხშირად გამაოგნებელი კონკრეტული ფაქტებით) მუდამ იყო, რომ შეიარაღებისა და აღჭურვილობის იმპორტის დროს ქართველი მოხელეების (და არა მარტო თავდაცვიდან) ნაწილი ხელს ითბობდა და კორუფციული გარიგებების დროს მილიონები რჩებოდათ.

მარტის დასაწყისში აშშ-ის ფედერალურმა პროკურორებმა "საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტის" დარღვევასთან დაკავშირებით 22 ამერიკელ ჩინოსანს ქრთამის აღების მცდელობაში ბრალი წაუყენეს. მათ გაბონის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის აღჭურვისთვის 15-მილიონდოლარიან გარიგებაში 3 მლნ-იანი ქრთამის გადაცემის მცდელობას ედავებიან. ეს ქრთამი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოხელეებისთვის უნდა გადაეხადათ.

მკითხველი იტყვის, სად გაბონი, სად საქართველო, ჩვენ რა შუაში ვართო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, დევიდ ალგირესმა, რომელმაც თავი დამნაშავედ უკვე ცნო, ამერიკელ გამომძიებლებს სხვა ისეთი დანაშაულობებიც ჩაუკაკლა, რომლებიც საქართველოს მთავრობას ეხება.

ბრალდებაში საქართველოსთან დაკავშირებით სამი ეპიზოდი გამოჩნდა.

პირველ ეპიზოდში ნათქვამია, რომ 2008 წლის თებერვალში ისრაელიდან ალგირესს დაუკავშირდა გაყიდვების აგენტი, რომელმაც საქართველოს მთავრობასთან 14 მლნ ერთ ... კითხვის გაგრძელება »

500 დოლარი ქართულის მცოდნე ამერიკელ პილოტს...

პენტაგონი მზადაა, მფრინავებს, რომლებიც ქართულ ენას შეისწავლიან, ყოველთვიურად ხელფასზე 500 დოლარი დაუმატოს

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თანხმობით, სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობა მფრინავებსა და სახმელეთო პერსონალს ყოველთვიურ ხელფასზე ცოტაოდენის (მათი ნიხრით) წამატებას სთავაზობს.

ვინც ინგლისურის გარდა, კიდევ ერთ ენას დაეუფლება, ხელფასზე 500 დოლარი დაემატება, ორი უცხო ენის მცოდნე კი თავის შემოსავალს ყოველთვიურად 1.000 დოლარით გაზრდის.

თუმცა პოლიგლოტებს დამატებითი შემოსავლის უფრო გაზრდის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ორ უცხო ენაზე მეტის ცოდნისთვის ამერიკელები ფულს აღარ იხდიან.

ამჟამად აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში უცხო ენების ცოდნისთვის ხელფასის დანამატს 4,3 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იღებს; ეს, პენტაგონს, ბუნებრივია, ეცოტავება, რადგან ამერიკული საბრძოლო და მით უმეტეს, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები თითქმის მთელ მსოფლიოში დაფრინავენ და ამერიკელ პილოტებს მართლაც გამოადგებოდათ ადგილობრივი ენის ცოდნა.

სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ რეკომენდებულ სიაში 100-მდე ენა შეიტანა. ეს სია სამ კატეგორიადაა დაყოფილი.

პირველ კატეგორიაში, როგორც აუცილებლად სასწავლებელ ენებში, შევიდა 14 ენა, მათ შორის ფრანგული, ესპანური და რუსულიც. ბოლო, მესამე კატეგორიაში მოექცა უკრაინული და ბელორუსული.

ქართული ენა მეორე კატეგორიაშია უზბეკურთან, ყაზახურთან და ივრითთან ერთად. ეს ამერიკელ გენერლებს შემთხვევით არ გაუკეთებიათ, რადგან მეორე კატეგორიაში შედის ის ქვეყნები, ს ... კითხვის გაგრძელება »

სწავლება ეროვნულ გავრდიაში
სწავლება ეროვნულ გავრდიაში

ეროვნული გვარდიის 24-მა სამხედრო მოსამსახურემ ინსტრუქტორის მომზადების საწყისი კურსის პირველი ეტაპი გაიარა. წარმატებულ კურსდამთავრებულებს ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. სწავლების დასრულების საზეიმო ცერემონია სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ არსოშვილი, თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები.
სწავლება საქართველოსა და დანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. დანიელმა ინსტრუქტორებმა ქართველ სამხედროებს თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარეს. ერთი კვირის განმავლობაში მსმენელებმა ინსტრუქტორის სწავლების მეთოდები და მეცადინეობის ჩატარების თანმიმდევრობა შეისწავლეს.
“მინდა მივულოცო მსმენელებს ამ კურსის დასრულება. აღნიშნული სწავლების მიზანი ინსტრუქტორების მომზადება იყო, რომლებსაც შემდგომში თავად შეეძლებათ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების გადამზადება. მადლობას ვუხდი დანიელ სტუმრებს, რომლებმაც ქართველ სამხედროებს გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს,” გ ... კითხვის გაგრძელება »

განცხადება
განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იწვევს მოქალაქეებს შეიარაღებულ ძალებში და სთავაზობს საკონტრაქტო პროფესიული სამხედრი სამსახურის გავლას.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მიიღებენ მაღალ ანაზღაურებას, უზრუნველყოფილი იქნებიან – თანამედროვე აღჭურვილობით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით.

საკონტრაქტო სამსახურის გავლა შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მყოფ პირებს, ასევე წვევამდელებს 18 წლის ასაკიდან.

საბუთების მიღება იწარმოებს 9 – დან 25 მარტამდე, ეროვნულ სასწავლო ცენტრში “კრწანისი”.

მიმღებ კომისიაში წარსადგენი საბუთების ნუსხა:

1. ნამსახურეობის ნუსხა (ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული)
2. ანკეტა
3. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი, დაბეჭდილი)
4. განცხადება გაწვევაზე
5. დაბადების მოწმობის ასლი
6. განათლების მოწმობის ასლი
7. ქორწინების მოწმობის ასლი
8. შვილების დაბადების მოწმობის ასლი
9. პირადობის მოწმობის ასლი
10. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი
11. დახასიათება-რეკომენდაცია
12. შრომის წიგნაკი (თუ აქვს)
13. ოჯახის შემადგენლობის ცნობა
14. ნარკოლოგიური ცენტრიდან ცნობა
15. შ.ს. სამინისტროდან ცნობა (ნასამართლეობა)
16. ჯანმრთელობის შესახებ ცნობ ... კითხვის გაგრძელება »

რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტი
[b]რიჩარდ ჰოლბრუკის ვიზიტი
[/b]

აშშ–ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი კრწანისის სასწავლო ცენტრს ესტუმრა. რიჩარდ ჰოლბრუკი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, ამერიკის ელჩ ჯონ ბასთან და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს, გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძესთან ერთად სასწავლო ცენტრში საჩვენებელ–საწვრთნელ ოპერაციას დაესწრნენ. ისინი შეხვდნენ ქართველ სამხედროებს, რომლებიც ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან. შეხვედრის შემდეგ

სტუმრებმა ქართველ სამხედროებთან ერთად ისადილეს.
„დღეს მქონდა პატივი მენახა საჩვენებელი წვრთნა, შევხვდით სამხედროებს, ვესაუბრეთ მათ, ვნახე თუ როგორ მონაწილეობდნენ ამერიკული ფლოტის წარმომადგენლები ამ წვრთნებში და ამის შესახებ მოვახსენებ აშშ-ის პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანს და ჩემს კოლეგებს ვაშინგტონში,“ აღნიშნა რიჩარდ ჰოლბრუკმა ქართველ სამხედროებთან შეხვედრის შემდეგ. მან საქართველოს პრეზიდენს ამერიკელი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა – „მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაწყვეტილებისთვის დამატებითი ... კითხვის გაგრძელება »

სამხედრო-საჰაერო ძაები გაუქმდა! :(:(:(:(:(
სამხედრო-საჰაერო ძალები სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი ხდება.
პარლამენტმა "თავდაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვა უკვე დაიწყო.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისგან და სამხედრო-საჰაერო ძალებისგან. კანონპროექტის მიხედვით კი სამხედრო-საჰაერო ძალები ცალკე ჯარის სახეობა აღარ იქნება და სახმელეთო ჯარების ქვედანაყოფი გახდება.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები საკანონმდებლო ცვლილების და, შესაბამისად, სამხედრო-საჰაერო ძალების სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში გადაყვანას მართვისა და კონტროლის ეფექტურობით ხსნიან. ამასთან, აცხადებენ, რომ ეს ცვლილება ფინანსური სახსრების დაზოგვასაც გამოიწვევს.
საკითხი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზეც განიხილეს. კანონპროექტი სხდომის წამყვანმა, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილმა დადებითად შეაფასა.
აი სიახლის ლინკიც :(
და ეხლა ამათ აქვთ ჭკუა??? დაგვერხა რა..... გამოვითხარეთ უკვე ძირი! :(

« 1 2 3 4 5 6 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja