ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
გაერთიანებული შტაბი სტრუქტურა

პრაქტიკული ვარჯიშები
პრაქტიკული ვარჯიშები

სიმულაციური ცენტრის MILES-ის (ლაზერული ბრძოლის ინტეგრირებული სისტემა) ჯგუფი პრაქტიკულ სავარჯიშოებს გადის. სწავლების მიზანს ათეულის და ოცეულის დონეზე დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა შეფასების ერთიანი სტანდარტების შემუშავება წარმოადგენს. წვრთნები დაბა კოჯორში მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებმა უკვე გაიარეს თეორიული ტრენინგები. სწავლებას “CUBIC”-ის (აშშ-ს მრჩეველთა ჯგუფი თავდაცვის სფეროში) ჯგუფის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობენ. ტრენინგები 27 ნოემბერს დასრულდება. 46 ინსტრუქტორს სწავლების დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცემათ.

რითი განსხვავდება თალიბანი ალ-ქაიდასგან?
<თალიბებს ეტყობათ რომ ისინი მსუბუქად არიან "შეჯავშნულნი" და თუ რამე გეგმის მიხედვით არ მიდის გასაქცევად მზად არიან.
რითი განსხვავდება თალიბანი ალ-ქაიდასგან? ზოგს შეიძლება ეს სასაცილოდაც კი მოეჩვენოს რადგანაც ფიქრობს ისინი ხომ ორივე ავღანეთშია და ორივე ტერაქტებს აწყობს ფაქტიურად ერთი და იგივეაო... არადა ეს შეცდომა... ალ-ქაიდა და თალიბანი სულ სხვადასხვა სახის ორგანიზაციებს წაროადგენს და მათ ის აერთიანებთ რომ ორივე ამერიკის წინააღდეგ იბრძვის. ალ-ქაიდა ძირითადად ამერიკილებთან საბრძოლველად შეიქმნა და მათი გამძლეობა ოპერაცია ანაკონდაც დროსაც დადასტურდა როცა სამხედრო ოპერაცია ლამის ევაკუაციის ოპერაციად გადაიქცა... თალიბანი კი წმინდა რელიგიური ორგანიზაციაა და ისინი ძირითადათ რელიგიის გამო იბრძვიან. ამიტომაცაა რომ თალიბები ბრძოლის ველს ტოვებენ თუ გამარჯვების შანსი 80% დაბლაა... თალიბანი ძირითადათ ბრძოლებით კი არა ტერაქტებით გახდა ცნობილი რასაც ვერ ვიტყვით ალ-ქაიდაზე.... მათ ორივე კონპონენტში საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწიეს განსაკუთრებით კი 2009 წელს. გასულ თვეს 55 ამრიკელი სამხედრო დაიღჲპა რაც ყველაზე სისიხლიანი მაჩვენებელია ტერორიზმთან ბრძოლის დროს (ვგულისხმობ დროს როცა უკვე პარტიზანული ბრძოლა და ტერაქტები დაიწყო). ალ-ქაიდა ბრძოლისათვის კაგრად ემზადება ხოლმე... აკეთებს სანხგრებს, ბომბსაწინააღმდეგო გადახურვებს, ბუნკერებეს და ასე შემდეგ.... თალიბანი კი ჩასაფრებას აწყობს რამოდენიმე მანქანას ან ააფეთქებს ან დაააზიანებს და მერე გა ... კითხვის გაგრძელება »
ვინ აკონტროლებს თავდაცვის ხარჯებს

რუსეთის სადაზვერვო სტრუქტურის, გე-ერ-უს უფროსობა პრესას ინტერვიუებით არ ანებივრებს. ამ სპეცსამსახურის შეფის, გენერალ ალექსანდრე შლიახტუროვის
ამასწინანდელ ინტერვიუს, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოს დაეთმო, თბილისში საკმაოდ მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

საქართველოს ხელისუფლებამ, ბუნებრივია, უარყო რუსეთის მთავარი მზვერავის ყველა ბრალდება, განსაკუთრებით ის, რომ საქართველო ინტენსიურად იარაღდება ნატოს ქვეყნებიდან და უკრაინიდან შემოტანილი იარაღით. თუმცა არც ხელისუფლებას და არც ადგილობრივ მედიას ყურადღება არ გაუმახვილებიათ შლიახტუროვის ერთ მეტად მნიშვნელოვან და საკმაოდ მრავლისმთქმელ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო "სიტუაციის შესაძლო განვითარების ზუსტ და გაზომილ გათვლებზე დაყრდნობის გარეშე და ბევრი ფაქტორის გაუთვალისწინებლად."

ამ განცხადებიდან, რომელიც, სამწუხაროდ, რეალობას შეესაბამება, კიდევ უფრო სამწუხარო ვარაუდი გამომდინარეობს. რუსეთის დაზვერვამ შესანიშნავად იცოდა, როგორ იღებდა გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლესი ხელისუფლება.
როგორც შლიახტუროვმა განაცხადა, "საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების მიღებისა და საკუთარი სამხედრო პოტენციალის გაზრდის შედეგად, საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების ძალისმიერი გადაწყვეტის ცდუნებას აჰყვა." მისი თქმით, ისევე როგორც აგვისტოს ომამდე, საქართველო ახლაც ი ... კითხვის გაგრძელება »

რა მოხდა საიტზე???

ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა საიტზე რამოდენიე საათის წინ.... ესე იგი რა მოხდა და... გივიმ (GeorgianSoulja) მომწერა როცა მე ფორუმზე ვაკეთებდი თემას (არტილერიაზე) არა უფრო სწორედ უკვე გაკეთებული მქონდა ეხლა მასალას ვამზადებდი რომ მომწერა ფორუმზე შენი თემა წავშალე და იქ აღარ შექმნა თემა იმიტომ რომ ეგ მედიატორების საქმეაო... და კიდე ვიდეოებიც აღარ დადო შენი საქმე სიახლეების დადებაოო. ეხლა ყველაფერი მოგვარდა უფრო სწორედ თავიდან ბოლომდე ყველაფერი 3შაბათს მოგვარდება რა.... საიტი კი 3შაბათამდე ჩვეულებირივ განაგრძობს საქმიანობას...... ხო და ამ ლაპარაკის შემდეგ მე ის დავბლოკე მარა სანამ პანელის პაროლი შევცვალე (მან ესენი იცოდა) არა მანამდე მან მოასწრო და მე პაროლი შემიცვალა...ეხლა აღმადგინა და შემდეგ რა მოხდება ეს 3 შაბათზეა დამოკიდებული.....

როგორ ჩაშალა ერეკლე მეორემ რუსი გენერლის შეთქმულება და ვინ უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთის მეფე რუსეთის გეგმის განხორციელების შემთხვევაში

1770 წელს საქართველოში შემოვიდა რუსეთის საექსპედიციო კორპუსი გენერალ გოტლიბ-კურტ-ჰენრიხ ტოტლებენის მეთაურობით. ქართველთა და რუსთა გაერთიანებულ ლაშქარს ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა სამცხე-საათაბაგოს ციხეები. ნაცვლად ამისა, გენერალმა ტოტლებენმა აწყურის ციხესთან გამართულ ბრძოლაში ერეკლე მეორე მიატოვა და მისი ტახტიდან ჩამოგდებაც განიზრახა. დღემდე პოლემიკის საგანია, პირადი ინიციატივით მოქმედებდა ტოტლებენი თუ რუსეთის საიმპერატორო კარის დავალებით. ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ გურული.

– რა მოვლენები უძღოდა წინ რუსეთის საექსპედიციო კორპუსის საქართველოში შემოსვლას?

– 1768 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი, რომელიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის დასავლეთ საქართველო (იმერეთის სამეფო, სამეგრელოს, გურიისა და აფხაზეთის სამთავროები) ოსმალეთის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო (ქართლ-კახეთის სამეფო) – ირანის სავასალო იყო. იმერეთის მეფე სოლომონ პირველი ოსმალეთის წინააღმდეგ ომში რომ მიიღებდა მონაწილეობას, ამის შესახებ რუსეთში არც კი ეჭვობდნენ. სამაგიეროდ, რუსეთის იმპერატორი არ იყო დარწმუნებული, რომ ქართლ-კახეთის მეფე, ერეკლე მეორე, ოსმალეთის მხარეზე ჩაებმებოდა ომში, რადგან ერეკლე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მტკიცედ ადგა პროირანულ ორიენტაციას და კარგი ურთიერთობა ჰქონდა როგორც ირანთან, ასევე ოსმალეთთან. ერეკლემ მაინც გადაწყვიტა ომში ჩაბმა და ასე შეიქმნა რუსეთ-იმერე ... კითხვის გაგრძელება »

როგორ გადაურჩა დიდი ბრიტანეთის მზვერავი დახვრეტას
ამ ისტორიის გმირი საბჭოთა საგარეო დაზვერვის (კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს) ლეგალური რეზიდენტი ინგლისში, პოლკოვნიკი ოლეგ გორდიევსკია, რომელიც 1970-იანი წლების დასაწყისში დანიაში სამსახურებრივი მივლინებისას ინგლისის დაზვერვის ("მი-6") აგენტი გახდა.
ნგლისელი "ჯეიმს ბონდების" ფარული ხელშეწყობით 1985 წლის გაზაფხულზე, კერძოდ, აპრილში, "ცენტრმა" გორდიევსკი ლონდონის რეზიდენტურის ხელმძღვანელადაც კი დანიშნა. ინგლისელების დახმარება კი იყო ის, რომ მათ ლონდონიდან სხვადასხვა მიზეზის გამო, თანდათანობით გააძევეს საბჭოთა რეზიდენტურის ყველა გამოცდილი თანამშრომელი გორდიევსკის გარდა. ამიტომაც კა-გე-ბეს ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა, დიდ ბრიტანეთში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად ოლეგ გორდიევსკი დაემტკიცებინა.

გორდიევსკის, ალბათ, ბრწყინვალე კარიერა ელოდა, რომ არა ბედისწერა. 1985 წლის გაზაფხულზე ვაშინგტონში მდებარე საბჭოთა კავშირის საელჩოში გამოცხადდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალჩინოსანი ოლდრიჩ ეიმსი და საიდუმლო ინფორმაციის გამხელის სანაცვლოდ 50 ათასი დოლარი მოითხოვა. თანხმობის მიღების შემდეგ ეიმსმა კა-გე-ბეს გადასცა საბჭოთა სპეცსამსახურების იმ თანამშრომელთა სია, რომლებიც უცხო ქვეყნების დაზვერვისთვის მუშაობდნენ, მათ შორის იყო ოლეგ გორდიევსკის გვარიც. გორდიევსკი სასწრაფოდ მოსკოვში გამოიძახეს და დაიწყო მისი დაკითხვების (რომლის დროსაც ფსიქოტროპულ საშუალებებსაც იყენებდნენ), ფარული მოსმენისა და თვალთვალის ხანგრძლივი პროცესი. გორდიევსკის ბინის ტელეფონი ისმინებოდა, ოთახები "ხოჭოებით" (ფარული მოსმენის აპარატურა) და ს ... კითხვის გაგრძელება »

საქართველოს სატრანსპორტო შვეულფრენები

Mi-8/17 წარმოადგენს რუსული წარმოების საშუალო სიდიდის სატრანსპორტო ვერტმფრენს, რომელსაც შეუძლია 24 ჯარისკაცის, ან 3-4 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება. შეიარაღებაში მიღების წლიდან (1967) მოყოლებული გამოშვებულია 30 მოდიფიკაციის 8 000 ერთეული. ქართული არმიის შეიარაღებაში ამ ტიპის 20-მდე ვერტმფრენია.

Mi-8 ტექნიკური მონაცემები: 3 პილოტი; 2 ცალი 1700 ც.ძ. იზოტოვის TB2-117A ძრავა; წონა 6625 კგ; მაქსიმალური სიჩქარე: 250 კმ/სთ; საწვავის რაოდენობა დამატებითი ავზების გარეშე 445 ლ; საბრძოლო რადიუსი: 425-480 კმ; დინამიური ჭერი: 4500 მ;

Mi-8-ს 1981 წელს ჩაუტარდა მოდერნიზაცია (Mi-17). გაუმჯობესდა მთელი რიგი მონაცემები, რის შედეგადაც ვერტმფრენს შეუძლია 30 ჯარისკაცის, ან 4 ტონა ტვირთის გადატანა, ხოლო Mi-17MD-ს 36 ჯარისკაცის, ან 5 ტონა ტვირთის (ეს მოდელი ქართულ არმიაში არაა).

1976 წელს დამტკიცებული Mi-14 შექმნილია საზღვაო სამიზნეების (გემები, კატარღები) გასანადგურებლად. ის არის რუსული წარმოების ვერტმფრენი-ამფიბია, ანუ მას შეუძლია წყალზე დაჯდომა. ქართული არმიის შეიარაღებაში ამ ტიპის მხოლოდ ერთი ვერტმფრენია. 1995 წლიდან რუსეთის არმიის შეიარაღებიდან მოიხსნა და გადავიდა რეზერვში. სულ გამოშვებულია 300-მდე მანქანა.


... კითხვის გაგრძელება »

ჩეხი ჯარისკაცები ავღანეთში ნაცისტების სიმბოლოებს ატარებდნენ

სამი ჩეხი, რომლებიც ავღანეთში ნატო-ს ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში მსახურობდნენ, სამხედრო სამსახურიდან ნაცისტური სიმბოლოების ტარების გამო დაითხოვეს, იტყობინებიან ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ სამხედრო მოსამსახურეთაგან ორს ჩაფხუტებზე განმასხვავებელი ნიშნები და ნაცისტური დივიზიის ემბლემები ჰქონდათ გამოსახული.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, მარტინ ბარტაკმა განაცხადა, რომ ეს უღირსი საქციელია და ჯარისკაცები დაუყოვნებლივ დაითხოვა სამხედრო სამსახურიდან.

ამასთანავე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის თავდაცვის უწყების მეთაურმა ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ აღნიშნული ორი ჯარისკაცი დააჯილდოვა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

ქართული საზღვაო ძალები




სარაკეტო კატარღა 'დიოსკურია' - ყოფილი
ბერძნული 'P-17 Ipoploiarchos Batsis' (ფრანგული წარმოების La
Combattante II 1971 წ.). ქართული ფლოტის ყველაზე ძლიერი გემი. წყალწყვა:
255ტ; მაქსიმალური სიჩქარე: 36,5 კვანძი;

შეიარაღება: 4 სარაკეტო სისტემა Exocet MM.38, ორი 35მმ ავტომატური
ქვემეხი 'Oerlikon', 2 ცალი 533მმ ტორპედოს გამშვები აპარატი.




სარაკეტო კატარღა 'თბილისი' (206MP) -
ყოფილი უკრაინული U-150 'კონოტოპი'.

შეიარაღება: 2 სარაკეტო დანადგარი 'ტერმიტი', ერთი 76მმ ქვემეხი AU-176,
ერთი ექვსლულიანი 30მმ ქვემეხი AK-630M.


 



... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 20 21 22 23 24 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja