|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888-1930 |
|
|
ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი 1888-1930 სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი დაიბადა 1888 წლის 14 ივლისს სოფელ მატანში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 21 წლის ასაკში ქაქუცა ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს, მსახურობდა ტვერის დრაგუნთა პოლკში. 1913 წელს ცოლად შეირთო ნინო მეღვინეთუხუცესი. პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ქაიხოსრო ჯარში გაიწვიეს. 1914 წელს იგი ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, რის შემდგომაც კავკასიის ფრონტზე იქნა გადაყვანილი. აქ იგი ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა ქართულ ცხენოსანთა რაზმში. სარიყამიშში ჩადენილი გმირობისათვის ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. თავისი ასეულით ჩოლოყაშვილმა წარმატებული სამხედრო რეიდი შეასრულა და მესოპოტამიის უდაბნოს გავლით შეუერთდა ინგლისელებს. ამ დროს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ქაიხოსრომ სამხედრო კარიერა სუვერენული სამშობლოს ჯარში განაგრძო. ქართული კავალერიის პოლკოვნიკმა ჩოლოყაშვილმა 1918 და 1921 წლებში აწარმოა ბრძოლები სომხეთისა და რუსეთის წინააღმდეგ. 1919 წელს ის იყო დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. პარტიზანი მეთაური ბოლშევიკების საქართველოში შემოჭრის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, რო
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ქართველი პარტიზანები იტალიაში და ფორე მოსულიშვილი |
|
|
მეორე მსოფლიო ომის წლებში იტალიის ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში 5000-ზე მეტი საბჭოთა მებრძოლი მონაწილეობდა. ოფიციალური მონაცემებით 425-ზე მეტმა სიცოცხლე გასწირა და განისვენებს იტალიის მიწაზე. ჩრდილოეთ იტალიაში, განსაკუთრებით ნოვარის პროვიანციაში პარტიზანულ რაზმებში 300-ზე მეტი ქართველი მეომარი ირიცხებოდა, რომლებმაც ბევრ წარმატებულ ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა. პარტიზანთა 42-ე ბრიგადის შემადგენლობაში მოქმედებდა ქართველთა 50 კაციანი რაზმი ვლადიმერ გაბისონიას მეთაურობით. სოფელ სტიმასთან გამართული ბრძოლისას რაზზმა ტყვედ ჩაიდგო 180 გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი. საპასუხო სადამსჯელი ოპერაციისას რაზმი გამაგრდა ბალმაფოლის მთაზე და უკუაგდო გერმანელთა ყველა შემოტევა. ეს რაზმი საუკეთესოდ ითვლებოდა გარიბალდელთა მე-3 დივიზიაში. სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ გრაველონისთვის ბრძოლაში ”ბელტრამის”, ”სერვადეის” ქვედანაყოფებმა და ქართულმა რაზმმა დაიკავა ქალაქის გარეუბანი. კონტრიერიშზე წამოსული გერმანელების ჯავშანტრანსპორტიორი უცნობმა ქართველმა მეომარმა ააფეთქვა ხელყუმბარების შეკვრით და გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი. გერმანელთა 300 კაციანი გარნიზონი განადგურდა, მაგრამ ბრძოლაში რამდენიმე ქართველი დაიღუპა. რამდენიმე იტალიელ თანამებრძოლთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში დაეცა გიორგი ვარაზაშვილი, იგივე ”კაპიტანი მონტი”, იგი უკანასკნელ ვაზნამდე ეწინააღმდეგებოდა მტერს, როცა ტყვია-წამალი გამოელია ტყვეობას სიკვდილი არჩია ... მის საფლავზე ასეთი წარწერაა: ”გამვლელო, გაჩერდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
Tupolev Tu-22M Backfire (Medium-range bomber) |
|
|
The Tu-22M was developed from the earlier Tu-22 design, incorporating variable-geometry outer wing panels. The first Tu-22M-0 prototype flew in 1969. Powered by a military derivative of the engine originally designed for the Tu-144 supersonic airliner, the Backfire is extremely fast, even at low level. The Tu-22M lacks sufficient range for truly strategic missions and is classified as a medium bomber. The first series production model was the Tu-22M-2 Backfire-B (211 built) for the Soviet Air Forces and the Naval Aviation Forces. Normally armed with a single Kh-22 stand-off missile, this variant became operational with 185 Guard Heavy Bomber Aviation Regiment at Poltava in 1978, and also served in Afghanistan. The ultimate bomber/missile carrying variant is the Tu-22M-3 Backfire-C, (268 built). The M-3 features strengthened wings, raked rectangular intakes serving more powerful engines. It also had a greatly increased weapons load (see specification). The Tu-22M3 remains numerically the most important bomber in the Russian air force's Long-Range Air Army inventory, and serves with seven regiments (one of which also operates Tu-22M-2s). The Naval Aviation Forces have about 80 Tu-22Ms, mostly M-3 models, split equally between divisions subordinated to the Northern and Pacific Fleets. The Naval Aviation Forces also have 12 M-3s converted as Tu-
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
იმუნიტეტი კი გიცავთ, მაგრამ პატივი ეცით ჩემს ქვეყანას! |
|
|
თბილისში, სასტუმრო "ვარაზთან" მომხდარ ჩხუბს, რომელშიც სამი ამერიკელი სამხედროც მონაწილეობდა, შესაბამისი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა პოლიტიკურ აჟიოტაჟში არ გადაზრდილა. შეიძლება რუსეთის პროპაგანდისტულ მანქანას ძალიანაც უნდოდა ამ ინციდენტის გაბერვა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა, რადგან ჩხუბს, ჩანს, მართლაც მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზეზები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ძნელი ასატანია, რომ უცხო, თუნდაც მეგობარი ქვეყნის არმიის წარმომადგენელი შენს დედაქალაქში მუშტებს და, მით უმეტეს, ბოთლებს აქეთ-იქით იქნევს. აყალმაყალი ამერიკელ სამხედროებთან პირველად არ მომხდარა და ზოგიერთი შემთხვევა საგანგებოდ მიიჩქმალა. თუმცა ბევრ ფოთელს ემახსოვრება ამერიკელ სამხედრო მეზღვაურთა გათამაშება ერთ-ერთი რესტორნის ოფიციანტ ქალებთან, რაც ამერიკელი მეზღვაურების ცემით დასრულდა. ისე, საპორტო ქალაქებისთვის ამგვარი რამ უცხო ხილი არ არის და ასეთი საქციელი არა მარტო ამერიკელი, არამედ სხვა ქვეყნის მეზღვაურებისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია. აშშ-მა იცოდა თავისი სამხედროების ხასიათი და ეტყობა, რამდენიმე წლის წინ საქართველოსთან ხელმოწერილი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებაში ამიტომ მიუთითა მკაფიოდ, საქართველოში მივლინებით მყოფი ამერიკელი სამხედროები სარგებლობენ დიპლომატიურ სტატუსთან გათანაბრებული იმუნიტეტითო. თუკი ამერიკელი სამხედრო საქართველოში ჩაიდენს დანაშაულს, იგი გადაეცემა ამერიკულ მხარეს და მას აშშ-ის სამხედრო სასამართლო გაასა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ГРУ ისევ გვზვერავს და ისევ ბრალს გვდებს... |
|
|
რუსეთის სამხედრო დაზვერვის ახალი შეფი საქართველოსთვის იარაღის მიწოდების მოძველებულ მონაცემებს ახმოვანებს კვირა არ გავა, რომ რუსეთის სხვადასხვა დონის მოხელემ საქართველოს რაიმე ახალი ბრალდება არ წაუყენოს. არც ამ ბრალდებას მივაქცევდით ყურადღებას, რომ არა მისი გამხმოვანებლის თანამდებობა - ის რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) უფროსი გახლავთ. გასულ კვირას რუსეთის სამხედრო დაზვერვას 91 წელი შეუსრულდა და, ეტყობა, ამ თარიღთან დაკავშირებით მიცემულ სხვადასხვა ინტერვიუში ГРУ-ს უფროსმა განაცხადა, NATO-ს წევრი ქვეყნები საქართველოს იარაღს აწვდიან, ისრაელი - უპილოტო საფრენ აპარატებს, ხოლო უკრაინა - მძიმე ტექნიკასო. ეს რუსული ბრალდებები აგვისტოს ომამდე და განსაკუთრებით მას შემდეგ არაერთხელ მოგვისმენია, ГРУ-ს ახალი უფროსისგან უფრო ცინცხალ ბრალდებებს ველოდით, თორემ ისრაელში ნაყიდი უპილოტოების დიდმა ნაწილმა ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ დალია ჩაილურის წყალი... გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ შლიახტუროვი, ГРУ-ს უფროსად 2009 წლის აპრილის ბოლოს დაინიშნა არმიის გენერალ ვალენტინ კორაბელნიკოვის ნაცვლად. გამოდის, რომ ექვსი თვის განმავლობაში ГРУ-ს ახალმა უფროსმა მართლაც ვერ მოიპოვა ახალი ინფორმაციები საქართველოსთვის იარაღის ახალი პარტიების მიწოდების შესახებ (რაც ძალიან სასიამოვნო იქნებოდა), ან რუსეთის შიშით მართლაც აღარ უთმობენ იარაღს ოფიციალურ თბილისს. თუმცა ვიცით, რომ იარაღისა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
LEOPARD 2 A6 |
|
|
ლეოპარდ 2 არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავრცელებული ტანკი. დღეს-დღეობით შექმნილია ტანკის ამ სახეობის 3500-ზე მეტი ეგზემპლარი, რომელიც შედის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვეიცარიის, შვედეთის, ესპანეთის, დანიისა და საბერძნეთის შეიარაღებაში. შექმნის ისტორია 1965 წელს, ტანკ „ლეოპარდ 1-ის“ შექმნის შემდეგ გერმანიაში ფირმა პორშემ, აშშ-სა და გერმანიაში MBT-70 პროექტის გახანგრძილევის პარალელურად, დაიწყო მუშაობა მისი კონსტრუქციის სრულყოფაზე. ნაციონალურმა გერმანულმა პროგრამამ, რომელმაც 1967 წელს მიიღო დასახელება „მოოქროვილი ლეოპარდი“, ხოლო მოგვიანებით – “ტახი” (Keiler) 1969 წელს შექმნა ესპანეთში გასაგზავნი ორი პროტოპიტი. 1970 წელს ფირმა Krauss-Maffei-ს მიერ მუშაობა მიდიოდა პროტოტიპებზე. 1973 წელს პერსპექტიულმა ტანკმა მიიღო თანამედროვე დასახელება. „ლეოპარდ 2-ის“ რამოდენიმე პროტოტიპი მონაწილეობდა ცდებში პერსპექტიულ ამერიკულ ტანკებთან ერთად აბერდინსკის პოლიგონზე, რომელთა დროს ამერიკელებმა აღიარეს თავიანთი ტანკის დამარცხება ჯავშანდაცვასა და სხვა მაჩვენებლებში. ყველა ცდებისა და კონსტრუქციული დამუშავების შემდეგ 1977 წელს მიღებულ იქნა 1800 ტანკის გამოშვების გადაწყვეტილება; მთავარ კონსტრუქტორად დარჩა ფირმა Krauss-Maffei. 1979 წელს ეს ტანკი შევიდა შეიარაღებაში. მოდიფიკაციები ლეოპარდ 2 ტიპის ტანკები შეიქმნა კლასიკური განლაგებით: მექანიკი-მძღოლი იმყოფება კორპუსის წინა მხარეს, ტანკის მეთაური, არტილერისტი-დამმიზნე
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ახალგორის რაიონის ოსური ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე შესაძლოა თანამდებობიდან გაათავისუფლონ |
|
|
ახალგორის რაიონის ოსური ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ბარათაშვილი შესაძლოა ახლო მომავალში თანამდებობიდან გაათავისუფლონ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ახალგორის მოსახლეობამ აცნობა. მათი თქმით, ცხინვალის რეჟიმის პირველი პირები ბარათაშვილის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და სწორედ ეს არის მისი შესაძლო მოხსნის მიზეზი. ალექსანდრე ბარათაშვილის მიმართ ცხინვალის გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზი ახალგორის ქართული ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები და ქართულ მხარესთან კონტაქტია. “გარდა ამისა, მან ახალგორში მდებარე “ლომისის” ლუდის ქარხნის ამჟამინდელი მმართველის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, თუმცა, ეს ბრალდებები ვერ დაამტკიცა და მის მიმართ გაღიზიანება ამანაც გამოიწვია. ცხინვალი უკმაყოფილოა იმითაც, რომ რუსული ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი, რომელიც ახალგორის საბავშვო ბაღებისთვის იყო გამოყოფილი, ვლადიკავკაზში მოხვდა”, - განაცხადეს ახალგორელებმა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალი ასევე უკმაყოფილოა ორი კვირის წინანდელი ფაქტით, როცა ახალგორელი მოსწავლეები თბილისში კოსტიუმების ჩვენებაზე ე.წ. საზღვარზე არ გამოატარეს. ბარათაშვილმა განაცხადა, რომ ეს მისი მითითებით მოხდა და გადაწყვეტილება ცხინვალთან შეთანხმებული არ ყოფილა. მოგვიანებით, ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს ბარათაშვილის გადაწყვეტილების გამო თავის გამამართლებელი განმარტებების გაკეთება მოუწია. ”ინტერპრესნიუსი”
|
|
|
|
|
|
M1 Abrahams (დეტალური აღწერა) |
|
|
M1 Abrams (Abrams M1A1 / 2; ეწოდა გენერალ Creighton Abrams საპატივცემულოდ) წარმოადგენს აშშ არმიის ძირითად საბრძოლო ტანკს. იწარმოება General Dynamics Land Systems (GDLS) მიერ. პირველი საცდელი მოდელი – М1 გამოშვებული იქნა 1978 წელს. M1A1 სერიულად იწარმოებოდა 1985–1993წ.წ., M1A2 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წ. გამოშვებული იქნა 67 ერთეული(ზოგი მონაცემით 62), რის შემდეგაც სერიული წარმოება შეწყდა და ამერიკის არმიის მოთხოვნით М1A1 პარკის ნაწილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია M1A2 დონეზე, არმიაში მათი მიწოდება დაიწყო 1998წ. 2004 წლიდან Abrams უტარდება მოდერნიზაცია M1A2 SEP დონეზე. ამერიკის არმიის გარდა ტანკი იწარმოებოდა ეგვიპტეში, სადაც აწყობილი იქნა 880 ცალი M1A1. ასევე ეს ტანკი იმყოფება საუდის არაბეთის, კუვეიტის და ავსტრალიის არმიების შეიარაღებაზე. М1 «Abrams» იყო მესამე მცდელობა ძირითადი ტანკის, M48 «Patton III» ,შესაცვლელად. პირველი ორი მცდელობა, T95 და MBT-70/XM803 წარუმატებლად დასრულდა. T95 არ გააჩნდა უპირატესობა M48 «Patton III» წინაშე,ხოლო MBT-70 და თვით მისი იაფი ვარიანტიც( XM803)კი ძვირი აღმოჩნდა.ასევე არ გაამართლა თვით დაბალ ბალისტიკური ქვემეხ–რაკეტის გამშვები სისტემის კონცეფციამ,რომელიც MBT-70/XM803 უნდა დაყენებულიყო. ახალ ტანკზე მუშაობა,რომელმაც მიიღო ინდექსი–XM-1,დაიწყო ХМ803 პროგრამის დახურისთანავე,1971 წლის ბოლოს.ტექნიკური რისკის შესამცირებლად გადაწყდა მისი კლასიკური,4 ეკიპაჟიანი სქემით და მაღალ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
| « 1 2 ... 21 22 23 24 25 ... 40 41 » |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |