ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
T-90 დეტალური აღწერა

T-90 «Владимир» (მთავარი კონსტრუკტორის ვლადიმირ პოტკინის საპატივცემულოდ, ინდოეთში ტანკი ცნობილია სახელით-Bhishma)

თანამედროვე რუსული ტანკი. წარმოადგენს T-72 ღრმა მოდიფიკაციას, შექმნილია „ურალვაგონზავოდ“-ის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ (Нижний Тагил) 1989 წელს. თავდაპირველად ტანკის ინდექსი იყო «Объект 188» ან Т-72БУ. შეიარაღებაზე მიღებული იქნა 1993 წელს.

«Объект 188»-ზე მუშაობა მიმდინარეობდა პარარელურად სხვა, უფრო თანამედროვე ექსპერიმენტალურ ტანკ «Объект 187» ერთად, რომელიც ასევე წარმოადგენდა T-72 განვითარებას. მაგარამ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო ამ ტანკის სერიულ წარმოებაში ჩაშვება შეუძლებელი გახდა და ძირითად ტანკად არჩეული იქნნა უფრო მარტივი Т-72БУ,შემდეგში დაერქვა Т-90.ამის მიუხედავად პროგრესული მიღწევები რომლებიც დანერგილი იყო ტანკ «Объект 187»-ზე გადატანილი იქნა რუსული ტანკების ახალ გენერაციაზე.

Т-90 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წ.1992-1996წწ წარმოებამ საერთო ჯამში სახმელეთო ჯარებს მიაწოდა 120-ზე მეტი Т-90,ამის მერე წარმოება შეჩერდა და ხელახლა განახლდა მხოლოდ 2004 წ. ახალი ტანკებით დაკომპოლეკტდა ტაგანროგის წითელი დროშის ორდენოსანი, სუვოროვის მოტომსროლელთა ХХI დივიზიის ერთი პოლკი და ასევე დონის მე-5 გვარდიული სატანკო დივიზიის ერთი ქვედანაყოფი (დისლოცირების ადგილი ბურიატინი).2004-2006წწ გამოშვების Т-90-ების ერთი ბატალიონი ირიცხება ტამანსკის მოტომსროლელთა დივიზიაში.

სარაკეტო ქვემეხური ტანკი T-90-არი ... კითხვის გაგრძელება »

საქართველოს ავიაცია …

“თუ ჩვენ წავაგებთ ბრძოლას ჰაერში , ჩვენ წაავაგებთ ომს … და ძალიან სწრაფად .”
ფელდ მარშალ მონტგომერი

2001 წლის შემოდგომაზე ქართველებს გადაეცათ 10 ცალი ამერიკული წარმოების UH-1 Iroquois (იროკეზი) .აქედან 6 იროკეზი ამერიკელებმა გერმანიაში გაარემონტეს და განაახლეს , 4 ერთეული კი სათადარიგო ნაწილებისთვის ჩამოიყვანეს.ამით საქართველო ამერიკის ურთიერთობაში ახალი ეტაპი დაიწყო – სამხედრო თანამშრომლობა… ამერიკის გარდა მაშინ თურქებიც დაგვეხმარნენ , რომლებმაც 2 ცალი იროკეზი გვაჩუქეს.იმ დროისთვის საქართველოს 1 ესკადრილიაც არ ჰყავდა , ამიტომ 12 ვერტმფრენი საქართველოსთვის ძვირფასი საჩუქარი იყო.ამ ფაქტმა რუსები ძალიან გააღიზიანა , მაგრამ იროკეზებს მასზედ დასაყენებელი შეიარაღება არ მოჰყვებოდა , ამან სიტუაცია გაანეიტრალა.ამერიკელებმა ასევე გვაჩუქეს სპეციალური სანგარი იროკეზებისთვის რომელიც ალექსეევკას ბაზაზე დაამონტაჯეს.
პროგრამა UH-1 ითვალისწინებდა ქართველი პილოტების ამერიკაში ეგაპობრივ მომზადებას.პირველი ნაკადი ამერიკაში გაფრინდა 1999 წელს.მათ მომზადება ალაბამას შტატში ფორტ როკერის ბაზაზე გაიარეს , სადაც ნატოს წევრი ქვეყნების ვერტმფრენის პილოტებს ამზადებენ.საქართველოდან წასულებს შორის იყვნენ ისეთებიც ვინც რუსეთში იროკეზის ტიპის შველმფრენი როგორც მგრის შეიარაგება ისე შეისწავლეს. ქართველმა მფრინავებმა ამერიკის სამხედრო ბაზაზე საწყისი საფრენოსნო კურსის შემდეგ TH-67 Jet Ranger ტიპის ვერთმფრენზე დახურულ კაბინაში ინსტრუმენტებით ფრენის სპეციალური კურსი გაიარეს .სწავლების მესამე ეტაპი ... კითხვის გაგრძელება »

საუდის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იემენის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს

საუდის არაბეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა თვითმფრინავებმა იემენის სამხრეთით განთავსებულ შიიტ მეამბოხეთა პოზიციებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, იტყობიენბა ”როიტერი”.
ამას გარდა, იემენის საზღვართან საუდის არაბეთის ჯარის სახმელეთო დანაყოფებია განლაგებული, თუმცა ინფორმაცია მათი მხრიდან იემენის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება.
როგორც საუდის არაბეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, ავიადარტყმა მათ ტერიტორიაზე შეჭრილ მეამბოხეებზე განხორციელდა. განადგურებულია 40 მეამბოხე. თავის მხრივ, მეამბოხეთა წარმომადგენელმა, ტელეკომპანია ”ალ-ჯაზირას” განუცხადა, რომ საუდის არაბეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ექვს ობიექტზე თავდასხმა იემენის ტერიტორიაზე განახორციელეს. მათი თქმით, ერთი საათის განმავლობაში 100-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

რუსული სამხედრო მოქმედების ანალიზი

რუსულ მხარეს დიდი ხნით ადრე ქონდა დაგეგმილი და შესწავლილი მოვლენათა განვითარების სავარაუდო ხასიათი.წინასწარ იყო განსაზღვრული და მოფიქრებული რუსული აგრესიის ამოცანები, თანაც ისე რომ "აგრესორის" იმიჯი თავად არ შექმნოდა. მოთთვის სასურველი იყო ქართული მხარის პროვოკაციაზე წამოგება და ამით იმ შთაბეჭდილების შექმნა რომ საქართველოა აგრესორი. სწორედ ამის გამო შექმნეს მათ ისეთი შთაბეჭდილება რომ ისინი თავიდან არ ერეოდნენ კომფლიკტში, რაც როგორც ჩანს დაიჯერა საქართველოს მთავრობამ. რუსეთს სჭირდებოდა ის მოქმედებები რაც ჩვენ გავაკეთეთ (მაგალითად ცხინვალის მიმართულებით 50 რეაქტიული ჭურვი გავუშვით). რუს მშვიდობისმყოფელთაგან 12 მათგანის დაღუპვა.
ასეა თუ ისე საბაბის მოპოვების შემდეგ რუსული არმიის სწრაფმა რეაქციამ არ დააყოვნა. მათი ავაიცია დილიდანვე მოქმედებდა რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა არ დაეშვა საბრძოლო მოქმედებების ზონაში ქართული რეზერვების შეყვანა. ამწუთებისთვის უკვე ნათელი იყორუსული სამხედრო ხელმძღვანელობის ჩანაფიქრი, რომ მათ უკვე მოიპოვეს სრული ბატონობა ჰაერში. აგრეთვე აეროდროების და პირველ რიგში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკების მწობრიდან გამოყვანას, საკუთარი ოპერატიული დაჯგფებების შეყვანისათვის მომზადება.
"სიღრმისეული ოპერაციების" ეს რუსული თეორია 30-იან წლებში არის შემუშავებული და ითვალისწინებს საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციის დაწყებასაც. ძნელი არ იყო იმის განჭვრეტა რომ 8 აგვისტოს დილით დაწყებულ საჰაერო იერიშს აუცილებლად მოყვებოდა სახმელეთო ისერი ... კითხვის გაგრძელება »

"რუსეთი ცდილობს, საქართველოს მარგინალიზაცია გამოიწვიოს"

"შესაძლოა, მაქსიმუმ რვა-ათმა ქვეყანამ აღიაროს სეპარატისტული რეჟიმები"
საქართველო თითქოსდა ორსახოვანი საერთაშორისო რეალობით ცხოვრობს: ერთი მხრივ, ეუთოს ახალი მოქმედი თავმჯდომარე სახელმწიფო საბერძნეთი დიდი ენერგიით შეუდგა ქართულ-რუსული კონფლიქტების მოგვარებას და ეუთოს მისიის გაგრძელებასთან ერთად, სამშვიდობო პროცესების რეალურად დაძვრის ინიციატივით გამოვიდა, პარალელურად, "დაკისრებული მოვალეობების შესრულებას", როგორც ჩანს, რუსეთიც სერიოზულად შეუდგა, - ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვა იგულისხმება. ყველას, ვინც ამ საზღვარს ნებსით თუ უნებლიეთ დაარღვევს, რუსი ჯარისკაცები აპატიმრებენ და ცხინვალის სასამართლოს გადასცემენ. როდემდე გაგრძელდება ან რა მასშტაბებს მიაღწევს როგორც დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობა, ისე რუსული ველიკოდერჟავული ახირებები, დრო გვიჩვენებს. დეტალებზე პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს ვესაუბრებით:

- კონფლიქტის ზონაში ადგილობრივ ქართველ მოსახლეობას ადრე სეპარატისტები ავიწროებდნენ. ამჯერად ქართველები უშუალოდ რუსმა სამხედროებმა დააკავეს. არის საშიშროება, ასეთი ფაქტები გაგრძელდეს და ტენდენციად იქცეს?
- დავიწყოთ იმით, რომ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, რამდენიმე ფაქტორის გამო ადგილი აქვს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაძაბულობას. მათ შორისაა თქვენ მიერ ნახსენები ინციდენტიც. ერთია ის, რომ აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ რეგიონის მოსახლეო ... კითხვის გაგრძელება »

შორეული მომავლის გამანადგურებელი
რუსეთის სამხედრო–საჰაერო ძალებმა დაიწყეს მეხუთე თაობის გამანადგურებლის (ПАК ФА–საფრონტო ავიაციის პერსპექტიული საავიციო კომპლექსი) მეორე საცდელი ეგზემპლარის გამოცდა. ფედერაციის საჰაერო ძალების სარდალმა ა.ზელინმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი უკვე მოსკოვშია და გამოცდას ჯერ მიწაზე გადის. სამი გამანადგურებლების აწყობა ამურის კომსომოლსკში მიმდინარეობს და ერთ–ერთი მათგანი 2009 წლის ბოლომდე შესაძლოა ჰაერშიც აფრინდეს. :)?

რუსები 2001 წელს აცხადებდნენ, რომ თვითმფრინავი 2006 წელს უნდა აფრენილიყო, თუმცა 2005 წელს პირველი გაფრენა 2007–სთვის გადაიდო, შემდეგ 2008 წლისთვის და ა. შ.

ბევრი ელოდა, რომ თვითმფრინავი 2009 წლის ავიასალონ МАКС–ზე გამოჩნდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. დემონსტრირებულ იქნა, მხოლოდ აქტიური ფაზირებულ–ანტენიანი უახლესი რადარის ფრაგმენტი, რომლითაც ПАК ФА უნდა აღიჭურვოს. მაგრამ მეხუთე თაობის თვითმფრინავი მხოლოდ რადარი არ არის, საჭიროა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი–მძლავრი ძრავა. თუ გავითვალისწინებთ რუსეთის გაერთიანებული ძრამშენებელი კორპორაციის მიღწევებსა და შესაძლებლობებს, ნათელია, რომ ПАК ФА–ზე დაყენდება კომპანია Сатурн–ის შექმნილი ძრავა–117С, რომლითაც დაკოპლექტდა ახალი Су-35.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რადარი და ძრავაც მხოლოდ ორი კომპონენტია და არ არის საკმარისი. თანამედროვე გამანადგურებელზე ასევე საჭიროა ავიონიკა. თანამედროვე შეიარაღება და სხვა ურთულესი სისტემები.

სამხედრო სპეციალისტების აზრით(მათ შორის რუსების) ზემოთჩამოთვლილის და კიდევ ბევრი სხვა მ ... კითხვის გაგრძელება »

პანკისში რეალურად იმყოფებიან ე.წ. ვაჰაბიტები" (აგრესიული მუსულმანები რაც საფრთხეს საქართველოსაც უქმნის)

"ეს არის ჯგუფი, რომელსაც დღეს მცირე გავლენაც კი არა აქვს, მაგრამ თუ მოძლიერდება, მაშინ შესაძლოა საფრთხე მართლა წარმოიშვას"
გაიტაცეს ჩეჩნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის აჰმედ ზაკაევის ახლო ნათესავი საიდ ჰუსეინ ტაზბაევი. ერთი კვირაა, მისი კვალი ვერავინ იპოვა. ტაზბაევი თბილისში, ზაკაევის ძმის სახლში ცხოვრობდა და როგორც გაირკვა, მისი გატაცება თბილისიდან მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და ჩეჩნური დიასპორაც ძალზე ფრთხილად ცდილობდა ზაკაევის ნათესავის მოძებნას, ჩვენთვის ეს ამბავი მაინც გახდა ცნობილი. რა იყო აღნიშნული გატაცების მიზეზი, ამის შესახებ "კვირის პალიტრას" მამუკა არეშიძე ექსკლუზიურად ესაუბრა.
- საიდ ჰუსეინ ტაზბაევი, მართლაც გაიტაცეს. ეს პერსონა აჰმედ ზაკაევის მეგობარია. ისინი ერთი ტეიპის წარმომადგენლები არიან. საიდ ჰუსეინ ტაზბაევი ჩეჩნეთში ცნობილი პუბლიცისტი გახლდათ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგი ცხოვრობდა იმ სახლში, რომელიც ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ზაკაევის ძმამ შეიძინა თბილისში. ტაზბაევი დაპირისპირებული იყო ჩეჩნების ერთ ჯგუფთან, რომლის წევრებიც თავს წინააღმდეგობის მებრძოლთა წარმომადგენლებად ასაღებდნენ. თუმცა, მათთან კავშირის შესახებ ინფორმაცია თავად ხელმძღვანელობამ უარყო. ეს ჯგუფი რაღაც მიზეზთა გამო ჩვენი სპეცსამსახურების ზოგიერთ თანამშრომელთან არის დაკავშირებული. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი სპეცსამსახურების ხელმძღვანელობამ არც იცის ამი ... კითხვის გაგრძელება »

პანკისი - მუდმივი რუსული სამიზნე

დღეს პანკისის ხეობაში ბევრად უხიფათოა ცხოვრება, ვიდრე კონფლიქტის ზონების მიმდებარე ქართულ სოფლებში...

17 წლის განმავლობაში, რაც ომებსა და შეიარაღებული კონფლიქტის ზონებზე ვწერთ, ერთი რამ შევამჩნიე, - როგორც კი უახლოვდები ასეთ რაიონებს, გზაზე კამუფლირებული ფორმიანებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობა თანდათან იმატებს.
ეს ატრიბუტიკა დამახასიათებელი იყო 2000-2002 წლების პანკისის ხეობისთვის, მაგრამ გასულ კვირას, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დღევანდელ პანკისის ხეობაში ამის მაგვარიც კი ვერაფერი აღმოვაჩინე.
8 წლის წინ, მშენებარე ხადორჰესისკენ ტაქსით მიმავალთ, გვერდით უნომრო "უაზი" ამოგვიდგა, საიდანაც წვეროსანმა ავტომატიანებმა (რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ ქართველები) ყურადღებით შეგვათვალიერეს.
დღეს, საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი ხდება პანკისის ხეობაში. დუისში, ბირკიანსა თუ ომალოში ისე მიხვალ, რომ დატყვევების შიში არ გექნება.
მთლიანად იმის გამორიცხვა, რომ ხეობაში 8-9 წლის წინ ჩეჩნეთში, რუს ფედერალებთან ნაბრძოლი რამდენიმე კაცი მაინც არ ცხოვრობდეს, შეუძლებელია, მაგრამ ეს სულ სხვაა, ვიდრე პანკისში "ალ-ქაიდას" მოსამზადებელი ცენტრის არსებობა, რასაც კრემლი გვაბრალებს.
რუსეთის სპეცსამსახურებმა ათი წელია, ვერ დაამთავრეს "ანტიტერორისტული" ოპერაცია ჩეჩნეთში, პირიქით, დაღესტანსა და ინგუშეთში პარტიზანული ომიც გაჩაღდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, თავის გასამართლებლად, ხელმოცარვას ქართულ სპეცსამსახურებს და პანკისის ხეობას აბრალ ... კითხვის გაგრძელება »

რა დავუპირისპიროთ თანამედროვე ლეკიანობას?!
ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვიდან ქართველების გატაცებით, გასამართლებითა და 1000 რუბლად გამოშვებით სეპარატისტები დე იურე ხელისუფლებასაც იმტკიცებენ...

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ქართული სოფლებიდან, მინდვრებიდან თუ ტყეებიდან ქართველი მოსახლეობის გატაცება გახშირდა და როგორც ჩანს, არც მომავალში შეწყდება.

ამ მხრივ სიტუაცია უფრო სახიფათოა ცხინვალისა და ახალგორის დაპყრობილი რაიონების მიმდებარე სოფლების ქართველი მოსახლეობისთვის, ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთში, რადგან გალის რაიონს ბუნებრივად გამოყოფს მდ. ენგური.

ზემო ნიქოზთან, ერგნეთთან თუ ახალგორის რაიონთან ასეთი ბუნებრივი გამყოფი ხაზი არ არსებობს. ოს სეპარატისტებს და რუს ოკუპანტებს საბჭოთა დროინდელი "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" ადმინისტრაციული საზღვრის სახელმწიფო საზღვრად გადაქცევა სურთ და ყველას აკავებენ, ვინც ამ "საზღვრის" ახლოს აღმოჩნდება. მაგრამ საიდან უნდა იცოდეს ქართველმა გლეხმა, სად გადის ეს "საზღვარი", როდესაც ათწლეულების განმავლობაში იმ ადგილებში მინდორში ძროხებს აძოვებს, ან ტყეში საზამთროდ შეშას იმარაგებს?!

ასეთი "საზღვრის" ოფიციალურად დაფიქსირება, გასაგებია, რომ არც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში შედის, ამიტომაც იქ ქართველ მესაზღვრეებს ვერ დავაყენებთ.

გასაგები მიზეზის გამო კონფლიქტის ზონის საზღვრებთან ვერც თავდაცვის სამინისტროს რეგულარულ სამხედრო დანაყოფებს გავგზავნით, რადგან ამას მაშინვე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევად ჩაგვითვლიან.
ასე რომ, მთელი იმედი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზ ... კითხვის გაგრძელება »

ექვსდღიანი ომი

ექვსდღიანი ომი დაიწყო ისრაელმა, ეგვიპტიის, სირიის და იორდანიის წინააღმდეგ, 1967 წლის 5 ივნისს და იგი 10 ივნისამდე გრძელდებოდა. მაგრამ ისრაელს რომ არ დაეწყო მაშინ არაბული სამყარო კარგათ მოემზადებოდა და ისრაელს გაანადგურებდნენ.
ომის მთავარი მიზეზი იყო არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის დაძაბულობა, როდესაც განუწყვეტლივ ხდებოდა ისრაელში მალულად შემოპარვა და ამ ქვეყნის მოქალაქეებზე თავდასხმა, მუდმივი მუქარა არაბული ქვეხნებისა, რომლებსაც სურდათ ისრაელის განადგურება, ასევე ეგვიპტის პრეზიდენტის ნასერის ბრძანებამ 6 მაისს, რომელიც მოითხოვდა ნახევარკუნძულ სინაიდან საერთოშორისო ძალების გაყვანას, რის შემდეგაც ეგვიპტემ ასევე გადაუკეტა ისრაელს წითელი ზღვის მისადგომი, რაც აღნიშნავდა ელათის პორტის გაჩერებას. ეს იმის მერე რაც 1957 წლიდან თავისუფლად მოძრაობდა ისრაელის საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო ძალების დაკვირვებით წითელ ზღვაში. მიუხედავათ იმისა, რომ ამერიკამ და რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა წითელი ზღვის ნეიტრალობა, ეგვიპტის პრეზიდენტმა ნასერმა განაცხადა რომ ყოველივე გარღვევა ამ ბლოკადისა, იქნება ეგვიპტისთვის ომის დაწყების მიზეზი, სიტუაციას უფრო ამწვავებდა საბჭოთა კავშირის მასიური დახმარება არაბულ ქვეყნებზე, რაც უფრო მატებდა მათ თავდაჯერებულობას იმაში, რომ ისინი ძლევდნენ ისრაელს, შედეგად ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დასხმოდა თავს მოულოდნელად.
5 ივნისის დილას ისრაელის გამანადგურებელი თვითფრინავები აიწიენ ჰაერში და პირველი დარტყმა მიაყენეს ეგვიპტის ნახევარ კუ ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 22 23 24 25 26 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja