ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
სამხედრო მოთხილამურის კურსი დასრულდა

სამხედრო მოთხილამურის კურსი დასრულდა
სამხედრო მოთხილამურის კურსი 20-მა სამხედრო მოსამსახურემ დაასრულა. კურსის დამთავრების საზეიმო ცერემონია დაბა ბაკურიანში გაიმართა.

მოთხილამურის კურსი 18 იანვარს დაიწყო და 3 კვირა გაგრძელდა. საჩხერის სამთო მომზადების ინსტრუქტორებმა მსმენელებს თხილამურებზე დგომა, გადაადგილება და სრიალი შეასწავლეს. სამხედრო მოსამსახურეები ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისა და ევაკუაციის ტექნიკურ მეთოდებსაც გაეცნენ.

კურსის ფარგლებში მათ ასევე თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და სხვადასხვა სახეობის თოვლის თავშესაფრის ე.წ. “იგლუს” მოწყობა განახორციელეს. მსმენელებმა 100, 200 და 300 მეტრზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან M4 საკვალიფიკაციო სროლებიც ჩაატრეს.

სამთო მოთხილამურის კურსი მაღალ მთაში 18 კილომეტრიანი ტაქტიკური მარშით დასრულდა.

საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა წარმატებით შეაფასა აღნიშნული კურსის დასრულება: ”კურსი საკმაოდ რთული იყო, რადგან არა მარტო ტექნიკურ სრიალს, არამედ მაღალ მთაში თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასაც მოიცავდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეიარაღებულ ძალებს კიდევ 20 სამხედრო მოსამსახურე შეემეტა, რომლებსაც მაღალ მთაში რთული კლიმატური პირობების მიუხედავად თხილამურების გამოყენებით ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება შეუძლიათ”- განაცხადა მაიორმა მალხაზ მერლანმა.

ცერემონიის დასასრულს წვ ... კითხვის გაგრძელება »

ამერიკული ფრეგატი საქართველოში

ამერიკული ფრეგატი საქართველოში
აშშ–ის საზღვაო ფლოტის გემი „ჯონ ჰოლი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეებმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ და ნოდარ ხარშილაძემ, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროს, გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძესთან ერთად დაათვალიერეს. როგორც ნიკოლოზ ვაშაკიძემ აღნიშნა, ფრეგატის სტუმრობა საქართველო–ამერიკას შორის უსაფრთხოების სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის ერთ–ერთი ნათელი მაგალითია. „ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, რაც ყველაფერთან ერთად გულისხმობს საქართველოს უსაფრთხოების ძალების დახვეწას და გაძლიერებას,“ აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
ბათუმის პორტში აშშ–ის საზღვაო ფლოტის ფრეგატი 1 მარტს შემოვიდა. გემს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები დახვდნენ. "ჯონ ჰოლი” და მისი ეკიპაჟი საქართველოს სანაპირო დაცვის პირად შემადგენლობასთან ერთობლივ წვრთნას მართავს. წვრთნის მიზანია ძებნისა და გადარჩენის, გემის გაჩხრეკისა და აბორდაჟის, აგრეთვე დაზიანების კონტროლის მეთოდების დახვეწა.
ფრეგატი ბათუმში „გლობალური საზღვაო პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში შემოვიდა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოების განმტკიცებას ემსახურება. "ჯონ ჰოლის” ვიზიტი აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევრო ... კითხვის გაგრძელება »

გუდაუთიდან რუსული ბომბდამშენები NATO-ს შტაბბინასაც მისწვდებიან!

სეპარატისტულმა აფხაზეთმა 49 წლით დაუთმო რუსეთს ტერიტორიები სამხედრო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის
სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაძლიერდება შავი ზღვის აკვატორიაში.

მართალია, NATO-მ დაგმო სეპარატისტულ სოხუმსა და მოსკოვს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მაგრამ ეს რეალურად ბევრს არაფერს ცვლის.
გადაუთაში სახმელეთო სამხედრო-საჰაერო, ხოლო ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზების შექმნა მარტო საქართველოს წინააღმდეგ როდია მიმართული, ის, უპირველესად, NATO-ს ინტერესებს დაემუქრება შავი ზღვის რეგიონში. გუდაუთის ბომბორას სამხედრო აეროდრომზე Су -24М საფრონტო და მით უფრო Ту-22М3 ტიპის შორი მოქმედების ბომბდამშენების განთავსების შემთხვევაში მათ შეეძლებათ საჰაერო დარტყმა შესაბამისად 560 და 2400 კმ რადიუსებში.

გუდაუთიდან 560 კმ-ის რადიუსში ხვდება მთელი საქართველო, ასევე NATO-ს წევრი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის უდიდესი ნაწილი.
გუდაუთიდან აფრენილ Ту-22М3-ს კი 2400 კმ-ის რადიუსში შეუძლია სარაკეტო დარტყმა მიაყენოს NATO-ს წევრი თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის ტერიტორიებს და მისწვდეს თვით NATO-ს შტაბბინას ბრიუსელში!

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვი, ფინანსური პრობლემის გამო, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლებ ყურადღებას უთმობდა. თუმცა ამჟამად, აფხაზეთის ოკუპირებისა და უკრაინაში პრორუსული ძალების გამარჯვების შემდეგ კრემლი შავი ზღვის რეგიონში თავისი სამხედრო პოლიტიკური გავლენის მნიშვნელოვნად გაზრდას ი ... კითხვის გაგრძელება »

ოკუპანტებმა 70 ქართველი დააკავეს

გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა 70-მდე ქართველი დააკავეს. ისინი დღეს დილით ზუგდიდში გადადიოდნენ. აგრესორებმა მათ ცეცხლი გაუხნეს, რის შემდეგაც ოთხ მიკროავტობუსსა და სამ ავტობუსში მყოფი მგზავრები გაჩხრიკეს და გაძარცვეს. ისინი გალის მიმართულებით წაიყვანეს.

გალში ჰყავთ გადაყვანილი ასევე გუშინ დაკავებული 16 მშვიდობიანი მოსახლე. მათთან ერთად გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში სულ 60-მდე ქართველი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს, მოგვიანებით კი ნაწილი გაუშვეს.

ოკუპანტები მათი ოჯახებისგან 500 ლარის ოდენობის რუბლს ან ძვირფასეულობას ითხოვენ. გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზიდან ჯარისკაცები გალის რაიონში ადგილობრივთა გადაადგილების კონტროლის გაძლიერების მიზნით გადმოიყვანეს.

ჯერ დერეფანი დაგვეთმო და ჯარი მერე გაგვეგზავნა ავღანეთში...

საქართველოს პრეზიდენტის მორიგი ინიციატივა - ჩვენი საჰაერო სივრცისა და სახმელეთო დერეფნის გავლით ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განახორციელოს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციის ლოჯისტიკური უზრუნველყოფა, არახალი თემაა.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც აშშ-ს ეძლეოდა უფლება, საქართველოს საჰაერო და სახმელეთო დერეფნებით გადაეზიდათ სამხედრო და არასამხედრო დანიშნულების ტვირთი.

მაგრამ ამდენი ხანია, რატომღაც პენტაგონი არ ჩქარობს საქართველოს ამ გულუხვი შეთავაზების გამოყენებას.

ეს მით უმეტეს გასაკვირია, როდესაც აშშ-ისა და მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბრძოლო ოპერაციები ავღანეთში სერიოზულ და მუდმივ მომარაგებას საჭიროებს.

დღემდე ტვირთის უდიდესი ნაწილი პაკისტანის გავლით შედიოდა ავღანეთში, მაგრამ ბოლო ხანს გახშირდა თავდასხმები პაკისტანის საზღვაო პორტებიდან ავღანეთში საბრძოლო საჭურვლითა და სურსათ-სანოვაგით დატვირთულ ამერიკულ საავტომობილო კოლონებზე.

პენტაგონმა ალტერნატიული უხიფათო გზის ძებნა დაიწყო. ლოგიკური იყო, დაინტერესებულიყვნენ აღმოსავლეთ ევროპა-შავი ზღვა-საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვა-თურქმენეთი-ავღანეთის მარშრუტით. მართალია, ამ გზის გავლისას კონტეინერები ორჯერ გემებში და ისევ ორჯერ სარკინიგზო ეშელონებში უნდა გადაეტვირთათ, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ სატრანზიტო დერეფანზე "თალიბების" თავდასხმის საშიშროება არ იყო.

მიუხედავად ამისა, ავღანეთისთვის განკუთვნილ ტვირთს საქართველო არ გაუვლია, რისი ძირითადი მიზეზიც, ეტყობა, ... კითხვის გაგრძელება »

რუსული "ბაყაყი" ამერიკული "რაპტორის" წინააღმდეგ

მეხუთე თაობის რუსული გამანადგურებელი, ბოლოს და ბოლოს, აფრინდა, თუმცა ამერიკული F-22 Raptor - ამდე ჯერ ბევრი უკლია...

29 იანვარს პირველი საგამოცდო გაფრენა განახორციელა ახალმა რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა, რომელსაც "სუხოის" საავიაციო საკონსტრუქტორო ბიურო ორი ათეული წელი განსაკუთრებით საიდუმლოდ აწყობდა.

ეს თვითმფრინავი იშიფრება, როგორც "საფრონტო ავიაციის პერსპექტიული საავიაციო პროექტი", თუმცა მასმედიაში დროდადრო ჟონავდა ინფორმაცია მის სხვა დასახელებებზეც - Т-50 და "ნაკეთობა 701".

პირველი საცდელი ფრენა 47 წუთი გაგრძელდა. ჰაერში მას სერიული გამანადგურებელი СУ-30 მიაცილებდა. მათი ვიზუალური შედარებისას ნათლად ჩანს ის ძირითადი განსხვავება, რაც "სუხოის" ახალ საფრენ აპარატს მეხუთე თაობის რეაქტიულ საბრძოლო თვითმფრინავების კლასს მიაკუთვნებს.

დღემდე მსოფლიოში იწარმოება მეხუთე თაობის მხოლოდ ერთი, მრავალდანიშნულებიანი საბრძოლო თვითმფრინავი - F-22 Raptor-ი, ჩვენებურად "რეპტილია". მეორე, ასევე ამერიკული მეხუთე თაობის F-35, ჯერჯერობით გამოცდას გადის და მისი სერიული წარმოება ალბათ 5-6 წლის შემდეგ დაიწყება.

დაახლოებით ასეთივე ბედი ელის რუსულ Т-50-საც, რომლის სერიულ წარმოებაში ჩაშვებამდე საფრენოსნო გამოცდებს შეიძლება 5-10 წელიც კი დასჭირდეს.
"სუხოის" წინამორბედი СУ-27/СУ-30-ისგან განსხვავებით, მეხუთე თაობის Т-50-ის ვერტიკალური ფრთასხმულობა მნიშვნელოვნად დახრილია, ძრავები ერთმანეთისგანაა დაშორებული და კონსტრუქციაში უხვად არის გამოყენებული კომპოზიციური მასალები, რ ... კითხვის გაგრძელება »

სწავლება სკოლებში
სწავლება სკოლებში

სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო კურსს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვისა და განათლების სამინისტროების უწყებათაშორისი ჯგუფი შეიმუშავებს. სამუშაო პროცესში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
აღნიშნული საკითხი დღეს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე დავით იოსელიანმა განიხილეს.
განათლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სპეციალური მეთოდოლოგიის შემუშავება უწყაბათაშორისი კომისიის მიერ აპრილში დასრულდება. სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსის სწავლება რამდენიმე კომპონენტს შეიცავს: სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და საქართველოს არმიის შეიარაღების მიმოხილვა. სამხედრო სწავლება საპილოტე სკოლებში 2010 წლის სექტემბრიდან დაინერგება.

"ლევან ამირიძე ის კაცი არ არის, სულით დაეცეს!"

"ხელისუფლებას არ სჭირდება პატრიოტი და პროფესიონალი კადრები. უნდათ ისეთები, მათ ნებისმიერ ბრძანებას მონური მორჩილებით რომ შეასრულებენ. ლევანს სწორედ პროფესიონალიზმი არ აპატიეს. თავი ჰქონდა გადადებული სამშობლოსთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში თურმე დანაშაულია", - განგვიცხადა რეინჯერთა ბატალიონის უფროსის, 32 წლის ლევან ამირიძის მეუღლემ ნათია ცუცქირიძემ.

ლევან ამირიძე ე.წ. მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთ ორგანიზატორად განიხილება, რომლის მიმართაც მოსამართლე კოპალიანი და პროკურორი გრიგალაშვილი განაჩენის გამოტანისას "გულუხვები" აღმოჩნდნენ, - მაიორ ამირიძეს 28 წლით აღეკვეთა თავისუფლება.

- ნათია, როგორ აღმოჩნდა ლევანი ამბოხების ორგანიზატორთა შორის?
- როგორც სასამართლოზეც გამოიკვეთა, ჯარისკაცებს წაგებული ომის შემდეგ გაუჩნდათ პროტესტის გრძნობა და გადაწყვიტეს, 26 მაისს დაგეგმილ საზეიმო აღლუმში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ. ლევანმა სასამართლოზე აღნიშნა, - მქონდა პროტესტის გრძნობა, მაგრამ არა ხელისუფლების, არამედ ჩემი მეთაურების მიმართო. იგი ომის დროს 40 დღის განმავლობაში იმყოფებოდა ცხინვალში, ის და მისი 400-კაციანი შენაერთი ყველამ მიატოვა - როცა სხვა შენაერთები უკან იხევდნენ, არც კი გააფრთხილეს და იქ ჩატოვეს.

სწორედ მისმა ბატალიონმა აიყვანა ტყვედ ცხინვალში ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენის მფრინავები. ლევანმა უვნებლად, დანაკარგის გარეშე ჩამოიყვანა თავისი მებრძოლები. ვფიქრობ, ხელისუფლებამ იცოდა ამ ჯარისკაცების განწყობა და ისინი იმისათვის გამოიყენეს, რომ გადაეფარათ შექმნილი პოლიტი ... კითხვის გაგრძელება »

ებრაელმა სამხედროებმა მოდელ ბარ რაფაელის ბოიკოტი მოუწყვეს

ისრაელის არმიის გენერალმა ავი ზამირმა თანამოქალაქეებს მოუწოდა, უარი თქვან იმ საქონელზე, რომელსაც ცნობილი ებრაელი მანეკენი, ლეონარდო დი კაპრიოს საცოლე ბარ რაფაელი უწევს რეკლამირებას. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იმავდროულად ისრაელში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი “თავის ამრიდებელია”.

როგორც მოგეხსენებათ, ისრაელში სამხედრო სამსახური გოგონებისთვისაც სავალდებულოა და ერთ წელიწადსა და ცხრა თვეს მსახურობას გულისხმობს. თავის დროზე კი ბარ რაფაელიმ, ყაზარმაში გამგზავრება რომ აეცილებინა თავიდან, შორეულ ნათესავთან ფიქტიური ქორწინება გააფორმა. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინებას ორ კვირაში განქორწინებაც მოჰყვა, რაფაელიმ კანონით მიიღო სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების ცნობა.

- ჩვენი კანონები არასრულყოფილია, რითაც ისარგებლა კიდეც მოდელმა, - დააზუსტა გენერალმა.

ჟურნალი "რეიტინგი"

ბუშის თანაშემწეები რუსეთ-საქართველოს ომის შესაჩერებლად სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავდნენ

Bloomberg

რონალდ ასმუსის წიგნის A Little War That Shook the World: Georgia, Russia and the Future of the West (”ხანმოკლე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა: საქართველო, რუსეთი და დასავლეთის მომავალი”) მიმოხილვა

როდესაც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოში რუსული ტანკების შესვლით, ”ცივი ომი”-ს შემდეგ, შეიძლება გარდამტეხი მომენტი დამდგარიყო, ჯორჯ ბუშის გუნდი ეროვნული უშიშროების საკითხებში, სერიოზულად განიხილავდა საავიაციო დარტყმების შესაძლებლობას, რომ რუსეთის ინტერვენცია შეეჩერებინა. ვლადიმერ პუტინი ტრაბახობდა, რომ მხოლოდ მისი ნდობა შეიძლებოდა. ნიკოლა სარკოზი კი ფატობრივად აძალებდა საქართველოს ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელი მოეწერა.

აი ის სამი მწვერვალი, რომელიც ამ დიპლომატიური ფარდის უკან იმალებოდა და რომელიც რონალდ ასმუსმა თავის წიგნში A Little War That Shook the World: Georgia, Russia and the Future of the West გახსნა. ეს იმ ხუთდღიანი აგვისტოს ომის ძალიან საინტერესო მიმოხილვაა.

ასმუსი, რომელიც კლინტონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა, დღეს აშშ-ს მარშალის ფონდის ბრიუსელის განყოფილებას ხელმძღვანელობს. მან ამ რეალური პოლიტიკისა და დიპლომატიური ჩიხების ისტორია დოკუმენტების საფუძველზე შექმნა, რომლებიც მანამდე არ გამოქვეყნებულა, ასევე დასავლეთის და საქართველოს წარმომადგენლების ინტერვიუებზე დაყრდნობით. ერთად თავმოყრილი ეს მასალა იმის ნათელი მტკიცებულება გახდა, თუ როგორ ვერ შესძლო დასავლეთმა გათამამებული რუსეთისთვის წინააღმდეგობის ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 3 4 5 6 7 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja