ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
დილის გაზეთი, 31 ოქტომბერი, 1999 წელი
ეს არის ძალიან ძველი გაზეთის სტატია მაგრამ აქ არის აღნიშნული რუსული პროპაგანდის საშინელებანი. მხოლოდ web-army ზე ნახეთ ყველამ
ჩეჩნეთში საზარელი სასაკლაო გრძელდება

გასულ კვირას რუსეთის ავიაციამ (სხვა მონაცემებით, კასპიის ფლოტის გემებმა) რაკეტები დაუშინეს გროზნოს ცენტრალურ ბაზრობას. დარტყმის შედეგად 120 ადამიანი დაიღუპა, ასეულობით – დაიჭრა, დაღუპულთა შორის 22 ჩვილია იქვე მდებარე სამშობიარო სახლიდან, რომელიც მთლიანად დაინგრა.
თავდაპირველად, კრემლი ამ დანაშაულს უარყოფდა და ჩვეული ცრუპენტელობით, ურცხვი ტყუილით აცხადებდა – ჩეჩნებმა ერთმანეთი თვითონ დახოცესო. შემდგომ მაინც აღიარეს, რომ ოპერაცია რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს, ოღონდ დაბომბვის ფაქტს უარყოფენ – აქაოდა, ოპერაცია «სპეცჯგუფმა» განახორციელა «იარაღით მოვაჭრეთა» გასანადგურებლადო.
ძნელი სათქმელია, მართლა ვაჭრობდნენ თუ არა გროზნოს ბაზარზე იარაღით - გამორიცხული ნამდვილად არ არის, მაგრამ იარაღი ბაზრის 2-3 პროცენტი თუ იქნებოდა. ტყუილია, თითქოს გროზნოს ბაზარი სპეციალიზებული «იარაღის ბაზარია». ასე, იარაღი მოსკოვის ბაზრებზეც იყიდება - რაც კარგად აღწერა კინორეჟისორმა სტანისლავ გოვორუხინმა უკანასკნელ ფილმში «ვოროშილოვსკი სტრელოკ». ასე რომ, «იარაღის ბაზარი» აქ არაფერ შუაშია - სინამდვილეში ეს იყო პირწმინდად დამსჯელი აქცია (კარატელნაია აქცია), მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშინებლად.
რაც მთავარია, სამხედრო სპეციალისტთა მტკიცებით, რაკეტები აფეთქდა ჯერ კიდევ ჰაერში – მიწის ზედაპირიდან 20-30 მეტრში, რათა მსხვერპლი მაქსიმალური ყოფილიყო. ასეთ ტაქტიკას «გამომწვარი მ ... კითხვის გაგრძელება »

საქართველო-თურქეთის საზღვარი აფხაზეთის მონაკვეთზე კვლავ დაუცველია

რამდენიმე დღის წინ, სოხუმში გაფორმდა ხელშეკრულება «აბხაზრიბასა» და თურქეთის ერთ-ერთ კერძო ფირმას შორის, რომელსაც აფხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქე ფლობს. ხელშეკრულება ითვალისწინებს «ერთობლივ თევზჭერას აფხაზეთის სანაპირო წყლებში».
ედუარდ შევარდნაძემ ამ ხელშეკრულებას «უკანონო» უწოდა და მისი გაუქმება მოითხოვა; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი კვლავ მიუთითა ანკარას, რომ თურქეთის კერძო ფირმების თანამშრომლობა აფხაზურ რეჟიმთან საქართველოს გვერდის ავლით დაუშვებელია. ყველა ასეთ ნოტაზე ვიღებთ ჩვენთვის მიუღებელ, სტანდარტულ, მაგრამ სავსებით ლოგიკურ პასუხს: საქართველოსა და თურქეთის საზღვარს საქართველოს მხრიდან უნდა აკონტროლებდეს ქართული სასაზღვრო ჯარი!
ანუ: კეთილი ინებეთ, გააკონტროლეთ და დააკავეთ ნებისმიერი გემი - სრულ უფლებას გაძლევთ.
მართლაც, თბილისის პრეტენზიები ანკარას მიმართ ამ შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოა: დავუშვათ, თურქეთის რომელიმე პორტიდან გამოვიდა გემი და დაიძრა (ვთქვათ) ბულგარეთის მიმართულებით; გემი კერძო ფირმას ეკუთვნის; შემდგომ, ნეიტრალურ წყლებში, მან მოულოდნელად მოუხვია და შევიდა აფხაზეთის სანაპირო წყლებში. იქ ქართული სასაზღვრო გემები არ არის, - თურქულ გემს ხვდება მხოლოდ აფხაზური კატარღები. რა ქნას ამ შემთხვევაში თურქეთმა? გამოაყოლოს ყველა გემს, რომელიც თურქეთის პორტებიდან გამოვა, - თითო სასაზღვრო კატარღა, რათა მან აფხაზეთისაკენ არ «გადაუხვიოს»? ეს ხომ აბსურდია?! ამას არც ერთი სახელმწიფო არ გააკეთებს და საქართველოს გულისათვის საკუთარ ... კითხვის გაგრძელება »

ავაზა

ალბათ ყვალამ ვიცით ამ ცხოველი შესახებ. ამჯამად კი გთავაზობთ ამ ცხოველის სრულ დახასიათებას.
ავაზის მკერდი განიერია, ხოლო წელი - წვრილი. უხეში, წინწკლებიანი ბეწვი მას მაღალ ბალახში შეუმჩნეველს ხდის და მსხვერპლთან მიახლოებას უადვილებს. ავაზის ხალები 2-3 სანტიმეტრის დიამეტრისაა და მუცლის მხარეს (თეთრ ბეწვზე) არ ჩნდება. გეპარდს პატარა თავი აქვს, რაც ხელს უწყობს სიჩქარის განვითარებაში, ხოლო შავი ხაზები მის თვალებთან მზის სხივებს არიდებს და ხედვის არეალის გაფართოების საშუალებას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საათში 120 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს, ავაზა ძალიან მალე იღლება.

მოზრდილი ავაზა 40-65 კილოგრამს იწონის. მისი სხეულის სიგრძე შეიძლება 135 სმ იყოს, როცა მხოლოდ კუდი 84 სმ-მდე იზრდება. მამრი შეიძლება მდედრზე ოდნავ დიდია, მაგრამ სიმაღლის მიხედვით მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. თითქმის იგივე ზომის ლეოპარდთან შედარებით, ავაზას უფრო მოკლე ტანი, მაგრამ მაღალი ფეხები და გრძელი კუდი აქვს.

ავაზებში გვხვდება იშვიათი სახის მუტაცია: ზოგჯერ მათი ხალები იმდენად დიდია, რომ ერთმანეთს ერწყმის და ჩვეულებრივი ინდივიდებისაგან განსხვავებულ მოხატულობას ქმნის. ასეთ ერთეულებს ”სამეფო ავაზებს” უწოდებენ.

ავაზებს ნახევრად მოძრავი ბრჭყალები აქვთ, რაც სირბილის დროს მიწაზე უკეთ მოჭიდების საშუალებას იძლევა და მნიშვნელოვნად ამცირებს ინერციას მოხვევის დროს. კატების უმეტესობისგან განსხვავებით ავაზას მათი შეკეცვა არ შეუძლია და ამიტომ ბრჭყალები ყოველთვის ადვილი შესამჩ ... კითხვის გაგრძელება »

58-ე არმიამ საქართველოს სრული ოკუპაციის ინსტრუქცია მიიღო

15 აპრილს რუსეთის 58-ე არმიამ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან მორიგი ინსტრუქციები მიიღო.

როგორც “მედიანიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ინსტრუქციებში მითითებულია, რომ საქართველოსთან საბრძოლო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა მაღალია და შესაბამისი ბრძანების შემთხვევაში, 58-ე არმიის ნაწილებმა უნდა იმოქმედონ კონკრეტული გეგმის მიხედვით. ამ გეგმის ნაწილი “მედიანიუსს” ზემოხსენებულმა წყარომ მიაწოდა.

ზუგდიდის შტურმს დაიწყებენ 131-ე და 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადები, 135-ე მოტომსროლელი პოლკი შეტევას წალენჯიხა-ჩხოროწყუს, 33-ე და 34-ე ცალკეული სამთო მოტომსროლელი ბრიგადები კი, სვანეთის დაკავებას შეეცდებიან.
ფოთის დაკავება 19-ე დივიზიას დაევალება.

წარმატების შემთხვევაში, ზემოხსენებული ნაწილები გაძლიერდებიან: 429-ე პოლკით, 292-ე თვითმავალ-საარტილერიო პოლკით, 141-ე ცალკეული სატანკო ბატალიონით, 1415-ე ცალკეული რეაქტიული საარტილერიო დივიზიონით და 70-ე გვარდიული მოტომსროლელი პოლკით, რომლებიც ჯერ სენაკის(სადაც 58-ე არმიის შტაბი გენერალურ ბრძოლას ვარაუდობს), შემდეგ კი, შეტევას სამტრედიის მიმართულებით გააგრძელებენ.

წარმატების შემთხვევაში, ეს დაჯგუფება გაძლიერდება 72-ე მოტომსროლელი და 50-ე გვარდიული თვითმავალი საარტილერიო პოლკით და მათი სამიზნე ქუთაისი იქნება.

აფხაზეთში მობილიზებულ 58-ე არმიის ზემოხსენებულ დაჯგუფებას სავარაუდო მოწინააღმდეგედ განესაზღვრა საქართველოს შეიარაღებული ძალების 2-ე, 3-ე, 5-ე ქვეითი ბრიგადები და ბათუმის საზღვაო ფეხოსანთა ბატალიონი.

კომპეტენტურ ... კითხვის გაგრძელება »

საბჭოთა არმიის ქართული ქვედანაყოფები 1922-1956

სსრკ-ში სულ შექიმნა 66 ნაციონალური დივიზია, აქედან 37-მა იბრძოლა მეორე მსოფლიო ომში. ნაციონალური ქვედანაყოფები გააუქმნა ნიკიტა ხრუშოვმა სტალინის გარდაცვალების მერე ... არის ცნობები, რომ გორის ქართული დივიზია 1956 წელს მზად იყო თბილისისკენ ელაშქრა რუსული დანაყოფების წინააღმდეგ.
დანარჩენისათვის კი გადაწერეთ ყველამ. რა თქმა უნდა ესეც ქართულადაა
gadmowera

ბრძოლა სტალინგრადთან

აქ მე შეოგთავაზებთ ექსკლუზიურ მასალებს სტალინგრადის ბრძოლებიდან. მაშ ასე გადაწერეთ ყველამ. ხო და კიდე ყველაფერი ქართულადაა wink
GADMOWERA

ამერიკული არმია - XX საუკუნის ყველაზე დიდი მითი

ერთადერთი დასკვნა, რომელიც ამერიკის მმართველმა ელიტამ სერიოზულ მოწინააღმდეგესთან თავისი ჯარების მიერ ომის წარმოების უუნარობის მორიგი მოწმობიდან გამოიტანა, ის იყო, რომ ასეთი მოწინააღმდეგის მოსყიდვის სურვილი გაუჩნდა, რათა მას თავი დამარცხებულად ეცნო და საშუალება მიეცა, კიდევ ერთხელ დადასტურებულიყო ამერიკის სამხედრო ძლიერება, ანუ გაემეორებინა 1944 წლის 6 ივნისს საფრანგეთში ამერიკული ჯარების გადმოსხმის სცენარი, რომელიც ასევე გამოიყენეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ერაყის მეორე ომის პირველ ფაზაში 2003 წლის 19 მარტიდან 9 აპრილამდე. გავრცელებული ვერსიით, აქ საქმე ათამდე ერაყელი გენერლის მოსყიდვასთან როდი გვაქვს.

საქმე ისაა, რომ თავად ერაყული რეჟიმი არცთუ ტოტალიტარული აღმოჩნდა. უცხოურ ბანკებში დაბანდებებმა, დასავლეთთან სხვა კავშირების მთელმა კომპლექსმა ერაყის მმართველ ელიტას კაპიტულაციის სურვილი გაუჩინა. ხოლო ერაყელმა გენერლებმა მხოლოდ შეასრულეს პოლიტიკური ხელმძღვანელობის კაპიტულანტური განკარგულებები ომის დროს, «დიადი და საზარელი» სადამ ჰუსეინის ფიგურამ კი განტევების ვაცის როლი ითამაშა. რეალურად ერაყს სხვა ადამიანები მართავდნენ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ, მაგალითად, ტარიკ აზიზი, რომელიც ერაყის კაპიტულაციის შემდეგ ინგლისში გადასახლდა.

თუმცაღა, ერაყის ომში ამერიკელთა დანაკარგები მცირე სულაც არ ყოფილა და, უპირველესად, ეს ამერიკულ სამხედრო ავიაციას შეეხო. სხვა ერაყული ძალებისგან განსხვავებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა სრული სერიოზულობით ებრძოდა ამერიკულ ავიაციას და ეს ბრძოლა მხოლ ... კითხვის გაგრძელება »

საქართველო: ციხის ყოფილი მთავარი ზედამხედველი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად ბაჩო ახალაიას წარდგენისას, 27 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ 28 წლის კაცს აქვს ის, რაც საქართველოს არმიას ომის შემდგომ პერიოდში უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ესაჭიროება. პრეზიდენტმა ახალაიას საქართველოს ჯარის ყოვლისმომცველი რეორგანიზაცია დაავალა. სანამ სააკაშვილი ახალაიას თავდაცვის მინისტრად დაასახელებდა, ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ახალაია თანამდებობაზე დანიშვნას უნდა დაეთანხმოს პარლამენტი, სადაც სააკაშვილის მომხრე დეპუტატებს ადგილთა დიდი უმრავლესობა უკავიათ.

„ჯარი თავდაცვისუნარიანი იქნება“ - აღნიშნა ახალაიამ მოკლე სატელევიზიო კომენტარებში. მან განაცხადა, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება, მოიყვანოს ქართული ჯარი შესაბამისობაში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სტანდარტებთან - განცხადება, რომელიც არავის გააოცებდა. საქართველოს აგრესიული ლტოლვა ატლანტიკური ალიანსისაკენ რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ნაკლებად ხილულ პერსპექტივად იქცა, თუმცა მაინც რჩება ყურადღების ეპიცენტრში.

სააკაშვილის უდრეკი ლოიალისტი ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ახლო მოკავშირეა. ახალი მინისტრის მამას და ძმას სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებში მაღალი პოსტები უკავიათ.

უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე საუბრისას, რაც ტელევიზიითაც გადაიცემოდა, სააკაშვილმა შეაქო გადაყენებული თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე განვლილი რვა თვის სამსახურისათვის, მაგრამ დასძინა, რომ „უფრო მეტი უნდა გაკ ... კითხვის გაგრძელება »

ქართული ჯარი ავღანეთისკენ მიიწევს
ალბათ ყველამ იცით რომ ქართული ჯარი ავღანეთში მიემგზავრება და ამიტომაც აი ეს სტატია

ქართული პოლიტელიტა სულ ცდილობს საქართველოს ნატოში შეყვანას. ხელისუფლებამ მიიღო ამ წელს სამსვიდობო კონტიგენტის ავღანეთში გაგზავნის გადაწყვეტილება. ამის შესახებ 3 მაისს განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ. სჭირდეთა თუ არა ასეთი პრობლემური პარტნიორი ალიანსს?

„ჩვენი ქვედანაყოფი მონაწილოებას მიიღებს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთსი ნატოს ეგიდით ფრანგული კონტიგენტის შემადგენლობაში,- აცხადებდა სიხარულიძე.- საქართველო მზად არის შეასრულოს სატრანზიტო ფუნქცია ამ ოპერაციის მხარდასაჭერად".

ქართველი თავდაცვის მინისტრის ვოიაჟი ოკეანის მიღმა უკვე 3 დღეს გრძელდე.ა 2 ივნისს დავით სიხარულიძე შეხვდა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს კონ მაკკეინის, ხოლო მეორე დღეს ამერიკის სენატის წარმომადგენლებს. სხვათა შორის, მაკკეინმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიატოვოს დემოკრატიული ქვეყნები და საქართველოს მხარდაჭერის პირობა დადო. დღეისთვის სიხარულიძეს დანიშნული აქვს შეხვედრა პენტაგონის იდერთან რობერტ გეიტსთან. აღვნიშნავთ, რომ სიხარულიძეს ვაშინგტონისთვის არაფერი ახალი არ უთქვამს. ჯერ კიდევ თებერვალში შეპირდა ქართველი მინისტრი ქართული ქვედანაყოფის გზაგზავნას ავღანეთში და ნატოს ქართული ტერიტორიების გამოყენება შესთავაზა ამ ოპერაციისთვის. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, საქართველო დაჟინებიტ ცდილობს იმის მიღწევას, რომ ეს კეთილი ნების ჟესტი ალიანსმა შესაფერისად შეაფასო ... კითხვის გაგრძელება »

რუსული აგრესია, 2008 წლის 10 აგვისტო
ეს სტატია დაწერილია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამიტომაც ის დაწერილია როგორც ახლანდელ დროში მაგრამ ესეც საკმარისია იმისათვის, რომ გავიგოთ თუ რა ძალით მოხდა რუსული აგრეესიის შემოჭრა და რა საშინელებებს ჩადიოდნენ ისინი

[თემურ დოლიძე]
მიუხედავად ქართულ-რუსულ კონფლიქტში მთელი მსოფლიოს ჩარევისა, რუსული აგრესიის საფრთხე წუთითაც არ კლებულობს. არსებობს საშიშროება, რომ რუსები ფოთში სამხედრო გემების აფეთქებას აპირებენ.

შიდა ქართში კი მოროდიორობა დაიწყო. რუსი სამხედროები და ოსური ბანდფორმირებები სახლებს წვავენ და მატერიალურ ქონებას იტაცებენ, ან ანადგურებენ.

რუსული აგრესიის მწვანე შუქს უნთებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის განცხადება. მედვედევი ქართული მხარის მიერ ცხინვალის კონფლქიტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას “ტყუილს” უწოდებს.

- “რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მტკიცებას, რომ კონფლიქტის ზონაში უკვე ორი დღეა ცეცხლი შეწყდა - უბრალოდ ტყუილია. გუშინაც კი საქართველოში რუსი სამშვიდობოები იღუპებოდნენ”, - განაცხადა მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამიტომაც რუსები მორიგი აგრესიის გამოსავლენად ემზადებიან. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა განცხადება, რომ რუსმა სამხედროებმა ორი საათის წინ ყულევის ტერმინალის თანამშრომლებს ურჩიეს, დაეტოვებინათ ტერიტორია.

ამის მიზეზად კი, რუსულმა მხარემ ის დაასახელა, რომ ახლო მდებარე ტყის დაბომბვას აპირებენ, რადგან, მათი ინფორმ ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 30 31 32 33 34 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja