|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
საზღვაოს მიყოლებით საჰაერო ძალებიც უქმდება?! |
|
|
ბოლო დროს აქტიურად ლაპარაკობენ, - საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები უქმდება და საარმიო ავიაციის სახით სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში გადადისო. აგვისტოს ომამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, სამი კომპონენტისგან შედგებოდა: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები. რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა სამხედრო-საზღვაო ძალები და ის სტრუქტურულად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას გადასცა. ზოგმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აგვისტოს რამდენიმედღიანი ომის პერიოდში ქართულმა სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ვერც თავი გამოიჩინა, საკუთარი ბაზაც ვერ დაიცვა ფოთში და რამდენიმე კატარღაც მოწინააღმდეგის სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფს ასაფეთქებლად დაუტოვა. საზღვაო ძალებისგან განსხვავებით, ქართულმა სამხედრო ავიაციამ აგვისტოს ომში რამდენიმე საბრძოლო დავალება შეასრულა. Су-25 ტიპის ოთხმა მოიერიშემ ერთხელ დაბომბა ჯავა-ცხინვალის გზაზე მიმავალი რუსული ჯავშანკოლონა, ხოლო Ми-24 საბრძოლო შვეულმფრენების ჯგუფმა ოთხი საბრძოლო გაფრენა შეასრულა, ორჯერ საჰაერო დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის სახმელეთო მიზნებს. ქართული ავიაციის მოქმედება აგვისტოს ოთხდღიანი ომის პერიოდში მაინც ეპიზოდურად უნდა შეფასდეს, რასაც ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა, რადგან ჰაერში რუსული გამანადგურებლები დაფრინავდნენ და ქართულ საფრენ აპარატებს ჩამოგდება არ ასცდებოდათ. ომში ქართულ ავიაციას ჰაერში არც ერთი საფრენი აპარატი არ დაუკარგავს. ამასთან, ჩვენი მოიერიშეების ერთადერთი საბრძოლო გაფრენის შემდეგ, რუს და ოს მე
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ვრცლად ვერმახტის ქართულ ლეგიონზე |
|
|
მცდელობა(ბევრია მაგრამ თუ წაიკითხავთ ბევრ საინტერესო და უცნობ ფაქტს გაიგებთ) 1922 წელს ემიგრირებულმა საქართველოს მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას გაუგზავნა საბჭოეთთან ერთობლივი ბრძოლის გეგმა, რის შემდეგაც პოლონეთის ხელისუფლების მაშინდელი ხელმძღვანელის იოზეფ პილსუდსკის (სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, პოლონეთის აღორძინებული სახელმწიფოს პირველი ხელმძღვანელი, პოლონეთის არმიის შემქმნელი, მარშალი) ბრძანებით ქვეყნის არმიაში მიიღეს დაახლოებით ასი ქართველი ოფიცერი. როგორც მარშალი ამბობდა, ქართველებთან თანამშრომლობა საომარი მოქმედებების დროს დიდად ფასეული იყო. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისა და პოლონეთის დაცემის შემდეგ ქართული შენაერთი მესამე რაიხის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, რომელიც საბჭოთა კავშირზე თავდასხმისათვის ემზადებოდა. ნაცისტების აღმოსავლური კამპანიის ერთ-ერთი მიზანი მრავალეროვანი სახელმწიფოს დაშლა იყო. ამ პოლიტიკის გასატარებლად გერმანელებს განზრახული ჰქონდათ მარიონეტული მთავრობების შექმნა, რომლებიც მთლიანად მესამე რაიხს დაექვემდებარებოდნენ. ამიტომ ევროპის დაპყრობილ ტერიტორიებზე დაიწყეს ეროვნული ორგანიზაციების შექმნა, რომლებსაც ბოლშევიზმისაგან დამონებული ხალხები უნდა ეხსნა. 1938 წელს ბერლინში შეიქმნა “ქართული ბიურო”, რომელიც “კავკასიურ ბიუროდ” გადაკეთდა. 1939 წელს რომში ჩატარდა ვარშავის, პრაღისა და ბერლინის ქართული ნაციონალური ორგანიზაციების საერთო ყრილობა, სადაც გადაწყდა “ქართული ნაციონალური კომიტეტის” დაარსება. 1940 წლის ზაფხულში ქართველებმა მოლაპარაკება დაიწყეს კ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
არტილერია მართლაც გადავმალეთ, მაგრამ ყველა ვერ გადავარჩინეთ |
|
|
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ ბორჯომელი მოსწავლეების წინაშე ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს არ უნდა ეთქვა, რომ ბორჯომის ხეობაში მართლაც იყო გადამალული ქართული არტილერია, რადგან ამით "გაპრავდება" რუსეთის ავიაციის მიერ ბორჯომის ტყეების გადაწვაო. ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ ვერევით, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ამ გამოსვლით პრეზიდენტმა, ჩანს, მადლობის გადახდა სცადა იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებმაც იცოდნენ, მაგრამ არ გასცეს ქართული არმიის გადამალული საბრძოლო ტექნიკის ადგილსამყოფელი. თუმცა ზოგიერთი დეტალი უთუოდ დასაზუსტებელია. ბორჯომისხეობელებს მართლაც ეკუთვნით დიდი მადლობა. ოღონდ ისინი ძირითადად ქართული არმიის სახმელეთო ჯარების ტექნიკას - ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მალავდნენ, ხოლო საარტილერიო ბრიგადის დანადგარების გადარჩენაზე მადლობა ქარელის რაიონში, ძამის ხეობის მოსახლეობას უნდა ვუთხრათ. ბორჯომის ხეობაში მართლაც გადამალეს ქვეითი ბრიგადების Д-30 ტიპის ჰაუბიცები და ნაღმსატყორცნები, ძამის ხეობამ კი შეიფარა ქართული არტილერიის ძირითადი დამრტყმელი ძალა, მათ შორის "გრადები", "აკაციები" და RM-70-ები. რუსული ავიაციის მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, საარტილერიო ბრიგადას საცეცხლე პოზიციებზე არც ერთი საარტილერიო დანადგარი არ დაუკარგავს (საცეცხლე პოზიციებზე, სამწუხაროდ, მთლიანად დავკარგეთ მე-4 ქვეითი ბრიგადის ყველა Д-30 და მე-5 ქვეითი ბრიგადის ერთი 152 მმ-იანი МСТА-Б ტიპის ჰაუბიცა). თუმცა საარტილერიო
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა შავი ზღვის აკვატორიაშიც განთავსდება |
|
|
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ კროულის განცხადებით, რაკეტსაწინაარმდეგო თავდაცვის ელემენტები, რომლის დადგმა რუმინეთში იგეგმება, შავი ზღვის აკვატორიაშიც განთავსდება. კერძოდ, სისტემა იქნება ხმელეთზე, მაგრამ იგეგმება ასევე ზღვაში ბაზირებაც. კროულიმ ამთავითვე გააფრთხილა რუსეთი, რომ საგადამჭრელო რაკეტები SM-3 არ იქნება მიმართული რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ. ოფიციალური ბუქარესტის თანხმობა რუმინეთში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე ვაშინგტონმა 4 იანვარს მიიღო. ხუთშაბათს რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ განაცხადა, რომ რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მოიწონა ამერიკის წინადადება რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის რუმინეთის ტერიტორიაზე განთავსების თაობაზე. მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ომაბაბ რუმუნეთს ოფიციალური წინადადებით მიმართა, გამხდარიყო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილი. ”წინადადება მივიღეთ, იმდენად, რამდენადაც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ახალი სისტემის დადმის შემთხვევაში დაცული იქნება რუმინეთის მთელი ტერიტორია” - განაცხადა ბასესკუმ. რუმინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სისტემები არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. მომზადებულია top.rbc.ru მიხედვით
|
|
|
|
|
|
აშშ: პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების განთავსება რუსეთს არ უნდა აღელვებდეს |
|
|
პოლონეთის ტერიტორიაზე ”Patriot”-ის ტიპის ამერიკული რაკეტების განთავსება რუსეთს არ უნდა აღელვებდეს, მიაჩნია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და აცხადებს, რომ ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს პოლონეთში ამერიკული რაკეტების განთავსების გეგმა და აშშ-ის გეგმები რაკეტსაწინაღმდეგო თავდაცვის სფეროში. ”დროთა განმავლობაში ”Patriot”-ის ტიპის რაკეტები პოლონეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში თავის წვლილს შეიტანს. ეს არის სწორედ ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. თუ მათ ამის სურვილი აქვთ, ”Patriot”-ის შეტანა საკუთარ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემაში შეუძლიათ. თუმცა ეს სხვა საკითხია, ვიდრე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა”, - განაცხადა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ევრაზიის რეგიონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ფილიპ გორდონმა. მისი აზრით, პოლონეთის გეგმებთან დაკავშირებით რუსეთის მრელვარება უსაფუძვლოა. ”არ ვფიქრობ, რომ დაძაბულობის შექმნის რაიმე საფუძველი არსებობს. ევროპის ყველა ქვეყანას სხვადასხვა ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა გააჩნია და ეს გონივრულია. მსგავსი სისტემები მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის დაცვისთვის არის განსაზღვრული”, - განაცხადა გორდონმა.
|
|
|
|
|
|
კონსტანტინე (კოტე) აფხაზი1867-1923 |
|
|
ქართველი საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა მარშალი. 1921-23 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრი და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელი. კოტე აფხაზი ოთხთაგან ერთ-ერთი მემკვიდრე იყო ცნობილი კახელი თავადიშვილის, ნიკოლოზ აფხაზის და ნინო გრიგოლის ასული ჭავჭავაძისა. კახელი აფხაზები აფხაზეთის სამთავრო სახლის - შერვაშიძეთა გვარისანი ყოფილან. XVII ს. დამდეგს ოსმალეთის მიერ აფხაზეთის აკლებისა და სამეგრელოში დადიანების გაბატონების შემდეგ შერვაშიძეთა ერთ შტოს იქ აღარ ედგომებოდა. მეფე თეიმურაზ II-ისაგან ებოძათ მათ ვაჩნაძეთა ერთ-ერთი ამოწყვეტილი ოჯახის მამული კარდენახში. ადგილობრივი მოსახლეობა მათ აფხაზებად იხსენიებდნენ, საიდანაც შემდეგ მათი გვარი წარმომდგარა. მეორე მხრივ, ილია ჭავჭავაძის დისშვილობაც არანაკლებ საამაყო იქნებოდა პატრიოტი მამულიშვილისათვის. აი, ამ სახელოვანი საგვარეულოებისა და გამორჩეული ოჯახის შვილი, კოტე აფხაზი, მუდამ ერისა და ქვეყნის სამსახურში იდგა და თავისი გამორჩეული გვარიშვილობა და განათლება ბოროტად არასდროს გამოუყენებია. კოტე აფხაზმა დაამთავრა თბილისის კადეტთა სასწავლებელი, პეტერბურგის სამხედრო აკადემია და გაიარა გზა არტილერიის გენერალ-მაიორობამდე. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს თავადაზნაურთა ლიბერალური წრის წინამძღოლად აირჩიეს, ხოლო მოგვიანებით სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა. სხვადასხვა დროს იგი თავმჯდომარეობდა სხვად
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
100 მმ-იანი საჩუქარი" გონიოს პოლიგონიდან |
|
|
მორიგი ტრაგედია, რომელიც საბრძოლო საჭურველთან არასწორ მოპყრობას მოჰყვა 14 იანვარს, ძველით ახალ წელს, როდესაც ბევრი ზეიმობდა, გონიოში, ნუგზარ ბილმანიძის ოჯახში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა - აფეთქებამ სამი ადამიანის, თავად ნუგზარის, მისი მეუღლე ქეთევანისა და მათი 6 წლის ძმისწულის სიცოცხლე შეიწირა. ტრაგედიის წინა პირობა, სამწუხაროდ, უკვე ნაცნობი აღმოჩნდა - პოლიგონზე ჯართის შეგროვება და მისი დახარისხება, რომლის დროსაც საბრძოლო საჭურველმა დეტონაცია განიცადა... როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, გონიოს პოლიგონზე ნუგზარ ბილმანიძემ და მისმა მეწყვილემ წინა დღეებში, სხვა ჯართთან ერთად, მიწიდან ოთხი 100 მმ კალიბრიანი აუფეთქებელი ჭურვიც ამოთხარეს. ჭურვები ძმურად გაიყვეს. 14 იანვრის დილას ბილმანიძემ ეზოში ერთ-ერთი ჭურვის დანაწევრება მოინდომა და აფეთქების ხმაც გაისმა... ტრაგედიის ადგილზე ნაპოვნი მეორე, ძლიერ კოროზირებული ჭურვი იმაზე მიუთითებს, რომ ისინი პოლიგონზე არაერთი ათეული წელი იყო ჩამარხული. გონიოს პოლიგონზე ათწლეულების განმავლობაში 100 მმ-იან ჭურვებს ძირითადად Т-54 და Т-55 ტიპის ტანკები, ასევე MТ-12 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხები ისროდნენ. სატანკო ქვემეხებისა და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხის ჭურვები, მიუხედავად ერთნაირი კალიბრისა, ერთმანეთისგან განსხვავდება: ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი გლუვლულიანია, ხოლო სატანკო ქვემეხი - ხრახნილიანი. ტრაგედიის ადგილზე ნაპოვნი (ასევე მეორე ჯართის მძებნელის მიერ წაღებული და, იმედია, უკვე ჩამორთმეული) ჭურვის დეტა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
| « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 40 41 » |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |