ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რატომ მოუწონა სტალინმა შოლოხოვს ცეკას წევრისთვის სილის გაწვნა

ანრი შავლაძე

იოსებ სტალინის შესახებ ბევრი მონათხრობი თუ გახსენებაა შემონახული. არაერთი მოგონების მიხედვით, კარგ მწერლებს, რეჟისორებსა და მსახიობებს განსაკუთრებით სწყალობდაო დიდი ბელადი. უყვარდა მოულოდნელობები, ზოგჯერ ცინიკურიც იყო. ლეონიდ უტიოსოვი ყვებოდა: „1936 წელს ჩკალოვის ეკიპაჟმა მანამდე არნახული ფრენა შეასრულა კუნძულ უდამდე. გმირი მფრინავების პატივსაცემად მთავრობამ მიღება მოაწყო, სადაც ორკესტრის თანხლებით მიმიწვიეს მეც. კონცერტი ჩემი 45-წუთიანი პროგრამით უნდა შემდგარიყო. კონცერტის დაწყებამდე ჩემთან ვოროშილოვი მოვიდა და მითხრა, რაც შეიძლება კარგად შეასრულეთ, თორემ, თქვენზე ცუდი ხმები დადისო. დამფრთხალმა ძალ-ღონე მოვიკრიბე, ვცდილობდი, რაც შეიძლება კარგად მემღერა. აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ერთ-ერთმა სენტიმენტალურმა სიმღერამ. ბელადსაც ძალიან მოეწონა და ფეხზე მდგარი უკრავდა ტაშს. ცხადია, ყველამ მას მიჰბაძა. ესტრადა მარმარილოს პალატის კუთხეში იყო განთავსებული. კედლის გასწვრივ გრძელი, ოვალური მაგიდა იდგა, რომლის ცენტრშიც იჯდა საბჭოთა ბელადი, მის ორივე მხარეს – პოლიტბიუროს წევრები, ხოლო მოპირდაპირედ – ჩკალოვი და მისი ეკიპაჟი. სტალინი დიდხანს უკრავდა ტაშს და დანარჩენებიც ასე იქცეოდნენ. აპლოდისმენტები ოვაციაში გადაიზარდა. მეც არ დავაყოვნე და სიმღერა მეორედ შევასრულე. სტალინი კვლავ ადგა ფეხზე და ტაში დაუკრა. დანარჩენებმაც, ბუნებრივია, მას მიჰბაძეს. იგივე სიმღერა მესამედაც გაისმა. ამის შემდეგ ვოროშილოვი მომიახლოვდა და მთხოვა, რომ ქურდული სიმღერა შემესრულებინა. ვიუარე და ავუხსენი: მე ა ... კითხვის გაგრძელება »

NATO-მ მოსკოვს ქართული მიწების ოკუპაცია შეარჩინა...

NATO რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას აღადგენს, უკრაინას კი ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში იწვევენ

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა შეაჩერა NATO-რუსეთის საბჭოს მუშაობა მანამდე, სანამ მოსკოვი თავის საოკუპაციო ჯარებს არ დააბრუნებდა იმ პოზიციებზე, სადაც რუსი "ცისფერჩაფხუტიანები" 2008 წლის 7 აგვისტომდე იდგნენ. მაშინ ალიანსის გენერალური მდივნის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას მიაწოდა, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უდიდესი ზეწოლა აგრესორ რუსეთზე და საქართველოს დიდი პოლიტიკური გამარჯვება.

თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი: მართალია, ბრიუსელი წყვეტს სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას მოსკოვთან და კრემლს დაპყრობილი ქართული მიწების სასწრაფოდ დატოვებაზე ელაპარაკება, მაგრამ თვითონ ისე უჭირს ავღანეთში თავისი მრავალათასიანი სამხედრო კონტინგენტის შეუწყვეტელი მომარაგება, რომ სატრანზიტო გადაზიდვებისთვის რუსეთს სახმელეთო და საჰაერო სივრცის დათმობას სთხოვს. ამიტომაც, როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროის ფაქტორია, თუ როდის აღადგენდნენ სრულყოფილ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და კრემლი.

ჩანს, დიდი ხნის ლოდინი აღარ დაგვჭირდება. 26 იანვარს, 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ, ბრიუსელში გაიმართება NATO-რუსეთის საბჭოს პირველი სხდომა. თანაც ეს შეხვედრა უმაღლესი დონისა იქნება. NATO-ს შტაბბინას რუსეთის დელეგაცია შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, არმიის გე ... კითხვის გაგრძელება »

მოსწავლის სამხედრო-პატრიოტულ აღზრდაზე ხუთი სამინისტრო იზრუნებს
სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის სასწავლო პროცესის აღდგენას სპეციალური ტექნიკური ბაზის შექმნა და მომზადებული მასწავლებლების
2400-კაციანი ბრიგადა დასჭირდება...

ხუთი სამინისტროს პირველმა პირებმა სასწრაფოდ დაიწყეს განხორციელება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივისა, მაღალ კლასებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის კურსის აღდგენის თაობაზე.

განათლების სამინისტროს მხარში ამოუდგნენ თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ჯანდაცვისა და ბუნების დაცვის სამინისტროები, რომლებიც ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნიან. ამ ჯგუფმა კოორდინირებულად უნდა შეადგინოს ის საკითხები და თემები, რომელთა სწავლება სკოლებში წლევანდელი სექტემბრიდან დაიწყება.

"კვირის პალიტრამ" ამ საჭირბოროტო თემას ჯერ კიდევ შარშან, 9 ნოემბერს დაუთმო ყურადღება სტატიით "სამშობლოს დაცვას სკოლის მერხიდან უნდა სწავლა." ამ სტატიაში ვასაბუთებდით, რომ საქართველოსნაირი მუდმივ ომში მყოფი ქვეყნისთვის აუცილებელია, მაღალი კლასის მოსწავლემ სკოლის მერხიდანვე შეისწავლოს შემდეგი აუცილებელი საკითხები: სამოქალაქო თავდაცვა (თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი საჰაერო და საარტილერიო დაბომბვების, ასევე სტიქიური უბედურების დროს და ა.შ.), პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და ქართული არმიის საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის შესწავლა.

სასიამოვნოა, როდესაც ერთად შეკრებილი ხუთი სამინისტროს პირველი პირებიც სწორედ იმ კონკრეტულ თემებზე იწყებენ მსჯელობას, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვამახვილებდით ყურადღებას. ამ თემებს სწავლების პროცესში ალბათ დაემატება საქართველოს ომების ისტორია და გზებზე მოძრაობის წესებიც.

თავდაპირველად, სამხედრო-პატრიოტული ა ... კითხვის გაგრძელება »

კავკასიური ერთობა - საფრთხე თუ შანსი?

"რუსეთის ჯარები ჩრდილოეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაციისთვის ემზადებიან"
დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით შეპყრობილი კავკასიელი ერები საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერას ითხოვენ. რუსეთში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილმა გენერალურმა წარმომადგენელმა, სორბონის უნივერსიტეტის დოქტორმა, მაირბეკ ვაჩაგაევმა ჩრდილოეთ კავკასიისთვის დასაყრდენ ცენტრად თბილისის გადაქცევის ინიციატივა წამოაყენა, მაგრამ ამ ინიციატივას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.

მოგვიანებით, "იმრატ კავკაზის" საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დირექტორმა, მოვლადი უდუგოვმა ერთ-ერთი ქართული საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტს უთხრა: თბილისი რუსეთის ზეწოლას ვერ უძლებს და იმის მაგივრად, რომ რეალურად დაეხმაროს მტრის მტერს, ბლოკავს მოჯაჰედების ნებისმიერ მცდელობას - გამოიყენონ "ქართული ზურგი", - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თავხედურად მიისაკუთრაო.

მსგავსი განცხადებების გავრცელება, ბოევიკებად წოდებულმა კავკასიელმა მებრძოლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა კატეგორიულად განაცხადა - კავკასიაში მყოფი ბოევიკების დაუნდობელი და მეთოდური განადგურება შეუქცევადი უნდა გახდესო. რა მეთოდებით აპირებს მოსკოვი კავკასიელი მებრძოლების განადგურებას და რატომ იკავებს თავს ჩვენი ქვეყანა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში ბოევიკებთან თანამშრომლობისგან? - ამ საკითხებზე ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ირაკლი სესიაშვილი და ... კითხვის გაგრძელება »

ისევ გვზვერავენ "ტუპოლევები"?!

რუსულ მასმედიაში გამოჩნდა მცირე ინფორმაცია, რომ ცნობილმა რუსულმა საავიაციო ფირმამ Туполев-მა დაიწყო თავისი ადრე გამოშვებული რეაქტიული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების მოდერნიზება.

1973-89 წლებში საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო 950-მდე რეაქტიული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი Ту-143 Рейс-ი.

იგი განკუთვნილი იყო ფრონტის ხაზიდან 60-70 კმ სიღრმეში ტაქტიკური საჰაერო დაზვერვის განსახორციელებლად, რომლის დროსაც იყენებდა სპეციალურ ფოტოაპარატებსა და ვიდეოკამერას. სადაზვერვო გადაღებისას უპილოტო თვითმფრინავი 200-1000 მ სიმაღლეზე დაახლოებით 950 კმ/სთ სიჩქარით დაფრინავდა.
1999 წლიდან უკვე რუსეთის არმიის შეიარაღებაში გამოჩნდა მოდერნიზებული უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი Ту-243 Рейс-Д, რომლის ფრენის სიშორე 360 კმ-მდეა გაზრდილი. მას ბევრად თანამედროვე პანორამული ფოტოაპარატი და ტელეკამერა აქვს და შეუძლია რეალურ მასშტაბში გადასცეს მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაცია. ერთ გაფრენაზე ამ მოდერნიზებულ რუსულ უპილოტო საფრენ აპარატს 2100 კვკმ ფართობის დაზვერვა შეუძლია.

ამ ორივე სადაზვერვო საშუალებაზე იმიტომ ვამახვილებთ ყურადღებას, რადგან არსებობს დიდი ეჭვი, რომ რუსეთის არმიის დაზვერვამ აგვისტოს ომის შემდეგ რამდენჯერმე უკვე გამოიყენა Ту-243 Рейс-Д ქართული თავდაცვითი ობიექტების, მათ შორის თბილისის შემოგარენის ჰაერიდან დასაზვერად.

ამ უპილოტო თვითმფრინავს დაბალ სიმაღლეზე, 50-100 მ-ზე შეუძლია შედარებით დიდი სიჩქარით (700-800კმ/სთ) გადაუფრინოს რომელიმე ქართულ სამხედრო ბაზას, დეტალურად გადაიღოს ი ... კითხვის გაგრძელება »

ა.შ.შ-ის სასიცოცხლო ინტერესები და ირანის ატომური პროგრამა
ნაშრომი დაწერილია 2007 წელს, თუმცა დღემდე აქტუალურია…

მსოფლიოში მიდინარე მოვლენებზე ერთი თვალის გადავლებითაც ნათელი ხდება რომ ირანისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა მომავლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პოლიტიკური მოვლენა იქნება.ჩემი აზრით, თუ კი გავითვალიწინებთ
ა.შ.შ.-ის ეროვნულ ინტერესებს,ირანის გეოპოლიტიკურ ამბიცებსა და მის აშკარა სურვილს განახორციელოს ატომური პროგრამა, ნათელი გახდება, რომ წარმოიშობა ა.შ.შ.-სა და ირანის ინტერესთა კონფლიკტი, რის გამოც ა.შ.შ. ყველაფერს გააკეთებს, რეგიონში მისი სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და გასატარებლად.
დასაწყისისითვის მართებულად მიმაჩნია გავეცნოთ ა.შ.შ-ის ნაციონალურ ინტერესებს.
ა.შ.შ-ის უმთავრესი ინტერესებია-ენერგიის წყაროებზე თავისუფალი დაშვება, არ დაუშვას მტრული ჰეგემონია ახლო აღმოსავლეთში, დემოკრატიის განვითარება მსოფლიოში, ბრძოლა მასაბრივი იარაღის გავრეცელების წინააღმდეგ და ბრძოლა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ.ამ ინტერესთა ჩამოყალიბება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა:
• ცივი ომის დასრულების შემდეგ ბრძოლა ტოტალიტარიზმსა და დემოკრატიას შორის დასრულდა ამ უკანასკნელის გამარჯვებით და მხოლოდ ის ქვეყნები შეძლებენ მომავალში ჰარმონიულ განვითარებას რომლებიც იზიარებენ დემოკრატიის ზოგადსაკაცობრიო პრინციპეპს.
• დღეს დღეობით ა.შ.შ-ს არ ჰყავს ტოლი სმხედრო და ეკონომიკურ სიძლიერეში.ქვეყნის ტრადიციებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე ა.შ.შ. არ შეეცდება თავისი სიძლიერის ერთმხრივ გამოყენებას, არამედ შეეცდება ისეთი ძალთა ბალანსის ჩამოყალიბებას რომელიც ზოგად საკაცობრიო დემოკრატიული პრინციპებისა ... კითხვის გაგრძელება »

ბაჩო ახალაიას განათლების მისაღებად გერმანიაში უშვებენ?

“თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია შესაძლოა მინისტრის სავარძელს დაემშვიდობოს. ახალაიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა დასავლეთის ზეწოლის შედეგად მიიღო. თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების გახმოვანებას სააკაშვილი ჯერჯერობით არ აპირებს. წყაროს ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი ახალაიას გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასავლეთში სწავლის გაგრძელების სურვილს დაასახელებს, როგორც ეს ირაკლი ოქრუაშვილის და ნიკა გვარამიას შემთხვევაში მოხდა. კულუარებში უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალაია სასწავლებლად გერმანიაში მიდის”.

“ახალაიას შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სამხედრო ექსპერტები, რომელთა განცხადებით დასავლეთი - განსაკუთრებით აშშ და ნატო კატეგორიულად ითხოვდნენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის პირველი პირისგან ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებას... ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროდან 200 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი გაათავისუფლეს.

მათ სამინისტროში შესასვლელი სპეციალური საშვებიც კი ჩამოართვეს. ნაწილი ვაზიანის სამხედრო ბაზიდან, ნაწილი კიდევ სხვა ქვედანაყოფებიდანაა გაშვებული. ამის მიზეზად ახალაიას უწყებაში ტესტირების წარუმატებლად გავლა სახელდება. სამხედროები პირად საუბარში ამბობენ, რომ მათთვის არავის უთქვამს, რომ სამინისტროში ტესტირება ტარდებოდა. მათივე თქმით, თავდაცვის სამინისტროში დაწყებულია იმ სამხედროების პირადი საქმეების შესწავლა, რომლებისთვისაც მიუღებელ ... კითხვის გაგრძელება »

ქართველი, რომელსაც ატომური ბომბი ანდეს

ჟურნალისტის პროფესია მართლაც საოცარი და საინტერესოა, მოულოდნელობითაც არის სავსე. შეიძლება საინტერესო თემას ცხრა მთას იქით ეძებდეთ და ყურისძირში კი იყოს.

ასე აღმოვაჩინე, რომ თურმე ჩემი მეზობელი წლების განმავლობაში ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სამხედრო მრჩეველი იყო, ხოლო საქართველოს ორი პრეზიდენტი - ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი - მას სიცოცხლეს ანდობდნენ, იმ შვეულმფრენით მგზავრობდნენ, რომელსაც ის მართავდა.
75 წლის პოლკოვნიკი დარვინ რუხაძე შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდეს: პირველად 1955 წელს მიუჯდა თვითმფრინავის შტურვალს, ხოლო ბოლოს შვეულმფრენი 2004 წელს მართა, ანუ ნახევარი საუკუნე დაფრინავდა.

თუმცა, რაც მთავარია, ის ერთ-ერთი პირველი (ან შეიძლება პირველიც) ქართველი სამხედრო პილოტი იყო, რომელსაც სპეციალური საიდუმლო ბრძანებით უფლება ჰქონდა მინიჭებული, თავისი გამანადგურებელ-ბომბდამშენით გადაეტანა ტაქტიკური ატომური ბომბი და საჭიროების შემთხვევაში ჩამოეგდო NATO-ს წევრი რომელიმე ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე!

- ბატონო დარვინ, რომელ წლებში და რომელი ტიპის თვითმფრინავით უნდა ჩამოგეგდოთ ატომური ბომბი, თუკი მესამე მსოფლიო ომი დაიწყებოდა?
- 1960-იანი წლების შუა ხანებში უკვე მეორე კლასის მფრინავი ვიყავი და წითელი ვარსკვლავის ორდენით დამაჯილდოეს, რადგან იმ დროისათვის ახალი რეაქტიული ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენი СУ-7Б სრულყოფილად ავითვისე. ეს ძალზე რთული და სარისკო საქმე იყო, ახალ თვითმფრინავს ბევრი ტექნიკური პრობლემა ჰქონ ... კითხვის გაგრძელება »

რუსეთის არმია მცირდება, თუმცა საქართველოსთვის საფრთხე არ იკლებს...

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა არმია მნიშვნელოვნად შეამცირა და 200 ათასზე მეტი ოფიცერი შინ გაუშვა, მათ შორის 52 ათასი პოლკოვნიკია...

"კვირის პალიტრის" წლიურ ნომერში ვწერდით, რომ ატესტაციის შემდეგ ქართული არმიიდან 180 ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი თანამდებობიდან გადააყენეს და კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

26 დეკემბერს ეროვნული გვარდიის ახალი კომპლექსის გახსნისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ბოლო თვეებში უხმაუროდ, მაგრამ ძალიან მტკივნეული რეფორმები გატარდა, მათ შორის პირად შემადგენლობაში..."

200-მდე ვიცე-პოლკოვნიკმა და პოლკოვნიკმა, რომლებმაც ქართულ არმიაში 16-18 წელი დაყვეს და დამსახურებულ პენსიამდე ერთი-ორი წელი აკლდათ (ზოგს თვეები!) და განსაკუთრებით მათმა ოჯახებმა მართლაც ძალიან მტკივნეულად განიცადეს ახალი წლის წინ ახლობლების სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს ხელისუფლება ამას, აგვისტოს ომისეული შეცდომების გაანალიზებად და აღმოფხვრად მიიჩნევს.

საინტერესოა, რომ აგვისტოს ომს მოწინააღმდეგე მხარეც კარგ გაკვეთილად თვლის და გრანდიოზული მასშტაბების შემცირებები დაიწყო რუსეთის არმიაში, რომლის რიცხოვნება დაახლოებით 1,2 მლნ კაცია. დეკემბრის ბოლოს არმიის სამეთაურო შემადგენლობა სერიოზულად შემცირდა - 355 ათასი ოფიცრიდან მხოლოდ 150 ათასი დარჩა, მათ შორის 60-ათასიანი პოლკოვნიკის შტატიდან მხოლოდ 8 ათასი(!). ანუ 52 ათასი პოლკოვნიკი დაითხოვეს, ხოლო ლეიტენანტი და უფროსი ლეიტენანტი 60 ათასიღა დარჩა...

შემცირებას ვერც რუსი გენერლები გადაურჩნენ - 1200 გენერ ... კითხვის გაგრძელება »

დაუპატიჟებელი სტუმრები მეკვლედ და ქართულ-აფხაზურ ქორწილში აჟღერებული სიმღერები

უკვე წლებია, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველები (და არა მარტო ისინი) ახალ წელს ერთი სურვილით ხვდებიან - ღმერთმა მშვიდობა მოგვცესო! გადის წლები და ნანატრი მშვიდობა არა და არ მოდის. ამის მოლოდინში, საკუთარ მიწაზე გამუდმებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები ქართული ოჯახები ყოველ დღესასწაულზე დაუპატიჟებელ სტუმრებს მასპინძლობენ...

მურმანი, 62 წლის, გალის რაიონის მკვიდრი:

- ჩვენც საქართველოს ნაწილი ვართ, ოღონდ არა დამოუკიდებელი, არამედ საბჭოთა საქართველოსი: აქ ჯერ კიდევ ის ტრადიციებია შემორჩენილი, რომლებიც კომუნისტების წლებში იყო და ასეა დანარჩენ აფხაზეთშიც... აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, რამდენიმე ახალ წელს ვხვდებოდით სურვილით - ამ წლიდან, ენგურის ხიდი ჩვენსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფი საზღვარი არ ყოფილიყოს-თქო. შემდეგ, როცა ვითარება ძალიან გამწვავდა და აფხაზებმა გალის რაიონი თავიანთ საბატონოდ გამოაცხადეს, უკვე იმას ვნატრობდით, - ნეტავ, სახლ-კარის დატოვებამ არ მოგვიწიოსო. ცოტა მოგვიანებით, როცა ვითარება შედარებით დამშვიდდა და აფხაზებსა და რუსებთან საერთო ენა ვიპოვეთ, ვნატრობდით, - ნეტავ ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც ახლა არისო... ბოლო დროს სიტუაცია ძალიან შეიცვალა.

გააფხაზებას ვინღა ჩივის, ლამის გარუსებით გვემუქრებიან და უკვე აღარც ვიცით, რა ვინატროთ. მშვიდობა, ვიცით, რომ კარგა ხანს არ იქნება და ამიტომ ერთმანეთს ასე ვეუბნებით - გაძლება მოგვცეს ღმერთმა-თქო!.. ოღონდაც აქაურობა რუსების სამხედრო ბაზად არ გადააქციონ და ამ სიტუ ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja