ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რას ვისურვებდი 2010-ში???

მე მაქ სამი სურვილი და თქვენი კი კომენტარებში დაწერეთ მაგრამ ერთ კომენტარს რომ დაწერთ მერე აღარ დაამატოთ თორე მერე ბევრია და ვეღარ ვნახულობ და ვგებულობ smile
1)არჩევნებში ერთხელ მაინც, მხოლოდ ცოცხლებმა მიიღონ მონაწილეობა.
2)პრეზიდენტს 24 ქარხანა გაეხსნას და არა ერთი ქარხანა გაეხსნას 24-ჯერ.
3) ოღონდ ეს სერიოზულად..... სამაჩაბლო და აფხაზეთი დაგვებრუნებინოს!

ვერმახტის ქართული ლეგიონი, გერმანიის მხარეს მებრძოლი 30000 ქართველი

ეს ჩემთვის ძალიან გასაკვირი და უცხო ინფორმაცია აღმოვაჩინე დღეს,
უფრო სწორად რამდენიმე წუთის წინ. მართალია ძალიან შემრცხვა, რომ აქამდე საერთოდ არაფერი მქონდა ამის შესახებ გაგებული, მაგრამ ხომ იცით სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.

მოკლედ ვინც არ იცით რა ხდებოდა ჩაუყევით პოსტს:

ვერმახტის ქართულ ლეგიონში გერმანული ფორმით იბრძოდა დაახლოებით 30.000-მდე ქართველი მებრძოლი. მათ სადავეში ედგათ გენერალ-მაიორი შალვა მაღლაკელიძე.

წარმოგიდგენთ ქართული ბატალიონების და რაზმების სიას:
796-ე ქვეითი ბატალიონი
797-ე ქვეითი ბატალიონი ’გიორგი სააკაძე’
798-ე ქვეითი ბატალიონი ’მეფე ერეკლე II’
799-ე ქვეითი ბატალიონი ’დავით აღმაშენებელი’
822-ე ქვეითი ბატალიონი ’თამაფ მეფე’
823-ე ქვეითი ბატალიონი ’შოთა რუსთაველი’
824-ე ქვეითი ბატალიონი ’ილია ჭავჭავაძე’
I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი
I/9 ქვეითი ბატალიონი
II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი
II/125 სასწავლო ბატალიონი
II/198 ქვეითი ბატალიონი
III/9 სასწავლო ბატალიონი
”ბერგმანის” №1 ქართული ბატალიონი
ქართული სს ჯგუფი
დივერსიული რაზმები ”თამარა I და II”

საბრძოლო გზები:

795 ბატ. ‘შალვა მაღლაკელიძე’
1942: ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანის და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944: შერბურთან (საფრანგეთი) მოიგერია და უკუაგდო აშშ-ს დესანტი.

796 ბატ.
1942/43: იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან. დაშალეს კაპიტან ჭიჭინაძის და რამდენიმე ათეული ჯარის ... კითხვის გაგრძელება »

დიპლომატიური ვერდიქტის ექო!

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო...…თავის დროზე ტალიავინის კომისიის დასკვნის მნიშვნელოვანი ნაწილის ქართული თარგმანი "კვირის პალიტრამ" პირველმა მიაწოდა საზოგადოებას, რათა პასუხი მიეღო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე. წლის მიწურულს შევეცადეთ გაგვეანალიზებინა, ამ ყბადაღებულ დოკუმენტში საქართველოს სასარგებლოდ უფრო მეტი ეწერა თუ პირიქით.

ან თუნდაც, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება, შეგვეძლო თუ არა მისი თავიდან არიდება, აღიარებს თუ არა ქართველთა ეთნიკურ წმენდას და გენოციდს საერთაშორისო საზოგადოებრიობა. ამ კითხვებს ყველა მხარის მიერ ობიექტურად შეფასებული ტალიავინის კომისიის დასკვნის ამონარიდები უპასუხებს, რომელთა გააზრებასა და გაანალიზებაში ამჯერად, ექსპერტი კახა კაციტაძე დაგვეხმარება.

"2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით, ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოში, რაც იყო კულმინაცია იმ მუდმივი დაძაბულობისა, პროვოკაციებისა და ინციდენტისა, რომელთაც ადგილი ჰქონდა დიდი ხნის განმავლობაში".

კახა კაციტაძე: - აქ ტალიავინი პირდაპირ აღიარებს, რომ ქართული მხარის მიერ ცხინვალის მასირებული დაბომბვის შედეგად კონფლიქტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახალ საფეხურზე გადავიდა, რაც რუსეთ- საქართველოს სრულმასშტაბიან სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა.

"იყო თუ არა შესაძლებლობა კონფლიქტის თავიდან აცილებისა?
არსებობს კითხვა, სა ... კითხვის გაგრძელება »

3:1

ცხინვალისა და ახალგორის რაიონებში, ისევე როგორც ჯერ კიდევ ოკუპირებულ სოფელ პერევში, სუსხიანი ზამთარი იცის. ასე რომ, კარვებში შეყუჟული რუსული საოკუპაციო ჯარებიდან კიდევ არაერთი სამხედრო დიდი სიამოვნებით გამოიქცევა თბილისისკენ...

21 დეკემბერს ეს ტენდენცია განამტკიცა რუსმა მიჩმანმა ვიტალი ხრიპუნმა, რომელმაც ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში მიატოვა საგუშაგო და ქართველ სამართალდამცავებს სთხოვა, შემიკედლეთო. 2009 წელს რუსეთის საოკუპაციო ჯარების უკვე მესამე სამხედრო გამოექცა "ოსი და აფხაზი ხალხის განმათავისუფლებელ" დიად რუსულ არმიას და თავშესაფარი "ცუდ" ქართველებს სთხოვა.

წლის დასაწყისში, იანვარში, რუსეთის არმიის უმცროსმა სერჟანტმა ალექსანდრ გლუხოვმა დატოვა საოკუპაციო ჯარის დანაყოფი იმ მოტივით, რომ სამხედრო ნაწილში აუტანელი პირობები იყო და "დედოვშჩინა" მძვინვარებდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სცადა, საქმე ისე ეჩვენებინა, თითქოს რუსი უმცროსი სერჟანტი ქართულმა სპეცსამსახურებმა გაიტაცეს, მაგრამ გლუხოვის სატელევიზიო გამოსვლების შემდეგ რუსი გენერლებისა უკვე აღარც თავად რუსულ მასმედიას სჯერა.

გლუხოვის მაგალითს 1-ელ ივლისს რიგითმა დმიტრი არტემიევმაც მიჰბაძა - საოკუპაციო ჯარების დანაყოფიდან გამოიქცა და თან ხელს "კალაშნიკოვის" ავტომატი და სავსე მჭიდები გამოაყოლა. მან ამ ნაბიჯის მთავარ მიზეზად რუსულ სამხედრო ნაწილებში გამეფებული უმოწყალო "დედოვშჩინა" დაასახელა.
ამჯერად რუსეთის გენერალიტეტს აღარ უცდია, ყველაფერი ისევ ქართული სპეცსამსახურების ხრიკებისთვის დაებრალებინა და მაშ ... კითხვის გაგრძელება »

ლუგარი ნატო-ს მოუწოდებს არ დაარღვიოს რუსეთ–საქართველოს უსაფრთხოების ბალანსი

ჯოშ როგინი

იცით იმ მაღალჩინოსანი რესპუბლიკელი კანონმდებლების სია, რომლებიც რუსეთისთვის საფრანგეთის სამხედრო ხომალდის ”მისტრალი”-ს მიყიდვას ეწინააღმდეგებიან? თუკი იცით, მაშინ მაგ სიას ინდიანას შტატის სენატორის, რიჩარდ ლუგარის გვარიც დაუმატეთ

ლუგარმა, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტიდან, სამშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნატო-ს მოუწოდებს, საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების კოორდინაციის ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოს - იმ პროექტის კულმინაცია, რომელშიც ოქტომბრის ბოლოს თბილისში ვიზიტიც შედიოდა. ანგარიშში წარმოდგენილი დასკვნები მკაცრ ტერმინებში აღწერს ლუგარის მოსაზრებას იმის თაობაზე, თუ როგორ ცხოვრობს საქართველო რუსული ინტერვენციიდან ერთი წლის შემდეგ.

”რუსული დიპლომატიის ზეწოლამ, ასევე მუქარებმა კომერციული კავშირების გაწყვეტაზე იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც საქართველოს თავდაცვის საშუალებებს ყიდდნენ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს არ მისცა შესაძლებლობა ის სამხედრო რესურსი აღედგინა, რომელიც ომის დროს დაკარგა” – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოსთვის ომის შედგომი ამერიკული დახმარების (1 მილიარდი დოლარი) ბოლო ტრანში 242 მილიონი დოლარი, კონგრესმა უპრობლემოდ დაამტკიცა. ანგარიში ცხადყოფს იმას, რომ ობამას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ამ ფულიდან არც ერთი თეთრი არ მოხმარებოდა საქართველოს ლეტალური შესაძლებლობების განმტკიცებას.

”შეერთებულმა შტატებმა, რუსული დიპლომატიის არსებითი ზეწოლით, საქართ ... კითხვის გაგრძელება »

საქართველოს და რუსეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის პირველი ნიშანი

მოსკოვმა და თბილისმა, ხუთშაბათს, სასაზღვრო პუნქტის გახსნის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. სულ რამდენიმე თვის წინ კი ეს ორი მეზობელი კონფლიქტის განახლების მიჯნაზე იყო

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. საქართველომ და რუსეთმა ხუთშაბათს საერთო სასაზღვრო პუნქტის გახსნა გადაწყვიტეს. ყინულის დნობა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ მტრულად განწყობილ მეზობელს შორის, 2008 წლის ომის შემდეგაც კი, გასულ ზაფხულს, ჯერ კიდევ კონფლიქტის განახლების საფრთხე არსებობდა.

საზღვრის გახსნა მარტში იგეგმება

შეთანხმება რომელიც შვეიცარელი დიპლომატების შუამავლობით შედგა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნას ითვალისწინებს, აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ და დააზუსტა, რომ ოქმს ხელს ორი კვირის განმავლობაში მოაწერენ. ”მხარეთა დელეგაციები რუსეთს და საქართველოს შორის საერთაშორისო კავშირების განახლების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ” – განაცხადა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა. სასაზღვრო პუნქტის გახსნა მარტის თვეშია ნავარაუდევი.

მოსკოვმა ზემო ლარსი 2006 წელს, თბილისთან დაძაბულობის ზრდის ფონზე ჩაკეტდა, რადგან საქართველო დასავლეთთან, კერძოდ კი ნატო-სთან დაახლოვების გზებს ეძებდა. ორი წლის შემდეგ, რთული ვითარება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების გამო ღია ომში გადაიზარდა. ამის შემდეგ, რუსეთმა თავისი ჯარები საქართველოდან გაიყვანა, მაგრამ დარჩა ამ ორ პროვინციაში, რომელთა დამოუკიდებლობაც ოფიციალურად აღიარა.

მნიშვნელოვანი ... კითხვის გაგრძელება »

„საქართველო მზადაა ნატოს-თან ურთიერთობის საზღაური ავღანეთში გაიღოს“
ელენ დესპიკ–პოპოვიჩი

ავღანეთში 1 000 ჯარისკაცის გაგზავნით, საქართველო ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ახალი ავღანური კამპანიის ერთ-ერთი მხარდამჭერი ხდება. ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ურთიერთობების სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე ამ გადაწყვეტილების მიზანს გვიხსნის

რას ელის საქართველო ამ გადაწყვეტილებიდან?

- ჩვენ იმის დემონსტრირება გვსურს, რომ საქართვველომ ნატო-ში გაწევრიანებაზე სურვილი არამხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების, არამედ თავად ალიანსის გაძლიერების პროცესში მონაწილეობის სურვილის გამოც გამოსთქვა. ჩვენ გვინდა ყველას დავანახოთ, რომ ამ ფორმატში ნატო-ს წევრობის უნარი შეგვწევს, რომ უსაფრთხოების საერთო საზრუნავს ჩვენს თავზეც ვიღებთ და ვიზიარებთ იგივე ფასეულობებს, რასაც ალიანსის სხვა წევრები. ჩვენ მზად ვართ ამისთვის გავიღოთ ადეკვატური საფასური და უფრო მეტიც, ჩვენი ჯარისკაცები მზად არიან ამისთვის საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენონ.

რა რის მთავარი წინაღობა საქართველოსთვის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე?

- საჭიროა ჩვენი ინსტიტუტების ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. როდესაც ტექნიკურად მზად ვიქნებით (სამი-ოთხი წლის განმავლობაში) ამ საკითხს მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება დასჭირდება, რომელიც 28 წევრმა ქვეყანამ უნდა მიიღოს. ოთხ წელიწადში მსოფლიოში განსხვავებული ვითარება იქნება.

ოთხ წელიწადში ვლადიმერ პუტინი ალბათ რუსეთის ახალი პრეზიდენტი გახდება. არ ფიქრობთ, რომ ის კვლავ წინ აღუდგება თქვენს ნატო-ში გაწევრიანებას?

- ალბათ პუტინი გახდება პრეზიდენტი, მაგრამ ჩვენ ამ საკითხში წევრი ქვეყნების ნდობის მოპოვებას ვცდილობთ, ვითვალისწინებთ მათ ... კითხვის გაგრძელება »

საქართველოში არსებულ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭო კიდევ არაერთხელ განიხილავს
საქართველოში არსებულ ვითარებას გაერო-ს უშიშროების საბჭო კიდევ არაერთხელ განიხილავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა მარკ ლაიალ გრანტმა განუცხადა. "საქართველო უშიშროების საბჭოს დღის წესრიგში რჩება. ჩემი ვარაუდოთ ამ საკითხს უშიშროების საბჭო არაერთხელ განიხილავს", - განაცხადა ლაიალ გრანტმა. მისივე შეფასებით, მიუღებელია ის პირობები, რომლებიც მოსკოვმა საქართველოს გაერო-ს მისიის აღდგენისთვის წამოაყენა. "რუსეთის წინადადების სირთულე ის არის, რომ დასახელების თუ მანდატის ცვლილების ნიღბის ქვეშ სტატუსის ცვლილება იმალება. ჩვენ კი ამას არ მივიღებთ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი მზად არის, ნებისმიერი წინადადება განიხილოს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ არღვევს. გრანტმა ასევე მიუთითა, რომ უშიშროების საბჭოს სხვა წევრებსა და რუსეთს შორის კავკასიაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. "უშიშროების საბჭოს დანარჩენი წევრები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ და ამიტომ აფხაზეთის თუ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ", - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა. საქართველოში გაერო-ს მისიამ არსებობა 2009 წლის 31 ოქტომბერს შეწყვიტა. მისიის მანდატის გაგრძელებას ვეტო რუსეთის დელეგაციამ დაადო. მოსკოვი მანდატის გაგრძელების პირობად აფხაზეთში დამოუკიდებელი მისიის გახსნას ასახელებდა. "InterPressNews"

რუსული თვითმფრინავების აღწერა მეორე მსოფლიო ომის დროს
აქ არის იმ საბჭოური თვითმფრინავების აღწერა რომელებსაც იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომში. ძაან ადვილი ენითაა დაწერილი და ადვილად გასაგებია.ყველა მოდიფიკაციაა... ცალ-ცალკეა ერთ და ორ ადგილიანი ილ-2-ები და სხვები. ისიამოვნეთ. მალე კი დავდებ სხვა ქვეყნების თვითმფრინავების აღწერებსაც რომლებიც მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ თითქმის ყევლასი... ამერიკისაც საფრანგეთ-ინგლისისაც, გერმანისაც და იტალიასაც... და იაპონისაც. მანამდე კი საბჭოეთი.
И-153 П


И-153 «Чайка» представлял собой развитие разработанного в 1932 году истребителя И-15 (что отражено в названии, обозначавшем «И-15-третья модель»). Первый самолет этого типа взлетел в августе 1938 года, а в серию он поступил лишь год спустя. Уже к этому моменту машина достаточно устарела — изжила себя схема биплана, самолет имел слабое вооружение, невысокую скорость и сложно выходил из штопора. И-153 стал первым отечественным самолетом с синхронными пулеметами (а позднее еще и пушкой), стреляющими через винт. Производство И-153 было свернуто в 1941 году, так что в Великой Отечественной войне участвовали остатки из произведенных 3437 истребителей этого типа. Ввиду того, что И-153 не мог на равных соперничать с основным истребителем противника Bf.109, его применяли в основном в качестве штурмов ... კითხვის გაგრძელება »

ტალიავინის დასკვნა

საქართველო 2009 წლის განმავლობაშიც რჩებოდა მსოფლიო საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში. ეს განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტისას და ევროკავშირის ეგიდით შექმნილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი კომისიის დასკვნის გამოქვეყნებისას გამძაფრდა.

ბაიდენის ვიზიტი ხელისუფლებამ თავის მხარდამჭერ აქციად წარმოაჩინა, თუმცა ფაქტია, რომ ვიცე-პრეზიდენტმა სააკაშვილის ხელისუფლებას დემოკრატიული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საჯაროდ მიანიშნა. რაც შეეხება ე.წ. ტალიავინის დასკვნას, მისი გამოქვეყნება ჯერ კიდევ ზაფხულში იგეგმებოდა, თუმცა ამ დოკუმენტმა საბოლოოდ ოქტომბრის დასაწყისში იხილა დღის სინათლე. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ თავდაპირველად ეს დასკვნა საქართველოს ხელისუფლებასაც მოეწონა და რუსეთისასაც. როგორც ოპოზიცია ირწმუნებოდა, დასკვნა, ფაქტობრივად, სააკაშვილის განაჩენი იყო, თუმცა...

კომისიამ რუსეთი დაადანაშაულა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსული პასპორტების გაცემასა და აგვისტოს ომამდე ამ რეგიონებში არსებული რეჟიმების დაუფარავად მხარდაჭერაში და არ დაადასტურა ქართული მხარის მიერ ოსი მოსახლეობის გენოციდი, თუმცა დასკვნაში შავით თეთრზე ჩაიწერა, რომ სეპარატისტთა პროვოკაციებზე წამოეგო საქართველოს ხელისუფლება და პირველმა სწორედ ქართულმა მხარემ გაისროლა.

წელს საქართველოში უკვე ნაკლებად ლაპარაკობდნენ ნატოში გაწევრების პერსპექტივაზე, ასევე დასავლეთის ქვეყნებს იშვიათად სტუმრობდა ჩვენი პრეზი ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja