ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ტაეკვონდო

ტაეკვონდო კორეული საბრძოლო ხელოვნება და სამხრეთ კორეის ნაციონალური სპორტის სახეობაა. კორეულად ტაე (태, 跆) ნიშნავს “ფეხით დარტყმას”, კვონ (권, 拳) – “მუშტის დარტყმას”, დო (도, 道) ნიშნავს “გზას”, “მეთოდს” ან “ხელოვნებას”.

მიმდრევრების რაოდენობის გათვალისწინებით, ტაეკვონდო საბრძოლო ხელოვნებებში წამყვანი სახეობაა. თანამედროვე ტაეკვონდო მოიცავს შეტევის ტექნიკას, თავდაცვას, ფიზიკურ ვარჯიშებს, მედიტაციასა და ფილოსოფიას. სამხრეთ კორეაში ტაეკვონდო ჯარისკაცების საწვრთნელად გამოიყენება. ტაეკვონდოს სპარინგები – სიჰაბ გეირუგი – შესულია ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.

მსოფლიოში ტაეკვონდოს რამდენიმე ორგანიზაციაა, მათგან ყველაზე ცნობილია ტაეკვონდოს მსოფლიოს ფედერაცია (WTF), ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF), ამერიკის ტაეკვონდოს ასოციაცია, სონგჰამის ტაეკვონდოს ფედერაცია (STF) და მსოფლიოს ტრადიციული ტაეკვონდოს გაერთიანება (WTTU).

ტაეკვონდოს ორი სტილი არსებობს: ტრადიციული და სპორტული. ტრადიციული ტაეკვონდო იმავე სახითაა, რაც იყო 50-იან წლებში, სპორტულმა კი მცირეოდენი ცვლილებები განიცადა. ორივე სტილში ძირითადი აქცენტი ფეხზეა გაკეთებული (დარტყმების უმეტესობა ფეხით კეთდება). სხვაობა ძირითადად გამოიხატება შეჯიბრებების წესებში. ტაეკვონდოს ვარჯიშებში ხშირია დარტყმა ნახტომებში, გაშლილი ხელით დარტყმა, აგურებისა და ქვების ჩამტვრევა მუშტით და ფეხით. ზოგ მწვრთნელს ძიუდოსა და ჰაპკიდოს ელემენტებიც შეაქვს.

ისტორია
ტაეკვონდოს ისტორიაზე მრავალი მოსაზრება არსებობს. ტაეკვონდოს ორგანიზაციები როგორც წესი ამბობენ, რომ ეს სა ... კითხვის გაგრძელება »

შეცდომები, რომელსაც ტრაგედია მოჰყვა

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისში მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა, ამ ვანდალიზმის მოთავეები აშკარად დაფრთხნენ, თუმცა ცდილობენ, ჯოხი მეისრეზე გადატეხონ და ტრაგედიის მთავარ შემოქმედთა დანაშაული მიჩქმალონ...

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელთა ვერსიით, "მემორიალის დემონტაჟისას მწარმოებელმა კომპანიამ არ განსაზღვრა უსაფრთხოების ზონა, რის გამოც მოსახლეობის ევაკუირება განხორციელდა 211-მეტრიან რადიუსზე, ნორმატივებით განსაზღვრული, სულ ცოტა, 300-მეტრიანი რადიუსის ნაცვლად. ტრაგედია კი სწორედ ასაფეთქებელი ობიექტიდან 273 მეტრში დატრიალდა.

სამუშაოთა მწარმოებლები ვალდებული იყვნენ, ასაფეთქებელი მოედანი შემოეფარგლათ სპეციალურად მომზადებული საფარი ნაგებობით, ე. წ. მიწაყრილებით. ეს მოთხოვნაც ნაწილობრივ იქნა დაცული: კერძოდ: 9-10 მეტრის სიმაღლის მიწაყრილის ნაცვლად, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის საფარი გაკეთდა".

პრეისტორია
"მალე საქართველოს მეორე დედაქალაქი ქუთაისი გახდება, მესამე კი - ბათუმი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვის შემდეგ... ასე დაიწყო მეორე და მესამე დედაქალაქების ეპოპეა... თუმცა, ექსპერიმენტის დასაწყისი წარუმატებული აღმოჩნდა...
2009 წლის გაზაფხულზე თბილისში დაწყებულმა ხალხმრავალმა აქციებმა ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნა: პარალიზებული იყო სახელმწიფო კანცელარია, პარლამენტი, პრეზიდენტის რეზიდენცია... ეტყობა, პარლამენტის სანახევროდ ქუთაისში გადატანის იდეაც სწორედ მაშინ გაჩნდა (გასაგებ მიზეზთა გამო, ... კითხვის გაგრძელება »

334 საჰაერო ესკადრილია... PLAYBOYS!



ვიეტნამის ომის დროს ამერიკა მიხვდა რომ რაღაც კარაგად არ იყო საქმე. სატრანსპორტო იროკეზების მოიერიშედ გადაკეთება არ იყო ეფექტიანი რადგანაც მაშინ სატრანსპორტო ნაკვეთური აღარ იყო საჭირო და ამიტომაც პონტაგონმა ტენდერი გამოაცხადა. ასე შეიქმნა მოიერიშე ვერტმფრენი AH-1G (ATTACK HELLICOPTER 1 GUNSHIP). პირველი დაჯგუფება კი რომელიც კობრებითა და გადაკეთებული იროგეზებით იბრძოდა ვიეტნამში ერქვა PLAYBOY. შვეულმფრენის ბორტებზე კი ცნობილი ჟურნალის ლოგოც ეხატა (თვქენ მეორე მსოფლიო ომი და კორეა უნდა გენახათ თვითმფრინავებზე გალერეა იყო ხოლმე wink ). მაგრამ ფლეიბოიები არ იყვნენ ვიეტნამში გასართობად ჩასულნი და პირველ კვირას გაანადგურეს ვიეტნამელთა 7 ბუნკერი და 14 ნავი. კობრებს იყენებდნენ ჯარების მხარდასაჭერადაც და მათი სიცოცხლისუნარიანობა ხშირად ბგედამელი თვითმფრინავის სიცოცხლისუნარიანობასაც კი აღემატებოდა. ხშირად ფლეიბოიები დავალებიდან საბრძოლო მარაგის 10% ღა ბრუნდეგოდნენ. ამან განაპირობა ის რომ ისნი ომის ბოლომდე აქტიურად იბრძოდნენ პარტიზანების წინააღმდეგ. მაგრამ მათ ქონდათ დიდ დანაკარგიც. 20 წუთიანი ფრენის შემდეგ თავისუფლად შეიძლებოიდა მფრინავის კოსტუმის გაწურვა. ამის გამო ყოველი 120 საათის შემდეგ პილოტები შეცდომ ... კითხვის გაგრძელება »
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ " Georgian Airways "-ისგან...
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, მათ საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნეს, სადაც ქართული მხარისაგან დადასტურებას ითხოვენ იმისა, რომ ქართულ ავიაკომპანიას ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია იმისათვის, რომ რუსეთში ჩარტერული და რეგულარული ფრენების განახორციელოს. "რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ქართულმა ავიაკომპანიამ "Georgian Airways "-მა მიმართა თხოვნით მიიღონ ნებართვა ჩარტერული რეისების მარშრუტით _ თბილისი-მოსკოვი-თბილისი განხორციელების შესახებ 2009-2010 წლების საახალწლო დღესასწაულების პერიოდში",_აცხადებენ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ "საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის არსებული შეთანსხმების მიხედვით, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ქართული მხარისაგან გამოითხოვა დასტური იმისა, რომ ავიაკომპანია "Georgian Airways"-ს საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩარტერული და რეგულარული რეისების განსახორციელებლად ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია". შეგახსნებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა 2008 წლის აგვისტოში შეწყდა. "GHN.ge"

ინტერნეტსივრცეში რენი ჰარლინის ფილმის პოსტერი...
ინტერნეტსივრცეში რენი ჰარლინის ჰოლივუდურ-ქართული ფილმის პოსტერი უკვე გამოჩნდა. პოსტერზე ფილმის სახელწოდებად მითითებულია "საქართველო", აქამდე ითვლებოდა, რომ ეს ფილმის სამუშაო სათაური იყო. ჰოლივუდურ-ქართული ფილმი, რომლის გადაღებებიც თბილისში ნოემბერში დასრულდა, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთვარ როლებს ასრულებენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ენდი გარსია, ველ ქილმერი და რუპერტ ფრენდი. ფილმის პრემიერა 2010 წლის მაისში, შესაძლოა, კანის კინოფესტივალზე შედგეს. "InterPressNews"

დიმიტრი მედვედევი - რუსულმა არმიამ დაამტკიცა, რ...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შეფასებით, რუსულმა არმიამ დაამტკიცა, რომ ქვეყნის ინტერესებისა და მოქალაქეების დაცვა შეუძლია. ამ მოსაზრების დადასტურებად მედვედევმა სამი რუსული ფედერალური არხისთვის მიცემულ დღევანდელ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ომი დაასახელა.
"რუსეთის არმიამ აჩვენა, რა შეუძლია, მათ შორის - ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვა, კერძოდ - სამხრეთ ოსეთში", - აღნიშნა მედვედევმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს რუსული არმიის სამი პრობლემაც დაასახელა - მოძველებული სამხედრო ტექნიკა, არასაკმარისი ხელფასი და ცუდი ორგანიზება.
მისივე თქმით, 2009 წელს ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ზოგი მათგანი მტკივნეულიც იყო.
მედვედევის განცხადებით, ამჟამად უკვე ყველა ქვედანაყოფი და შენაერთი მუდმივ მზადყოფნაშია, მომდევნო 10 წლის განმავლობაში კი, იგეგმება არმიის სრული გადაიარაღება. პრეზიდენტის თქმით, 2012 წლისთვის რუსი სამხედროების ხელფასები დასავლური არმიების ანაზღაურებას გაუტოლდება.

"InterPressNews"

რუსეთი და საქართველო საზღვარს ხსნიან..

რუსეთი და საქართველო საზღვრის ხელახლა გახსნაზე შეთანხმდნენ, განაცხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საზღვრის ეს მონაკვეთი 2006 წლის ივლისის შემდეგ დახურულია. ყაზბეგის ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი, სავარაუდოდ მარტში გაიხსნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. ეს ერთადერთი მონაკვეთია, რომელიც მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტულ რეგიონებს - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს - არ ესაზღვრება. ქართული არმია ამ რეგიონებიდან 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომის შემდეგ გამოდევნეს. რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ საზღვრის გახსნის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და განაცხადა, რომ საკონტროლო გამშვები პუნქტი „თეორიულად" შეიძლება 2010 წლის 1 მარტიდან გაიხსნას. მაგრამ საავიაციო კავშირი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება აღდგეს, რაც რუსეთის საჰაერო ეკიპაჟების უსაფრთხოების გარანტიები იარსებებს, განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე სერგეი ივანოვმა. დიპლომატიური ურთიერთობები ომის შემდეგ შეწყვეტილია, და პრობლემა ეს არის, დასძინა მან. „ბიბისი"-ს მოსკოვის კორესპონდენტის რუპერტ ვინგფილდ-ჰეისის თქმით, ომის შემდეგ მოსკოვს და თბილისს შორის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა, ამდენად ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი საზღვრის ხელახლა გახსნას გეგმავენ, უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია, განსაკუთრებით ბევრი იმ ქართული და რუსული ოჯახებისთვის, რომლებიც ამ კონფლიქტმა დააშორა. მაგრამ მტრობა ქართულ და რუსულ მთავრობებს შორის დაუოკებე ... კითხვის გაგრძელება »

ნანა ფაჟავა წლების განმავლობაში ტელეკომპანია "იმედის" კორესპონდენტი იყო სამეგრელოს რეგიონში.

კვირის პალიტრა. ნანა ფაჟავა წლების განმავლობაში ტელეკომპანია "იმედის" კორესპონდენტი იყო სამეგრელოს რეგიონში. - "იმედში" მუშაობისას ხშირად იმ სიცრუისა და დეზინფორმაციის უარყოფა მიხდებოდა, რომელიც სხვა საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა. ვცდილობდი, საზოგადოებას გაეგო, სინამდვილეში რა ხდებოდა სამეგრელოს რეგიონში. დიდი დეზინფორმაცია იყო განმუხურის ინციდენტიც. ამ სპექტაკლისთვის "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი ემა გოგოხია ღირსების ორდენით დააჯილდოეს, არადა ამ ჟურნალისტმა აფხაზებს ჩემი მკვლელობა შეუკვეთა. - ნანა, ეს საკმაოდ სკანდალური განცხადებაა, იქნებ დეტალურად გვიამბოთ, რა მოხდა? - ერთ-ერთი გატაცებული აფხაზი, რომელიც ქართველ პარტიზანებს ჰყავდათ დატყვევებული, გაათავისუფლეს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადავეცი. აფხაზურ საბაჟოზე ვიყავი, როდესაც ემა გოგოხიამ დამირეკა და რუსლან ქიშმარია ვალაპარაკე. თან ვიხუმრე, ემას სისხლი ჩაექცევა, ეს მასალა რომ არ აქვს-მეთქი. მტერს არ ვუსურვებ, რაც მე მაშინ მოვისმინე, ამას კოლეგასა და თანაქალაქელს კი არა, მტერს არ გავუკეთებ, - ჩემი მკვლელობა შეუკვეთა იმის გამო, რომ ინფორმაცია მოვიპოვე გატაცების შესახებ. ადრეც ვთქვი და ვიმეორებ, - სამეგრელოში მომუშავე ჟურნალისტების ლუსტრირებაა საჭირო, რადგან უმრავლესობა ოფიციალურად არის უშიშროების თანამშრომელი. - თქვენ საჯაროდ სდებთ ბრალს გოგოხიას მკვლელობის შეკვეთაში. რა რეაქცია ჰქონდა მას ამ განცხადებაზე? - რეაქცია საერთოდ არ ჰქონია. მაშინ ქიშმარიამ უთხრა, - ემა გოგოხია, არ დაგავიწყდ ... კითხვის გაგრძელება »

გიორგი კვინიტაძე 1874–1970

«კოჯრის თავზე დაფლეთილი თეთრი დროშა ფრიალებდა,
კვინიტაძის ზარბაზნები ისროდა და ღრიალებდა»...

გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ჩიქოვანი)-გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის–კადეტთა კორპუსის დამაარსებელი.
დაიბადა დაღესტანში 1874 წელს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზში. 1904 წელს თავისი სურვილით მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914–1918) დროს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე–4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. არზრუმის ციხის აღებისას გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ.გიორგის ორდენით, მიენიჭა გენერალ–მაიორის წოდება.
1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საქართველოში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, იყო ქართული არმიის მთავარსარდალი. მეთაურობდა ქართულ ჯარს თურქეთის (1919), სომხეთის (1918), წითელი არმიის (1921) წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. ამავე პერიოდში მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული არმიის ჩამოყალიბებაში და გაწვრთნაში. გიორგი კვინიტაძემ დაარსა თბილისის სამხედრო სასწავლებელი, რომელიც საკმაოდ პრესტიჟული სასწავლებელი გახდა. სამხ ... კითხვის გაგრძელება »

აგვისტოს დღიურები


ერთი ისტორია, ერთი გასაჭირი, მაგრამ ამავე დროს ისტორია, რომელიც შეიძლება, კიდევ უამრავ ადამიანს მიესადაგოს. ძნელია იმაზე ლაპარაკი და მსჯელობა, რაც არ იცი. იმის მტკიცება, რაც არ გინახავს და არ გადაგიტანია საკუთარ თავზე. ამიტომაც გადავწყვიტე, მომესმინა და შემდეგ თქვენთვს მომეთხრო ისტორია იმ ადამიანისა, რომელმაც აგვისტოს ომი ყველაზე ახლოს ნახა…

6 აგვისტო.
ყველაფერი ამ დღეს დაიწყო. ჩვენმა ჯარმა გეზი აიღო ცხინვალისაკენ. თქვეს, მტერი გვიტევს და სამშობლო უნდა დავიცვათო. ჩემი მეგობარი გაიწვიეს, მე – არა. რეზერვი არ მაქვს გავლილი და დავრჩი გორში. ყველაფერი კარგად მიდიოდა. საინფორმაციოში გადმოსცემდნენ, მსხვერპლი არაა ქართულ მხარესო. მეც, ასე თუ ისე, მშვიდად ვარ.

7 აგვისტო…
ღამე მეგობარი მირეკავს, ცხინვალში შევედითო. მეც მივულოცე და მშვიდად დავიძინე. დილით, 6 საათზე, საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. ეს ხმა არასოდეს დამავიწყდება, ავიაგამანადგურებელი მოფრინავდა. გასროლა აფეთქება… ქალაქგარეთ, გორიდან ორ კილომეტრში საშინელი კვამლი ამოვარდა, რაღაც დაინგრა… ხალხი პანიკაშია. ვისაც წასასვლელი აქვს, ქალაქიდან მიდის, ვისაც არა, სარდაფებში იმალება. მეგობარს დავურეკე, არ მპასუხობს. ჩავრთე ტელევიზორი… ჟურნალისტი აცხადებს, ქალაქში სიწყნარეა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი დაიბომბა, გო ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ლოგინი:
პაროლი:
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja