ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ახალი თემა ფორუმზე!

კატეგორია AIR FORCE დაემატა ახალი თემა ავია სიმულატორებზე! ამ თემაში განხილული იქნება ყველაფერი ავია სიმუალტორებზე... ყველაფერი სიმულაოტორებზე! AIR2AIR ტაქტიკის გარდა... ნებისმიერ სიმუალტორში... ანდა არკადა იყოს... სკინები, მსიიები, ტრეკები, ახალი ამბები და რავი კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოსულა ისეთი რაღაცეებზე ლაპარაკი როგორიცაა მაგალითად არმა 2 თვითმფრინავით რომ დაფრინავ... მემგონი სასუბრო ბევრი ასე რომ დავწეროთ რამე... აგრეთვე დაწერეთ რაიმე შეკითვა თუ გაქვთ რომელიმე სიმულატორიდან.... მოკლედ ყველაფერი მოსულა HAWX გინდა თუ LOCK-ON, AIR CONFLICTS თუ IL-2. ხო და ბოლოს მარტო ავიასიმულატორები... მოკლედ აქ გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება ქსელში თამაშისას დაგროვილი საკითხების შესახებ
განვათავსოთ სკრინები და ტრეკები... ანდა ჩვენს გადამხდარ უცნაურობები ანდა დაკლებაც უცნაური ამბები.... სურათები... უბრალოდ ვისაუბროთ ავია სიმუალტორებზე. ჩვენი მიღწევები და ასე შემდეგ რა..... და რა თქმაუნდა ვიდოებიც მოსულა!

ჩერნოგორიამ ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღო

ნატო-მ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით ჩერნოგორიის მოთხოვნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ალიანსის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. აღნიშნული გადაწყვეტილება ნატო-ს წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე მიიღეს.

ნატო-ში ხაზი გაესვა ჩერნოგორიის ძალისხმევას ალიანსში შესასვლელად. ახლა ქვეყანამ საკუთარი შეიარაღებული ძალები ნატო-ს მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, რის შემდეგაც მისი ნატო-ში გაწევრიანების საკითხი გადაწყდება.

მომზადებულია ლენტა.რუ-ს მიხედვით.

ოსი სეპარატიტების წვრთნები

ოსი სეპარატიტების წვრთნები

გაზაფხულისთვის ოსი სეპარატისტები რუსეთის საოკუპაციო ჯარის დახმარებით, ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადებიან. რუსული მედიის ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ ჩამოყალიბებული ცხინვალის გარნიზონის ამოცანას, სამხედრო ტექნიკის ათვისება და შესაძლო საფრთხეზე სწრაფი რეაგირების მოხდენა წარმოადგენს. გაზაფხულზე დაგეგმილ სწავლებებზე მებრძოლებმა ცალკეული მობილური დანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოს დემონსტრირება უნდა მოახდინოს. ტაქტიკურ სწავლებებში მონაწილეობას პირველად მიღებს ოს სეპარატისტთა სადაზვერვო ბატალიონი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. ბაზის შეიარაღებაში უკვე შეტანილია სადაზვერვო კომპლექსი "დოზორი", რომლის სპეციალური სასწავლო კურსი ოსმა მზვერავებმა უკვე გაიარეს.

პრეზიდენტმა საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი გახსნა

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადის ახალი დისლოკაციის ადგილი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი დევი ჭანკოტაძე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირები დაესწრნენ.
პრეზიდენტმა ჯარისკაცებს ახალი ბაზის გახსნა მიულოცა და თავდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებების შეახებ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს შეიარაღებული ძალები მუდმივად მაღალ დონეზე მომზადებული უნდა იყოს. ამისთვის, მისი თქმით, მთავრობა და თავდაცვის სამინისტრო ყველა ღონეს ხმარობს, რაც ბაზების აშენებაში, ჯარისკაცების განათლებაში, აღჭურვასა და სათანადო პირობების შექმნაში გამოიხატება.
მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე სისტემურ ცვლილებებსაც შეეხო. მან კადეტთა ლიცეუმის შექმნისა და ახალი სარეზერვო სიტემის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ქართული ქვედანაყოფების ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილეობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსგავს მისიებში მონაწილეობა სამხედროების საბრძოლო გამოცდილების ამაღლების კუთხით განსაკუთრებულად მაღალი მნიშვნელობისაა.
შეიარაღებული ძალების საარტილერიო ბრიგადა ამ დრომდე გორის სამხედრო ბაზაზე იყო განლაგებული. როგორც თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, ახალ ბაზაზე სამხედროების წვრთნისა და მომზადებისთვის ყველა პირობაა ... კითხვის გაგრძელება »

აფხაზეთში მოსახლეობას ატერორებენ
აფხაზეთში მოსახლეობას ატერორებენ

აფხაზეთში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმები გრძელდება. რუსი ოკუპანტები ნაბაკევში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დაესხნენ თავს. აგრესორებმა მათი ავტომანქანა გააჩერეს და ფეხმძიმე ქალბატონს და მის მეუღლეს 500 დოლარი მოსთხოვეს. ოკუპანტები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ლია ღურწკაია უმძიმეს მდგომარეობაში სოხუმის საავადმყოფოშია გადაყვანილი. აგრესორებს უკვე მეოთხე დღეა ტყვეობაში ჰყავთ 45 წლის თამაზ ჯობავაც. იგი საოკუპოაციო ჯარის წარმომდგენლებმა თევზაობის დროს გაიტაცეს და გამოსასყიდი თანხა 50 ათასი დოლარი მოთხოვეს. ფაქტის გახმაურების შემთხვევაში, კი ოჯახის წევრებს თამაზ ჯობავას მოკვლით დაემუქრნენ.

მერაბ ჩიგოევი - ცხინვალში დარჩენილ ორ ქართველ მოზარდს ათ დღეში გაათავისუფლებენ
ცხინვალში დარჩენილ ორ ქართველ მოზარდს ვიქტორ ბუჩუკურსა და ლევან ხმიადაშვილს ცხინვალის რეჟიმი ათ დღეში გაათავისუფლებს.
ეს ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილემ მერაბ ჩიგოევმა დაუდასტურა.

"მართალია სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, მაგრამ პრეზიდენტს აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება და გადადგას ჰუმანური ნაბიჯი. როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტმა კოკოითმა თომას ჰამარბერგთან შეხვედრაზე პირობა დადო, რომ ორ ქართველ მოზარდს გაათავისუფლებენ. ამდენად, დარწმუნებული ვარ, იგი ამ ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა მერაბ ჩიგოევმა.

ცხინვალის რეჟიმმა 4 ნოემბერს დაკავებული ალეკო ცაბაძე და გიორგი რომელაშვილი 2 ნოემბერს გაათავისუფლა. ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ თომას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ ცხინვალში დარჩენილი ორი ქართველი მოზარდი ბუჩუკური და ხმიადაშვილი ათ დღეში გათავისუფლდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

"ნევსკი ექსპრესის" აფეთქებაზე პასუხისმგებლობა "კავკასიური მოჯაჰედების" ხელმძღვანელობამ აიღო
მოსკოვი-პეტრებურგის სამგზავრო მატარებლის, "ნევსკი ექსპრესის" აფეთქებაზე "კავკასიური მოჯაჰედების" ხელმძღვანელობამ აიღო პასუხისმგებლობა. რუსული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, შესაბამისი შინაარსის განცხადება "ბოევიკების" ერთ-ერთ ვებგვერდზე დღეს განთავსდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერაქტი განხორციელდა იმ ოპერაციის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე შეტევის მიტანა. აქვე აღნიშნულია, რომ ისინი დოკუ უმაროვის ბრძანების თანახმად მოქმედებდნენ.

"ბოევიკების" ინფორმაციით, აფეთქება სპეციალურმა დივერსიულმა ჯგუფმა განახორციელა. "ბოევიკები" პირობას სდებენ, რომ მსგავსი ტერაქტები განხორციელდება, ვიდრე ოკუპანტები კავკასიაში არ შეწყვეტენ რელიგიური ნიშნით რიგითი მუსლიმების მკვლელობის პოლიტიკას. აქვე ნათქვამია, რომ შეეცდებიან, თავი აარიდონ რუსეთის მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მატარებლის აფეთქებასთან შესაძლო კავშირის გამო სამართლადამცავები რამდენიმე ადამიანს ეძებდნენ, მათ შორის ოთხ კავკასიელს. კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, ტერაქტი შესაძლოა, დაკავშირებული იყოს რუს ვაჰაბიტ პაველ კოსოლაპოვთან.
რუსეთში, ნოვგოროდის ოლქში ჩქაროსნულმა მატარებელმა "ნევსკი ექსპრესმა" ავარია 27 ნოემბერს, მოსკოვის დროით 21:30 საათზე განიცადა. მატარებელი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით მოძრაობდა.

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ავარიის შედეგად 30-მდე ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთ ვაგონში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
მოსკოვი-პეტერბურგის ჩქარო ... კითხვის გაგრძელება »

იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე გაჟონვის შედეგად, 33 ადამიანი დაშავდა
იაპონიის ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვის შედეგად 33 ადამიანი მსუბუქად დასხივდა.

ელექტროსადგურის ადმინისტრაციის მტკიცებით, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთი ბირთვული რეაქტორიდან 50 ლიტრზე მეტმა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. თუმცა, სადგურის გარეთ იგი არ გასულა, ამდენად, გარემოს საფრთხეს არ უქმნის.
ატომური ელექტროსადგური წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ქვეყნის მთავარი კუნძულის - ხონსიუს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით

პროფესიული წმენდა მონტერეის საგზაო პოლიციაში

სიდიდის მიხედვით რიგით მესამე მექსიკური ქალაქის ხელმძღვანელობამ საგზაო პოლიციის თანამშრომელთა მეოთხედი სამსახურიდან დაითხოვა, რაც მათი კორუმპირებულობითა და არაკომპეტენტურობით ახსნა.

ინსპექტორებად მომუშავე 1142 ადამიანიდან 276 პირი სამსახურისთვის გამოუსადეგრად მიიჩნიეს, 526 პოლიციელი პროფესიული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად გაგზავნეს, ხოლო დანარჩენმა 340-მა კაცმა მოთხოვნები სრულიად დააკმაყოფილა. მონტერეის პოლიციის თანამშრომლებიდან ანტიდოპინგტესტი მხოლოდ ექვსმა ვერ გაიარა, ზედმეტი წონის გამო შენიშვნა 65-მა ოფიცერმა მიიღო, ხოლო ქალაქის საგზაო პოლიციაში მომუშავე 100-ზე მეტი პირი ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ამხილეს.

აქვე იმასაც დავძენთ, რომ დიდი ხანია, რაც მონტერეის ოფიცრებს პარკირებულ მანქანებში ყოფნა და მობილური ტელეფონის გამოყენება აეკრძალათ, რადგან ასეთ შემთხვევაში, სამართალდამცავებს ბანდიტური დაჯგუფებების სასარგებლოდ მოქმედება და ჩასაფრების შესახებ მათი გაფრთხილება შეეძლოთ.

ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”

ყირიმში რუსეთის ფლოტი კონტრდაზვერვის გარეშე დარჩა

რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების ინფორმაციით, საგანგებო განყოფილების ოფიცრები სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში გადადიან. დეკემბრის ბოლომდე “ეფ-ეს-ბეს” 19 ოფიცრის ქვეყნიდან გაყვანა რუსეთს, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა ვალენტინ ნალივაიჩენკომ მოსთხოვა. მისი თქმით, რუსეთის კონტრდაზვერვის ოფიცრების ფუნქციას ყირიმში უკრაინის უშიშროების სამსახური შეასრულებს. ნალივაიჩენკომ გადაწყვეტილება უკრაინულ მხარესთან პროვოკაციების თავიდან არიდების მიზნით მიიღო. “ეფ-ეს-ბეს” საგანგებო განყოფილება ნოვოროსიისკში, სავარაუდოდ უკრაინის არჩევნების ჩატარებამდე იმუშავებს.


« 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja