ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
“მისტრალის” შესყიდვის თაობაზე მოსკოვს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

“მისტრალის” შესყიდვის თაობაზე მოსკოვს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ფრანგული სამხედრო ხომალდის შესყიდვის თაობაზე მოსკოვს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო უწყებაში განაცხადეს. სამხედრო ხელმძღვანელობა ვერტმფრენმზიდ “მისტრალის” შეძენით დაინტერესებას გამოთქვამდა, რომლის ღირებულება 400-დან 500 მილიონ ევრომდეა. შესაძლო გარიგების დეტალები, პარიზში ვიზიტისას ვლადიმერ პუტინმა, ნიკოლა სარკოზისთან მოლაპარაკებებზეც განიხილა. რუსი სამხედრო ექსპერტები, კი ფრანგული ხომალდის შესყიდვის გეგმას აკრიტიკებენ. გადამდგარი გენერალი, ლეონიდ ივაშოვი აცხადებს, რომ ასეთი სასეირნო ტიპის ხომალდი რუსულ ფლოტს არ სჭირდება. კიდევ ერთი ექსპერტის, ანატოლი ციგანოკის აზრით, შესაძლოა ამ უსარგებლო გარიგების ლობირებისთვის რომელიმე მოხელემ ქრთამიც კი აიღო.

ალიანსის გაფართოება –მოლაპარაკებები რუსეთთან და ავღანეთი
ბრისუელი, ნატო–ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის ემზადება.
ალიანსის გაფართოება –მოლაპარაკებები რუსეთთან და ავღანეთი
– ამ თემებზე მსჯელობისათვის ხვალ ნატო–ს შტაბ–ბინაში ჰილარი კლინტონი,
დევიდ მილიბენდი, ბერნარ კუშნერი და კიდევ ნატოს 25 მინისტრი ჩავა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები
– საკითხი, რომელზეც ნატო-ს მინისტერიალამდე ერთი დღით ადრე,
ანდრეს ფოგ რასმუსენი საუბრობს. რატომ ზრდის ობამა კონტინგენტს და რას ნიშნავს საქართველოსთვის ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა.

ქართული სამშვიდობო მისია ავღანეთში
სამშვიდობო მისიით საქართველოდან ავღანეთში გაზაფხულზე დამატებით 700 კაციანი ბატალიონი გაემგზავრება. ამჯერად ბატალიონი ამერიკული სარდლობის ქვეშ იმსახურებს. ორწლიან სამშვიდობო მისიას ქართველი ჯარისკაცები ნატო–ს წევრ ქვეყნებთან ერთად შეასრულებენ. ჯარისკაცები ყოველ ექვს თვეში ერთხელ, როტაციის პრინციპით შეიცვლებიან. ავღანეთის სამშვიდობო მისიისთვის ქართველი ჯარისკაცები ამერიკელმა ინსტრუქტორებმა გაწვრთნეს. სწორედ ამერიკული სარდლობის ქვეშ განლაგდება ამჯერად ქართული ბატალიონი ავღანეთში.
ნიკა ვაშაკიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობა ამერიკასთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ერთ–ერთი გამოვლინებაა და ქართული შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას გულისხმობს. სწრაფი, გამშვები საკონტროლო პუნქტების მოწყობა, სამხედრო ბაზების დაცვა, პატრულირება და კონვოირება – ეს, ის დავალებებია, რომლის შესრულებაც ქართველ სამხედროებს ავღანეთში მოუწევთ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსისთვის ავღანეთის სამშვიდობო მისია ერთ– ერთი პრიორიტეტული საკითხია, აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ ქართველი სამხედროებისთვის ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა დიდი გამოცდილებაა და ხელს შეუწყობს ქართული ჯარის ნატო–ს შეიარაღებული ძალებ ... კითხვის გაგრძელება »

მედია მუხროვანის ამბოხის სასამართლო პროცესს ყურადღებას არ უთმობს

Eurasianet.org
სამხედრო ამბოხსა და სახელმწიფო გადატრიალებაში ბრალდებული 41 მაღალჩინოსანი ოფიცრის, ჯარისკაცის და სამოქალაქო პირის სასამართლო პროცესი, ჩვეულებრივ სატელევიზიო არხებისთვის ნომერ პირველი თემა უნდა ყოფილიყო, თუმცა მუხროვანის აჯანყება მედიაში ძალიან მწირ ინტერესს იწვევს. ზოგიერთი ადგილობრივი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ პროცესის გაშუქების დეფიციტი ყველა გამონათქვამზე უკეთ ცხადყოფს ქართულ მედიაში შექმნილ მდგომარეობას.

5 მაისს, თბილისის შემოგარენში, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული აჯანყების მცდელობის შემდეგ, სამი ნაციონალური არხი – ”რუსთავი 2”, ”იმედი” და ”საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი” – მთავრობის მხრიდან ამ ფაქტის გამოძიებას და ბრალდებებს ცნობილი სამხედრო ფიგურების მიმართ, ფართოდ აშუქებდა.

თუმცა, თავად სასამართლო პროცესი დიდწილად იგნორირებულია. ქართულ მედიაში წამყვან პრო-სამთავრობო სატელევიზიო არხს ”რუსთავი 2”-ს ამ სასამართლო პროცესზე მასალა საკუთარ ვებ-გვერდზე არასდროს გამოუქვეყნებია. მედია-ანალიტიკოსი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ პროცესი მას შემდეგ არავის გაუშუქებია, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სექტემბერში იწყებოდა.

ტენდენციის შესაბამისად, არავინ დასწრებია ბოლო მოსმენას, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართა. ის, რომ სასამართლო პროცესის გაშუქების მხრივ დეფიციტია, ნაწილობრივ იმითაც აიხსნება, რომ სასამართლო დარბაზებში სატელევიზიო კამერების და ჩამწერი საშუალებების შეტანა აკრძალულია. ტელევიზია ქართულ პრესაში წამყვ ... კითხვის გაგრძელება »

აშშ ნატო-სგან ავღანეთში დამატებით 7 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას ითხოვს
აშშ იმედოვნებს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობაში დამატებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის გარდა 5-დან 7 ათასამდე ჯარისკაცს გაგზავნიან. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით სააგენტო ”როიტერი” იტყობინება.

აშშ-ის თავდაცვის მინისტის თანაშემწე დევიდ სიდნეიმ აღნიშნა, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკვე მიიღო ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილება, სხვები კი მსგავსი ნაბიჯის გადადგმას უახლოესი კვირეების განმავლობაში აპირებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ავღანეთთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი სტრატეგიის შესახებ ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

გალიდან კიდევ 16 ქართველი გაიტაცეს

ყაჩაღური თავდასხმა მოხდა გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში. ოკუპანტები წუხელ ორ ოჯახში - მიმოზა და სერგო შონიებთან შეიჭრნენ და მათ ორი საათის განმავლობასში სასტიკად აწამებდნენ. რუსი სამხედროები იმ 4000 ლარს ითხოვდნენ, რომელიც შონიებმა ოკუპანტებისთვის თხილის მიყიდვის შემდეგ აიღეს. მათ ოჯახიდან ეს ფული და პირადი ნივთებიც გაიტაცეს.

გალის რაიონის სოფელ თაგილონთან წუხელ კიდევ 16 ქართველი დააკავეს. მათ შორის არიან ბავშვები და მოხუცები. ისინი მიკროავტობუსით ზუგდიდიდან გალში ბრუნდებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი უცნობია, ოჯახებს არავინ დაკავშირებია. ამ შეთხვევამდე ზუგდიდისა და გალის საზღვართან რუსმა ოკუპანტებმა 6 ქართველი დააკავეს და გალის მიმართულებით წაიყვანეს. ამ დრომდე უცნობი რჩება მათი ადგილსამყოფელიც. აგრესორები მგზავრებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ.

სომალელმა მეკობრეებმა ბერძნული ნავთობტანკერი დააკავეს
სომალელმა მეკობრეებმა ბერძნული ფლოტის კუთვნილი 300 000 ტონიანი ნავთობტანკერი დააკავეს.
როგორც ”ბი-ბი-სი” ევროსაბჭოს საზღვაო ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, ნავთობით დატვირთული ტანკერი საუდის არაბეთიდან აშშ-ის მიმართულებით მიცურავდა.

10-მდე შეიარაღებული მეკობრე ტანკერს სომალის სანაპიროდან 1 300 კმ-ის მოშორებით, დღეს გამთენიისას დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ხომალდის ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 28 წევრი დაატყვევეს. მათ შორის 16 ფილიპინელი, 9 ბერძენი, 2 უკრაინელი და ერთი იტალიელი მეზღვაურია.

სომალის წყლებში მცურავ ხომალდებზე მეკობრეების თავდასხმების რიცხვმა მიმდინარე წლის განმავლობაში განსაკუთრებით იმატა. აქედან გამომდინარე რეგიონში გემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით ევროკავშირის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, თუმცა, ამის მიუხედავად მეკობრეები თავდასხმების განხორციელებას მაინც ახერხებენ.

"ინტერპრესნიუსი"

პერევიდან გატაცებული რამაზ მაკასარაშვილი უკვე თავისუფალია

საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული რამაზ მაკასარაშვილი უკვე თავისუფალია და ამ დროისთვის გორში იმყოფება.
რუსი მესაზღვრეების ინფორმაციით, მაკასარაშვილი პერევის პოსტზე დაუმორჩილებლობისთვის 29 ნოემბერს დააკავეს და ქართულ მხარეს უკვე გადასცეს.
მაკასარაშვილი ამ წუთებში გორში, კონტრდაზვერვის სამმართველოს განყოფილებაში იმყოფება. მასთან შესახვედრად გორში საჩხერიდანაც გაემგზავრნენ.
საჩხერის რაიონის სოფელ ჯრიის მკვიდრი, ავტობუსის მძღოლი რამაზ მაკასარაშვილი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ პერევის საგუშაგოსთან 29 ნოემბერს დააკავეს.

ახალი თემები ფორუმზე
ფორუმზე გაიხსნა 2 ახალი თემა...

1. საზენიტო სისტემები, AIR FORCE კატეგორიაში... განხილულია ყველა საზენიტო სისტემა, როგორც სარაკეტო აგრეთვე საარტილერიო... UK-ისთვის საინტერესო პატრიოტებსაც განვიხილავთ..... აგრეთვე სტრუქტურა... მიზნები, როგორ უნდა იყოს მოწყობილი, კაროჩე ყველაფერი საზენიტო სისტემების და მათი გამოყენების თეორიაზე....


2. MILITARY კატეგორიაში არის და არის გამოკითხვა რომელი ჯობია??? PAINTBALL თუ STRIKEBALL? დააფიქსირეთ თქვენი აზრი!

ირანი ურანის გამდიდრების მიზნით 10 ახალ ქარხანას ააშენებს
ირანის ხელისუფლებამ, ირანის გამდიდრების მიზნით 10 ახალი საწარმოს მშენებლობის გეგმას მხარი დაუჭირა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის უწყებით, 5 ობიექტზე მშენებლობა დაუყოვნებლივ დაიწყება, ხოლო დანარჩენი 5 საწარმოს მშენებლობის ადგილებს უახლოესი 2 თვის განმავლობაში განსაზღვრავენ.
ირანი წელიწადში 300 ტონა ბირთვული საწვავის წარმოებას ისახავს მიზნად.

როგორც თეირანში ”ბი-ბი-სი”-ს კორესპონდენტი ჯონ ლეინი აღნიშნავს, 10 ახალი ქარხნის მშენებლობის ფაქტს დასავლეთი უკიდურესად გამომწვევ ქმედებად აღიქვამს.

27 ნოემბერს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თეირანი ქალაქ კუმთან მდებარე მოქმედი ბირთვული ობიექტის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა და მისი დაკონსერვება მოითხოვა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

« 1 2 ... 9 10 11 12 13 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja