ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ახალი თემა ფორუმში!

ფორუმზე არის ახალი თემა სადაც განიხილება ყველა თამაშში გადაღებული სურათები საქართველოს ესკადრილიაზე! მადნდვეა ჩემი ძალიან დიდი გამოფენა
აი თემის ლიკიც :):):):)

კონფლიქტების გაშუქების სკოლა
05 დეკემბერი 2009 15:26
საბეჭდი ვერსია

კონფლიქტების გაშუქების სკოლა

კონფლიქტურ თემებზე მომუშავე ჟურნალისტები თავდაცვის სფეროში სპეციალიზირებულ კურსს გაივლიან. კონფლიქტების გაშუქების სკოლა, სადაც ჟურნალისტები მოემზადებიან, დღეს გაიხსნა. სპეციალიზირებული კურსი მონაწილეებს საგანგებო სიტუაციების გაშუქებისთვის საჭირო ცოდნის შეძენასთან ერთად კრიზისულ ვითარებაში მუშაობისთვის აუცილებელი უნარ–ჩვევების გამომუშავებაშიც დაეხმარება. 6 სატელევიზიო ჯგუფი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაივლის სწავლებას.
სკოლის გახსნა თავდაცვის სამინისტროს და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტის „ხიდების აგება/კავშირების გაღრმავება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ხორციელდება. სკოლის გახსნის ცერემონიას, ესწრებოდნენ როგორც თავდაცვის სამინისტროს ისე ინსტიტუტის წარმომადგენლები და ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დენის კიფი.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ბრიტანეთის ელჩმა კონფლიქტების დროს ჟურნალისტების პროფესიონალური მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საშიშ და საგანგებო ვითარებაში აუცილებელია მედიის წარმომადგენლები სათანადო დონეზე იყვნენ მომზადებულები.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის სალომე მახარაძის თქმით, ეს იქნება ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის სკოლა, „აქ ვისწავლით როგორ შევუწყოთ ერთმანეთს ხელი; არ არის საკმარისი ცალკეული პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად დასრულდეს მაშინ, როდესაც ვაშუქებთ სამშვიდობო მისიებს, ... კითხვის გაგრძელება »

ოფიცერთა გადამზადების კურსი
tvsakartvelo.ge

ოფიცერთა გადამზადების კურსი

დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ბატალიონის მეთაურთა და შტაბის ოფიცერთა გადამზადების კურსი დასრულდა.
სწავლება ცამეტი კვირის განმავლობაში მიმდინარეოდა. ოფიცრებმა ოპერაციების საბრძოლო და ლოგისტიკური უზრუნველყოფის, სამხედრო პოლიტოლოგიის, ისტორიისა და ფსიქოლოგიის კურსები გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს სამხედრო ბძანებების შემუშავება და საბრძოლო ოპერაციების წარმოების ძირითად პრინციპებსაც გაეცნენ. გადამზადდა 14 სამხედრო მოსამსახურე. ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ოფიცრებს დღეს სწავლების დამადასტურებელი შესაბამისი დიპლომები გადაეცათ.

ჩრდილოეთ კავკასიაში “პირად პასუხისმგებლად”, შესაძლოა, ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი დაინიშნოს

ჩრდილოეთ კავკასიაში “პირად პასუხისმგებლად”, შესაძლოა, ვიცე-პრემიერი სერგეი ივანოვი დაინიშნოს. ამის შესახებ “ნეზავისიმაია გაზეტა” იუწყება.
გაზეთის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ივანოვის დანიშვნა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს სურს. თუმცა, პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერი ვლადიმერ პუტინი ჯერჯერობით ვერც კანდიდატურებზე შეთანხმდნენ და ვერც ახალი თანამდებობის პირის უფლება-მოსილებებზე.
“პირადი პასუხისმგებლის” თანამდებობის შემოღების ინციატივით მედვედევი ერთი თვის წინ, ფედერალური კრებისადმი მიმართვის დროს გამოვიდა და უმთავრესი პრობლემებიც ჩამოთვალა, მათ შორის ფედერალური სახსრების არაეფექტური ხარჯვა, უმუშევრობა, სიღარიბე, დევნილები, კორუმპირებულობა და კლანურობა.
“უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე პირადად აგებს პასუხს. მოცემული მიმართულებით სამუშაოს ეფექტური კოორდინაციისთვის, რა თქმა უნდა, საკმარისი უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს”, - განაცხადა მედვედევმა.

განაღმვითი სამუშაოები შინდისში
განაღმვითი სამუშაოები შინდისში

ფეთქებადი ნარჩენებისგან გასუფთავებული სოფელი შინდისი ადგილობრივ თვითმმართველობას გადაეცა. განაღმული და გასუფთავებული ტერიტორია დღეს სპეციალისტებისგან თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჩაიბარა.

სოფელი შინდისი (95, 5 ჰექტარი) 161 კასეტური იარაღის ნარჩენებისგან გაასუფთავეს. განაღმული ტერიტორია საქართველოში ბრიტანეთის ელჩთან დენის კიფთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნოდარ ხარშილაძემ პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები.

„აგვისტოს ომმა ძალიან დიდი საფრთხეები დატოვა, რომლებიც პირდაპირ ემუქრებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ მათ გავფრთხილებოდით. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი გასუფთავებულია” – აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.

განაღმვითი სამუშაოები თავდაცვის სამინისტროს დაკვეთითა და კოორდინაციით საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ “The HALO Trust” აწარმოა.

აღსანიშნავია, რომ ჰუმანიტარული განაღმვის ხარისხს საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია ”ინფორმაციის მართვისა და განაღმვითი საქმიანობის პროგრამები” (iMMAP, აშშ) აკონტროლებს.

ამ ეტაპზე განაღმვითი სამუშაოები 18 სოფელში განხორციელდა.

ეს ის სოფელია სადაც 17 გმირი იბრძოდა

რუსეთი ახალ კომედიას დგამს
რუსეთი ახალ კომედიას დგამს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა. ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილებით საარჩევნო პროცესს რუსეთის სათათბიროს დეპუტატებთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვლადიმერ ჩუროვის ხელმძღვანელობით დააკვირდება. რუსი დამკვირვებლები გააკონტროლებენ ყარაჩაი-ჩერქეზეთში გახსნილ საარჩევნო უბნებსაც. აფხაზეთში მოახლოებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის მიერ დადგმული კომედია უწოდა. ქვეყნის პირველი პირის პოზიცია პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაავრცელა. მანჯგალაძის თქმით კრემლმა რეალურად აფხაზეთის ავტონომია გააუქმა. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შეწყდეს გატაცებები და მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დევნა.

რუსული კატარღების შემოყვანა გადაიდო
რუსული კატარღების შემოყვანა გადაიდო

08.12.09 | 14:15

რუსეთმა აფხაზეთის სანაპიროზე საბრძოლო კატარღების შეყვანა გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი რუსეთში გამოცხადებული გლოვის დღე გახდა. ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთში სამი სამხედრო კატარღის შეყვანას გეგმავს. რუსეთის სასაზღვრო დეპარტამენტის ინფორმაციით კატარღები ოჩამჩირეში რამოდენიმე დღეში განლაგდებიან. სეპარატისტები ამ ფაქტთან დაკავშირებით საზეიმო დახვედრის ორგანიზებასაც გეგმავენ. ოფიციალური მოსკოვის განმარტებით სამი კატარღა აფხაზეთის ე.წ. ტერიტორიულ წყლებში მუდმივად იქნება დისლოცირებული და დე-ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას დაიცავს. რუსეთის გადაწყვეტილება ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც დაგმეს.

ხოდა ვინც შემოიყვანს დაგინებულიაა დედაზე... :)

ბრიტანეთი ატომურ ფლოტს შეამცირებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ატომური ფლოტის შემცირებასთან დაკავშირებით თავის გადაწყვეტილებას გაეროს სხდომაზე გააცხადებს. ამიერიდან ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტში ოთხის ნაცვლად სამი ატომური წყალქვეშა ნავი დარჩება.
გორდონ ბრაუნი განცხადებას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გააკეთებს, სადაც ატომური იარაღის გაუვრცელებლობის საკითხი და მისი მარაგის შემცირება განიხილება.
თუმცა, მიუხედავად ამისა, დიდი ბრიტანეთი თავის მფლობელობაში არსებულ ატომურ მარაგზე სრულად უარის თქმას არ აპირებს.

მომზადებულია "ბიბისი"-ს მიხედვით.

გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ბოლო ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. მათ, სავარაუდოდ, დღესვე უნდა შეათანხმონ სოფელ ნაბაკევის სკოლის დათვალიერების დეტალები. სკოლა ერთი თვის წინ გაქურდეს.
ქართული დელეგაციის წევრები დეტალურ კომენტარებს შეხვედრის შემდეგ გააკეთებენ.
ამასთან, გალში სამუშაო ჯგუფების ბოლო შეხვედრაზე, 17 ნოემბერს მხარეებმა განიხილეს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსული ვერტმფრენების გადმოფრენის საკითხი.

პუტინი მოკრძალებულად საუბრობს 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე

მოსკოვი – იგი საქარხნო ქალაქებში რთულ სიტუაციაში ჩავარდნილი მუშების დასმულ შეკითხვებს პასუხობდა. მაგრამ ხუთშაბათის ხანგრძლივი საჯარო საუბრის დროს, ყველაზე მეტი ყურადღება ვლადიმერ პუტინის პოლიტიკურ მომავალზე დასმულმა შეკითხვამ მიიპყრო. მიიღებს თუ არა იგი მონაწილეობას 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში?

”მე ამაზე ვიფიქრებ”, თქვა პუტინმა.

ყოფილი პრეზიდენტი და დღეს პრემიერ-მინისტრი პუტინი აშკარად არ ჰგავდა იმ ადამიანს, რომელიც პოლიტიკურ კარიერას ასრულებს. ყოველწლიური ტელეგადაცემის დროს, რომლის ფორმატიც კითხვებზე პასუხების გაცემაა, ის ვირტუოზულად გამოვიდა და საკუთარი სტატუსის (რუსეთის რეალური ლიდერის) და რუსეთის რიგით მოქალაქეებზე ზრუნვის დემონსტრირებას შეეცადა.

ბევრ კითხვას, 57 წლის პუტინი, რთული სტატისტიკური მონაცემებით, დეტალურად პასუხობდა. ოთხსაათიანი გადაცემის განმავლობაში, რომლის ტრანსლაციაც მთელ ქვეყანაზე მიმდინარეობდა, 90 კითხვა დაისვა, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პუტინი არ დაღლილა და კიდევ დიდხანს არ დაიღლება პასუხების გაცემით.

ერთ მომენტში მას ჰკითხეს, ხომ არ დადგა დრო, რომ მრავალწიანი სახელმწიფო სამსახურის შემდეგ დაისვენოს. პუტინმა გაიღიმა და თქვა: ”ვერ ეღირსებით”.

ვლადიმერ პუტინი 2002 წლის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობას ორი ვადის განმავლობაში ასრულებდა. მან მესამედ არჩევნებში მონაწილეობა არსებითი შეზღუდვების გამო ვერ მიიღო. ამიტომ თანამდებობა მის ახლო თანაშემწეს დიმიტრი მედვედევს გადაულოცა, რომელიც 2 ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 7 8 9 10 11 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja