|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
საქართველო საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომლებისთვის სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავს |
|
|
BBC საბჭოთა კავშირის დაშლიდან ორი ათეული წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიზანია არ დაუშვას საჯარო დაწესებულებებში საბჭოთა უშიშროების სამსახურის ყოფილ თანამშრომლების მუშაობა. თბილისის გამოქვაბულივით არქივებში, თაროებზე 1921 წლით დათარიღებული ფერადი საქაღალდეები აწყვია. თითოეული მათგანი საბჭოთა ეპოქის მსხვერპლთა შესახებ დეტალურ დოკუმენტაციას შეიცავს, მათ შორის საბჭოთა ხელისუფლების ცენტრალური კომიტეტის ბრძანებებს მათ დეპორტაციაზე ან ბრძანებების აღსრულებაზე. სიურპრიზს არ წარმოადგენს ის, რომ ამ საქაღალდეების რიცხვი განყოფილებაში უზარმაზარია, რომელიც 1930-იან წლებს ეხება, პერიოდს როდესაც სტალინის რეპრესიები პიკს აღწევს. საქართველომ მისი არქივები 2004 წელს გახსნა, მას შემდეგ რაც პრო-დასავლელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აირჩია. მაგრამ პროცესი სახელწოდებით ლუსტრაცია, რაც განწმენდას ნიშნავს და საბჭოთა რეჟიმის ”თანამშრომლების” აღნუსხვას გულისხმობს – ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა, მაშინ როდესაც ჩეხეთის რესპუბლიკამ, უნგრეთმა და ბალტიის სახელმწიფოებმა ეს კანონი 10 წლის წინ მიიღეს. თუმცა, დღეს პარლამენტარმა გია თორთლაძემ ლუსტრაციის კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც საქართველოს საბჭოთა ეპოქასთან საბოლოოდ გამიჯნავს. ”ჩემი თაობის ადამიანები, რომლებიც 40-დან 50-წლამდე ასაკის არიან, საბჭოთა უშიშროების სისტემაში იყვნენ ჩართულები” – ამბობს ის – ”ამიტომ, ჩვენ მათი საქმეების შესწავლის უფლება უნდა გვქონდეს”. ”თუკი მათი კავშირი ამ უწყებასთან დადასტურდება, მათ ექვსი თვე მიეცემათ განმარტებისთვის. ამი
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
გაერო-მ მოიწონა რეზოლუცია საქართველოში მისიის ლიკვიდაციის ბიუჯეტის შესახებ |
|
|
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო საკითხების კომიტეტმა მოიწონა რეზოლუცია საქართველოში გაერო-ს მისიის ლიკვიდაციის ბიუჯეტის შესახებ. როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, გენერალური ასამბლეა საბოლოო გადაწყვეტილებას მისიის სალიკვიდაციო ბიუჯეტთან დაკავშირებით დეკემბერში, პლენარულ სხდომაზე მიიღებს. რუსეთის მიერ ვეტოს გამოყენების გამო გაერო-ს მისიამ საქართველოში, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, მუშაობა შეწყვიტა. გაერო-ს მისიას მანდატი მიმდინარე წლის ივნისიდან აღარ გაუგრძელდა, თუმცა საბოლოოდ მისიამ მუშაობა 31 ოქტომბერს დაასრულა. მიუხედავად ამისა ბიუჯეტის დამტკიცება ახლა ხორციელდება, რაც გაერო-ში მიღებული პრაქტიკაა. მისიის ლიკვიდაციისთვის ადრე გათვალისწინებული 15 მილიონი დოლარი 10 მლნ-მდე შემცირდა.
|
|
|
|
|
|
WEB-ARMY'S FORUM |
|
|
ჩვენი საიტის ფორუმი წარმოადგენს სულ სხვა განხრას (როგორც საზღვაო ქვეითთა კორპუსი ამერიკაში ისინი ამერიკას არ ემორჩილებიან). ასე რომ იქ თუ დაიდო მოპარული ლინკები ეს არი იქნება დანაშაული, როგორც ყველა ფორუმზე
|
|
|
|
|
|
დვანის მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიიდან სროლის ხმა თითქმის ყოველდღე ისმის |
|
|
ქარელის რაიონის სოფელ დვანის მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიიდან სროლის ხმა თითქმის ყოველდღე ისმის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სოფელ დვანის მოსახლეობამ განუცხადა. "სროლები ძალიან ხშირია, ბოლო შემთხვევა ორი-სამი დღის წინ იყო. სოფელში დარჩენა საფრთხესთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამის მიუხედავად, არც ახალგაზრდები და არც მოხუცები სოფლის დატოვებას არ ვაპირებთ", - აცხადებს სოფელ დვანის მოსახლეობა. მათივე თქმით, საფრთხის გამო მოსახლეობა ვერ ახერხებს ვერც შეშის მოჭრას და ვერც სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას. ასევე, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა სასმელი და სარწყავი წყალი. "როგორც სასმელი წყლის, ასევე სარწყავი არხის სათავე ნაგებობები რუსული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, ამიტომ ამ მხრივ პრობლემა გვაქვს. წელს ვერც მიწების მორწყვა მოვახერხეთ", - განაცხადა სოფელ დვანის მცხოვრებმა, თამარ მამაგორიშვილმა. თუმცა, მისივე განცხადებით, მოსახლეობას აქვს ეზოებში ჭები და ეს პრობლემა, ასე თუ ისე, მოგვარებულია. სოფელ დვანის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც სოფელ დვანში კიდევ ერთი პოლიციის ბლოკ-პოსტი დაემატა, თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ.
|
|
|
|
|
|
სოფელ ჭუბურხინჯში 35 წლის იაგო ქორთუა მძიმედ დაჭრეს |
|
|
გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში ჯერჯერობით დაუდგენელმა სამმა პირმა ადგილობრივი მკვიდრი, 35 წლის იაგო ქორთუა მძიმედ დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ქორთუას ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ კი დანით დაჭრეს. დაჭრილი ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების განცხადებით, დაზარალებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. იგი კომაშია. თავდასხმის მოტივი უცნობია.
|
|
|
|
| « 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 19 20 » |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |