ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
იემენში ”ალ-ქაიდას” 34 ბოევიკი მოკლეს

იემენის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ძალებმა, სამხედრო ავიაციის დახმარებით, ქვეყნის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილში მდებარე საწვრთნელი ბაზებისა და ბოევიკების სამალავებში განხორციელებული რეიდების შედეგად ”ალ-ქაიდას” 34 წევრი მოკლეს, ხოლო 17 მათგანი დააკავეს.

მათი თქმით, მოძრაობის წევრები იემენში და საზღვარგარეთ, თვითმკვლელი ტერორისტების მეშვეობით, აფეთქებების მოწყობას გეგმავდნენ, პოტენციურ სამიზნეებს შორის იყო სკოლებიც.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით დამოუკიდებელ წყაროს არ დაუდასტურებია. თუმცა, როგორც ცნობილია, ბოლო თვეების განმავლობაში ”ალ-ქაიდამ” არაერთხელ მოაწყო დივერსია უსაფრთხოების სამსახურების დისლოკაციის ადგილებში.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

საქართველომ იყიდა 12 ტ–84 უკრაინისაგან
ოქტომბერში ქართველებს უყიდიათ ტ–84 ჭორებით გავრცელდა
მაგრამ ბოლოს ვნახე სადაც ეწერა რომ საქართველომ იყიდა 12 ტ–84

http://wapedia.mobi/en/T-84
სულ ქვემოთაა

რუსეთი ნაურუს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების სანაცვლოდ 50 მლნ დოლარს გადაუხდის

სოხუმის რეჟიმის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება სთხოვა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება.

პრეზიდენტ მერკუს სტივენის სახელზე დაწერილი მიმართვა ბაღაფშმა ნაურუს საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ფინანსთა მინისტრს კირენ კეკეს გადასცა, რომელიც აფხაზეთში ვიზიტით იმყოფება.

სერგეი ბაღაფშთან შეხვედრაზე კეკემ აღნიშნა, რომ ნაურუში აფხაზეთის შესახებ მხოლოდ დასავლური მედიიდან იციან და აფხაზეთში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

”მას შემდეგ, რაც 1967 წელს ჩვენ დამოუკიდებლობა მივიღეთ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების აღიარება, რომლებიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. 1967 წელს ნაურუს მხარდასაჭერად რუსეთის ხმა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო. მაგრამ თქვენ გჭირდებათ როგორც ყველაზე დიდი, ისე ყველაზე პატარა სახელმწიფოების მხარდაჭერა, რადგან გაერო-ში ქვეყნის ზომას მნიშვნელობა არ აქვს”, - განაცხადა კეკემ.

პასუხად ბაღაფშმა განაცხადა, რომ აფხაზეთიც პატარა სახელმწიფოა, მაგრამ ამის გამო აფხაზეთი თავს რომელიმე სახელმწიფოზე ნაკლებად მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს.

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მზადყოფნის შესახებ კირენა კეკემ 13 დეკემბერს განაცხადა. როგორც გაზეთ ”კომერსანტისთვის” გახდა ცნობილი, ამ განცახდებას წინ უსწრებდა კირენა კეკესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შხვედრა, რომლის დროსაც მოსკოვის მიერ ნაურუსთვის ფინა ... კითხვის გაგრძელება »

ტაილანდში დაკავებულ ИЛ-76-ს იარაღი გადაჰქონდა

ახალი ზელანდიის ავიაკომპანიამ ტაილანდში ИЛ-76 ის ტიპის თვითმფრინავი დააკავა, რომელსაც იარაღი გადაჰქონდა. საფრენი აპარატი იჯარით ჰქონდა აღებული ახალ ზელანდიურ ავიაკომპანიას - იტყობინება სააგენტო ”ინტერფაქსი” ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ყაზახეთის დიპლომატიური მისიისა და ტაილანდში ყაზახეთის კომპეტენტური ორგანოების ინფორმაციით, დაკავებული თვითმფრინავი რეგისტრირებულია საქართველოში, კომპანიაზე ”Air West Georgia’’. იგი ტვირთის გადასატანად, იჯარით არის გაცემული ახალ ზელანდიურ კომპანიაზე SP Trading Ltd.

ИЛ-76-ის ეკიპაჟის შემადგენლობაში მყოფი ბელორუსიის ერთი და ყაზახეთის 4 მოქალაქე ქართულმა კომპანიამ თვითმფრინავის მომსახურებისთვის დაიქირავა, რაც ომაროვის თქმით, შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს. დაკავებული ეკიპაჟი ბანკოკის ციხეში 12 დღეს დაჰყოფს.

თავის მხრივ, ქართული მხარე აცხადებს, რომ კომპანია SP Trading, რომელმაც თვითმფრინავი დაიქირავა, უკრაინულია. ”ეს თვითმფრინავი ეკუთვნის ქართულ ავიაკომპანიას Air West, რომელმაც იგი უკრაინულ კომპანიას ლიზინგის წესით გადასცა. ხელშეკრულება ლიზინგით გადაცემის თაობაზე 5 ნოემბერს გაფორმდა” - აცხადებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცის ხელმძღვანელი გიორგი ბუჩუკური.

ИЛ-76 ბანკოკში 11 დეკემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკიპაჟმა საწვავის მარაგის შესავსებად დაჯდომის ნებართვა ითხოვა. ერთერთი ვერსიით, თვითმფრინავი ტაილანდის ხელისუფლებამ, ამერიკული მხარის მითითებით დააკავა. დათვალიერების შედეგად ... კითხვის გაგრძელება »

ამერიკელებმა ირანში შემთხვევით სამი სამხედრო ვერტმფრენი გაყიდეს

სამი ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო Bell-412 ვერტმფრენი, აშშ-ის სანქციის მიუხედავად, ირანში გაიყიდა, წერს გაზეთი ”The Dallas Morning News”.
ირანში ორი ვერტმფრენი გაიგზავნა, ერთი კი ამერიკის ხელისუფლებამ დააკავა და უკვე 14 თვეა ტეხასის შტატში, არლინგტონის აეროპორტშია განთავსებული.

სქემა, რომლის მიხედვითაც იყიდებოდა და იგზავნებოდა ვერტმფრენები, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მას შემდეგ აღმოაჩინა, რაც ვერტმფრენების მყიდველებმა, იტალიაში ორი საფრენი აპარატის გადაგზავნის შემდეგ, მესამე ვერტმფრენის გადაცემის დროს სატრანსპორტო კომპანია ”Panalpina ”-ს აშშ-დან ირანში ვერტმფრენის პირდაპირი გადაგზავნის ღირებულების შესახებ ჰკითხეს. ამის შემდეგ ”Panalpina”-მ ტვირთის გადაგზავნაზე უარი განაცხადა და აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი წერილობითი საჩივრით მიმართა. მოგვიანებით ვერტმფრენი არლინგტონის აეროპორტში დააკავეს.

მომზადებულია ლენტა.რუ-ს მიხედვით.

”ვედომოსტი”-ს მტკიცებით, საქართველო ახალგორის რაიონის ომით დასაბრუნებლად ემზადება

ვდაცვის სამინისტროში გაზეთის წყარო კი იუწყება, რომ სამინისტროში ამგვარი საფრთხე რეალურად მიაჩნიათ. მისი თქმით, ახალგორის რაიონის მოპირდაპირე მხარეს ქართული ჯარები გაძლიერებულია, ინტენსიურად მიმდინარეობს მათი როტაცია, დასავლელი ინსტრუქტორები კი ქართველ სამხედროებს სამთო ომის მანევრებს ასწავლიან.

გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ იღებს შეიარაღებას უკრაინიდან ჩეხეთიდან, თურქეთიდან და ისრაელიდან. ”ვედომოსტის” რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ნიკოლაი მაკაროვის განცხადებაც მოჰყავს იმის თაობაზე, რომ საქართველოს არმია ამჟამად უკეთ არის შეიარაღებული, ვიდრე გასული წლის აგვისტომდე.

გაზეთის ინფორმაციით, ამჟამად ქართული მოსახლეობით დასახლებულ ახალგორის რაიონში რუსეთის არმიის გაძლიერებული მოტომსროლელთა ნაწილი დგას, რომელიც ტანკებითა და არტილერიით არის აღჭურვილი.

"ინტერპრესნიუსი"

teraqti

არც მოღალატეები არც გმირები

მოსკოვის საერთაშორისო ჟურნალისტური ფორუმის მონაწილე ქართველი ჟურნალისტები თბილისელი კოლეგების ნაწილმა "თითქმის მოღალატეებად" შერაცხა, მოსკოველი ქართველები კი მათი საქციელის გმირობად მონათვლას ცდილობდნენ...

ამ წერილის დაწერას არ ვაპირებდი, რადგან მკითხველისათვის ნაკლებად საინტერესოა, თუ სტატიაზე მუშაობისას რომელ კონფერენციაში მონაწილეობს ავტორი, მაგრამ ქართველი ჟურნალისტების მოსკოვში რამდენიმე დღით ყოფნის გამო თბილისში ატეხილმა აჟიოტაჟმა მაიძულა, ჩემი მოსაზრება გამეზიარებინა მკითხველისათვის, რადგან ფორუმის მონაწილეთა შორის მეც გახლდით და ჩემი თვალით ვნახე, რაც იქ ხდებოდა.

9-10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა საერთაშორისო ფორუმი ევროპული და აზიური მასმედიისთვის, რომელშიც პოსტსაბჭოური 15 ქვეყნის გარდა (მათ შორის ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უკრაინის და ა.შ.), ჩინეთისა და იტალიის მასმედიის 150 მთავარი რედაქტორი მონაწილეობდა. მათ შორის 12 ქართველი ჟურნალისტიც ვიყავით (მე, როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" მთავარი რედაქტორი).
თბილისში დაბრუნებულს აეროპორტშივე ერთმა ცნობილმა დეპუტატმა ნიშნის მოგებით მკითხა, - ხომ გაგიხარდათ, მედვედევს რომ შეხვდითო...

თბილისში ჟურნალისტთა ერთი ჯგუფის (რომლებიც არც მალავენ ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობას, რაც ჟურნალისტის პროფესიისთვის დიდად მისასალმებელი არ არის) მიერ ატეხილი აჟიოტაჟის არსი ეს იყო - რატომ წახვედით ჩვენი მტრის, რუსეთის, დედაქალაქში და შეხვდით მის პრეზიდენტს, რომელმაც საქარ ... კითხვის გაგრძელება »

შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე სერგო ჯინჭარაძე გარდაიცვალა

შავ ზღვაში პანამის დროში ქვეშ მცურავი გემის ჩაძირვის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე სერგო ჯინჭარაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში თურქეთში საქართველოს კონსულმა თემურ შარაშენიძემ განაცხადა.
საქართველოს მეორე მოქალაქეს დავით ჯიჯილეიშვილს ამ დრომდე ეძებენ.
~გემზე იმყოფებოდა ორი ქართველი. ერთ-ერთის ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში, მეორის ძებნა გრძელდება~, - განაცხადა შარაშენიძემ.
სატვირთო გემი "Ogan Bey" პანამის დროშის ქვეშ ცურავდა, ხოლო ოპერატორია თურქული "Polathane Denizcilik Nakliyat ve Ticaret Ltd Sirketi".

ტონი ბლერი ერაყში შეჭრას კიდევ ერთხელ ამართლებს

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ტონი ბლერი ამტკიცებს, რომ ერაყის ომში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობასთან დაკავშირებით მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის კვალი არ აღმოჩნდა.

როგორც ბლერმა ”ბი-ბი-სი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მას რომ სცოდნოდა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის არარსებობის შესახებ, სხვა არგუმენტებს გამოიყენებდა იმის დასამტკიცებლად, თუ რაოდენ საშიში იყო სადამ ჰუსეინის რეჟიმი.

ბლერის თქმით, ერაყის ლიდერი მთელი რეგიონისთვის წარმოადგენდა საფრთხეს, რადგან მან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც ცნობილია, ექს-პრემიერი 2010 წელს ერაყის ომის დაწყების გარემოებების შემსწავლელი კომისიის წინაშე წარსდგება.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

« 1 2 ... 6 7 8 9 10 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja