ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
საზღვაო ოკუპაციის დასაწყისი

ქართული ტერიტორიული წყლების ოკუპაციას რუსეთის ФСБ-ს მესაზღვრე მეზღვაურები აგრძელებენ...

"მანგუსტისა" და "სობოლის" ტიპის სამი კატარღის ოჩამჩირის პორტში შემოყვანით რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა - ФСБ-მ დაიწყო ქართული ტერიტორიული წყლების რეალური ოკუპაცია.
რუსეთის სანაპირო დაცვა სტრუქტურულად ФСБ-ში შედის. შავი ზღვა-აზოვის სანაპირო დაცვის სასაზღვრო სამმართველოს ექვემდებარება 21-ე ცალკეული სასაზღვრო-სადარაჯო ხომალდების ბრიგადა, რომლის დივიზიონები განთავსებულია სოჭსა და თემრიუკში (აზოვის ზღვა).
ახლა კი რუსული საოკუპაციო ძალები ოჩამჩირეში ამთავრებენ ახალი დივიზიონის ჩამოყალიბებას, რომელიც ასევე 21-ე ბრიგადაში შევა.
პირველი სამი "მანგუსტი" და "სობოლი" სწორედ ამ ოჩამჩირის დივიზიონში გაერთიანდება. მოსალოდნელია, დროთა განმავლობაში ოჩამჩირის დივიზიონში სხვადასხვა ტიპის 10-მდე კატარღამაც მოიყაროს თავი.
"სობოლი" და "მანგუსტი" ახალი თაობის რუსული სასაზღვრო კატარღებია. პირველი "სობოლის" აგება სანქტ-პეტერბურგში, გემთსაშენი ფირმის, "ალმაზის" ვერფში 2003 წელს დაიწყო.
"სობოლის" წყალწყვა 60 ტონაა, ავტონომიურ რეჟიმში ავითარებს მაქსიმალურ 48 კვანძს (თითქმის 89კმ/სთ). ღია ზღვაში მორიგეობა "სობოლის" ათკაციან ეკიპაჟს სამი დღე-ღამე შეუძლია. კატარღა შეიარაღებულია ერთი შეწყვილებული სატყვიამფრქვევო დანადგარით (ასეთივე 14,5 მმ კალიბრიანი ტყვიამფრქვევი საბჭოთა БТР-ების კოშკურებშიც ეყენა).
"მანგუსტის" მონაცემები შედარებით მოკრძ ... კითხვის გაგრძელება »

რატომაა SU-25 ტარება ლოქონში რთული?



SU-25 და SU-27. ამ ორი თვითმფრინავით ფრენა ძალიან რთულია ლოქონში. სუ-27 თუნდაც იმიტომ რომ ის რომ ავიამზიდზე დასვა 160 კმ/სთ უნდა გქონდეს სიჩქარე. სუ-25 კი უკვე სულ სხვაა. საქმე იმაშია რომ ეს თამაში რუსების შექმნილია და ამიტომაც აქ რუსულ თვითმფრინავებს უფრო კარგი ფიზიკა აქვთ ვიდრე ამერიკულებს. ხოლო სუ-25 კი ყველა იცნობს და ამიტომაც მისი ტარება ამ თამაშში უფრო რთულია სამაგიეროდ უფრო რეალისტური. მხოლოდ ამ თამაშში შეხვდებით შესაძლებლობებს მხოლოდ ერთი ძრავით იფრინოთ. სულ ეს იყო. smile

Т-62

ტ62ის შემუშავება დაიწყო 1957 წელს, ქარხანა ნომერ 183-ში ლ. ნ. კოლნცევის ხელმძღვანელობით,1959-1961 მისი ნიმუშები იქნმებოდა, შემდეგ კი მიმდინარეობდა მათი გამოცდა.

1961 წლის 12 აგვისტოს T-62 საბჭოთა არმიის შეიარაღებაში იქნა მიღებული T-62 არის T-55-ის ტექნიკური გაგრძელება, მას იგივე კომპანოვკა და აგრეგატები აქვს რაც T-55ს. ცვლილება მხოლოდ ერთია 100 მმ ქვემეხის სანაცვლოდ 115 მმ ქვემეხი აყენია. მისი წარმოება შეწყდა 1975 წელს როცა უკვე გამოშვებული იყო 2000 ერთეული. ყველაზე მეტი ტანკი ექსპორტზე გავიდა ახლო აღმოსავლეთში.სსრკს გარდა ტანკს უშვებდა ჩეხოსლოვაკია და ჩრდილოეთ კორეა.

ტანკი T-62 არის უკანასკნელი ტანკი რომელიც შექმნილია მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ტანკის T-44 ბაზაზე, ის თავისი წინა მორბედებისგან განსხვავდება ძლიერი ქვემეხით (115 მმ), ეს არის პირველი ტანკი რომელზეც დაყენებული იქნა პირველად, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული გლუვლულიანი ქვემეხი.

Т-62 აქვს შემდეგ ომებში მონაწილეობა მიღებული:
ჩადის სამოქალაქო ომი (1965—1990; ლიბია)
საბჭოთა ჩინეთ სასაზღვრო კონფლიქტი (1967; სსრკ)
იომ-კიპურის ომი (1973 ;ეგვიპტე, სირია)
ანგოლის სამოქალაქო ომი (1975—2002; ანგოლა, კუბა)
ავღანეთის ომი (1979—1989; სსრკ)
ირან-ერაყის ომი (1980—1988; ერაყი)
ავღანეთის სამოქალაქო ომი (1989—2001)
სპარსეთის ყურის ომი (1990—1991; ერაყი, სირია)
ჩეჩნეთის პირველი ომი (1994—1996)
ჩეჩნეთის მეორე ომი (1991 წლიდან; რუსეთი)
რუსეთ ... კითხვის გაგრძელება »

აგენტის საოცარი ისტორია

1965 წლის 4 ივლისს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ზეიმზე, ნიუ-იორკის სასტუმრო „ჰილტონის“ საბანკეტო დარბაზში 51 წლის წარმოსადეგი მამაკაცი „ეფბეერის„ აგენტებმა დააპატიმრეს. მამაკაცი სწორედ იმ დროს დააკავეს, როცა 34 წლის მომხიბვლელი ლინდა ქეროლთან ვალსს ცეკვავდა. ქეროლი სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო განყოფილებაში მუშაობდა და „ეფბეერი“ მას უთვალთვალებდა. რადგან ქალი შპიონაჟში იყო ეჭვმიტანილი, ფედერალები ვარაუდობდნენ, რომ საიდუმლო დოკუმენტებს იპარავდა და მოწინააღმდეგეს აწვდიდა. დაპატიმრების მომენტში, ანუ ცეკვისას, ქეროლი მამაკაცს ლითონის მინი კონტეინერს გადასცემდა ხელიდან ხელში, რომელშიც სახდეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტების მიკროფირი იყო მოთავსებული. დაპატიმრებულები „ეფბეერის„ განყოფილებაში მიიყვანეს. წყვილი შპიონაჟში ამხილეს. თუმცა, დაპატიმრებულ მამაკაცს არანაირი პირადობის დამადასტურებელი საბუთი არ აღმოაჩნდა და როდესაც ვინაობა ჰკითხეს, თქვა, რომ რაიმონდ კერესი იყო. თუმცა, არც თავისი საცხოვრებელი დაუსახელებია, არც ეროვნება და არც პროფესია.

„პრომეთე“

„ეფბეერის“ მთელი კოლექტივის ძალისხმევის მიუხედავად, ქეროლთან ერთად დაკავებულმა მამაკაცმა თქვა, რომ 51 წლის იყო, ყოველგვარ შპიონაჟს უარყოფდა და აცხადებდა, რომ კომერსანტია და საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა ხშირად უხდება. ქეროლის ჩვენებას კი, სადაც ქალი ამბობდა, რომ კერესმა მას საიდუმლო დოკუმენტებში 5 ათასი დოლარი გადაუხადა, პროვოკაციას უწოდებდა. მიუხედავად იმისა, რომ კერესი საბჭოთა ჯაშუშად მ ... კითხვის გაგრძელება »

FOXHOLE

ნატოში მელიის სოროს უწოდებენ გამაგრებულ ადგილს სადაც 4-5 სასროლი წერიტილია. იგი ბუნკერისგან განსხვავდბა იმით რომ დედამიწიდან შედარებით პატარა სიმაღლისაა და შედარებით მსუბუქადაა გამაგრებული.ამ ნაგებობებს ძირითადად ისეთ დროს იყენებენ როცა თითოეული წამიც მნიშვვნელოვანია თორემ სიმტკიცით რა თქმა უნდა ბუნკერი ჯობია

საქართველოს დამბომბველი რუსული Су-24М აფეთქდა
რუსეთმა სამ დღეში ორი საფრონტო ბომბდამშენი დაკარგა და Су-24М-ების ფრენები დროებით შეაჩერა

სოფელ ძევერის მკვიდრნი ადვილად წარმოიდგენენ, რა დღეში ჩაცვივდებოდნენ როსტოვის ოლქის იმ სოფლის მცხოვრებნი, რომლის მახლობლად 19 ივნისს 40-ტონიანი თვითმფრინავი დაენარცხა მიწას - შარშან, 10 აგვისტოს ასეთივე Су-24М ძევერლების ბაღებში აფეთქდა.

ყოვლად შესაძლებელი იყო, რომ ამ რუსულ საფრონტო ბომბდამშენს დღემდე ვერ მოეღწია და 2008 წლის აგვისტოში ქართულ მიწაზე ჩამოვარდნილიყო, რადგან ეს Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენი მოროზოვსკის საავიაციო-ბომბდამშენ პოლკს ეკუთვნის (მოროზოვსკის 559-ე პოლკის შეიარაღებაში 37 ცალი Су-24М-ია. მოროზოვსკიდან საქართველომდე დაახლოებით 550 კმ-ია) და აგვისტოს ომში ისიც ბომბავდა ქართულ ქალაქებსა და სოფლებს.

ბომბდამშენი გადარჩებოდა, ავარიამდე ერთი დღით ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ტიპის ბომბდამშენების ფრენა დროებით რომ შეეჩერებინა.

17 ივნისს ასეთივე Су-24М-ტიპის საფრონტო ბომბდამშენი მურმანსკის ოლქში, მონჩეგორსკთან ჩამოვარდა. ასეთი საავიაციო შემთხვევის შემდეგ, გამოძიების დამთავრებამდე, როგორც წესი, დროებით აჩერებენ იმავე ტიპის საავიაციო აპარატების ფრენას.

რუსეთის გენერალიტეტმა ეს არ გააკეთა და სავალალო შედეგიც მიიღო, ორ დღეში კიდევ ერთი ბომბდამშენი დაკარგა.

სამ დღეში ორი საფრონტო ბომბდამშენის დაღუპვის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინება და ავარიების მიზეზების დადგენამდე ამ ტიპის თვითმფრინავების ფრენები შეაჩერა.

შეიძლება მკითხველმა იფიქროს, ჩვენთვის ამას რა მნიშვნელობა აქვსო.

თუკი რუსული საფრონტო ბომბ ... კითხვის გაგრძელება »

"ნეტავ, ის არ დაენგრიათ, რაც გვქონდა"
არმიაში პრობლემების აღიარების მიუხედავად, ხელისუფლება ავღანეთში კიდევ ზრდის სამხედრო კონტინგენტს, რადგან როგორც ერთმა ნატოელმა მაღალჩინოსანმა თქვა: "ქართველი ჯარისკაცები მთაგორიანი რელიეფის პირობებში უფრო უკეთ იბრძვიან, ვიდრე ლიტველები და პოლონელები"... "ეს ჯარი მოუვლის როგორც შიდა, ისე გარეშე მტერს", - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის ეს სკანდალური ფრაზა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლებისთვის ჯარი, ეროვნული არმია სახელმწიფოებრიობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სიმბოლო კი არა, პოლიტიკური ბრძოლის იარაღია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ჯარი სამხედრო-პოლიტიკური ექსპერიმენტების პოლიგონად იქცა, რის შედეგადაც, 2008 წლის აგვისტოს ელვისებურ ომში სავალალო შედეგი მივიღეთ. დღეს თავდაცვის სამინისტროს პირველი პირებიც კი აღიარებენ, რომ სამხედრო სფეროში არაერთი სასწრაფო რეფორმაა ჩასატარებელი. ამ მეტად აქტუალურ თემაზე რამდენიმე კითხვით მივმართეთ ექსპერტს, სამხედრო აკადემიის ყოფილ რექტორ გიორგი თავდგირიძეს.

- რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, ლაპარაკია კადეტთა სამხედრო ლიცეუმის აღდგენაზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტის მსგავსად, ქუთაისში განთავსდება...
- კადეტთა კორპუსის აღდგენაზე ლაპარაკი ხელისუფლების მორიგი პიარია. თუ ეს იქნება განათლების სისტემას დაქვემდებარებული სასწავლებელი, მისაღებია, წინააღმდეგ შემთხვევაში - არა. თავის დროზე, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით - კადეტთა კორპუსის ხელაღებით გაუქმება გაუმართლებელი იყო.
კადეტთა ლიცეუმი არ უნდა იყოს გასამხედროებულ-იდეოლოგიზებული სასწავლებელი. დასავლ ... კითხვის გაგრძელება »

საქართველო რუსეთზე ფიქრობს და ავღანეთის საქმეში მასშტაბური წვლილი შეაქვს
Telegraph.co.uk

ავღანეთში 1000-მდე სამხედროს გაგზავნით, საქართველო საკუთარ უსაფრთხოებაში სერიოზულ ინვესტიციას ახორციელებს, მისი დიდი მეზობლის და ყოფილი მმართველის რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთთან შარშანდელი ომის შემდეგ, მოსკოვთან გახანგრძლივებული დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნატო-სთან კავშირების განმტკიცებისკენ მიისწრაფვის და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვლილი შეაქვს აშშ-ს ხელმძღვანელობით ავღანეთში თალიბანთან და ალ-ქაიდასთან ბრძოლის საქმეში.

თბილისი იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი არამხოლოდ გაზრდის მის კავშირებს დასავლურ სამხედრო ალიანსთან, არამედ მის არმიას ძალზედ აუცილებელ სამხედრო გამოცდილებას შესძენს, რომელსაც ის რუსეთთან ან რუსების მიერ მხარდაჭერილ ქართულ სეპარატისტულ რეგიონებთან სხვა კონფლიქტში გამოიყენებდა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს წვლილს ავღანეთში ის პირდაპირ უკავშირებს ქვეყნის უსაფრთხოებას რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების პირისპირ.

”ვიდრე ჩვენი მოკავშირეები… სხვა საკითხებზე არიან კონცენტრირებულები, ჩვენი მტერი სულ უფრო აქტიური ხდება, რაც უფრო მალე გადაწყდება ავღანეთის პრობლემა და რაც უფრო სწრაფად დასრულდება ერაყის ომი, საქართველო მით უფრო დაცული გახდება” – თქვა მან ერთ-ერთი საარტილერიო ბრიგადის ჯარისკაცებისადმი მიმართვაში.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ზოგიერთი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით საკუთარ ჯარს არ უკრძალავს ავღანურ ოპერაციაში მონაწილეობას და მისი თქმით, მისია გამოცდილების მიღების თვალსაზრისით ასევე ძალიან ღირებულია.

”ეს უნიკალური შანსია ჩვენ ... კითხვის გაგრძელება »

ბაქო მთიანი-ყარაბახის გამო ანტი-დასავლურ რიტორიკას აძლიერებს

EURASIANET.org
ბოლო კვირებში, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები დასავლეთზე ბრაზობენ და მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის ბაქოსთვის სასიკეთოდ მოგვარებას რუსეთის მხარდაჭერით ცდილობენ, მიაჩნია ანალიტიკოსების ნაწილს.

26 ნოემბერს, დეპუტატმა გუდრატ გასანგულიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი შეიძლება კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში გაწევრიანდეს, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს და დაუშვებდა აზერბაიჯანში რუსული სამხედრო ბაზის განთავსებას. აზერბაიჯანის ერთიანი სახალხო ფრონტის თავმჯდომარემ ეს იდეა ისე წარმოაჩინა, რომ ბაქო ამაზე იფიქრებდა რუსეთის მხრიდან ”მთიან-ყარაბახზე აზერბაიჯანის უფლების აღიარების” სანაცვლოდ.

მართალია 2007 წელს მიღებული აზერბაიჯანის ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგია, აზერბაიჯანის ერთ-ერთ დიპლომატიურ პრიორიტეტად ”ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას” ცალსახად აღიარებს, თუმცა გასანგულიევი და სხვები ჩივიან, რომ ბაქო დასავლეთისგან სანაცვლოდ არაფერს იღებს, მაშინ როდესაც ბაქო მასთან ურთიერთკავშირების გაღრმავებაშია დაინტერესებული. ”ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს კონტაქტების გამოცდილება იმის ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ აზერბაიჯანი ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება” – დასძენს გასანგულიევი. ბაქოს, ბრიუსელის სამხედრო ალიანსისთვის გაწევრიანების განაცხადით არ მიუმართავს.

მთავრობის და მმართველი პარტიის წარმომადგენლები გასანგულიევის განცხადებას არ გამიჯვნიან. მეტიც, მისი გამოსვლა შექმნილი ტენდენციის აშკარა გამოხატულებაა. 20 ნოემბერს ბაქოშ ... კითხვის გაგრძელება »

საქართველო ავღანეთში 900 სამხედროს გაგზავნის

The New-York Times
თბილისი, საქართველო - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო მომავალ წელს ავღანეთში, აშშ-ის ეგიდით დისლოცირებულ კოალიციურ ჯარში, 900-ზე მეტ სამხედროს გაგზავნის.

სააკაშვილმა განცხადება ორშაბათს, ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების მეთაურთან, გენერალ როჯერ ბრეიდისთან შეხვედრის დროს გააკეთა. საქართველოს დაუჯერებელი მხარდაჭერის გამო ბრეიდიმ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.

ამ წლის დასაწყისში საქართველომ ავღანეთში უკვე გააგზავნა 170 სამხედრო. უფრო ადრე მან ერაყში აშშ-ს ეგიდით მოქმედ კოალიციაშიც წარგზავნა თავისი სამხედროები.

სააკაშვილი შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირე გახდა და სათავეში ჩაუდგა ყოფილი საბჭოთა ქვეყნის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას დასავლეთთან. მისმა პრო-დასავლურმა კურსმა მოსკოვთან შექმნა დაძაბულობა, რაც 2008 წელს რუსულ-ქართულ ომში გადაიზარდა.

ForeignPress

« 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 40 41 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja